პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრანს პრესი" - საქართველოს ლიდერი ცდილობს მოწინააღმდეგეს მასობრივი აქციებით აჯობოს
"ფრანს პრესი" - საქართველოს ლიდერი ცდილობს მოწინააღმდეგეს მასობრივი აქციებით აჯობოს

AFP.com

"სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რი ცდი­ლობს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს მა­სობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბით აჯო­ბოს", - ამ სა­თა­უ­რით სტა­ტი­ას გავ­ლე­ნი­ა­ნი "ფრანს პრე­სი" აქ­ვეყ­ნებს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი მე­თიუ კო­ლი­ნი აქ­ცენტს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს 11 ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ ყრი­ლო­ბა­ზე აკე­თებს და წერს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბა მო­ა­წყო იმის­თვის, რომ მი­ლი­ო­ნე­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი მომ­დევ­ნო თვის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­ა­მარ­ცხოს.

სა­ა­კაშ­ვი­ლი შა­ბათს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ათო­ბით ათას მხარ­დამ­ჭერს ენერ­გი­უ­ლად მი­მარ­თვდა; მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბე­ბის სა­ბო­ლოო კულ­მი­ნა­ცია დე­და­ქა­ლაქ თბი­ლის­ში შედ­გა.

ქა­ლა­ქის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შეკ­რე­ბი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ფე­რებ­ში, წი­თელ­სა და თეთრში, გა­მო­წყო­ბი­ლი 10 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ტა­შის­კვრით ხვდე­ბო­და ტრი­ბუ­ნი­სა­კენ მი­მა­ვალ სა­ა­კაშ­ვილს და გა­ი­ძა­ხო­და: "მიშა, მიშა!".

ბევ­რი ეროვ­ნულ დრო­შას აფ­რი­ა­ლებ­და და პარ­ტი­ის მა­ი­სუ­რი ეცვა წარ­წე­რით: "მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო" და სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნის ნომ­რით ხუ­თი­ა­ნით.

მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­დე­ნი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჩახ­ლე­ჩი­ლი ხმით სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა, რომ ეს შეკ­რე­ბე­ბი იყო "ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში" და არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის პი­რო­ბა დადო.

"ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი ის იქ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი მეტ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს", - თქვა მან.

1 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა პრო­და­სავ­ლუ­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სათ­ვის", რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში უდ­გას მი­ლი­არ­დე­რი მაგ­ნა­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს ავ­ტოკ­რა­ტი­ის დამ­კვიდ­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ივა­ნიშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას, სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას სურს სა­ქარ­თვე­ლო 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დელ" (რო­მელ­მაც მისი პარ­ტია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა) კო­რუმ­პი­რე­ბულ სის­ტე­მა­ში და­აბ­რუ­ნოს და თა­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს არა­პატ­რი­ო­ტუ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს.

"მას ვი­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს, სა­ქარ­თვე­ლო არ უყ­ვარს", - თქვა მან შეკ­რე­ბილ­თა წი­ნა­შე სა­ქარ­თვე­ლოს სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში.

სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე­ვე ბრალს სდებს მის მტერს, რუ­სეთს, რო­მე­ლიც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომის დრო შე­ე­ცა­და სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა და­ემ­ხო და თბი­ლი­სის და­სავ­ლეთ­თან კი­დევ უფრო და­ახ­ლო­ე­ბა არ და­ეშ­ვა.

"ამ გა­ზა­ფხულ­ზე რუ­სეთ­მა 2 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­მო­აგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს მე­დი­ის მოს­ყიდ­ვის, ტყუ­ი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა და არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა იყო", - თქვა მან.

შა­ბა­თის აქ­ცი­ე­ბი იყო ძა­ლის ჩვე­ნე­ბა მას შემ­დეგ რაც ივა­ნიშ­ვილ­მა მსგავ­სი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ა­წყო.

სა­ა­კაშ­ვილს ქუ­თა­ის­ში თან ახ­ლდა თა­ვი­სი ჰო­ლან­დი­ე­ლი მე­უღ­ლე სან­დრა რუ­ლოვ­სი, რო­მე­ლიც სი­ტყვით გა­მო­ვი­და და აქ­ცენ­ტი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პროგ­რა­მა­ზე გა­ა­კე­თა.

"თქვე­ნი მომ­ღი­მა­რი სა­ხე­ე­ბის უკან ჯერ კი­დევ მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მაა; ჩვენ დიდი ნა­ბი­ჯე­ბით წინ მი­ვი­წევთ, მაგ­რამ კი­დევ უფრო მე­ტია სა­ჭი­რო, და ეჭვ გა­რე­შეა, რომ ჩვენ ამას შევ­ძლებთ", - თქვა რუ­ლოვსმა გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით.

ორი­ვემ, "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", პი­რო­ბა დადო, რომ შე­ამ­ცი­რებს უმუ­შევ­რო­ბას, გა­უმკლავ­დე­ბა სი­ღა­რი­ბეს, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებს და სოფ­ლის მე­ორ­ნე­ო­ბას გა­ღა­რი­ბე­ბულ კავ­კა­სი­ის ქვე­ყა­ნა­ში.

სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ცი­ე­ბის მი­ზა­ნი იყო ივა­ნიშ­ვი­ლი მოს­კო­ვის მა­რი­ო­ნე­ტად გა­მო­ეყ­ვა­ნა, რად­გან მან თა­ვი­სი და­ახ­ლო­ე­ბით $6.4 მი­ლი­არ­დი­ა­ნი ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა.

ივა­ნიშ­ვი­ლი ამას უარ­ყოფს, და ამ­ტკი­ცებს, რომ ის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სწრაფ­ვას იზი­ა­რებს.

გაზ­რდი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, სა­ა­კაშ­ვილ­მა ხალ­ხს და­პი­რე­ბა მის­ცა, რომ 1991 წლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა; თუმ­ცა, ივა­ნიშ­ვი­ლი ბრალს სდებს მთავ­რო­ბას, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბამ უჩ­ვე­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ას ოპო­ზი­ცი­ა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს.

მე­თიუ კო­ლი­ნი

ForeignPress

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ფრანს პრესი" - საქართველოს ლიდერი ცდილობს მოწინააღმდეგეს მასობრივი აქციებით აჯობოს

"ფრანს პრესი" - საქართველოს ლიდერი ცდილობს მოწინააღმდეგეს მასობრივი აქციებით აჯობოს

AFP.com

"საქართველოს ლიდერი ცდილობს მოწინააღმდეგეს მასობრივი აქციებით აჯობოს", - ამ სათაურით სტატიას გავლენიანი "ფრანს პრესი" აქვეყნებს.

სტატიის ავტორი მეთიუ კოლინი აქცენტს მმართველი პარტიის მიერ საქართველოს 11 ქალაქში გამართულ ყრილობაზე აკეთებს და წერს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მასობრივი შეკრება მოაწყო იმისთვის, რომ მილიონერი ოპოზიციონერი მომდევნო თვის საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხოს.

სააკაშვილი შაბათს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში ათობით ათას მხარდამჭერს ენერგიულად მიმართვდა; მასობრივი შეკრებების საბოლოო კულმინაცია დედაქალაქ თბილისში შედგა.

ქალაქის სპორტის სასახლეში შეკრებილი მმართველი პარტიის ფერებში, წითელსა და თეთრში, გამოწყობილი 10 000-ზე მეტი ადამიანი ტაშისკვრით ხვდებოდა ტრიბუნისაკენ მიმავალ სააკაშვილს და გაიძახოდა: "მიშა, მიშა!".

ბევრი ეროვნულ დროშას აფრიალებდა და პარტიის მაისური ეცვა წარწერით: "მე მიყვარს საქართველო" და საარჩევნო ბიულეტენის ნომრით ხუთიანით.

მთელი დღის განმავლობაში ამდენი გამოსვლის შემდეგ ჩახლეჩილი ხმით სააკაშვილმა თქვა, რომ ეს შეკრებები იყო "ყველაზე მასშტაბური აქცია საქართველოს ისტორიაში" და არჩევნების მოგების პირობა დადო.

"ამ არჩევნების შედეგი ის იქნება, რომ ჩვენი ხალხი მეტ სარგებელს მიიღებს", - თქვა მან.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება პროდასავლური სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნებისათვის", რომელსაც სათავეში უდგას მილიარდერი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პრეზიდენტს ავტოკრატიის დამკვიდრებაში ადანაშაულებს.

ივანიშვილზე საუბრისას, სააკაშვილი ამბობს, რომ მას სურს საქართველო 2003 წლის "ვარდების რევოლუციამდელ" (რომელმაც მისი პარტია ხელისუფლებაში მოიყვანა) კორუმპირებულ სისტემაში დააბრუნოს და თავის მოწინააღმდეგეს არაპატრიოტულობაში სდებს ბრალს.

"მას ვისაც ჩვენი ქვეყნის წარსულში დაბრუნება სურს, საქართველო არ უყვარს", - თქვა მან შეკრებილთა წინაშე საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში.

სააკაშვილი ასევე ბრალს სდებს მის მტერს, რუსეთს, რომელიც 2008 წელს საქართველოსთან ომის დრო შეეცადა სააკაშვილის მთავრობა დაემხო და თბილისის დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოება არ დაეშვა.

"ამ გაზაფხულზე რუსეთმა 2 მილიონი აშშ დოლარი გამოაგზავნა საქართველოში, ეს მედიის მოსყიდვის, ტყუილების გავრცელებისა და არეულობის მოწყობის მცდელობა იყო", - თქვა მან.

შაბათის აქციები იყო ძალის ჩვენება მას შემდეგ რაც ივანიშვილმა მსგავსი ფართომასშტაბიანი აქციები ბოლო თვეების განმავლობაში მოაწყო.

სააკაშვილს ქუთაისში თან ახლდა თავისი ჰოლანდიელი მეუღლე სანდრა რულოვსი, რომელიც სიტყვით გამოვიდა და აქცენტი მმართველი პარტიის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პროგრამაზე გააკეთა.

"თქვენი მომღიმარი სახეების უკან ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა; ჩვენ დიდი ნაბიჯებით წინ მივიწევთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო, და ეჭვ გარეშეა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ", - თქვა რულოვსმა გამართული ქართულით.

ორივემ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ", პირობა დადო, რომ შეამცირებს უმუშევრობას, გაუმკლავდება სიღარიბეს, გააუმჯობესებს სოციალურ პირობებს და სოფლის მეორნეობას გაღარიბებულ კავკასიის ქვეყანაში.

სააკაშვილის აქციების მიზანი იყო ივანიშვილი მოსკოვის მარიონეტად გამოეყვანა, რადგან მან თავისი დაახლოებით $6.4 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა.

ივანიშვილი ამას უარყოფს, და ამტკიცებს, რომ ის მმართველი პარტიის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანების სწრაფვას იზიარებს.

გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სააკაშვილმა ხალხს დაპირება მისცა, რომ 1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს ყველაზე სამართლიანი არჩევნები იქნება; თუმცა, ივანიშვილი ბრალს სდებს მთავრობას, რომ მმართველი პარტიის გასაძლიერებლად სახელმწიფო ძალაუფლებას იყენებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების უმეტესობამ უჩვენა, რომ სააკაშვილის პარტიას ოპოზიციაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.

მეთიუ კოლინი

ForeignPress

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა