მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი ჭიჭინაძე: "არ შემიძლია ჯოხი ვიქნიო, როდესაც ჩემს ღირსებას ეხება საქმე"
გოგი ჭიჭინაძე: "არ შემიძლია ჯოხი ვიქნიო, როდესაც ჩემს ღირსებას ეხება საქმე"

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოქ­მედ­თათ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსა­ხუ­რე­ბა­ზე უა­რის თქმა პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვის პრო­პორ­ცი­უ­ლი გახ­და და დი­რი­ჟორ­მა გოგი ჭი­ჭი­ნა­ძე­მაც იმ ხე­ლო­ვან­თა ხვედ­რი გა­ი­ზი­ა­რა, რო­მელ­თაც სამ­შობ­ლოს გა­რეთ უწევთ მოღ­ვა­წე­ო­ბა. გოგი ჭი­ჭი­ნა­ძეს ვარ­შა­ვა­ში გას­ტრო­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა. ვას­წრებ და ინ­ტერ­ვი­უს­თვის ვხვდე­ბი. ვიცი, რა­საც გა­ნიც­დის...

- აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბით და ზო­გი­ერთ კო­ლე­გა­სა­ვით სა­ზო­გა­დო პრობ­ლე­მებს თავს არ არი­დებთ.

- აქ­ტი­უ­რი არ მეთ­ქმის, მაგ­რამ პო­ზი­ცი­ას ყო­ველ­თვის გა­მოვ­ხა­ტავ. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა, რა პრო­ფე­სი­ი­საც უნდა იყოს, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ყო­ველ­თვის უნდა გა­მო­ხა­ტოს. ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს, არ მომ­წონს, ზო­გი­ერ­თი ხე­ლო­ვა­ნი რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­შია, ნაც­ვლად იმი­სა, ხალ­ხს ემ­სა­ხუ­როს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლო­ვა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე და ტა­შის დამ­კვრე­ლი იყოს? ადა­მი­ანს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცია უნდა ჰქონ­დეს, გა­მო­ხა­ტავ­დეს სა­კუ­თარ აზრს.

2009 წელს, საკ­ნე­ბის აქ­ცი­ის დროს, რო­დე­საც ხალ­ხი რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე საკ­ნებ­ში იჯდა, ოპე­რის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, მთა­ვარ­მა დი­რი­ჟორ­მა ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვილ­მა და მე უარი ვთქვით სპექ­ტაკ­ლებ­ზე. რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკ­ლი მო­იხ­სნა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნად­გო­მა.

გეხ­სო­მე­ბათ, 2008 წელს სა­ო­ცა­რი შე­ტე­ვა იყო პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე­ზე იმის გამო, რომ რო­გორც მშვი­დო­ბის ელჩი, მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამის შემ­დეგ პა­ა­ტამ კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­და­წყვი­ტა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვილ­მა მა­ინც იდი­რი­ჟო­რა. სა­ო­ცა­რი კონ­ცერ­ტი გა­მო­ვი­და... მაგ­რამ ამის მერე ზაზა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპო­ლი­ტი­კუ­რია, თე­ატ­რი­დან გა­უშ­ვეს, მი­ზე­ზად და­სა­ხელ­და, რომ ყვე­ლა თე­ატ­რში გა­უქ­მდა სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა (რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­სად გა­უქ­მე­ბუ­ლა).

ამის გამო სა­ში­ნე­ლი პრო­ტეს­ტი მქონ­და. თე­ატ­რი­დან წა­მოს­ვლას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, არ ათ­ქმე­ვი­ნო, რომ შე­ნით წახ­ვე­დი, თუ გა­გაგ­დე­ბენ, გა­გაგ­დო­ნო. რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვი­და და კონ­ტრაქ­ტი აღარ გა­მიგ­რძე­ლეს. სა­ბა­ბად და­სა­ხელ­და, თე­ატრს ვა­რე­მონ­ტებთ და არ სჭირ­დე­ბა არც სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და არც შტატ­ში დი­რი­ჟო­რე­ბიო. სა­სა­ცი­ლოა, რომ ამის გამო მხო­ლოდ მე და ზაზა გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­დე­საც ამას გა­მო­ძა­ხი­ლი მოჰ­ყვა, ოპე­რის დი­რექ­ტორ­მა დათო საყ­ვა­რე­ლი­ძემ სა­მარ­ცხვი­ნო რამ თქვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­რი­ჟო­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნე­აო. მე სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­რი­ჟო­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა მაქვს, სა­მა­გი­ე­როდ, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მიწ­ვე­ვენ, რომ მათ ორ­კესტრებს ვუ­დი­რი­ჟო­რო.

- რო­გორც ვიცი, ოპე­რა­ში მუ­შა­ო­ბი­სას მოს­კოვ­ში გას­ტროლ­ზე უარი თქვით.

- სა­ნამ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი და ჯარი დგას, რუ­სეთ­ში კონ­ცერტს არ გავ­მარ­თავ. ამის­თვის არ მჭირ­დე­ბა ვი­ღაც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ან ოპე­რის დი­რექ­ტო­რის მი­თი­თე­ბა. ეს ჩემი პო­ზი­ცი­აა და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რამე მიბ­რძა­ნოს. ყვე­ლა ადა­მი­ანს და გან­სა­კუთ­რე­ბით ხე­ლო­ვანს უნდა ჰქონ­დეს ღირ­სე­ბის გან­ცდა. არ შე­მიძ­ლია ჯოხი ვიქ­ნიო, რო­დე­საც ჩემს ღირ­სე­ბას ეხე­ბა საქ­მე. იმ ხე­ლო­ვა­ნებ­ზე, ვინც 26 მა­ი­სის დარ­ბე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მედ­ლე­ბი ჩა­მო­ი­კი­დეს, ამას წი­ნათ ტე­ლე­ვი­ზი­ით ვთქვი, ნა­ძი­რა­ლე­ბი არი­ან-მეთ­ქი. შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვა­ჭარ­ბე, მაგ­რამ ცუ­დად მხდის კონ­ფორ­მიზ­მი. ზო­გი­ერ­თი იძუ­ლე­ბუ­ლია, წა­ვი­დეს კონ­ფორ­მიზ­მზე, მათ გვერ­დით დად­გნენ ან იმუ­შა­ონ, ვი­საც უღირ­სე­ბად თვლი­ან. ამას უმე­ტე­სად იმის­თვის აკე­თე­ბენ, რომ ოჯა­ხე­ბი არ­ჩი­ნონ, მაგ­რამ მე ასე ვერ მო­ვიქ­ცე­ვი. ოპე­რის ხელ­ფა­სი მეც მო­მიხ­დე­ბო­და, ჩემს ოჯახ­საც სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ვერ გა­ვა­კე­თებ იმას, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თავი შემ­ზი­ზღდეს. მე­უბ­ნე­ბი­ან, ყვე­ლას ნუ სთხოვ გმი­რო­ბა­სო, მაგ­რამ პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა გმი­რო­ბა არ არის.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

გოგი ჭიჭინაძე: "არ შემიძლია ჯოხი ვიქნიო, როდესაც ჩემს ღირსებას ეხება საქმე"

გოგი ჭიჭინაძე: "არ შემიძლია ჯოხი ვიქნიო, როდესაც ჩემს ღირსებას ეხება საქმე"

ბოლო დროს საქართველოში შემოქმედთათვის ხელისუფლების მსახურებაზე უარის თქმა პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის პროპორციული გახდა და დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემაც იმ ხელოვანთა ხვედრი გაიზიარა, რომელთაც სამშობლოს გარეთ უწევთ მოღვაწეობა. გოგი ჭიჭინაძეს ვარშავაში გასტროლამდე რამდენიმე დღე დარჩა. ვასწრებ და ინტერვიუსთვის ვხვდები. ვიცი, რასაც განიცდის...

- აქტიური ადამიანი ბრძანდებით და ზოგიერთ კოლეგასავით საზოგადო პრობლემებს თავს არ არიდებთ.

- აქტიური არ მეთქმის, მაგრამ პოზიციას ყოველთვის გამოვხატავ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა, რა პროფესიისაც უნდა იყოს, საკუთარი პოზიცია ყოველთვის უნდა გამოხატოს. ძალიან მაღიზიანებს, არ მომწონს, ზოგიერთი ხელოვანი რომ ხელისუფლების სამსახურშია, ნაცვლად იმისა, ხალხს ემსახუროს. როგორ შეიძლება ხელოვანი ხელისუფლების მომხრე და ტაშის დამკვრელი იყოს? ადამიანს მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა ჰქონდეს, გამოხატავდეს საკუთარ აზრს.

