პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძე - რუსეთში აქტივების გასხვისება კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს
ზურაბ ჯაფარიძე - რუსეთში აქტივების გასხვისება კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს

რუ­სეთ­ში აქ­ტი­ვე­ბის გას­ხვი­სე­ბა კრემ­ლის გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ნიშ­ნავს, - ამის შე­სა­ხებ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ჯა­ფა­რი­ძე 8 სექ­ტემ­ბერს, ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მა "ინ­დი­ფენ­დენ­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის სა­თა­უ­რია" "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - მი­ლი­არ­დე­რი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბით".

ჯა­ფა­რი­ძის თქმით, ამ სტა­ტი­ა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს: "პუ­ტინს რომ გა­ე­გო სა­ა­კაშ­ვილს ვხვდე­ბო­დი, ჩემი ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ში მე­ო­რე დღეს­ვე დამ­თავ­რდე­ბო­და".

"ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნა­თე­ლი გახ­და, ვისი გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და და იმ­ყო­ფე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი, თუნ­დაც ისე­თი მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა აქ­ტი­ვე­ბის გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კრემ­ლის გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ნიშ­ნავს და ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თვა­ლებ­ში ნაც­რის შეყ­რის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბა.

"კრემ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე რუ­სეთ­ში მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ტი­ვე­ბი გა­და­ფორმ­და პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, რო­გო­რე­ბიც არი­ან ბო­რის პას­ტუ­ხო­ვი, ვიქ­ტორ ლუ­კი­ა­ნო­ვი, ანა­ტო­ლი მო­ტი­ლე­ვი, სერ­გეი მატ­ვი­ენ­კო, აღარ რჩე­ბა ეჭვი, თუ ვის მიერ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი თა­მა­შის ნა­წი­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - ეს არის კრემ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ზურაბ ჯაფარიძე - რუსეთში აქტივების გასხვისება კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს

ზურაბ ჯაფარიძე - რუსეთში აქტივების გასხვისება კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს

რუსეთში აქტივების გასხვისება კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძე 8 სექტემბერს, ბრიტანულ გამოცემა "ინდიფენდენტში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის სათაურია" "ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი ქართული ოცნებით".

ჯაფარიძის თქმით, ამ სტატიაში ივანიშვილი აცხადებს: "პუტინს რომ გაეგო სააკაშვილს ვხვდებოდი, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დამთავრდებოდა".

"ამ განცხადების შემდეგ ქართული საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, ვისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და იმყოფება ივანიშვილი, თუნდაც ისეთი მარტივი გადაწყვეტილების მიღებისას, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი განცხადება აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს და ეს არის საქართველოს მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრის კიდევ ერთი მცდელობა.

"კრემლის თანხმობის გარეშე რუსეთში მრავალმილიონიანი ქონების გასხვისება შეუძლებელია. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილის აქტივები გადაფორმდა პუტინთან დაახლოებული ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე, როგორებიც არიან ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკიანოვი, ანატოლი მოტილევი, სერგეი მატვიენკო, აღარ რჩება ეჭვი, თუ ვის მიერ კოორდინირებული თამაშის ნაწილია ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება საქართველოში - ეს არის კრემლი", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა