კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჭორები არ ესიამოვნათ "ტოპ-გოგოს" ფინალისტებს და რა იმედებით მიემგზავრებიან ლონდონში
რა ჭორები არ ესიამოვნათ "ტოპ-გოგოს" ფინალისტებს და რა იმედებით მიემგზავრებიან ლონდონში

რე­ა­ლუ­რი შოუ "ტოპ-გო­გოს" პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რულ­და. მას სამი ფი­ნა­ლის­ტი ჰყავს - ნინო ლომ­თა­ძე, სოფო წი­ქო­რი­ძე და თაკო თა­ლაკ­ვა­ძე. სა­მი­ვე გო­გო­ნა 3 სექ­ტემ­ბერს ლონ­დონ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც შე­ეც­დე­ბი­ან, ერთ-ერთ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან კონ­ტრაქ­ტი მო­ი­პო­ვონ, თუმ­ცა გო­გო­ნებ­მა არ იცი­ან, რა გა­მოც­დე­ბი ელით წინ. იმ სამ­თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც რე­ა­ლურ შო­უ­ში ერ­თად გა­ა­ტა­რეს, ბევ­რი რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლი­ეს. პრო­ექტს ბევ­რი კრი­ტი­კაც შეხ­ვდა, ნინო და სოფო რე­დაქ­ცი­ა­ში გვეწ­ვივ­ნენ თა­ვი­ან­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად.

ნინო:

- პრო­ექ­ტში შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. ჩემ­მა დამ და სი­ძემ უჩუმ­რად გაგ­ზავ­ნეს ჩემი ფო­ტო­ე­ბი. მე ნამ­დვი­ლად არ მე­ყო­ფო­და გამ­ბე­და­ო­ბა, თუმ­ცა ყო­ველ­თვის მომ­წონ­და და მხიბ­ლავ­და ეს პრო­ფე­სია. და­მი­რე­კეს და კას­ტინგზე მი­მიწ­ვი­ეს, სა­ღა­მოს თერ­თმეტ სა­ათ­ზე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით მო­დი­თო. ვი­ფიქ­რე, რო­მე­ლი­მე მე­გო­ბა­რი მა­შა­ყი­რებს-მეთ­ქი. სი­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდა. ჯერ 30 გო­გო­ნა­ში მოვ­ხვდი, შემ­დეგ - 13-ში. სა­ნამ კას­ტინგზე მივ­დი­ო­დი, აღარ მახ­სოვს, რამ­დენ­ჯერ და­ვუ­რე­კე, არც მო­დე­ლი ვარ და არც სა­მო­დე­ლო მო­ნა­ცე­მე­ბი მაქვს-მეთ­ქი (იცი­ნის). არც გა­მოც­დი­ლე­ბა მქო­ნია მა­ნამ­დე. ბო­ლოს მი­თხრეს, ნუ­ღარ გვი­რე­კავ, მო­დიო.

- სა­იტ­ზე შენს პრო­ფილ­ში ამო­ვი­კი­თხე, რომ ოც­ნე­ბობ უფრო დიდ მკერ­დზე, ვიდ­რე გაქვს.

- როცა ეს ამო­ვი­კი­თხე ჩემ­სა­ვე პრო­ფილ­ში, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რად­გან ასე არ მით­ქვამს. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვენ­თან მცი­რე ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჩა­წე­რეს ჩვენს გა­საც­ნო­ბად და მკი­თხეს, იყო თუ არა ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში ისე­თი რამ, რისი შეც­ვლაც მსურ­და. არ მე­გუ­ლე­ბა გო­გო­ნა, ვი­საც ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს სა­კუ­თარ თავ­ში. უბ­რა­ლოდ, ვთქვი, შე­იძ­ლე­ბა, ოდ­ნავ მკერ­დის ზომა გა­მე­ზარ­და-მეთ­ქი, თუმ­ცა სა­ოც­ნე­ბოდ ეს ნამ­დვი­ლად არ მაქვს. მად­ლო­ბა უფალს, რომ ჯან­სა­ღი ვარ, გა­და­ვად­გილ­დე­ბი და ვუ­ყუ­რებ ამ სამ­ყა­როს, ამი­ტომ ოც­ნე­ბე­ბი უფრო სხვა რა­მეს უკავ­შირ­დე­ბა, ვიდ­რე გა­რეგ­ნო­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს.

სოფო:

- პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ რეკ­ლა­მი­დან შე­ვი­ტყვე. დე­დამ და­მი­რე­კა, მო­დე­ლე­ბის კას­ტინ­გი­აო. ამ პრო­ექ­ტამ­დე მო­დე­ლო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. პა­ტა­რა­ო­ბა­ში ბა­ლეტს ვცეკ­ვავ­დი, შემ­დეგ - ჰიპ-ჰოპს, თუმ­ცა ცეკ­ვა ვერ გა­ვაგ­რძე­ლე, რად­გან მუხ­ლის ტრავ­მა მი­ვი­ღე. ამი­ტომ, როცა კას­ტინ­გი გა­მო­ცხად­და მო­დე­ლო­ბა­ზე, მო­მინ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 13 გო­გო­ნას შო­რის რომ მოვ­ხვდი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ნი­ნოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩემი სურ­ვი­ლით მი­ვე­დი.

- რე­ა­ლურ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ეს ალ­ბათ სტრესს უკავ­შირ­დე­ბო­და.

ნინო:

- ჩემ­თვის ეს პრო­ექ­ტი სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­და იყო, რად­გან აქამ­დე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ამ­გვარ გა­რე­მო­ში. მე მშვი­დი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი ვარ, მე­გო­ნა, პრო­ექ­ტში ჩემ­ზე უფრო ენერ­გი­უ­ლი გო­გო­ნე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ. მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან თუკი მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­დი, შე­საძ­ლოა, მა­ყუ­რე­ბელს ვერ გა­მო­ერ­ჩიე სხვე­ბის­გან, ამი­ტომ ამ მხრი­ვაც მი­წევ­და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა. ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, რომ საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი. ამი­სი შან­სი მო­მე­ცა, სხვა შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­ზე მეტს შრო­მობ­დეს, მაგ­რამ მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბას არ ეწე­ო­დეს. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ­დი, ემო­ცი­ე­ბი მე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა, რაც ძა­ლი­ან კარ­გად გა­მომ­დის. ალ­ბათ ეს ჩემი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­ის, ექი­მო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

სოფო:

- ამ პრო­ექ­ტში სულ იყო სტრე­სი. ეს ხომ მხო­ლოდ რე­ა­ლუ­რი შოუ არ იყო, სა­მო­დე­ლო სფე­როს შე­სა­ბა­მის და­ვა­ლე­ბებს ვი­ღებ­დით. გა­და­ღე­ბებ­ზე ბედ­ნი­ე­რი და მხი­ა­რუ­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გორ გან­წყო­ბა­ზე ვი­ყა­ვი. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, რო­გორ უნდა გარ­და­ი­სა­ხო ისე, რომ იმ წამს რო­გორ ხა­სი­ათ­ზეც ხარ, არ გა­მო­ა­ჩი­ნო. იყო სტრე­სი და კონ­ფლიქ­ტე­ბი, თუმ­ცა ამა­ში იმ­დე­ნად არ ვე­რე­ო­დი, რომ ჩემ­ზე გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენ­და. ამ პრო­ექ­ტში დავ­რწმუნ­დი, რომ სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ად­ვი­ლად შე­მიძ­ლია.

- გუ­რან­და ცერ­ცვა­ძემ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­აკ­რი­ტი­კა სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი. თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ჟი­უ­რის მუ­შა­ო­ბას?

სოფო:

- იმ შე­ნიშ­ვნებ­მა, რა­საც გვაძ­ლევ­დნენ, გაგვზარ­და. უპი­რა­ტე­სო­ბა და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი არა­ვის არ ჰქო­ნია. ვინც კარ­გად იმუ­შა­ვებ­და, ის შე­ქე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებ­და, ვინც არა - კრი­ტი­კას. ერთი ფო­ტო­სე­სია, შუქ­ნი­შან­ზე რომ იყო, ჩა­მი­ვარ­და, შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ზე კი­დევ ერთი ფო­ტო­სე­სია არ გა­მო­მი­ვი­და, რად­გან ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ამის გამო მი­ვი­ღე შე­ნიშ­ვნე­ბი, მაგ­რამ არ მწყე­ნია, ვცდი­ლობ­დი გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა.

ნინო:

- სად მოვ­დი­ო­დი, ვი­ცო­დი. კი­დევ უფრო მეტი სტი­მუ­ლი მო­მე­ცა, როცა გა­ვი­გე, რო­გო­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იმუ­შა­ვებ­დნენ ჩემ­თან. როცა ადა­მი­ა­ნი გა­მოც­დი­ლია და სუ­პერ­მო­დე­ლია, შენ კი დამ­წყე­ბი მო­დე­ლიც არ ხარ, რო­გორ უნდა გქონ­დეს რა­ი­მე პრე­ტენ­ზია მის შე­ნიშ­ვნა­ზე? იყო ბევ­რი შე­ქე­ბაც და შე­ნიშ­ვნაც, თუმ­ცა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მქონ­და, რომ სწო­რი გზით თუ არ მივ­დი­ო­დი, გვერ­დზე ადა­მი­ა­ნი მყავ­და და მი­მი­თი­თებ­და, და მეხ­მა­რე­ბო­და. არ მეს­მის, რა პრე­ტენ­ზია უნდა მქო­ნო­და? როცა რა­ი­მეს აკე­თებ და არ გა­მოგ­დის, სხვა კი არა, სა­კუ­თა­რი თავი უნდა და­ა­და­ნა­შა­უ­ლო.

