პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახმედ უმაროვი - მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეკისრება
 ახმედ უმაროვი - მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეკისრება

ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში, ჩე­ჩე­ნი მო­ჯა­ჰე­დე­ბის სიკ­ვდილ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქარ­თულ მხა­რეს არ ეკის­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ეხო კავ­კა­ზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში თბი­ლის­ში მყოფ­მა დოკუ უმა­რო­ვის ძმამ, ახ­მედ უმა­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

თუმ­ცა, "ეხო კავ­კა­ზას" ცნო­ბით, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­უ­რი ია­ტაკ­ქვე­შე­თის ლი­დე­რის ძმა ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რის გან­მარ­ტე­ბა­ზე უარს აცხა­დებს. მი­სი­ვე თქმით, ჯერ დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლის დრო კი­დევ არ დამ­დგა­რა.

ამას­თან, რო­გორც "ეხო კავ­კა­ზა" წერს, თბი­ლის­ში მყო­ფი ახ­მედ უმა­რო­ვი "ეხო კავ­კა­ზას" თა­ვად და­უ­კავ­შირ­და.

ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში 29 აგ­ვის­ტოს და­წყე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად ლიკ­ვი­დი­რე­ბულ იქნა 11 დი­ვერ­სან­ტი. ამ დრო­ის­თვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 7 ცხე­და­რი, რო­მელ­თა­გან 2 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა - 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლი და 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბა­ჰა­უ­დინ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი.

და­ნარ­ჩე­ნი 5 პირი კი არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან. მათ­გან ერთ-ერთი - ბა­ჰა­უ­დინ ბა­ღა­კაშ­ვი­ლი და­ბა­დე­ბუ­ლია გროზ­ნო­ში 1986 წლის 10 თე­ბერ­ვალს და მას ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში.

და­ნარ­ჩე­ნი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი კი არი­ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - 1968 წელს, ჩეჩ­ნეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი დუკ­ვა­ხა დო­შუ­ე­ვი, ასე­ვე ჩეჩ­ნეთ­ში, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ლამ ზა­ურ­ბე­კო­ვი, ინ­გუ­შეთ­ში 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ხა­ში­ევ ჯაბ­რა­ი­ლი და გროზ­ნო­ში 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მუსა ადუ­ე­ვი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი და­ა­კა­ვეს.

ამას­თან, ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლი, ბა­ჰა­უ­დინ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და ბა­ჰა­უ­დინ ბა­ღა­კაშ­ვი­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ დუ­ის­ში დაკ­რძა­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ახმედ უმაროვი - მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეკისრება

 ახმედ უმაროვი - მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეკისრება

ლოპოტას ხეობაში, ჩეჩენი მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეკისრება, - ამის შესახებ "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში თბილისში მყოფმა დოკუ უმაროვის ძმამ, ახმედ უმაროვმა განაცხადა.

თუმცა, "ეხო კავკაზას" ცნობით, ჩრდილოკავკასიური იატაკქვეშეთის ლიდერის ძმა ლოპოტას ხეობაში მომხდარის განმარტებაზე უარს აცხადებს. მისივე თქმით, ჯერ დეტალების გამხელის დრო კიდევ არ დამდგარა.

ამასთან, როგორც "ეხო კავკაზა" წერს, თბილისში მყოფი ახმედ უმაროვი "ეხო კავკაზას" თავად დაუკავშირდა.

ლოპოტას ხეობაში 29 აგვისტოს დაწყებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა 11 დივერსანტი. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა - 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.

დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.

დანარჩენი იდენტიფიცირებულები კი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - 1968 წელს, ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი, ასევე ჩეჩნეთში, 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.

რამდენიმე დღის წინ კი, ლოპოტას ხეობაში შეირაღებული ჯგუფის წევრი ახმედ ჩატაევი დააკავეს.

ამასთან, ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ქავთარაშვილი და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა