ნათია კობერიძე უკვე დიდი ხანია, ჟურნალისტია. თითქმის ყველა არხზე აქვს ნამუშევარი. 1998-1997 წლებში "კურიერის" წამყვანიც იყო, თუმცა ნათია ყველას მაინც "მოდელირებული ქრონიკიდან" ახსოვს. დღეს ის სხვადასხვა თოქშოუში იმაზე საუბრობს, რამდენად არის ქართული ჟურნალისტიკა პოლიტიზებული. დღემდე უწევს პასუხის გაცემა იმაზე, რატომ წაიყვანა გადაცემა, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ჟურნალისტურ შეცდომად შეაფასეს.
- მთელი ცხოვრება რუსთავში ვცხოვრობდი. ახლაც ამ ქალაქში ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ "აიეტის" სამედიცინო სკოლაში სამკურნალო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ეს იძლეოდა საშუალებას, დასავლური სტანდარტებით შემესწავლა მედიცინა. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ "აიეტში" რომ გესწავლა, დიდი ფული იყო საჭირო. მოგვიანებით სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გამეგრძელებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში დიპლომი უბრალოდ არ მექნებოდა. 90-იანების დასაწყისში ამის შესაძლებლობა ჩემს ოჯახს, ისევე როგორც დიდ უმრავლესობას, არ ჰქონდა და იძულებული გავხდი, მეორე კურსიდან გამოვსულიყავი. არც ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტიკაში გავაგრძელებდი საქმიანობას. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ორი რამ სრულიად შემთხვევით მოხდა. თბილისში ჩემ წინ მოულოდნელად გაჩერდა მიკროავტობუსი, გადმოვიდა გოგიტა მეცხოვრიშვილი, "პირველი არხის" ერთ-ერთი რეჟისორი და მკითხა, რეკლამაში მონაწილეობა ხომ არ გინდაო. ამიხსნეს, რომ გადამიხდიდნენ 50 ლარს. ეს თანხა სტუდენტისთვის კარგი ფული იყო. ტურისტული სააგენტოს რეკლამაში გადამიღეს. საქმიანი ქალის იმიჯი მქონდა. გადაღების პროცესში კიდევ ერთი პირველარხელი რეჟისორი გავიცანი, სოსო იოსებაშვილი, რომელმაც მითხრა, პროექტებს ვაკეთებთ და ხომ არ დაინტერესდებითო. მაშინ მას პირველი სატელევიზიო ფილმის გადაღება სურდა. შემომთავაზა ეპიზოდური როლი და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
მერე შემომთავაზეს და დავრჩი "პირველ არხზე", ნინო ქაჯაიასა და მაია ასათიანთან ერთად რამდენიმე გადაცემას ვაკეთებდი. ამ დროს რუსთავში შემხვდა ჩემი მეგობრის ძმა ეროსი კიწმარიშვილი. მითხრა, ტელევიზიის გაკეთება მინდა და მოდი, ჩვენთან იმუშავეო. ვუთხარი, რომ კომპიუტერი კარგად არ ვიცოდი, მაგრამ ვისწავლი და იქნებ მანამდე საქმეთა მწარმობლად მაინც ამიყვანო-მეთქი. ეროსიმ მითხრა, რას ამბობ, ეთერში მინდა, იმუშაოო. რამდენიმე თვე "რუსთავი 2"-ში დიქტორად ვმუშაობდი. მერე მე თვითონ გამოვთქვი ჟურნალისტობის სურვილი, უფრო მეტის გაკეთება მინდოდა. გადავედი "კურიერში" ჟურნალისტად და წამყვანად. ტრენინგებს რუსი და ამერიკელი სპეციალისტები გვიტარებდნენ და ბევრ რამეს გვასწავლიდნენ. პარალელურად ჩავაბარე ტელერეჟისურის ფაკულტეტზე. ერთი წელი ვისწავლე და მერე საბუთები ჩემი პედაგოგის, შესანიშნავი ოპერატორის მიშა მაღალაშვილის რეკომენდაციით, თეატრალური ინსტიტუტის ტელერეჟისურის ფაკულტეტზე გადავიტანე, რომელიც საბოლოოდ დავამთავრე. იმ დროს საქართველოში სწავლა ფორმალური პროცესი იყო, თუმცა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა რეჟისორ დათო ჯანელიძისა და მერაბ ჯალიაშვილის ლექციებმა. მოკლედ, ვცდილობდი, უმაღლესში ტელერეჟისურა მესწავლა, სამსახურში კი - ჟურნალისტიკა. მთელი თავით გადავეშვი სამუშაოში. ვმუშაობდი როგორც "პირველ არხზე", ისე "რუსთავი 2"-ში. შეიძლება ითქვას, 24 საათს სამსახურებში ვატარებდი, თან თითქმის უხელფასოდ. "პირველ არხზე" ძალიან მცირე ანაზღაურება მქონდა. მე არ ვიყავი გამონაკლისი, იქ ყველა ენთუზიაზმზე მუშაობდა. ჯიბის ფულს დედაჩემი მაძლევდა. "რუსთავი 2"-ში ხელმძღვანელობასაც კი შეიძლებოდა, ჩემგან ფული ესესხა, ეროსი კიწმარიშვილს იმ დროს ფული არ ჰქონდა.
- ეროსი კიწმარიშვილს უსესხებია თქვენგან ფული?
- კი, დათო დვალსაც. ფული არ გვქონდა, მაგრამ ვაკეთებდით "რუსთავი 2"-ს, ძალიან მაგარ ტელევიზიას, და ეს ძალიან მოგვწონდა.
- როგორც გავიგე, იმ პერიოდში სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა...
- "პირველ არხზე" მოსკოვიდან მოვიდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, შეარჩიეთ არაპროფესიონალი, მოდელის მონაცემებით, კომუნიკაბელური გოგონა საქართველოდან "მის მსოფლიო უნივერსიტეტში" მონაწილეობის მისაღებადო. იყო ასეთი ადამიანი, თენგიზ კერესელიძე, რომელიც პროფესიონალ მოდელებთან მუშაობდა. იცოდა, ეს კონკურსი არავის დააინტერესებდა, ამიტომ მითხრა, თუ ფულს იშოვი, წადიო. ეს კონკურსი სეულში უნდა ჩატარებულიყო 1995 წელს. ძალიან მოვინდომე, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის მოგზაურობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შანსი იყო. რთული იყო სპონსორის მოძებნა. ერთმა თანამშრომელმა, თორნიკე მებურიშვილმა მითხრა, რუსთავში ახალგაზრდული ორგანიზაცია იქმნება, "მოქალაქეთა კავშირი" ჰქვია და იქნებ ისინი დაგეხმარონო. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო "მოქალაქეთა კავშირი". როცა იქ გაიგეს, რომ არის რუსთავში გოგონა, რომელიც სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსზე აპირებს წასვლას, დატრიალდნენ. შევხვდი "მოქალაქეთა კავშირის" წარმომადგენლებს, მათ შორის ქალაქის მერს, მერაბ ტყეშელაშვილს. სპონსორებმა გამიკეთეს პასპორტი, მიყიდეს ავიაბილეთი მოსკოვამდე და ჯიბის ფულად 100 დოლარი მომცეს. გავემგზავრე სამხრეთ კორეაში, სადაც ათი დღე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ვიმოგზაურე. მანამდე მხოლოდ მოსკოვში ვიყავი ნამყოფი.
- კონკურსიდან რა შედეგით დაბრუნდით?
- არანაირი ტიტული არ ამიღია. მე ვიყავი ერთადერთი ისეთი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც არათუ საელჩოს, სავაჭრო წარმომადგენელიც არ ჰყავდა სამხრეთ კორეაში. ჩემი იდენტიფიცირება ძალიან უჭირდათ. 45 მონაწილიდან მარტო მე მეკითხებოდნენ, ჯორჯია რა ქვეყანააო. ერთხელ კონკურსის მონაწილეებისთვის მოეწყო შეხვედრა ქვეყნების წარმომადგენლობების სახელით. მაღალი კლასის სასტუმროს დარბაზში ყველა კონკურსანტს თავისი ქვეყნის წარმომადგენლობამ უმასპინძლა. ამ დროს ძალიან ამიჩუყდა გული. თავი ისე ვიგრძენი, როგორც ობოლმა. ორგანიზატორებიც უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნენ, არ იცოდნენ, რომელ მაგიდასთან უნდა დავმჯდარიყავი და ბოლოს კორეელ ბუდისტ ბერებთან დამსვეს. ამაყად კი მეწერა, რომ ჯორჯიიდან ვიყავი, მაგრამ სულ მიწევდა იმის ახსნა, რომელი ქვეყნიდან ვარ.
- შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
- "რუსთავი 2"-ის შემდეგ "ინტერნიუსში" ვმუშაობდი, სადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ყველაზე სერიოზული ტრენინგი და კურსები იქ გავიარე. "ინტერნიუსიდან" ისევ "რუსთავი 2"-ში დავბრუნდი. ამასობაში ორი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გავაჩინე და "რუსთავი 2"-ში ვეღარ გავაგრძელე მუშაობა, იქ ჩემი ქმარი ვახტანგ მაისურაძე მუშაობდა და ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ორივეს ერთად არ უნდა გვემუშავა. ჩემი მეუღლე არის ტელევიდეოპროდუქციის სელექციის მენეჯერი, იგივე პროგრამირების მენეჯერი. ჩვენ "რუსთავი 2"-ში გავიცანით ერთმანეთი.
- პროფესიული საქმიანობიდან ყველაზე კარგად რომელი პერიოდი გახსენდებათ?
- ყველაზე კარგად "რუსთავი 2"-ში მუშაობის პერიოდი მახსენდება 2004-2005 წლებში. იმ პერიოდში გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" ვმუშაობდი, რომელიც ნათია ზამბახიძეს და დავით კიკალიშვილს მიჰყავდათ. მაშინ სულ სხვანაირი "პოსტ სკრიპტუმი" იყო. "იმედში" ბადრი პატარკაციშვილისა და გიორგი არველაძის დროს ვმუშაობდი და არც ერთი არ მახსენდება კარგად.
- რატომ?
- ბადრისდროინდელ "იმედში" გიორგი თარგამაძე დაინიშნა საინფორმაციო სამსახურის უფროსად და ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე იმ საინფორმაციოში. მაშინდელი "იმედი" შევარდნაძის პროპაგანდაზე მუშაობდა, მე კი ამის წინააღმდეგი ვიყავი. "იმედი" აშკარად და ღიად შევარდნაძის მხარდასაჭერად და რეფორმატორული გუნდის წინააღმდეგ საკმაოდ აგრესიულად მუშაობდა. ერთმა თანამშრომელმა მითხრა, შუბლზეც კი გაწერია, რომ ასეთი სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგი ხარო. საინფორმაციოდან სხვა განყოფილებაში გადამიყვანეს. ფორმალურად ვიყავი "იმედის" თანამშრომელი. ბიძინა ბარათაშვილმა ერთი წელი შემიფარა. ფაქტობრივად, არ ვიყავი ჟურნალისტი და "იმედის" თანამშრომლად ვითვლებოდი. 2004 წლის ივნისში ეროსი კიწმარიშვილმა შემომითვალა, დაბრუნდიო. მისი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ძალიან გამიხარდა. ცოტა ხანს "კურიერშიც" ვიყავი და "პოსტ სკრიპტუმშიც". მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავე. გადაცემა იყო ძალიან რეიტინგული და პოპულარული. პარალელურად "იმედზე" გადიოდა "დროება" და მათთან შედარებით ორჯერ მაღალი რეიტინგი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ "დროებისგან" განსხვავებით, ძალიან მცირე ფინანსები გვქონდა. "დროებას" ბევრი ფული ჰქონდა, ბევრს მოგზაურობდნენ. ჩვენ კი გადაღებებზე მატარებლითაც კი დავდიოდით. ჩვენ კონსტრუქციული, მაგრამ ზუსტი კრიტიკის სტილი გვქონდა არჩეული და ამიტომაც გვქონდა მაღალი რეიტინგი. სამწუხაროდ, მაშინდელი "პოსტ სკრიპტუმი" ეკა ხოფერიამ დახურა. მას დიდი გავლენა ჰქონდა იმ დროს არხზე და ჩათვალა, რომ ეს გადაცემა არ სჭირდებოდა, ამ გადაცემაზე კი მუშაობდნენ - გიორგი მგელაძე, სალომე ჯაში, ნინია კაკაბაძე, ირმა ნადირაშვილი, მაკა ფანქველაშვილი, ლიკა ხურციძე, მოკლედ, ძალიან კარგი შემადგენლობა ვიყავით. გადამიყვანეს "კურიერში". ეკა ხოფერიასთან ექვსი თვე გავძელი. მერე წამოვედი. მან უხეში ფორმით დაიწყო ჩემი არა მარტო კრიტიკა, არამედ შევიწროებაც.
- შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ, რამდენად უხეში ფორმით მოგმართავდათ ეკა ხოფერია?
- ყვირილით მომმართავდა. მის ასეთ საქციელს თანამშრომლები წლების განმავლობაში უძლებდნენ. მე კი ამას ვერ გავუძელი და ერთ დღეს, 2006 წლის ივნისის ბოლოს, უბრალოდ აღარ წავედი სამსახურში. ზუსტად მაშინ "პირველ არხზე" კონკურსი გამოაცხადა თამარ კინწურაშვილმა და მათთან მივედი, სადაც სამი წელი ვიმუშავე "მოამბეში".
- ეკა ხოფერიასთან დაძაბული ურთიერთობა დღემდე გრძელდება?
- მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. არ მომწონდა ეკა, როგორც მენეჯერი. ჩემთვის მიუღებელი იყო მისი სარედაქციო პოლიტიკა, მისი მუშაობის მეთოდები და კოლეგებთან ურთიერთობები. მე გამონაკლისი არ ვარ. ეკა ხოფერიას არაერთი ჟურნალისტი გაექცა. მათ შორის იყვნენ ნინო ორჯონიკიძე და თიკო ფეიქრიშვილი.
- გიორგი არველაძის "იმედი" რატომ არ მოგეწონათ? თქვენი ასეთი განწყობა "იმედის" მიმართ "მოდელირებულ ქრონიკას" ხომ არ უკავშირდება?
- "იმედში" ძალიან რომანტიკულად მივედი ჩემს კოლეგა ეკა წამალაშვილთან ერთად. თავიდან ყველაფერი სხვაგვარად დავგეგმეთ და მერე ყველაფერი შეიცვალა. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რაც გიორგის სურდა, ჩვენთვის მაინცდამაინც მისაღები არ იყო. ვერ ვთანხმდებოდით ფუნდამენტურ საკითხებზე, ამიტომაც წამოვედი "იმედიდან". იმ არხზე ჩემი ადგილი უბრალოდ არ იყო.
- "მოდელირებულ ქრონიკასთან" დაკავშირებით ალბათ დღემდე გიწევთ პასუხის გაცემა, და ალბათ დღემდე გეკითხებიან, რატომ წახვედით ამ ნაბიჯზე.
- ნამდვილად ასეა. ადამიანებს დღემდე აქვთ შეკითხვები, რატომ აღმოვჩნდი ამ პროექტში. მე ვიყავი თოქშოუს წამყვანი, რომლის ფარგლებშიც წარვადგინეთ საინფორმაციო სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებული "ქრონიკა". ჩვენ ვგეგმავდით გადაცემის მომზადებას ქართული სახელმწიფოს პოტენციურ საფრთხეებზე. საინფორმაციო სამსახურმა და არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტეს, რომ ცალკე, საინფორმაციოს უნდა მოემზადებინა სპეციალური გადაცემა ამ თემაზე. გადაწყდა, რომ ამ ყველაფერს მისცემდნენ მოდელირების ფორმას. ამაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ეს ლეგიტიმური ჟურნალისტური ჟანრია.
- თუმცა უდავოდ იყო დაშვებული ჟურნალისტური შეცდომები.
- დარღვევა ნამდვილად იყო. არ დაადეს ტიტრი, სადაც იქნებოდა წარწერა, რომ "ქრონიკა" იყო მოდელირებული. ეთერში რომ ვიყავი, არც კი ვიცოდი, რომ ტიტრი არ იდო ეკრანზე. საეთეროში როდესაც ხარ, შიდა სიგნალი შემოდის მონიტორზე და შიდა სიგნალს ტიტრები არ ადევს. ეს ყველა ტელევიზიაში მომუშავემ იცის.