- გუ­რან­და ამ­ბობ­და, რომ არ უნდა, სა­კი­დი იყოს...

- სა­ნამ სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ვებ­მე­ბო­დი, არც მა­ნამ­დე მი­მაჩ­ნდა, რომ გო­გო­ნა სა­კი­დი და თო­ჯი­ნაა, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ უნდა უყუ­რო. მგო­ნია, რომ ულა­მა­ზო ქალი არ არ­სე­ბობს, უბ­რა­ლოდ, მო­დელს შე­უძ­ლია, ეს სი­ლა­მა­ზე სხვებს და­ა­ნახ­ვოს. მო­დე­ლი უნდა იყოს ჭკვი­ა­ნი, ში­ნა­გა­ნად მდი­და­რი, რომ თვა­ლე­ბი­დან ას­ხი­ვებ­დეს ამ ყვე­ლა­ფერს და მე­ტყვე­ლებ­დეს. ამ დროს სა­კი­დად კი არა, თავ­და­ჯე­რე­ბულ ქა­ლად გრძნობ თავს. ეს ყვე­ლა ქალს არ შე­უძ­ლია. პრო­ექ­ტში სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა ვის­წავ­ლე.

სოფო:

- სა­კი­დი ხარ იმი­ტომ, რომ დი­ზა­ი­ნე­რი რა­საც გაც­მევს, იმას ჩა­იც­ვამ?!.სუ­პერ­მო­დე­ლე­ბი უცხო­ეთ­ში არ იღე­ბენ ხმას, როცა დი­ზა­ი­ნერ­თან მუ­შა­ო­ბენ. ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ თქვა ეს გუ­რან­დამ. მა­შინ ამ პრო­ექ­ტში არ უნდა მო­სუ­ლი­ყო. ეს მარ­თლა რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა. ბევ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ჩვენც გაგ­ვი­ჭირ­და. უბ­რა­ლოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია, ხმა არ ამო­ი­ღო, როცა დი­ზა­ი­ნე­რი გაც­მევს.

- თაკო თბი­ლის­ში არ არის და ვერ ჩავ­წე­რეთ თქვენ­თან ერ­თად. რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლია თქვენ­თვის სა­მე­უ­ლის ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბა და რო­გორ შეხ­ვდით ფი­ნა­ლის­ტად გა­მო­ცხა­დე­ბას?

სოფო:

- ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლია, რად­გან სწო­რედ თა­კო­სა და ნი­ნოს­თან მქონ­და ყვე­ლა­ზე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. ყვე­ლა­ზე კარ­გად ვმუ­შა­ობ, როცა მათ გვერ­დით ვარ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­ულს, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ და­ფას­და ჩემი შრო­მა და ამი­ტო­მაც მოვ­ხვდი ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის. მქო­ნია მო­მენ­ტი, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მით­ქვამს, აღარ შე­მიძ­ლია-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ინც გა­მიგ­რძე­ლე­ბია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნინო და თაკო, შე­იძ­ლე­ბა, ეს და­უ­ჯე­რებ­ლად ჟღერს, რად­გან კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, მაგ­რამ ორი­ვეს გა­მარ­ჯვე­ბა გა­მი­ხარ­დე­ბა. ნამ­დვი­ლად არ მე­წყი­ნე­ბა, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, შოუს პრინ­ცი­პით. მთა­ვა­რი მა­ინც სა­მე­ულ­ში გას­ვლაა.

ნინო:

- გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ვე­დი სა­მე­ულ­ში. თაკო და სოფო ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ვა­მა­ყობ, რომ თა­კო­სა და ნი­ნოს სა­ხით ასე­თი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ათ­მა­გად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ, რომ მათ­თან ერ­თად მი­ვემ­გზავ­რე­ბი ლონ­დონ­ში. რა მა­გა­რია, რომ სამი გო­გო­ნა მი­დის ფი­ნალ­ში, უცხო გა­რე­მო­ში მარ­ტოს უფრო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. სა­ერ­თოდ, ბუ­ნებ­რი­ვად ასე ხდე­ბო­და, ოთახ­ში ეს სამი გო­გო­ნა მოვ­ხვდით ერ­თად, ერ­თად ვიღ­ვი­ძებ­დით, ვჭამ­დით, ერ­თად ვა­წყობ­დით გეგ­მებს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ას, ორი­ვე ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტია. თუკი მაქვს პრე­ტენ­ზია, რომ კარ­გი ვიყო, ჩემ­ზე სუს­ტი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვერ გამ­ზრდი­ან.

- ამ პრო­ექტს ბევ­რი კრი­ტი­კა შეხ­ვდა, რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ებს, თა­ვად გა­და­ცე­მა­საც. თქვე­ნამ­დე მო­დი­ო­და ეს ამ­ბე­ბი?

სოფო:

- ასე თუ ისე, მო­დი­ო­და ჩვე­ნამ­დე, ფო­ტო­ზე და­გი­წე­რეს რა­ღა­ცო. არ მი­მაჩ­ნია სწო­რად, რომ ვი­ღა­ცა­ზე სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი წერო. კრი­ტი­კა ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვით უნდა და­ი­წყო. მე ეს ყო­ვე­ლი­ვე გულ­ზე ცუ­დად არ მხვდე­ბო­და, ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს, თუმ­ცა მისი გად­მო­ცე­მა ზრდი­ლო­ბი­ა­ნა­დაც შე­იძ­ლე­ბა. თუკი ვინ­მე უზ­რდე­ლუ­რად მაკ­რი­ტი­კებს, მე მისი აზრი არ მა­ინ­ტე­რე­სებს. პრო­ექ­ტის კრი­ტი­კა­ზე კი ვი­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საკ­მა­ოდ კარგ დო­ნე­ზე გა­კეთ­და. კა­მე­რის მიღ­მა რა ხდე­ბო­და, ამას არა­ვინ უყუ­რებ­და, გა­რე­დან ყვე­ლაფ­რის კრი­ტი­კა კი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

ნინო:

- ძა­ლი­ან ცოტა მე­გო­ბა­რი მყავს და მე­გო­ნა, ვი­საც უფრო მეტი მე­გო­ბა­რი ჰყავს, მას მეტი მხარ­დამ­ჭე­რი ეყო­ლე­ბო­და. გა­მი­ხარ­და, რომ ბევ­რმა უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა და­მი­ჭი­რა მხა­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რი ცოტა იყო. ყვე­ლა­ნა­ირ კრი­ტი­კას მი­ვე­სალ­მე­ბი, თუკი ის ჯან­სა­ღია. სხვა რა­მე­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბულ ადა­მი­ანს ჩემ­ზე თუ გად­მო­აქვს კრი­ტი­კა და ჩემი წარ­მა­ტე­ბა და ვი­ზუ­ა­ლი არ მოს­წონს, ჯერ თა­ვის თავ­სა და ცხოვ­რე­ბას გა­და­ხე­დოს და მერე გა­მაკ­რი­ტი­კოს (იღი­მე­ბა).

სოფო:

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­ღაც ნა­წი­ლი და­უნ­დო­ბე­ლია, ცუ­დად გაკ­რი­ტი­კებს. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, და­ნარ­ჩენ, დიდ ნა­წილს არ ვა­ღი­ზი­ა­ნებ­დე ქცე­ვით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, სა­ლო­მე­სა და ოქ­სა­ნას მო­ვე­წო­ნე­ბო­დი თუ არა. პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ინ­ტერ­ნეტ­ში და­წე­რეს, რომ მე სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვი ვარ და ამი­ტო­მაც მი­წყობ­დნენ ხელს. მინ­და ვთქვა, რომ სა­ლო­მეს­თან არა­ნა­ი­რი ნა­თე­სა­ო­ბა არ მა­კავ­ში­რებს, პრო­ექ­ტში გა­ვი­ცა­ნი და სა­ი­დან გავ­რცელ­და ეს ჭორი, არ ვიცი. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და და ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

ნინო:

- ჩემ­ზეც წერ­დნენ ინ­ტერ­ნეტ­ში, ცხვი­რი აქვს ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბიო. ეს ჭორი არ მე­სი­ა­მოვ­ნა, რად­გან სი­მარ­თლე არ არის.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც გვი­თხა­რით რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა.

ნინო:

- ეს თემა ჩემ­თვის შემ­დეგ­ნა­ი­რია - ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ჭიქა ნა­ხევ­რად სავ­სე შე­იძ­ლე­ბა იყოს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კი ან ცა­რი­ე­ლია, ან ძა­ლი­ან სავ­სე. ასე ვუ­ყუ­რებ ამ ამ­ბავს (იცი­ნის). ან ყვე­ლა­ფე­რი, ან არა­ფე­რი. მარ­ტი­ვად არ ვუ­ყუ­რებ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ვარ და ალ­ბათ ამი­ტო­მაც ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ არ არის ჩემ გვერ­დით.

- პრე­ტენ­ზი­უ­ლი ხარ?

- პრე­ტენ­ზი­ულს ვერ და­ვარ­ქმევ სა­კუ­თარ თავს. იდე­ა­ლიც არ მყავს. მა­მა­კა­ცუ­რო­ბის სიმ­ბო­ლო ჩემ­თვის სიძ­ლი­ე­რე და ჭკუაა.

სოფო:

- მე მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ვი­ნა­ო­ბას ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. რამ­დე­ნი­მე წე­ლია ერ­თად ვართ. ძა­ლი­ან მი­გებს და კარ­გად მი­ი­ღო ეს ყვე­ლა­ფე­რი. მგულ­შე­მატ­კივ­რობს, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, უფრო მე­ტად საქ­მე­ზე ვიყო გა­დარ­თუ­ლი, რა­საც ისე­დაც ვა­კე­თებ...

- სა­ოც­ნე­ბო მა­მა­კა­ცი გყო­ლია გვერ­დით.

- ასეა. იცის ჩემი ხა­სი­ა­თი. როცა ვცეკ­ვავ­დი, მა­ში­ნაც მედ­გა მხარ­ში და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ ამით.

- ვიცი, რომ გინ­დო­და, შენი წარ­მა­ტე­ბა იმ ქო­რე­ოგ­რაფს ენა­ხა, რო­მელ­მაც არ და­გა­ფა­სა.

- ეს არ მით­ქვამს იმ ქო­რე­ოგ­რაფ­ზე, რო­მელ­თა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვცეკ­ვავ­დი, ელე­ნა ბარ­სე­გო­ვა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი. მისი ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. უბ­რა­ლოდ, იმ ქო­რე­ოგ­რაფ­თან არ შედ­გა ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა და ვერ და­ფას­და. მინ­დო­და, მას და­ე­ნა­ხა, რომ რა­საც ხელს მოვ­კი­დებ, ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე მიმ­ყავს.

- ლონ­დონ­ში რა და­ვა­ლე­ბებს მოგ­ცე­მენ, იცით?

ნინო:

- აქაც არ ვი­ცო­დით და იქ, მით უმე­ტეს, არ გვე­ცო­დი­ნე­ბა. ახლა უკვე არ ვნერ­ვი­უ­ლობთ. მთა­ვა­რია, რომ გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. ვიცი, რომ თუკი ჩვენ­გან რო­მე­ლი­მე დაძ­ლევს ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "შტორმთან" გა­ა­ფორ­მებს კონ­ტრაქტს.

სოფო:

- მგო­ნია, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად მზად ვართ ლონ­დო­ნის­თვის, თუმ­ცა კი­დევ ბევ­რი რამ გვაქვს სას­წავ­ლი. გვე­ლიც რომ შე­მოგ­ვახ­ვი­ონ, ამი­სიც აღარ გვე­ში­ნია, ყვე­ლას გა­მარ­ჯვე­ბის თა­ნა­ბა­რი შან­სი გვაქვს. იქ სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი აქვთ და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია შე­დე­გი.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა ჭორები არ ესიამოვნათ "ტოპ-გოგოს" ფინალისტებს და რა იმედებით მიემგზავრებიან ლონდონში

რა ჭორები არ ესიამოვნათ "ტოპ-გოგოს" ფინალისტებს და რა იმედებით მიემგზავრებიან ლონდონში

რეალური შოუ "ტოპ-გოგოს" პირველი ეტაპი დასრულდა. მას სამი ფინალისტი ჰყავს - ნინო ლომთაძე, სოფო წიქორიძე და თაკო თალაკვაძე. სამივე გოგონა 3 სექტემბერს ლონდონში მიემგზავრება, სადაც შეეცდებიან, ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი მოიპოვონ, თუმცა გოგონებმა არ იციან, რა გამოცდები ელით წინ. იმ სამთვე-ნახევრის განმავლობაში, რაც რეალურ შოუში ერთად გაატარეს, ბევრი რთული დავალება წარმატებით დაძლიეს. პროექტს ბევრი კრიტიკაც შეხვდა, ნინო და სოფო რედაქციაში გვეწვივნენ თავიანთი შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.

ნინო:

- პროექტში შემთხვევით მოვხვდი. ჩემმა დამ და სიძემ უჩუმრად გაგზავნეს ჩემი ფოტოები. მე ნამდვილად არ მეყოფოდა გამბედაობა, თუმცა ყოველთვის მომწონდა და მხიბლავდა ეს პროფესია. დამირეკეს და კასტინგზე მიმიწვიეს, საღამოს თერთმეტ საათზე მარჯანიშვილის თეატრში საცურაო კოსტიუმით მოდითო. ვიფიქრე, რომელიმე მეგობარი მაშაყირებს-მეთქი. სიმართლე აღმოჩნდა. ჯერ 30 გოგონაში მოვხვდი, შემდეგ - 13-ში. სანამ კასტინგზე მივდიოდი, აღარ მახსოვს, რამდენჯერ დავურეკე, არც მოდელი ვარ და არც სამოდელო მონაცემები მაქვს-მეთქი (იცინის). არც გამოცდილება მქონია მანამდე. ბოლოს მითხრეს, ნუღარ გვირეკავ, მოდიო.

- საიტზე შენს პროფილში ამოვიკითხე, რომ ოცნებობ უფრო დიდ მკერდზე, ვიდრე გაქვს.

- როცა ეს ამოვიკითხე ჩემსავე პროფილში, ძალიან გამიკვირდა, რადგან ასე არ მითქვამს. თავდაპირველად ჩვენთან მცირე ინტერვიუები ჩაწერეს ჩვენს გასაცნობად და მკითხეს, იყო თუ არა ჩემს გარეგნობაში ისეთი რამ, რისი შეცვლაც მსურდა. არ მეგულება გოგონა, ვისაც ყველაფერი მოსწონს საკუთარ თავში. უბრალოდ, ვთქვი, შეიძლება, ოდნავ მკერდის ზომა გამეზარდა-მეთქი, თუმცა საოცნებოდ ეს ნამდვილად არ მაქვს. მადლობა უფალს, რომ ჯანსაღი ვარ, გადავადგილდები და ვუყურებ ამ სამყაროს, ამიტომ ოცნებები უფრო სხვა რამეს უკავშირდება, ვიდრე გარეგნობაში ცვლილებებს.

სოფო:

- პროექტის შესახებ რეკლამიდან შევიტყვე. დედამ დამირეკა, მოდელების კასტინგიაო. ამ პროექტამდე მოდელობით დაინტერესებული ვიყავი. პატარაობაში ბალეტს ვცეკვავდი, შემდეგ - ჰიპ-ჰოპს, თუმცა ცეკვა ვერ გავაგრძელე, რადგან მუხლის ტრავმა მივიღე. ამიტომ, როცა კასტინგი გამოცხადდა მოდელობაზე, მომინდა მონაწილეობა. 13 გოგონას შორის რომ მოვხვდი, ძალიან გამიხარდა. ნინოსგან განსხვავებით, ჩემი სურვილით მივედი.

- რეალურ შოუში მონაწილეობა საკმაოდ რთულია, ეს ალბათ სტრესს უკავშირდებოდა.

ნინო:

- ჩემთვის ეს პროექტი საკუთარი თავის გამოცდა იყო, რადგან აქამდე არასდროს ვყოფილვარ ამგვარ გარემოში. მე მშვიდი ხასიათის ადამიანი ვარ, მეგონა, პროექტში ჩემზე უფრო ენერგიული გოგონები იქნებოდნენ. მაყურებლისთვის საინტერესო პერსონა უნდა ყოფილიყავი, რადგან თუკი მშვიდი და გაწონასწორებული იქნებოდი, შესაძლოა, მაყურებელს ვერ გამოერჩიე სხვებისგან, ამიტომ ამ მხრივაც მიწევდა საკუთარ თავზე მუშაობა. ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. ამისი შანსი მომეცა, სხვა შეიძლება, ჩემზე მეტს შრომობდეს, მაგრამ მისთვის საინტერესო საქმიანობას არ ეწეოდეს. ამიტომაც ვცდილობდი, ემოციები მეკონტროლებინა, რაც ძალიან კარგად გამომდის. ალბათ ეს ჩემი ძირითადი პროფესიის, ექიმობის დამსახურებაა.

სოფო:

- ამ პროექტში სულ იყო სტრესი. ეს ხომ მხოლოდ რეალური შოუ არ იყო, სამოდელო სფეროს შესაბამის დავალებებს ვიღებდით. გადაღებებზე ბედნიერი და მხიარული უნდა ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, როგორ განწყობაზე ვიყავი. თავიდან ძალიან მიჭირდა ამ ყველაფრის გაკეთება, როგორ უნდა გარდაისახო ისე, რომ იმ წამს როგორ ხასიათზეც ხარ, არ გამოაჩინო. იყო სტრესი და კონფლიქტები, თუმცა ამაში იმდენად არ ვერეოდი, რომ ჩემზე გავლენას ვერ ახდენდა. ამ პროექტში დავრწმუნდი, რომ სიმშვიდის შენარჩუნება ადვილად შემიძლია.

- გურანდა ცერცვაძემ ჩვენთან ინტერვიუში გააკრიტიკა სალომე ღვინიაშვილი. თქვენ როგორ შეაფასებდით ჟიურის მუშაობას?

სოფო:

- იმ შენიშვნებმა, რასაც გვაძლევდნენ, გაგვზარდა. უპირატესობა და პრივილეგიები არავის არ ჰქონია. ვინც კარგად იმუშავებდა, ის შექებას დაიმსახურებდა, ვინც არა - კრიტიკას. ერთი ფოტოსესია, შუქნიშანზე რომ იყო, ჩამივარდა, შემდეგ სასამართლოზე კიდევ ერთი ფოტოსესია არ გამომივიდა, რადგან ძალიან ვნერვიულობდი. ამის გამო მივიღე შენიშვნები, მაგრამ არ მწყენია, ვცდილობდი გამომესწორებინა.

ნინო:

- სად მოვდიოდი, ვიცოდი. კიდევ უფრო მეტი სტიმული მომეცა, როცა გავიგე, როგორი პროფესიონალები იმუშავებდნენ ჩემთან. როცა ადამიანი გამოცდილია და სუპერმოდელია, შენ კი დამწყები მოდელიც არ ხარ, როგორ უნდა გქონდეს რაიმე პრეტენზია მის შენიშვნაზე? იყო ბევრი შექებაც და შენიშვნაც, თუმცა გაცნობიერებული მქონდა, რომ სწორი გზით თუ არ მივდიოდი, გვერდზე ადამიანი მყავდა და მიმითითებდა, და მეხმარებოდა. არ მესმის, რა პრეტენზია უნდა მქონოდა? როცა რაიმეს აკეთებ და არ გამოგდის, სხვა კი არა, საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულო.

- გურანდა ამბობდა, რომ არ უნდა, საკიდი იყოს...

- სანამ სამოდელო საქმიანობაში ჩავებმებოდი, არც მანამდე მიმაჩნდა, რომ გოგონა საკიდი და თოჯინაა, რომელსაც უბრალოდ უნდა უყურო. მგონია, რომ ულამაზო ქალი არ არსებობს, უბრალოდ, მოდელს შეუძლია, ეს სილამაზე სხვებს დაანახვოს. მოდელი უნდა იყოს ჭკვიანი, შინაგანად მდიდარი, რომ თვალებიდან ასხივებდეს ამ ყველაფერს და მეტყველებდეს. ამ დროს საკიდად კი არა, თავდაჯერებულ ქალად გრძნობ თავს. ეს ყველა ქალს არ შეუძლია. პროექტში საკუთარ თავზე მუშაობა ვისწავლე.

სოფო:

- საკიდი ხარ იმიტომ, რომ დიზაინერი რასაც გაცმევს, იმას ჩაიცვამ?!.სუპერმოდელები უცხოეთში არ იღებენ ხმას, როცა დიზაინერთან მუშაობენ. ვერ ვხვდები, რატომ თქვა ეს გურანდამ. მაშინ ამ პროექტში არ უნდა მოსულიყო. ეს მართლა რთული პროფესიაა. ბევრი დავალების შესრულება ჩვენც გაგვიჭირდა. უბრალოდ, პროფესიონალიზმია, ხმა არ ამოიღო, როცა დიზაინერი გაცმევს.

- თაკო თბილისში არ არის და ვერ ჩავწერეთ თქვენთან ერთად. რამდენად კომფორტულია თქვენთვის სამეულის ასეთი შემადგენლობა და როგორ შეხვდით ფინალისტად გამოცხადებას?

სოფო:

- ყველაზე კომფორტულია, რადგან სწორედ თაკოსა და ნინოსთან მქონდა ყველაზე კარგი ურთიერთობა. ყველაზე კარგად ვმუშაობ, როცა მათ გვერდით ვარ.

რაც შეეხება სამეულს, ძალიან გამიხარდა, რომ დაფასდა ჩემი შრომა და ამიტომაც მოვხვდი ფინალისტებს შორის. მქონია მომენტი, საკუთარი თავისთვის მითქვამს, აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მაინც გამიგრძელებია. ძალიან მიყვარს ნინო და თაკო, შეიძლება, ეს დაუჯერებლად ჟღერს, რადგან კონკურენტები ვართ, მაგრამ ორივეს გამარჯვება გამიხარდება. ნამდვილად არ მეწყინება, თუმცა, რასაკვირველია, კონკურენტები ვართ, შოუს პრინციპით. მთავარი მაინც სამეულში გასვლაა.

ნინო:

- გულწრფელად ვამბობ, ყველაზე ძლიერ ადამიანებთან ერთად გავედი სამეულში. თაკო და სოფო ჩემი მეგობრები არიან. ვამაყობ, რომ თაკოსა და ნინოს სახით ასეთი მეგობრები შევიძინე. ათმაგად თავდაჯერებული ვარ, რომ მათთან ერთად მივემგზავრები ლონდონში. რა მაგარია, რომ სამი გოგონა მიდის ფინალში, უცხო გარემოში მარტოს უფრო გამიჭირდებოდა. საერთოდ, ბუნებრივად ასე ხდებოდა, ოთახში ეს სამი გოგონა მოვხვდით ერთად, ერთად ვიღვიძებდით, ვჭამდით, ერთად ვაწყობდით გეგმებს. რაც შეეხება კონკურენციას, ორივე ძლიერი კონკურენტია. თუკი მაქვს პრეტენზია, რომ კარგი ვიყო, ჩემზე სუსტი კონკურენტები ვერ გამზრდიან.

- ამ პროექტს ბევრი კრიტიკა შეხვდა, როგორც მონაწილეებს, თავად გადაცემასაც. თქვენამდე მოდიოდა ეს ამბები?

სოფო:

- ასე თუ ისე, მოდიოდა ჩვენამდე, ფოტოზე დაგიწერეს რაღაცო. არ მიმაჩნია სწორად, რომ ვიღაცაზე საშინელი კომენტარები წერო. კრიტიკა ჯერ საკუთარი თავით უნდა დაიწყო. მე ეს ყოველივე გულზე ცუდად არ მხვდებოდა, ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა მისი გადმოცემა ზრდილობიანადაც შეიძლება. თუკი ვინმე უზრდელურად მაკრიტიკებს, მე მისი აზრი არ მაინტერესებს. პროექტის კრიტიკაზე კი ვიტყვი, რომ საქართველოსთვის საკმაოდ კარგ დონეზე გაკეთდა. კამერის მიღმა რა ხდებოდა, ამას არავინ უყურებდა, გარედან ყველაფრის კრიტიკა კი ძალიან მარტივია.

ნინო:

- ძალიან ცოტა მეგობარი მყავს და მეგონა, ვისაც უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, მას მეტი მხარდამჭერი ეყოლებოდა. გამიხარდა, რომ ბევრმა უცნობმა ადამიანმა დამიჭირა მხარი. საბედნიეროდ, კრიტიკული კომენტარი ცოტა იყო. ყველანაირ კრიტიკას მივესალმები, თუკი ის ჯანსაღია. სხვა რამეზე განაწყენებულ ადამიანს ჩემზე თუ გადმოაქვს კრიტიკა და ჩემი წარმატება და ვიზუალი არ მოსწონს, ჯერ თავის თავსა და ცხოვრებას გადახედოს და მერე გამაკრიტიკოს (იღიმება).

სოფო:

- საზოგადოების რაღაც ნაწილი დაუნდობელია, ცუდად გაკრიტიკებს. ჩემთვის მთავარია, დანარჩენ, დიდ ნაწილს არ ვაღიზიანებდე ქცევით. მნიშვნელოვანი იყო, სალომესა და ოქსანას მოვეწონებოდი თუ არა. პროექტის მიმდინარეობისას ინტერნეტში დაწერეს, რომ მე სალომე ღვინიაშვილის ნათესავი ვარ და ამიტომაც მიწყობდნენ ხელს. მინდა ვთქვა, რომ სალომესთან არანაირი ნათესაობა არ მაკავშირებს, პროექტში გავიცანი და საიდან გავრცელდა ეს ჭორი, არ ვიცი. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ძალიან მიყვარს.

ნინო:

- ჩემზეც წერდნენ ინტერნეტში, ცხვირი აქვს ნაოპერაციებიო. ეს ჭორი არ მესიამოვნა, რადგან სიმართლე არ არის.

- პირად ცხოვრებაზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა.

ნინო:

- ეს თემა ჩემთვის შემდეგნაირია - ზოგ შემთხვევაში ჭიქა ნახევრად სავსე შეიძლება იყოს. პირად ცხოვრებაში კი ან ცარიელია, ან ძალიან სავსე. ასე ვუყურებ ამ ამბავს (იცინის). ან ყველაფერი, ან არაფერი. მარტივად არ ვუყურებ ურთიერთობებს, ძალიან ფრთხილი ვარ და ალბათ ამიტომაც ჯერჯერობით არავინ არ არის ჩემ გვერდით.

- პრეტენზიული ხარ?

- პრეტენზიულს ვერ დავარქმევ საკუთარ თავს. იდეალიც არ მყავს. მამაკაცურობის სიმბოლო ჩემთვის სიძლიერე და ჭკუაა.

სოფო:

- მე მყავს შეყვარებული. ვინაობას ვერ დავასახელებ. რამდენიმე წელია ერთად ვართ. ძალიან მიგებს და კარგად მიიღო ეს ყველაფერი. მგულშემატკივრობს, ყოველთვის ცდილობს, უფრო მეტად საქმეზე ვიყო გადართული, რასაც ისედაც ვაკეთებ...

- საოცნებო მამაკაცი გყოლია გვერდით.

- ასეა. იცის ჩემი ხასიათი. როცა ვცეკვავდი, მაშინაც მედგა მხარში და ძალიან ბედნიერი ვარ ამით.

- ვიცი, რომ გინდოდა, შენი წარმატება იმ ქორეოგრაფს ენახა, რომელმაც არ დაგაფასა.

- ეს არ მითქვამს იმ ქორეოგრაფზე, რომელთანაც მთელი ცხოვრება ვცეკვავდი, ელენა ბარსეგოვაზე მაქვს საუბარი. მისი ძალიან მადლიერი ვარ. უბრალოდ, იმ ქორეოგრაფთან არ შედგა ჩემი ურთიერთობა და ვერ დაფასდა. მინდოდა, მას დაენახა, რომ რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი ბოლომდე მიმყავს.

- ლონდონში რა დავალებებს მოგცემენ, იცით?

ნინო:

- აქაც არ ვიცოდით და იქ, მით უმეტეს, არ გვეცოდინება. ახლა უკვე არ ვნერვიულობთ. მთავარია, რომ გარკვეული გამოცდილება მივიღეთ. ვიცი, რომ თუკი ჩვენგან რომელიმე დაძლევს ყველა დავალებას, სამოდელო სააგენტო "შტორმთან" გააფორმებს კონტრაქტს.

სოფო:

- მგონია, რომ მეტ-ნაკლებად მზად ვართ ლონდონისთვის, თუმცა კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. გველიც რომ შემოგვახვიონ, ამისიც აღარ გვეშინია, ყველას გამარჯვების თანაბარი შანსი გვაქვს. იქ სხვა კრიტერიუმები აქვთ და არაპროგნოზირებადია შედეგი.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება