სვანეთში დაკარგული პოლონელი ტურისტის ცხედარი ენგურის პირას იპოვეს

სვანეთში დაკარგული პოლონელი ტურისტის ცხედარი ენგურის პირას იპოვეს

შსს-ს ინფორმაციით, სვანეთში ერთი თვის წინ დაკარგული პოლონელი ტურისტის ცხედარი იპოვეს.

"პოლონეთის მოქალაქის, ანა მაგდალენა მოძელევსკას გვამი ნაპოვნი იქნა მდინარე ენგურის პირას. სავარაუდოდ, გვამი მდინარემ დღეს გამორიყა. ანა მაგდალენა მოძელევსკა მეგობართან ერთად იმყოფებოდა მესტიის რაიონში. 18 აგვისტოს ისინი ნასვამ მდგომარეობაში უშგულის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ანა მაგდალენა მოძელევსკა მდინარეში ჩავარდა. მისი დაკარგვისთანავე დაიწყო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, თუმცა მის პოვნას ხელს კლიმატური პირობები უშლიდა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. გვამს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით", - აღნიშნულია შსს-ს დღევანდელ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, დღესვე თბილისში დაღუპულის ოჯახის წევრებს ელოდებიან. ამოცნობის პროცედურის შემდეგ გარდაცვლილს ვარშავაში გადაასვენებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია