პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გალში საკუთარ თავს გიორგის ფოტოაპარატით ფოტოებს უღებდა
გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გალში საკუთარ თავს გიორგის ფოტოაპარატით ფოტოებს უღებდა

ზა­ფხულ­ში ანაკ­ლი­ა­ში მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ფო­ჩხუ­ას მკვლე­ლო­ბამ ყვე­ლა გაგ­ვა­ოგ­ნა და გული დაგ­ვწყვი­ტა. ოჯახ­ში დღემ­დე ვერ იჯე­რე­ბენ თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას. ცდი­ლო­ბენ, ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლონ და არ იფიქ­რონ გი­ორ­გის ამ­ქვეყ­ნად არ­ყოფ­ნა­ზე. დამ, მომ­ღე­რალ­მა ელე­ნე ფო­ჩხუ­ამ, შეძ­ლო და სიმ­ღე­რა გა­აგ­რძე­ლა. ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ ფიქ­რობს, რომ ძმას არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, თუ სიმ­ღე­რას თავს და­ა­ნე­ბებ­და. ელე­ნეს­თან ძა­ლი­ან სევ­დი­ან ინ­ტერ­ვი­უს რამ­დენ­ჯერ­მე მისი ცრემ­ლე­ბიც მოჰ­ყვა... მას "რე­ი­ტინ­გი" პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გა­მარ­თვამ­დე ეს­ტუმ­რა.

- 7 სექ­ტემ­ბერს პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა. გი­ორ­გის მკვლელს 109-ე მუხ­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ზე მძი­მე, ძარ­ცვი­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლია. მკვლელს ვე­რა­ნა­ი­რი ად­ვო­კა­ტი ვერ უშ­ვე­ლის. მის­მა მშობ­ლებ­მა რაც უნდა ეცა­დონ, რაც და­ა­შა­ვა, იმ სას­ჯელს მი­ი­ღებს. ოცი წლის ბიჭი ასე­თი გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი რა­ტო­მაა, ვერ ვხვდე­ბი. რო­გორც გა­ვი­გეთ, ძარ­ცვა მას პირ­ვე­ლად არ ჩა­უ­დე­ნია. ძვე­ლი ბიჭი იყო და ფუ­ლის შე­წერ­ვა მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი ყო­ფი­ლა. მე­გობ­რე­ბიც ასე­თი ჰყავ­და...

ანაკ­ლია ჩვე­ნი სახ­ლი­დან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. და­ახ­ლო­ე­ბით ოცი წუ­თის სა­ვა­ლი გზაა. გი­ორ­გის ძა­ლი­ან მოს­წონ­და ანაკ­ლი­ა­ში ყოფ­ნა. თით­ქმის ყო­ველ­დღე სამ­სა­ხუ­რის მერე მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­დი­ო­და. ხან­და­ხან რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბო­და. ძა­ლი­ან ფრთხი­ლი იყო. ვი­ცო­დით, რომ თუ გი­ორ­გი დათ­ვრე­ბო­და, არა­ვის სცემ­და და არა­ვის აე­კი­დე­ბო­და. შა­რის ატე­ხა არ უყ­ვარ­და. იმ დღე­საც წა­ვი­და ანაკ­ლი­ა­ში. სას­ტუმ­რო "ოქ­როს საწ­მის­ში" იყო მე­გობ­რებ­თან ერ­თად. იმ დღეს ზღვა ძა­ლი­ან ჭუ­ჭყი­ა­ნი ყო­ფი­ლა და სას­ტუმ­როს აუზ­ში უბა­ნა­ვი­ათ. მხო­ლოდ ლუდი და­უ­ლე­ვი­ათ. სას­ტუმ­რო­დან რომ გა­მო­სუ­ლან, მათ­თან სამი ბიჭი მი­სუ­ლა. ერთ მათ­განს უთ­ქვამს, ვერ მი­ცა­ნი, ფო­ჩხუ­აო. გი­ორ­გის ძმა­კა­ცი იხ­სე­ნებს, გი­ორ­გი ძა­ლი­ან ბევრ ნაც­ნობს ნა­ხუ­ლობ­და ყო­ველ­დღე, არა­ვის გაგ­ვკვირ­ვე­ბია, კი­დევ ერთს რომ შეხ­ვდაო. უთ­ქვამს, ბექა ვარ "რო­ი­ალ პა­ლა­სი­და­ნო". ზუგ­დიდ­ში იყო რეს­ტო­რა­ნი, რო­მე­ლიც გახ­სნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ი­ხუ­რა. ამ რეს­ტო­რან­ში გი­ორ­გიმ რამ­დენ­ჯერ­მე წა­იყ­ვა­ნა სა­ღა­მო. გი­ორ­გის ძმა­კა­ცე­ბი ჰყვე­ბი­ან, შო­რი­დან რომ ვუ­ყუ­რებ­დით, ძა­ლი­ან მშვი­დად სა­უბ­რობ­დნე­ნო. ცოტა ხან­ში ძმა­კაცს და­უ­რე­კავს და გი­ორ­გის უთ­ქვამს, მოვ­დი­ვარ უკ­ვეო. მე­გო­ბა­რი ჰყვე­ბა, თით­ქოს ნა­ბი­ჯე­ბის ხმაც კი მეს­მო­დაო, მაგ­რამ 10 წუ­თის მე­რეც რომ არ დაბ­რუნ­და გი­ორ­გი, ძა­ლი­ან გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა უფიქ­რი­ათ, კი­დევ სხვა ნაც­ნო­ბი ნახა ალ­ბა­თო. გი­ორ­გის ძმა­კა­ცი მგო­ნი, ჩვენ­ზე ცუდ დღე­შია. მე­გო­ბა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გვერ­დით მო­უკ­ლეს და ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო. რომ არ გა­მოჩ­ნდა, ძებ­ნა და­ი­წყეს და მერე პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს. მე­ო­რე დი­ლას მკვდა­რი გი­ორ­გი წყალ­მა გა­მო­რი­ყა. არ ვიცი, ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია რო­გორ უნდა გა­და­ვი­ტა­ნო.

- თუ შეხ­ვდით ბექა ცო­ბე­ხი­ას დე­დას, რო­მელ­მაც შვი­ლი პო­ლი­ცი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა?

- ცო­ბე­ხი­ას დე­დას შვი­ლი პო­ლი­ცი­ა­ში არ მი­უყ­ვა­ნია, ეს დიდი ტყუ­ი­ლია. თა­ვი­დან, ეს რომ გა­ვი­გეთ, ვი­ფიქ­რეთ, რო­გო­რი კარ­გი დედა ჰყო­ლი­აო. ამ ფაქ­ტმა მთე­ლი ოჯა­ხი შეგვძრა, მაგ­რამ მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს დიდი სიც­რუე იყო. მკვლე­ლი გალ­ში იყო გაქ­ცე­უ­ლი. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია გა­და­ვი­და და მათ აიყ­ვა­ნეს. ეს ტყუ­ი­ლი დე­და­მისს იმი­ჯის­თვის დას­ჭირ­და. ხალ­ხი მას­ზე იტყვის, რომ კარ­გი დე­დაა, მის­მა შვილ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვა, დე­დამ კი ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნაო. დე­და­მის­მა პირ­ვე­ლი­ვე დღეს იცო­და შვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი. მკვლე­ლი მე­სა­მე დღეს და­ა­კა­ვეს. მა­შინ იქ­ნე­ბო­და კარ­გი დედა, პირ­ვე­ლი­ვე დღეს თუ მი­იყ­ვან­და ზუგ­დი­დის სა­სა­მარ­თლო­ში.

- ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც გი­ორ­გიმ იმ სა­ღა­მოს და­კარ­გა, იპო­ვეს?

- მკვლე­ლი სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭედ­ზე ამ­ბობს, არ ეკე­თაო. არა­და, ჩვენ გვაქვს გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბამ­დე 40 წუ­თით ადრე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც მას უკე­თია ბე­ჭე­დი. სა­დაც ტე­ლე­ფო­ნი და ფო­ტო­ა­პა­რა­ტი წა­ი­ღო იმ ადა­მი­ან­მა, ბე­ჭედ­საც არ და­ტო­ვებ­და. გი­ორ­გი ძარ­ცვის მიზ­ნით მოკ­ლა.

ჩემი ძმა ზუგ­დი­დის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, რამ­დე­ნი­მე, რო­გორც თვი­თონ უწო­დებ­და, ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რა და სპექ­ტაკ­ლი დად­გა. ზუგ­დი­დის გამ­გე­ო­ბამ რომ ნახა სპექ­ტაკ­ლი "აღ­სა­რე­ბა", თან­ხა გა­და­უ­რი­ცხეს კი­ევ­ში სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სას­წავ­ლებ­ლად. გი­ორ­გი სამ დღე­ში უნდა გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო კი­ევ­ში. გა­ე­როს და­ფი­ნან­სე­ბით ერთ-ერთ რე­გი­ო­ნულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აკე­თებ­და გა­და­ცე­მას "ფერ­მე­რის დღი­უ­რი", სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი ხელ­ფა­სი ჰქონ­და. მარ­თა­ლია, თბი­ლის­ში არ ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ მი­თხრა, ჩემს ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მაქვს, რაც მჭირ­დე­ბაო. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, თა­ვის საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ­და და მარ­თლა ბედ­ნი­ე­რი იყო ამით. რო­გორც ჩანს, ბო­რო­ტი და ბოღ­მი­ა­ნი ბი­ჭე­ბის ჩვე­ვაა, თუ ვი­ღაც წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ვერ იტა­ნენ. გი­ორ­გი მკვლე­ლო­ბის დღეს სას­ტუმ­რო­დან რომ გა­ვი­და, არ ვიცი, რა იფიქ­რეს. ის ძა­ლი­ან დიდი ფუ­ლის პატ­რო­ნი არ იყო, ეს ყვე­ლამ იცო­და. ფო­ტო­პა­რა­ტი კი იყო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ხალ­ხს იმა­ზე უფრო ძვი­რი­ა­ნი ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბიც აქვს. მო­ბი­ლუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 100 ლარი ღირ­და, მაგ­რამ ბეჭ­დი­თა და ფო­ტო­ა­პა­რა­ტით კარგ ფულს გა­ა­კე­თებ­და. რო­დე­საც მკვლე­ლი გალ­ში გა­და­ვი­და, გან­მუ­ხუ­რის ხი­დის ქვეშ დაშ­ლი­ლი მო­ბი­ლუ­რი გა­და­აგ­დო. ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და, რომ მო­ბი­ლუ­რით ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლი იყო ადა­მი­ა­ნის მო­ძებ­ნა. ეს მო­ბი­ლუ­რი პო­ლი­ცი­ამ იპო­ვა და ნა­წი­ლე­ბი მოგ­ვი­ტა­ნა. ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბაა, რომ მო­ბი­ლუ­რი გა­დარ­ჩა და ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ.

- გი­ორ­გის და­ნარ­ჩე­ნი ნივ­თე­ბი და­გიბ­რუნ­დათ?

- მხო­ლოდ ჯინ­სი არ გვაქვს. რო­დე­საც ფუ­ლის შე­წე­რა სცა­და, გი­ორ­გის მკვლელ­მა პირ­ვე­ლად ცხვირ­ში და­არ­ტყა. რო­გორც ჩანს,

გი­ორ­გის ჯინ­სი და­ეს­ვა­რა სის­ხლით და მკვლელ­მა შარ­ვა­ლი გა­აქ­რო.

ფო­ტო­ა­პა­რა­ტი დაგ­ვიბ­რუ­ნეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წაშ­ლი­ლი იყო, მაგ­რამ ჩიპი აღ­ვად­გი­ნეთ. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა და მისი ფო­ტო­ა­პა­რა­ტით გალ­ში 30-მდე ფოტო გა­და­ი­ღო. თა­ვის თავს, სახ­ლებს, ეზო­ებ­სა და ყვა­ვი­ლებს უღებ­და ფო­ტო­ებს. ვი­ღაც ბა­ბუ­ე­ბის­თვის აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ თოხ­ნიდ­ნენ, 20 წლის ბიჭს ხომ შე­იძ­ლე­ბა, სი­ნა­ნუ­ლი მა­ინც ჰქო­ნო­და, რომ კაცი მოკ­ლა. რო­გორც გა­ვი­გეთ, ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. მე არ ვიცი, ვი­ნაა მა­მა­მი­სი. ამ­ბო­ბენ, გალ­ში ცხოვ­რობ­სო. დედა და მამა გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ დედა მთელ სა­მეგ­რე­ლო­ში ცნო­ბი­ლია, რო­გორც უბილ­წე­სი ქალი. რო­დე­საც ბი­ჭებ­მა იცი­ან, რომ ასე­თი დედა ჰყავთ, ამის გამო ბო­რო­ტე­ბი და ბოღ­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან. მან მარ­ტო გი­ორ­გი კი არა, მთე­ლი ოჯა­ხი მოგ­ვკლა. წლი­სა და ოთხი თვის ბავ­შვი დღემ­დე მა­მა­მისს ელო­დე­ბა. ხან ვის მი­ამ­სგავ­სებს მა­მა­მისს და ხან ვის. ჯერ პა­ტა­რაა, მაგ­რამ ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რია. ვე­რა­ვინ ვერ ტი­რის სახ­ლში იმი­ტომ, რომ ლუკა ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე გახ­და. ყვე­ლას მსა­ხი­ო­ბო­ბა გვი­წევს. ყვე­ლა კუ­თხე­ში გი­ორ­გის ფო­ტო­ე­ბი უდევს ჩემს რძალს. თურ­მე ლუკა მივა იმ ფო­ტო­ებ­თან და ელა­პა­რა­კე­ბა ხოლ­მე. ღმერ­თმა დაგ­ვი­ტო­ვა ლუკა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ვიცი, ძა­ლი­ან მა­გა­რი ბიჭი გა­იზ­რდე­ბა. მთე­ლი ოჯა­ხი მას ისეთს გავზრდით, რო­გო­რიც მა­მა­მისს უნ­დო­და. მარ­თა­ლია, ისეთ წლებ­ში, როცა მამა ძა­ლი­ან დას­ჭირ­დე­ბა, გვერ­დით არ ეყო­ლე­ბა, მაგ­რამ ის ია­მა­ყებს მა­მა­მი­სით. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ჩემი რძა­ლი. რუს­კა წურ­წუ­მი­ას­თან ბავ­შვო­ბი­დან ვმე­გობ­რობ. ჩემი რძა­ლი კი არა, მე­გო­ბა­რია. ახლა იცით, რას ნატ­რობს? ნე­ტავ, და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ და გი­ორ­გი ცო­ცხა­ლი იყო­სო. რვა წელი უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი და­ან­გრია იმ კაც­მა.

- რას ჰყვე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი, რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი?

- თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს. ამ­ბობს, გი­ორ­გიმ დედა შე­მა­გი­ნაო. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გირ­ტყამს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­ა­გი­ნებ. რომ ვნა­ხე ეს ადა­მი­ა­ნი, გა­და­ვი­რიე, იმ­ხე­ლაა. ის გი­ორ­გის სი­ტყვით ვერ მო­ე­რე­ო­და და ძა­ლით შე­ებ­რძო­ლა. სა­შინ­ლად იყო გი­ორ­გი ნა­ცე­მი. ტუჩი ჰქონ­და გა­ხე­უ­ლი და ყური მოგ­ლე­ჯი­ლი. იღ­ლი­ის ქვეშ, ეტყო­ბა, ფეხ­საც­მლი­ა­ნი ფეხი ურტყა და სულ ჩა­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. ყვე­ლა კბი­ლი და ცხვი­რის ძვა­ლი ჰქონ­და ჩამ­ტვრე­უ­ლი. ის ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი ან ნა­თე­სა­ვი, ვი­საც ასე­თი გი­ორ­გი არ უნა­ხავს, ბედ­ნი­ე­რია. იცით, რით ვიმ­შვი­დებ თავს? ვფიქ­რობ, რომ გი­ორ­გი არ დაგ­ვი­საფ­ლა­ვე­ბია და ის სხვა ადა­მი­ა­ნი იყო. ასე მგო­ნია, სად­მეა წა­სუ­ლი, იმი­ტომ, რომ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ვა­საფ­ლა­ვეთ, გი­ორ­გის არ ჰგავ­და, სა­ოც­რად და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი იყო.

გი­ორ­გის მხო­ლოდ სახე ჰქონ­და ცე­მის­გან და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი. ჩემს ძმას კარ­გად ვიც­ნობ­დი. მთე­ლი ღამე წყალ­ში რომ იყო, სახე აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლი­ლი ჰქონ­და. პრო­ზექ­ტუ­რა­ში მა­კი­ა­ჟი გა­უ­კე­თეს, მაგრმ მა­კი­აჟ­მა ბევ­რი ვე­რა­ფე­რი და­ფა­რა.

გი­ორ­გის­თან იმ სა­ბე­დის­წე­რო სა­ღა­მოს ისე­თი ხალ­ხი მი­ვი­და, რომ­ლე­ბის­თვის 50 ლა­რიც კი ფული იყო. გო­გო­ნე­ბი ჰყავ­დათ და ეტყო­ბა, კა­ფე­ში დას­ხდო­მა უნ­დო­დათ. სა­მი­ვემ იცო­და, რის­თვი­საც მი­ვი­და ბექა ცო­ბე­ხია გი­ორ­გის­თან. უთხრა, ამ ფო­ჩხუ­ას ფულს ავა­ხევ და თქვენ და­მე­ლო­დე­თო. გი­ორ­გის ფული აღარ ექ­ნე­ბო­და. სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­ში ექ­ნე­ბო­და და­ხარ­ჯუ­ლი. რო­დე­საც მკვლე­ლი მე­გობ­რებ­თან გი­ორ­გის ფო­ტო­ა­პა­რა­ტით მი­სუ­ლა, უთ­ქვამს, ეს ერთ გო­იმს ავა­ხი­ეო. თა­ვი­დან თქვა, შე­მო­მაკ­ვდაო. თუ შე­მო­აკ­ვდა და ამას გა­ნიც­დი­და, ხომ შე­ეძ­ლო, როცა გი­ორ­გი ცე­მის­გან გა­ი­თი­შა, სას­წრა­ფო­ში და­ე­რე­კა, ან მი­სუ­ლი­ყო პო­ლი­ცი­ას­თან და ეთ­ქვა, მგო­ნი, კაცი შე­მო­მაკ­ვდაო. ამით თა­ვის თავ­საც უშ­ვე­ლი­და და გი­ორ­გი­საც გა­და­არ­ჩენ­და. გი­ორ­გი იმ მო­მენ­ტში მკვდა­რი არ ყო­ფი­ლა, მხო­ლოდ გა­თი­შუ­ლი იყო. ექ­სპერ­ტი­ზამ გვი­თხრა, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, სახ­ლში თა­ვი­სი ფე­ხით მო­ვი­დო­და კარ­გად ნა­ცემ-ნა­ბეგ­ვიო. მკვლელ­მა ათ­რია გა­თი­შუ­ლი გი­ორ­გი, ტან­საც­მე­ლი გა­ხა­და. ტან­საც­მლი­ან ადა­მი­ანს წყალ­ში ხომ ად­ვი­ლად ვერ ჩა­ძი­რავ. ზღვა­ში ისეთ ად­გი­ლას გა­იყ­ვა­ნა, სა­დაც ენ­გუ­რი მტკვარს უერ­თდე­ბა. ეს ყვე­ლა­ზე ცუდი ად­გი­ლია ანაკ­ლი­ა­ში. ძა­ლი­ან ბევ­რი ჭა არის. ზუს­ტად ჭაში თუ მოხ­ვდა ადა­მი­ა­ნი, შე­იძ­ლე­ბა, გვა­მიც კი ვე­რას­დროს იპო­ვონ. ექ­სპერ­ტმა თქვა, წყალ­ში გი­ორ­გი გა­მო­ფხიზ­ლდე­ბო­დაო. თუ ამო­იყ­ვან­და, მა­შინ იქ­ნე­ბო­და კარ­გი ბიჭი და გი­ორ­გიც ცო­ცხა­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და. თვი­თონ ჩვე­ნე­ბა­შიც ჰყვე­ბა, წყალ­ში გა­ფარ­თხალ­დაო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­ახ­რჩო წყალ­ში. ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა კვა­ლის და­სა­ფა­რა­ვად. მერე მი­ვი­და მე­გობ­რებ­თან და უთხრა, რომ კაცი მოკ­ლა და სთხო­ვა, გა­მაქ­ცი­ე­თო. თენ­გიზ ბა­ძა­ღუა გალ­ში გა­დას­ვლა­ში და­ეხ­მა­რა. პირ­ვე­ლად სწო­რედ ის და­ა­კა­ვეს. ბა­ძა­ღუ­ას რომ ეშ­ვე­ლე­ბა და რამ­დე­ნი­მე წა­ლი­წად­ში გა­მო­ვა, ვიცი, მაგ­რამ ისიც ვიცი, რომ მკვლელს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა და ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რებს მთელ ცხოვ­რე­ბას....

- ახლა ვინ იქ­ნე­ბა ზუგ­დი­დის თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი?

- გი­ორ­გი ზუ­დი­დის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. გი­ორ­გის რომ გა­ე­გო, ტე­ლე­ვი­ზი­ით ასე აცხა­დებ­დნენ, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და. კი­ევ­ში სას­წავ­ლებ­ლად იმი­ტომ მი­დი­ო­და, რომ თა­ვის ქა­ლაქ­ში მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი გამ­ხდა­რი­ყო.

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბა ძმა?

- გი­ორ­გი სულ ჩემი კრი­ტი­კო­სი და მრჩე­ვე­ლი იყო. მე­უბ­ნე­ბო­და, ჩემ­ზე მეტი შე­გიძ­ლია და არ აკე­თე­ბო. ის ჩემი პი­რა­დი მრჩე­ვე­ლი გახ­ლდათ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა გი­ორ­გის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იმ ვი­ღა­ცამ ჩემი ნა­ხე­ვა­რი წა­მარ­თვა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბას ვაგ­რძე­ლებ. მტრის ჯი­ნა­ზე არ ვა­პი­რებ, რომ აღარ ვიმ­ღე­რო. ჩემს ძმას ნამ­დვი­ლად არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, საქ­მი­ა­ნო­ბა რომ აღარ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ძა­ლი­ან მი­ჭირს, მაგ­რამ მივ­დი­ვარ ჩემს სამ­სა­ხურ­ში და ვმღე­რი. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მემ თქვას, რა ამ­ღე­რებ­სო, მაგ­რამ არ და­ვუშ­ვებ, რომ გავ­ჩერ­დე. ოჯახ­ში დიდი ტრა­გე­დია გვაქვს, მაგ­რამ სიმ­ღე­რას ვაგ­რძე­ლებ. უკვე წლე­ბია პრო­ექტ "იავ­ნა­ნას" გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ­დით მე და ჩემი ძმა. რა­დაც უნდა და­მიჯ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვას­რუ­ლებ ამ პრო­ექტს. გი­ორ­გის ექვს თე­ბერ­ვალს აქვს და­ბა­დე­ბის დღე. ყვე­ლა ძა­ლას მო­ვიკ­რებ, რომ პრო­ექ­ტი ამ დღეს გა­კეთ­დეს და მას მი­ვუ­ძღვნი. სამ­წუ­ხა­როა, რომ გი­ორ­გის დიდი ხნის წი­ნა­დე­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი მის ხსოვ­ნას უნდა მი­ვუ­ძღვნა, მაგ­რამ ჩემი ძმის­თვის მხო­ლოდ ამის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ.

- პირ­ვე­ლად სიმ­ღე­რა ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­და...

- ორ ად­გი­ლას ვმღე­რი. რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტი იყო კლუბ­ში. რომ ვიმ­ღე­რე, სევ­და და გა­ჭირ­ვე­ბა გა­მახ­სენ­და და ავ­ტირ­დი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ტი­რი­ლით ვმღე­რო­დი. ძა­ლი­ან ძნე­ლი ყო­ფი­ლა ტი­რი­ლით სიმ­ღე­რა. ბგე­რას ვერ იკა­ვებ, ნოტს ვერ იჭერ, მაგ­რამ მა­ინც შევ­ძე­ლი სიმ­ღე­რა. თით­ქოს გი­ორ­გი და­მეხ­მა­რა, რომ ბო­ლომ­დე მემ­ღე­რა. უცხო­ე­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ. მათ ხომ არ იცოდ­ნენ ჩემი გა­ჭირ­ვე­ბა. სიმ­ღე­რა რომ და­ვამ­თავ­რე, ყვე­ლა უკ­ლებ­ლივ ფეხ­ზე დად­გა და ტაშს მიკ­რავ­და. ზოგი სკამ­ზეც კი ავი­და და ისე მიკ­რავ­და ტაშს. მათ ალ­ბათ იფიქ­რეს, აი, რო­გო­რი გრძნო­ბით შე­ას­რუ­ლა სიმ­ღე­რაო. გა­მახ­სენ­და, "გოლ­დენ ტა­ლანტზე" ამ სიმ­ღე­რას რომ ვას­რუ­ლებ­დი, გი­ორ­გი ჩემს სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ჩა­მო­ვი­და. თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა­შიც კი თა­ვი­სი შეს­წო­რე­ბე­ბი შეჰ­ქონ­და. შენ ხმას არ ამო­ი­ღებ, რაც უნდა და­გად­გან თავ­ზეო, მე­უბ­ნე­ბო­და. კუ­ლი­სებ­ში რომ გა­ვე­დი, პირ­ვე­ლი გი­ორ­გი დამ­ხვდა და ჩა­მე­ხუ­ტა. მი­თხრა, ძა­ლი­ან კარ­გად იმ­ღე­რეო. ახლა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა, არ­სად რომ არ დამ­ხვდე­ბა და გა­სამ­ხნე­ვე­ბელ სი­ტყვებს ვერ მე­ტყვის, მაგ­რამ მჯე­რა, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს, რო­დე­საც კუ­ლი­სებ­ში გა­ვალ, გი­ორ­გი იქ იქ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ, მე ვერ და­ვი­ნა­ხავ, მაგ­რამ ამას ვიგ­რძნობ.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გი­ორ­გი ფო­ჩხუ­ას მკვლე­ლო­ბა | იხი­ლეთ ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟე­ბი

- გი­ორ­გი ფო­ჩხუ­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია

- გი­ორ­გი ფო­ჩხუ­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს დე­დამ ჩა­ა­ბა­რა

გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გალში საკუთარ თავს გიორგის ფოტოაპარატით ფოტოებს უღებდა

გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გალში საკუთარ თავს გიორგის ფოტოაპარატით ფოტოებს უღებდა

ზაფხულში ანაკლიაში მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობამ ყველა გაგვაოგნა და გული დაგვწყვიტა. ოჯახში დღემდე ვერ იჯერებენ თავს დატეხილ უბედურებას. ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და არ იფიქრონ გიორგის ამქვეყნად არყოფნაზე. დამ, მომღერალმა ელენე ფოჩხუამ, შეძლო და სიმღერა გააგრძელა. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ფიქრობს, რომ ძმას არ მოეწონებოდა, თუ სიმღერას თავს დაანებებდა. ელენესთან ძალიან სევდიან ინტერვიუს რამდენჯერმე მისი ცრემლებიც მოჰყვა... მას "რეიტინგი" პირველი სასამართლო პროცესის გამართვამდე ესტუმრა.

- 7 სექტემბერს პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება. გიორგის მკვლელს 109-ე მუხლი აქვს წაყენებული. ეს ყველაზე მძიმე, ძარცვისა და განზრახ მკვლელობის მუხლია. მკვლელს ვერანაირი ადვოკატი ვერ უშველის. მისმა მშობლებმა რაც უნდა ეცადონ, რაც დააშავა, იმ სასჯელს მიიღებს. ოცი წლის ბიჭი ასეთი გაბოროტებული რატომაა, ვერ ვხვდები. როგორც გავიგეთ, ძარცვა მას პირველად არ ჩაუდენია. ძველი ბიჭი იყო და ფულის შეწერვა მისი ცხოვრების სტილი ყოფილა. მეგობრებიც ასეთი ჰყავდა...

ანაკლია ჩვენი სახლიდან ძალიან ახლოსაა. დაახლოებით ოცი წუთის სავალი გზაა. გიორგის ძალიან მოსწონდა ანაკლიაში ყოფნა. თითქმის ყოველდღე სამსახურის მერე მეგობრებთან ერთად მიდიოდა. ხანდახან რამდენიმე დღე რჩებოდა. ძალიან ფრთხილი იყო. ვიცოდით, რომ თუ გიორგი დათვრებოდა, არავის სცემდა და არავის აეკიდებოდა. შარის ატეხა არ უყვარდა. იმ დღესაც წავიდა ანაკლიაში. სასტუმრო "ოქროს საწმისში" იყო მეგობრებთან ერთად. იმ დღეს ზღვა ძალიან ჭუჭყიანი ყოფილა და სასტუმროს აუზში უბანავიათ. მხოლოდ ლუდი დაულევიათ. სასტუმროდან რომ გამოსულან, მათთან სამი ბიჭი მისულა. ერთ მათგანს უთქვამს, ვერ მიცანი, ფოჩხუაო. გიორგის ძმაკაცი იხსენებს, გიორგი ძალიან ბევრ ნაცნობს ნახულობდა ყოველდღე, არავის გაგვკვირვებია, კიდევ ერთს რომ შეხვდაო. უთქვამს, ბექა ვარ "როიალ პალასიდანო". ზუგდიდში იყო რესტორანი, რომელიც გახსნიდან რამდენიმე თვეში დაიხურა. ამ რესტორანში გიორგიმ რამდენჯერმე წაიყვანა საღამო. გიორგის ძმაკაცები ჰყვებიან, შორიდან რომ ვუყურებდით, ძალიან მშვიდად საუბრობდნენო. ცოტა ხანში ძმაკაცს დაურეკავს და გიორგის უთქვამს, მოვდივარ უკვეო. მეგობარი ჰყვება, თითქოს ნაბიჯების ხმაც კი მესმოდაო, მაგრამ 10 წუთის მერეც რომ არ დაბრუნდა გიორგი, ძალიან გაჰკვირვებიათ, თუმცა უფიქრიათ, კიდევ სხვა ნაცნობი ნახა ალბათო. გიორგის ძმაკაცი მგონი, ჩვენზე ცუდ დღეშია. მეგობარი, ფაქტობრივად, გვერდით მოუკლეს და ვერაფერი გაიგო. რომ არ გამოჩნდა, ძებნა დაიწყეს და მერე პოლიციაში განაცხადეს. მეორე დილას მკვდარი გიორგი წყალმა გამორიყა. არ ვიცი, ამხელა ტრაგედია როგორ უნდა გადავიტანო.

- თუ შეხვდით ბექა ცობეხიას დე­დას, რომელმაც შვილი პოლიციაში მიიყვანა?

- ცობეხიას დედას შვილი პოლიციაში არ მიუყვანია, ეს დიდი ტყუილია. თავიდან, ეს რომ გავიგეთ, ვიფიქრეთ, როგორი კარგი დედა ჰყოლიაო. ამ ფაქტმა მთელი ოჯახი შეგვძრა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს დიდი სიცრუე იყო. მკვლელი გალში იყო გაქცეული. ქართული პოლიცია გადავიდა და მათ აიყვანეს. ეს ტყუილი დედამისს იმიჯისთვის დასჭირდა. ხალხი მასზე იტყვის, რომ კარგი დედაა, მისმა შვილმა შეცდომა დაუშვა, დედამ კი ასეთი საქციელი ჩაიდინაო. დედამისმა პირველივე დღეს იცოდა შვილის დანაშაული. მკვლელი მესამე დღეს დააკავეს. მაშინ იქნებოდა კარგი დედა, პირველივე დღეს თუ მიიყვანდა ზუგდიდის სასამართლოში.

- ნივთები, რომლებიც გიორგიმ იმ საღამოს დაკარგა, იპოვეს?

- მკვლელი საქორწინო ბეჭედზე ამბობს, არ ეკეთაო. არადა, ჩვენ გვაქვს გიორგის მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გადაღებული ფოტოები, სადაც მას უკეთია ბეჭედი. სადაც ტელეფონი და ფოტოაპარატი წაიღო იმ ადამიანმა, ბეჭედსაც არ დატოვებდა. გიორგი ძარცვის მიზნით მოკლა.

ჩემი ძმა ზუგდიდის თეატრის მსახიობი იყო, რამდენიმე, როგორც თვითონ უწოდებდა, ექსპერიმენტი ჩაატარა და სპექტაკლი დადგა. ზუგდიდის გამგეობამ რომ ნახა სპექტაკლი "აღსარება", თანხა გადაურიცხეს კიევში სარეჟისორო ფაკულტეტზე მაგისტრატურაში სასწავლებლად. გიორგი სამ დღეში უნდა გამგზავრებულიყო კიევში. გაეროს დაფინანსებით ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიაში აკეთებდა გადაცემას "ფერმერის დღიური", სადაც ძალიან კარგი ხელფასი ჰქონდა. მართალია, თბილისში არ ცხოვრობდა, მაგრამ მითხრა, ჩემს ქალაქში ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდებაო. რაც ყველაზე მთავარია, თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა და მართლა ბედნიერი იყო ამით. როგორც ჩანს, ბოროტი და ბოღმიანი ბიჭების ჩვევაა, თუ ვიღაც წარმატებულია, ვერ იტანენ. გიორგი მკვლელობის დღეს სასტუმროდან რომ გავიდა, არ ვიცი, რა იფიქრეს. ის ძალიან დიდი ფულის პატრონი არ იყო, ეს ყველამ იცოდა. ფოტოპარატი კი იყო ძვირად ღირებული, მაგრამ ხალხს იმაზე უფრო ძვირიანი ფოტოაპარატებიც აქვს. მობილური დაახლოებით 100 ლარი ღირდა, მაგრამ ბეჭდითა და ფოტოაპარატით კარგ ფულს გააკეთებდა. როდესაც მკვლელი გალში გადავიდა, განმუხურის ხიდის ქვეშ დაშლილი მობილური გადააგდო. ძალიან კარგად იცოდა, რომ მობილურით ყველაზე ადვილი იყო ადამიანის მოძებნა. ეს მობილური პოლიციამ იპოვა და ნაწილები მოგვიტანა. ყველაზე დიდი საშინელებაა, რომ მობილური გადარჩა და ადამიანი დავკარგეთ.

- გიორგის დანარჩენი ნივთები დაგიბრუნდათ?

- მხოლოდ ჯინსი არ გვაქვს. როდესაც ფულის შეწერა სცადა, გიორგის მკვლელმა პირველად ცხვირში დაარტყა. როგორც ჩანს,

გიორგის ჯინსი დაესვარა სისხლით და მკვლელმა შარვალი გააქრო.

ფოტოაპარატი დაგვიბრუნეს. აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილი იყო, მაგრამ ჩიპი აღვადგინეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი მოკლა და მისი ფოტოაპარატით გალში 30-მდე ფოტო გადაიღო. თავის თავს, სახლებს, ეზოებსა და ყვავილებს უღებდა ფოტოებს. ვიღაც ბაბუებისთვის აქვს გადაღებული ფოტოები, რომ თოხნიდნენ, 20 წლის ბიჭს ხომ შეიძლება, სინანული მაინც ჰქონოდა, რომ კაცი მოკლა. როგორც გავიგეთ, ძალიან დეპრესიული ადამიანი ყოფილა ოჯახური მდგომარეობის გამო. მე არ ვიცი, ვინაა მამამისი. ამბობენ, გალში ცხოვრობსო. დედა და მამა გაშორებულები არიან, მაგრამ დედა მთელ სამეგრელოში ცნობილია, როგორც უბილწესი ქალი. როდესაც ბიჭებმა იციან, რომ ასეთი დედა ჰყავთ, ამის გამო ბოროტები და ბოღმიანები ხდებიან. მან მარტო გიორგი კი არა, მთელი ოჯახი მოგვკლა. წლისა და ოთხი თვის ბავშვი დღემდე მამამისს ელოდება. ხან ვის მიამსგავსებს მამამისს და ხან ვის. ჯერ პატარაა, მაგრამ ძალიან გონიერია. ვერავინ ვერ ტირის სახლში იმიტომ, რომ ლუკა ძალიან მგრძნობიარე გახდა. ყველას მსახიობობა გვიწევს. ყველა კუთხეში გიორგის ფოტოები უდევს ჩემს რძალს. თურმე ლუკა მივა იმ ფოტოებთან და ელაპარაკება ხოლმე. ღმერთმა დაგვიტოვა ლუკა, რომელიც ნამდვილად ვიცი, ძალიან მაგარი ბიჭი გაიზრდება. მთელი ოჯახი მას ისეთს გავზრდით, როგორიც მამამისს უნდოდა. მართალია, ისეთ წლებში, როცა მამა ძალიან დასჭირდება, გვერდით არ ეყოლება, მაგრამ ის იამაყებს მამამისით. ძალიან მეცოდება ჩემი რძალი. რუსკა წურწუმიასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ. ჩემი რძალი კი არა, მეგობარია. ახლა იცით, რას ნატრობს? ნეტავ, დაშორებულები ვიყოთ და გიორგი ცოცხალი იყოსო. რვა წელი უყვარდათ ერთმანეთი. ძალიან ბედნიერი ოჯახი დაანგრია იმ კაცმა.

- რას ჰყვება დაკავებული, რატომ ჩაიდინა დანაშაული?

- თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამბობს, გიორგიმ დედა შემაგინაო. როდესაც ადამიანი გირტყამს, რასაკვირველია, შეაგინებ. რომ ვნახე ეს ადამიანი, გადავირიე, იმხელაა. ის გიორგის სიტყვით ვერ მოერეოდა და ძალით შეებრძოლა. საშინლად იყო გიორგი ნაცემი. ტუჩი ჰქონდა გახეული და ყური მოგლეჯილი. იღლიის ქვეშ, ეტყობა, ფეხსაცმლიანი ფეხი ურტყა და სულ ჩაშავებული ჰქონდა. ყველა კბილი და ცხვირის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. ის ახლობელი, მეგობარი ან ნათესავი, ვისაც ასეთი გიორგი არ უნახავს, ბედნიერია. იცით, რით ვიმშვიდებ თავს? ვფიქრობ, რომ გიორგი არ დაგვისაფლავებია და ის სხვა ადამიანი იყო. ასე მგონია, სადმეა წასული, იმიტომ, რომ ის ადამიანი, რომელიც დავასაფლავეთ, გიორგის არ ჰგავდა, საოცრად დასახიჩრებული იყო.

გიორგის მხოლოდ სახე ჰქონდა ცემისგან დასახიჩრებული. ჩემს ძმას კარგად ვიცნობდი. მთელი ღამე წყალში რომ იყო, სახე აბსოლუტურად შეცვლილი ჰქონდა. პროზექტურაში მაკიაჟი გაუკეთეს, მაგრმ მაკიაჟმა ბევრი ვერაფერი დაფარა.

გიორგისთან იმ საბედისწერო საღამოს ისეთი ხალხი მივიდა, რომლებისთვის 50 ლარიც კი ფული იყო. გოგონები ჰყავდათ და ეტყობა, კაფეში დასხდომა უნდოდათ. სამივემ იცოდა, რისთვისაც მივიდა ბექა ცობეხია გიორგისთან. უთხრა, ამ ფოჩხუას ფულს ავახევ და თქვენ დამელოდეთო. გიორგის ფული აღარ ექნებოდა. სასტუმროს რესტორანში ექნებოდა დახარჯული. როდესაც მკვლელი მეგობრებთან გიორგის ფოტოაპარატით მისულა, უთქვამს, ეს ერთ გოიმს ავახიეო. თავიდან თქვა, შემომაკვდაო. თუ შემოაკვდა და ამას განიცდიდა, ხომ შეეძლო, როცა გიორგი ცემისგან გაითიშა, სასწრაფოში დაერეკა, ან მისულიყო პოლიციასთან და ეთქვა, მგონი, კაცი შემომაკვდაო. ამით თავის თავსაც უშველიდა და გიორგისაც გადაარჩენდა. გიორგი იმ მომენტში მკვდარი არ ყოფილა, მხოლოდ გათიშული იყო. ექსპერტიზამ გვითხრა, ასეთ მდგომარეობაში რომ დაეტოვებინა, სახლში თავისი ფეხით მოვიდოდა კარგად ნაცემ-ნაბეგვიო. მკვლელმა ათრია გათიშული გიორგი, ტანსაცმელი გახადა. ტანსაცმლიან ადამიანს წყალში ხომ ადვილად ვერ ჩაძირავ. ზღვაში ისეთ ადგილას გაიყვანა, სადაც ენგური მტკვარს უერთდება. ეს ყველაზე ცუდი ადგილია ანაკლიაში. ძალიან ბევრი ჭა არის. ზუსტად ჭაში თუ მოხვდა ადამიანი, შეიძლება, გვამიც კი ვერასდროს იპოვონ. ექსპერტმა თქვა, წყალში გიორგი გამოფხიზლდებოდაო. თუ ამოიყვანდა, მაშინ იქნებოდა კარგი ბიჭი და გიორგიც ცოცხალი გვეყოლებოდა. თვითონ ჩვენებაშიც ჰყვება, წყალში გაფართხალდაო. ფაქტობრივად, ჩაახრჩო წყალში. ყველაფერი გააკეთა კვალის დასაფარავად. მერე მივიდა მეგობრებთან და უთხრა, რომ კაცი მოკლა და სთხოვა, გამაქციეთო. თენგიზ ბაძაღუა გალში გადასვლაში დაეხმარა. პირველად სწორედ ის დააკავეს. ბაძაღუას რომ ეშველება და რამდენიმე წალიწადში გამოვა, ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მკვლელს არაფერი ეშველება და ციხეში გაატარებს მთელ ცხოვრებას....

- ახლა ვინ იქნება ზუგდიდის თეატრის მთავარი რეჟისორი?

- გიორგი ზუდიდის თეატრის ხელმძღვანელი არ ყოფილა. გიორგის რომ გაეგო, ტელევიზიით ასე აცხადებდნენ, ძალიან გაუხარდებოდა. კიევში სასწავლებლად იმიტომ მიდიოდა, რომ თავის ქალაქში მთავარი რეჟისორი გამხდარიყო.

- როგორ გახსენდება ძმა?

- გიორგი სულ ჩემი კრიტიკოსი და მრჩეველი იყო. მეუბნებოდა, ჩემზე მეტი შეგიძლია და არ აკეთებო. ის ჩემი პირადი მრჩეველი გახლდათ. ჩემთვის ძალიან მძიმეა გიორგის გარეშე ცხოვრება. შეიძლება ითქვას, იმ ვიღაცამ ჩემი ნახევარი წამართვა, თუმცა ცხოვრებას ვაგრძელებ. მტრის ჯინაზე არ ვაპირებ, რომ აღარ ვიმღერო. ჩემს ძმას ნამდვილად არ მოეწონებოდა, საქმიანობა რომ აღარ გამეგრძელებინა. ძალიან მიჭირს, მაგრამ მივდივარ ჩემს სამსახურში და ვმღერი. შეიძლება, ვინმემ თქვას, რა ამღერებსო, მაგრამ არ დავუშვებ, რომ გავჩერდე. ოჯახში დიდი ტრაგედია გვაქვს, მაგრამ სიმღერას ვაგრძელებ. უკვე წლებია პროექტ "იავნანას" გაკეთებას ვაპირებდით მე და ჩემი ძმა. რადაც უნდა დამიჯდეს, აუცილებლად დავასრულებ ამ პროექტს. გიორგის ექვს თებერვალს აქვს დაბადების დღე. ყველა ძალას მოვიკრებ, რომ პროექტი ამ დღეს გაკეთდეს და მას მივუძღვნი. სამწუხაროა, რომ გიორგის დიდი ხნის წინადელი ჩანაფიქრი მის ხსოვნას უნდა მივუძღვნა, მაგრამ ჩემი ძმისთვის მხოლოდ ამის გაკეთებას შევძლებ.

- პირველად სიმღერა ალბათ ძალიან გაგიჭირდა...

- ორ ადგილას ვმღერი. როდესაც პირველად გავედი სამსახურში, ძალიან ბევრი ტურისტი იყო კლუბში. რომ ვიმღერე, სევდა და გაჭირვება გამახსენდა და ავტირდი, ფაქტობრივად, ტირილით ვმღეროდი. ძალიან ძნელი ყოფილა ტირილით სიმღერა. ბგერას ვერ იკავებ, ნოტს ვერ იჭერ, მაგრამ მაინც შევძელი სიმღერა. თითქოს გიორგი დამეხმარა, რომ ბოლომდე მემღერა. უცხოელები გაკვირვებულები მიყურებდნენ. მათ ხომ არ იცოდნენ ჩემი გაჭირვება. სიმღერა რომ დავამთავრე, ყველა უკლებლივ ფეხზე დადგა და ტაშს მიკრავდა. ზოგი სკამზეც კი ავიდა და ისე მიკრავდა ტაშს. მათ ალბათ იფიქრეს, აი, როგორი გრძნობით შეასრულა სიმღერაო. გამახსენდა, "გოლდენ ტალანტზე" ამ სიმღერას რომ ვასრულებდი, გიორგი ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდა. თმის ვარცხნილობაშიც კი თავისი შესწორებები შეჰქონდა. შენ ხმას არ ამოიღებ, რაც უნდა დაგადგან თავზეო, მეუბნებოდა. კულისებში რომ გავედი, პირველი გიორგი დამხვდა და ჩამეხუტა. მითხრა, ძალიან კარგად იმღერეო. ახლა ძალიან გამიჭირდება, არსად რომ არ დამხვდება და გასამხნევებელ სიტყვებს ვერ მეტყვის, მაგრამ მჯერა, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც კულისებში გავალ, გიორგი იქ იქნება, უბრალოდ, მე ვერ დავინახავ, მაგრამ ამას ვიგრძნობ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

გიორგი ფოჩხუას მკვლელობა | იხილეთ ვიდეორეპორტაჟები

- გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

- გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებს დედამ ჩააბარა

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"