- "მოდელირებული ქრონიკის" ეთერში გასვლიდან ორ წელზე მეტი გავიდა. გინანიათ ამ შოუს წაყვანა?
- რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო იყო ჩემთვის. მთელი დარტყმა მე მივიღე. გადაცემას ჩემთვის პოზიტივი არ მოუტანია. "მოდელირებული ქრონიკიდან" ნერვიულობისა და უსიამოვნების გარდა არაფერი მიმიღია. დღემდე მიწევს თავის მართლება, რომ მე არ ვიყავი მაყურებლის შეშინების ინიციატორი ან მომხრე. რომ შემძლებოდა, ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგებოდი. თუმცა იმის წინააღმდეგი არ ვარ და არც ვიყავი, რომ საფრთხეებზე მოდელირებული გადაცემა გაკეთებულიყო. ზურაბ ნოღაიდელმა იმ პერიოდში არაერთხელ თქვა, რომ თუ ოპოზიცია არ გაიმარჯვებდა, არეულობა დაიწყებოდა. ამ საფრთხის მოდელირება იყო იმ გადაცემაში. ჩემს გადაცემას კი ერქვა "სპეციალური რეპორტაჟი", რომელიც ყველასთვის შემდგომ "მოდელირებულ ქრონიკასთან" ასოცირდებოდა.
- "სპეციალური რეპორტაჟი" "იმედზე" ახლაც გადის...
- კი, ახლა სხვა წამყვანი ჰყავს და სხვა დატვირთვა აქვს ამ გადაცემას. ჩემს დროს ცოტა სხვანაირი გადაცემა იყო, ახლა გაცილებით "ყვითელია" და გაცილებით მეტი მაყურებელიც ჰყავს.
- რატომღაც ისე მოხდა, რომ "მოდელირებულ ქრონიკასაც" ბევრი მაყურებელი ჰყავდა...
- სხვათა შორის, ბევრი მაყურებელი არც "მოდელირებულ ქრონიკას" ჰყავდა და არც იმ თოქშოუს. სკანდალი ამბის ზეპირმა გავრცელებამ გამოიწვია. ორი კვირის მერე გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟი" ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდა და ჩემთვის გასაოცარი ის იყო, რომ იმ გადაცემას ბევრი მაყურებელი ჰყავდა. გიორგი არველაძეს უნდოდა, რომ მის არხზე მთავარ გადაცემებს ბევრი მაყურებელი ჰყოლოდა. ეს ტელევიზიის, როგორც ბიზნესის პრინციპია. ამიტომ "სპეციალური რეპორტაჟი" გახდა "ყვითელი". პირადად მე არ მქონდა იმის სურვილი, რომ "ყვითელ" გადაცემაში მემუშავა.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- "იმედის" მერე ორი თვე უმუშევარი ვიყავი. 2010 წლის ოქტომბერში ბრიტანული მენეჯმენტი ჩაუდგა სათავეში ტელეარხს "პიკს" და მათ მიმიღეს კონკურსის წესით. ტელეკომპანია "პიკში" პროდაქშენის პოლიტიკური გადაცემების მთავარი პროდიუსერი ვარ. ამასობაში "ჯიპა"-ში საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი დავიცავი დემოკრატიის და სახელმწიფოს ურთიერთქმედების თემაზე.
- "ყვითელი" შოუ რომ წაიყვანოთ, რომელიც, როგორც თქვით, გადაცემის რეიტინგის გარანტიაა, არ გიფიქრიათ?
- რუსული კარგად ვიცი, მაგრამ არც რუსულ სკოლაში მივლია და არც რუსულენოვან ოჯახში გავზრდილვარ. ამიტომ "პიკზე" გადაცემის წაყვანას ვერ გავრისკავდი. რეიტინგი კარგია, მაგრამ ის ჩემთვის თვითმიზანი არაა, ისევე, როგორც ეთერში მუშაობა. ფართო პროფილის ჟურნალისტი ვარ. შემიძლია ეთერში მუშაობაც, თოქშოუს წაყვანაც და რეპორტაჟების მომზადებაც, მაგრამ ამ ეტაპზე არხის პროდაქშენში მუშაობა სავსებით მისაღებია.
მერი კობიაშვილი
(გამოდის ორშაბათობით)