2009 წელს, საკნების აქციის დროს, როდესაც ხალხი რუსთაველის პროსპექტზე საკნებში იჯდა, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მთავარმა დირიჟორმა ზაზა აზმაიფარაშვილმა და მე უარი ვთქვით სპექტაკლებზე. რამდენიმე სპექტაკლი მოიხსნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანადგომა.

გეხსომებათ, 2008 წელს საოცარი შეტევა იყო პაატა ბურჭულაძეზე იმის გამო, რომ როგორც მშვიდობის ელჩი, მოსკოვში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა. ამის შემდეგ პაატამ კონცერტის გამართვა ფილარმონიაში გადაწყვიტა და მიუხედავად იმისა, კულტურის სამინისტრო წინააღმდეგი იყო, ზაზა აზმაიფარაშვილმა მაინც იდირიჟორა. საოცარი კონცერტი გამოვიდა... მაგრამ ამის მერე ზაზა, რომელიც აბსოლუტურად აპოლიტიკურია, თეატრიდან გაუშვეს, მიზეზად დასახელდა, რომ ყველა თეატრში გაუქმდა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა (რომელიც სინამდვილეში არსად გაუქმებულა).

ამის გამო საშინელი პროტესტი მქონდა. თეატრიდან წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს, არ ათქმევინო, რომ შენით წახვედი, თუ გაგაგდებენ, გაგაგდონო. რამდენიმე თვე გავიდა და კონტრაქტი აღარ გამიგრძელეს. საბაბად დასახელდა, თეატრს ვარემონტებთ და არ სჭირდება არც სამხატვრო ხელმძღვანელი და არც შტატში დირიჟორებიო. სასაცილოა, რომ ამის გამო მხოლოდ მე და ზაზა გაგვათავისუფლეს. როდესაც ამას გამოძახილი მოჰყვა, ოპერის დირექტორმა დათო საყვარელიძემ სამარცხვინო რამ თქვა, საქართველოში დირიჟორების დაბალი დონეაო. მე საქართველოში დირიჟორობის საშუალება არა მაქვს, სამაგიეროდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიწვევენ, რომ მათ ორკესტრებს ვუდირიჟორო.

- როგორც ვიცი, ოპერაში მუშაობისას მოსკოვში გასტროლზე უარი თქვით.

- სანამ ჩემს ქვეყანაში რუსული ტანკები და ჯარი დგას, რუსეთში კონცერტს არ გავმართავ. ამისთვის არ მჭირდება ვიღაც კულტურის მინისტრის ან ოპერის დირექტორის მითითება. ეს ჩემი პოზიციაა და არავის აქვს უფლება, რამე მიბრძანოს. ყველა ადამიანს და განსაკუთრებით ხელოვანს უნდა ჰქონდეს ღირსების განცდა. არ შემიძლია ჯოხი ვიქნიო, როდესაც ჩემს ღირსებას ეხება საქმე. იმ ხელოვანებზე, ვინც 26 მაისის დარბევიდან რამდენიმე საათში მედლები ჩამოიკიდეს, ამას წინათ ტელევიზიით ვთქვი, ნაძირალები არიან-მეთქი. შეიძლება გადავაჭარბე, მაგრამ ცუდად მხდის კონფორმიზმი. ზოგიერთი იძულებულია, წავიდეს კონფორმიზმზე, მათ გვერდით დადგნენ ან იმუშაონ, ვისაც უღირსებად თვლიან. ამას უმეტესად იმისთვის აკეთებენ, რომ ოჯახები არჩინონ, მაგრამ მე ასე ვერ მოვიქცევი. ოპერის ხელფასი მეც მომიხდებოდა, ჩემს ოჯახსაც სჭირდებოდა, მაგრამ ვერ გავაკეთებ იმას, რაც ჩემთვის მიუღებელია, რადგან შეიძლება საკუთარი თავი შემზიზღდეს. მეუბნებიან, ყველას ნუ სთხოვ გმირობასო, მაგრამ პოზიციის გამოხატვა გმირობა არ არის.

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"