მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:10-ზე, მთვარე ქალწულშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინმა გენერალ ბაგრატიონის ხსენებისგან თავი შეიკავა
პუტინმა გენერალ ბაგრატიონის ხსენებისგან თავი შეიკავა

7 სექ­ტემ­ბერს, რუ­სეთ­ში ბო­რო­დი­ნოს ბრძო­ლის 200 წლის­თა­ვი აღი­ნიშ­ნა. სწო­რედ ამ დღეს 1812 წელს მოს­კო­ვი­დან 125 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ბო­რო­დი­ნოს ველ­ზე რუ­სებ­სა და ნა­პო­ლე­ო­ნის ჯა­რებს შო­რის ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა.

სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სებ­მა ბო­რო­დი­ნო­ზე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა და თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გმაც მო­ა­წყვეს. 7 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნიც ჩა­ვი­და. და­ღუ­პუ­ლე­ბის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მო­ნუ­მენ­ტი მან გვირ­გვი­ნით შე­ამ­კო. ოფი­ცი­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ას შარლ ნა­პო­ლე­ო­ნი, იმ­პე­რა­ტორ ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის ერ­თა­დერ­თი შთა­მო­მა­ვა­ლი და ფელდმარ­შალ კუ­ტუ­ზო­ვის შვილ­თაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, პუ­ტინ­მა რუ­სე­თის­თვის ბო­რო­დი­ნოს ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა აღ­ნიშ­ნა და რუ­სუ­ლი არ­მი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თა უმე­ტე­სო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. თუმ­ცა მათ რი­ცხვში გე­ნე­რა­ლი პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნი არ მოხ­ვდა. არა­და ქარ­თვე­ლი გე­ნე­რა­ლი ბო­რო­დი­ნოს ბრძო­ლის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ფი­გუ­რა იყო.

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ი­კა­ვა თავი პუ­ტინ­მა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ხსე­ნე­ბის­გან თუ არა. მაგ­რამ ფაქ­ტია - გე­ნერ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ბო­რო­დი­ნოს ბრძო­ლა­ზე რუ­სე­თის არ­მი­ის მთელ მარ­ცხე­ნა ფლანგს მე­თა­უ­რობ­და, პუ­ტინს კრინ­ტიც არ და­უძ­რავს. არა­და რუსი გე­ნერ­ლე­ბი­დან ნა­პო­ლე­ო­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ბაგ­რა­ტი­ონს აფა­სებ­და. "ბაგ­რა­ტი­ო­ნის გარ­და რუ­სებს კარ­გი გე­ნერ­ლე­ბი არ ჰყავთ" - ეს ფრან­გი იმ­პე­რა­ტო­რის სი­ტყვე­ბია.

ბრძო­ლის წინ ბაგ­რა­ტი­ო­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც არ­მი­ას მე­თა­უ­რობ­და, 34 ათა­სი კაცი და 156 ქვე­მე­ხი იყო. მისი პო­ზი­ცი­ე­ბის ასა­ღე­ბად ფრან­გებ­მა ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. პირ­ვე­ლი ორი - ნა­პო­ლე­ო­ნის ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და და დიდი და­ნა­კარ­გის შემ­დეგ ფრან­გებ­მა უკან და­ი­ხი­ეს.

მე­სა­მე იე­რი­ში­სას რუ­სებს პო­ზი­ცი­ე­ბის ნა­წი­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წი­ათ. წარ­მა­ტე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად ნა­პო­ლე­ო­ნი მე­ო­თხე იე­რიშს იწყებს და ბაგ­რა­ტი­ო­ნის ფლან­გის­კენ 45 ათას კაცს გზავ­ნის. კონ­ტრშე­ტე­ვი­სას, მახ­ლობ­ლად აფეთ­ქე­ბუ­ლი ჭურ­ვის ნამ­სხვრე­ვი ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ ბაგ­რა­ტი­ონს მარ­ცხე­ნა ფეხ­ში მოხ­ვდა და დიდი წვი­ვის ძვა­ლი და­უმ­სხვრია. დაჭ­რი­ლი გე­ნე­რა­ლი ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს.

ბაგ­რა­ტი­ო­ნის დაჭ­რის ამ­ბა­ვი რუ­სუ­ლი არ­მი­ის რი­გებს უმალ მო­ე­დო. ის­ტო­რი­კო­სე­ბის თქმით, ამ ფაქ­ტმა დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია და ამი­ტო­მაც რუ­სებ­მა უკან­და­ხე­ვა და­ი­წყეს. ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცი­ა­ზე ბაგ­რა­ტი­ონ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი სთქვა და 18 დღის შემ­დეგ, გან­გრე­ნის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ბო­რო­დი­ნოს ბრძო­ლა­ზე ის­ტო­რი­კო­სებს დღემ­დე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ. და­ნა­კარ­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფრან­გებ­მა რუ­სე­ბის თით­ქმის ყვე­ლა პო­ზი­ცია და­ი­კა­ვეს, უკან და­ხე­ვა და სა­ბო­ლო­ოდ მოს­კო­ვის და­ტო­ვე­ბა აი­ძუ­ლეს.

პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ იმა­ვე 7 სექ­ტემ­ბერს, რო­დე­საც პუ­ტი­ნი სი­ტყვით ბო­რო­დი­ნოს ველ­ზე გა­მო­დი­ო­და და ბაგ­რა­ტი­ო­ნი არ უხ­სე­ნე­ბია, პე­ტერ­ბურ­გში ქარ­თველ გე­ნე­რალს 4,5 მ-ის სი­მაღ­ლის ბრინ­ჯა­ოს ძეგლი და­უდ­გეს. რო­გორც ჩანს, პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნი რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის გა­ნუყ­რელ ნა­წი­ლად რჩე­ბა, თუმ­ცა ოფი­ცი­ო­ზი მისი ხსე­ნე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

მოს­კოვ­ში ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ხელს მეტ­როს სად­გუ­რი ატა­რებს. 1999 წელს კი მოს­კოვ­ში ბაგ­რა­ტი­ო­ნის ძეგლი დად­გეს.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

პუტინმა გენერალ ბაგრატიონის ხსენებისგან თავი შეიკავა

პუტინმა გენერალ ბაგრატიონის ხსენებისგან თავი შეიკავა

7 სექტემბერს, რუსეთში ბოროდინოს ბრძოლის 200 წლისთავი აღინიშნა. სწორედ ამ დღეს 1812 წელს მოსკოვიდან 125 კილომეტრის მოშორებით, ბოროდინოს ველზე რუსებსა და ნაპოლეონის ჯარებს შორის ბრძოლა გაიმართა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რუსებმა ბოროდინოზე საბრძოლო მოქმედებების ინსცენირება და თეატრალური დადგმაც მოაწყვეს. 7 სექტემბერს გამართულ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა. დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი მან გვირგვინით შეამკო. ოფიციალურ ცერემონიას შარლ ნაპოლეონი, იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის ერთადერთი შთამომავალი და ფელდმარშალ კუტუზოვის შვილთაშვილი ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა რუსეთისთვის ბოროდინოს ბრძოლის მნიშვნელობა აღნიშნა და რუსული არმიის ხელმძღვანელთა უმეტესობა დაასახელა. თუმცა მათ რიცხვში გენერალი პეტრე ბაგრატიონი არ მოხვდა. არადა ქართველი გენერალი ბოროდინოს ბრძოლის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო.

ძნელი სათქმელია შეგნებულად შეიკავა თავი პუტინმა ბაგრატიონის ხსენებისგან თუ არა. მაგრამ ფაქტია - გენერლის შესახებ, რომელიც ბოროდინოს ბრძოლაზე რუსეთის არმიის მთელ მარცხენა ფლანგს მეთაურობდა, პუტინს კრინტიც არ დაუძრავს. არადა რუსი გენერლებიდან ნაპოლეონი ყველაზე მეტად სწორედ ბაგრატიონს აფასებდა. "ბაგრატიონის გარდა რუსებს კარგი გენერლები არ ჰყავთ" - ეს ფრანგი იმპერატორის სიტყვებია.

ბრძოლის წინ ბაგრატიონის განკარგულებაში, რომელიც არმიას მეთაურობდა, 34 ათასი კაცი და 156 ქვემეხი იყო. მისი პოზიციების ასაღებად ფრანგებმა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე შეტევა განახორციელეს. პირველი ორი - ნაპოლეონის ჯარისკაცებისთვის წარუმატებლად დასრულდა და დიდი დანაკარგის შემდეგ ფრანგებმა უკან დაიხიეს.

მესამე იერიშისას რუსებს პოზიციების ნაწილის დატოვება მოუწიათ. წარმატების გასამყარებლად ნაპოლეონი მეოთხე იერიშს იწყებს და ბაგრატიონის ფლანგისკენ 45 ათას კაცს გზავნის. კონტრშეტევისას, მახლობლად აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევი ცხენზე ამხედრებულ ბაგრატიონს მარცხენა ფეხში მოხვდა და დიდი წვივის ძვალი დაუმსხვრია. დაჭრილი გენერალი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს.

ბაგრატიონის დაჭრის ამბავი რუსული არმიის რიგებს უმალ მოედო. ისტორიკოსების თქმით, ამ ფაქტმა დიდი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია და ამიტომაც რუსებმა უკანდახევა დაიწყეს. ფეხის ამპუტაციაზე ბაგრატიონმა კატეგორიული უარი სთქვა და 18 დღის შემდეგ, განგრენისგან გარდაიცვალა.

ბოროდინოს ბრძოლაზე ისტორიკოსებს დღემდე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. დანაკარგების მიუხედავად, ფრანგებმა რუსების თითქმის ყველა პოზიცია დაიკავეს, უკან დახევა და საბოლოოდ მოსკოვის დატოვება აიძულეს.

პარადოქსია, მაგრამ იმავე 7 სექტემბერს, როდესაც პუტინი სიტყვით ბოროდინოს ველზე გამოდიოდა და ბაგრატიონი არ უხსენებია, პეტერბურგში ქართველ გენერალს 4,5 მ-ის სიმაღლის ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს. როგორც ჩანს, პეტრე ბაგრატიონი რუსეთის ისტორიის განუყრელ ნაწილად რჩება, თუმცა ოფიციოზი მისი ხსენებისგან თავს იკავებს.

მოსკოვში ბაგრატიონის სახელს მეტროს სადგური ატარებს. 1999 წელს კი მოსკოვში ბაგრატიონის ძეგლი დადგეს.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე