რუსთავი თვალში ხომ არ ეპატარავებათ, რომ "სექენდ ჰენდი" შემოგტენონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს რუსთავში გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე განაცხადა.
მისი თქმით, 1-ელი ოქტომბერ იქნება რუბიკონი იმ ძალებისთვის, რომლებსაც საქართველოს უკან დაბრუნება უნდათ და ამ ძალებს კონკრეტული სახელები და გვარები აქვს.
"ამ ძალებს ჰყავს კონკრეტული მიმდევრები. ეს ხომ აბსტრაქტული რაღაც არ არის. აგერ თქვენ გამოგიგზავნეს ერთ-ერთი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც თავის რაიონში, სამტრედიაში, ჩვენ რომ ვიყავით "ნაციონალურ მოძრაობაში" მაშინ იყრიდა კენჭს. რა არ ვქენით! ყურებზე გავიარეთ. არ უნდოდა იმ ხალხს. არ მოსწონდათ. იქ ვერ აყრევინებენ კენჭს, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რაც არის. რუსთავი თვალში ხომ არ ეპატარავებათ, რომ "სექენდ ჰენდი" შემოგტენონ მაინცდამაინც თქვენ," _ აღნიშნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, კარგად ახსოვს, რამდენიმე წლის წინანდელი რუსთავი: მასობრივი უმუშევრობა, ჩამონგრეული ინფრასტრუქტურა; არ იყო წყალი, გზა, განათება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღესაც არის გაჭირვებაა, მაგრამ ბევრი რამ ახალი გაკეთდა.
"მამუკა ჩიქოვანი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გზების დაგებაში. ცხოვრება რუსთავში აღარ არის სამარცხვინო, არამედ კომფორტული და სასიამოვნოა", - დასძინა პრეზიდენტმა.