სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო რეჟისორ კიმ კი დუკს გადაეცა
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო რეჟისორ კიმ კი დუკს გადაეცა

ვე­ნე­ცი­ის 69-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი ჯილ­დო - "ოქ­როს ლომი" სამ­ხრეთ­კო­რე­ელ რე­ჟი­სორს, კიმ კი დუკს გა­და­ე­ცა. მისი ფილ­მი "პი­ე­ტა" კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებ­მა სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მის ყვე­ლა­ზე "სას­ტიკ" კი­ნო­სუ­რა­თად აღი­ა­რეს.

"ვერ­ცხლის ლომი" ამე­რი­კელ რე­ჟი­სორს, პოლ ტო­მას ან­დერ­სონს ერგო ფილ­მი­სათ­ვის "ოს­ტა­ტი". ამ ფილ­მის მთა­ვა­რი რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა, ხო­ა­კინ ფე­ნიქსმა და ფი­ლიპ სე­ი­მურ ჰოფ­მან­მა მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ჯილ­დოც გა­ი­ნა­წი­ლეს.

ფილმმა, რო­მე­ლიც სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის ფუ­ძემ­დე­ბელს, რონ ჰა­ბარ­დის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს, კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი "ფიპ­რეს­სიც" მო­ი­პო­ვა.

ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი რე­ჟი­სორ უილ­რიხ ზა­იდ­ლუს გა­და­ე­ცა ფილ­მის­თვის "სა­მო­თხე: რწმე­ნა". სა­უ­კე­თე­სო ქალ მსა­ხი­ო­ბად კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ჰა­დას ია­რო­ნი და­სა­ხელ­და, რო­მელ­მაც ებ­რა­ულ ფილმში "სი­ცა­რი­ე­ლის შევ­სე­ბა" მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა. მარ­ჩე­ლო მას­ტრო­ი­ა­ნის პრე­მია, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებ­ზე გა­ი­ცე­მა, ამ­ჯე­რად იტა­ლი­ელ ფა­რი­ციო ფალ­კოს ერგო ფილ­მებ­ში "მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვი" და "ეს სიზ­მა­რი იყო" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბის­თვის.

სა­უ­კე­თე­სო ოპე­რა­ტო­რად - და­ნი­ელ ჩიპ­რი, სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის­ტად კი ოლი­ვერ ასა­ი­ა­სი და­სა­ხელ­და.

ვე­ნე­ცი­ის 69-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის წელს ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რი მა­იკლ მანი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მას­თან ერ­თად ფილ­მე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე მხატ­ვა­რი მა­რი­ნა აბ­რა­მო­ვი­ჩი, მო­დე­ლი ლე­ტი­ცია კას­ტა, ინ­გლი­სე­ლი მსა­ხი­ო­ბი სა­მან­ტა მორ­ტო­ნი, აგ­რეთ­ვე რე­ჟი­სო­რე­ბი - პი­ტერ ჩანი (ტა­ი­ლან­დი), ანრი ფოლ­მა­ნი (ის­რა­ე­ლი), მა­ტეო გა­რო­ნე (იტა­ლია), ურ­სუ­ლა მა­ი­ე­რი (შვე­ი­ცა­რია) და პაბ­ლო ტრა­პეო (არ­გენ­ტი­ნა) მუ­შა­ობ­დნენ.

სცე­ნა ფილ­მი­დან პი­ე­ტა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო რეჟისორ კიმ კი დუკს გადაეცა

ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო რეჟისორ კიმ კი დუკს გადაეცა

ვენეციის 69-ე კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - "ოქროს ლომი" სამხრეთკორეელ რეჟისორს, კიმ კი დუკს გადაეცა. მისი ფილმი "პიეტა" კინომოყვარულებმა საკონკურსო პროგრამის ყველაზე "სასტიკ" კინოსურათად აღიარეს.

"ვერცხლის ლომი" ამერიკელ რეჟისორს, პოლ ტომას ანდერსონს ერგო ფილმისათვის "ოსტატი". ამ ფილმის მთავარი როლების შემსრულებლებმა, ხოაკინ ფენიქსმა და ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებული ჯილდოც გაინაწილეს.

ფილმმა, რომელიც საიენტოლოგიის ფუძემდებელს, რონ ჰაბარდის შესახებ გვიამბობს, კინოკრიტიკოსების სპეციალური პრიზი "ფიპრესსიც" მოიპოვა.

ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი რეჟისორ უილრიხ ზაიდლუს გადაეცა ფილმისთვის "სამოთხე: რწმენა". საუკეთესო ქალ მსახიობად კინოფესტივალზე ჰადას იარონი დასახელდა, რომელმაც ებრაულ ფილმში "სიცარიელის შევსება" მთავარი როლი შეასრულა. მარჩელო მასტროიანის პრემია, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობებზე გაიცემა, ამჯერად იტალიელ ფარიციო ფალკოს ერგო ფილმებში "მძინარე მზეთუნახავი" და "ეს სიზმარი იყო" შესრულებული როლებისთვის.

საუკეთესო ოპერატორად - დანიელ ჩიპრი, საუკეთესო სცენარისტად კი ოლივერ ასაიასი დასახელდა.

ვენეციის 69-ე კინოფესტივალის ჟიურის წელს ამერიკელი რეჟისორი მაიკლ მანი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად ფილმების შეფასებაზე მხატვარი მარინა აბრამოვიჩი, მოდელი ლეტიცია კასტა, ინგლისელი მსახიობი სამანტა მორტონი, აგრეთვე რეჟისორები - პიტერ ჩანი (ტაილანდი), ანრი ფოლმანი (ისრაელი), მატეო გარონე (იტალია), ურსულა მაიერი (შვეიცარია) და პაბლო ტრაპეო (არგენტინა) მუშაობდნენ.

სცენა ფილმიდან პიეტა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება