ბიძინა ივანიშვილი - დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და ნამდვილი დებატები გააკეთონ

ბიძინა ივანიშვილი - დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და ნამდვილი დებატები გააკეთონ

დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და ნამდვილი დებატები გააკეთონ, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ის მოითხოვს სხვა არხებისთვისაც გახსნან ეთერი და ნამდვილი დებატები გააკეთონ. "კეთილი ინებონ და რეალური დებატები გააკეთონ და მოსახლეობას მისცენ შესაძლებლობა, ნახონ კანდიდატები და შეაფასონ რომელზე გააკეთონ არჩევანი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, უნდა გაკეთდეს რეალური დებატები "და არა მოგონილი, ტვინის გამორეცხვაში რომ ჩართეს ტელევიზიები".

ბიძინა ივანიშვილს ასევე ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რატომ დასჭირდა ამდენი ხანი რუსეთში მისი ქონების გაყიდვას, რაზეც კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ძალიან იაფად გაყიდა ყველაფერი და ამხელა ქონების გაყიდვას ნამდვილად სჭირდებოდა 1 წელი და 6 თვე.

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გუშინ გამართულ დებატებში მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი. გუშინდელ დებატებში ბიძინა ივანიშვილიც იყო მიწვეული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა