სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთისა და ხობის ეპარქია მრევლს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს
ფოთისა და ხობის ეპარქია მრევლს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს

ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქია მრევლს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქი­ამ დღეს მრევ­ლი­სად­მი ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბის კრე­ბის მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორი ათე­უ­ლი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც აღ­სდგა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ეს არის შე­უ­ფა­სებ­ლად დიდი მო­ნა­პო­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლი ერის­თვის, რად­გან წინ იშ­ლე­ბა დიდი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კურ - ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. ამავდრო­უ­ლად კი ეს მო­ნა­პო­ვა­რი არის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დაც.

"დღეს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი აქვს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩე­ვი­თო­ბის პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა. ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში ის მოვ­ლე­ნაა, როცა თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მარ­თვა­ში. ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გუ­ლის­ხმობს ასე­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმა­ზე, რაც სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვანს მოჰ­ყვე­ბა. იმი­ტო­მაც არის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი, რომ ადა­მი­ან­მა ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე, დინ­ჯად, ფხი­ზე­ლი თვა­ლით შე­ა­ფა­სოს არ­სე­ბუ­ლი სი­ნამ­დვი­ლე, შე­ა­ფა­სოს ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი (თუ რამ­დე­ნად რე­ა­ლის­ტუ­რი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დია) და მხო­ლოდ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ფიქ­რე­ბი­სა და ლოც­ვის შემ­დეგ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნურ ვნე­ბებ­სა და ემო­ცი­ებს უნდა და­ვუ­პი­რის­პი­როთ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა და სინ­დი­სის ხმა, რაც გახ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში.

ამას­თან, ეპარ­ქია მრევლს შე­ახ­სე­ნებს, რომ ყო­ველ­გვარ გა­ჭირ­ვე­ბა­სა და გან­საც­დელ­ზე მაღ­ლა დგას ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი: "მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა". სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია II კი თა­ვის სამ­წყსოს მო­უ­წო­დებს, გვახ­სოვ­დეს: ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი.

ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბის კრე­ბის მი­მარ­თვა­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლ­ზე. ეპარ­ქი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბა­ზე მე­დი­ას მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წინ­და­უ­ხე­და­ვი ქმე­დე­ბა, როცა ად­გი­ლი აქვს მცდე­ლო­ბას, პო­ლი­ტი­კურ ინ­ტრი­გებ­ში ჩა­ით­რი­ონ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რა­საც, ერ­თის მხრივ, შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს ამომ­რჩე­ვე­ლი და აბ­ნევს მას, მე­ო­რეს მხრივ კი გან­ყო­ფა­სა და და­პი­რის­პი­რე­ბას თე­სავს ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლში, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­თი რამ დიდ ზი­ანს აყე­ნებს თვით სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს, მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და საფრ­თხეს უქ­მნის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს. რო­მე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც მი­ზან­და­სა­ხუ­ლად აკე­თე­ბენ ამას, არა­ვი­თარ ნდო­ბას არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ. მთა­ვა­რია არა ის, თუ რას ამ­ბობ, არა­მედ ის, თუ რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა შენი ნათ­ქვა­მი. წი­ნა­პართ სიბ­რძნე გვამ­ცნობს, რომ "კოკა ყო­ველ­თვის არ მო­ი­ტანს წყალს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ფოთისა და ხობის ეპარქია მრევლს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს

ფოთისა და ხობის ეპარქია მრევლს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს

ფოთისა და ხობის ეპარქია მრევლს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ფოთისა და ხობის ეპარქიამ დღეს მრევლისადმი ეპარქიის სამღვდელოების კრების მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღსდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს არის შეუფასებლად დიდი მონაპოვარი თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის, რადგან წინ იშლება დიდი პერსპექტივები ეროვნული სახელმწიფოს პოლიტიკურ - ეკონომიკური და კულტურული განვითარების გზაზე. ამავდროულად კი ეს მონაპოვარი არის სერიოზული გამოცდაც.

"დღეს საქართველოს არჩეული აქვს დემოკრატიული განვითარების გზა, რაც ხელისუფლების არჩევითობის პრინციპს ეფუძნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ის მოვლენაა, როცა თითოეულ მოქალაქეს ეძლევა საშუალება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის მართვაში. ამ პროცესში მონაწილეობა გულისხმობს ასევე პასუხისმგებლობას იმაზე, რაც საარჩევნო ყუთთან მისული ადამიანის არჩევანს მოჰყვება. იმიტომაც არის წინასაარჩევნო პერიოდი, რომ ადამიანმა ემოციების გარეშე, დინჯად, ფხიზელი თვალით შეაფასოს არსებული სინამდვილე, შეაფასოს ასევე პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებები (თუ რამდენად რეალისტური და განხორციელებადია) და მხოლოდ სერიოზული დაფიქრებისა და ლოცვის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ადამიანურ ვნებებსა და ემოციებს უნდა დავუპირისპიროთ სახელმწიფოებრივი აზროვნება და სინდისის ხმა, რაც გახდება ქართული სახელმწიფოს წარმატების საწინდარი", - აღნიშნულია მიმართვაში.

ამასთან, ეპარქია მრევლს შეახსენებს, რომ ყოველგვარ გაჭირვებასა და განსაცდელზე მაღლა დგას ფასეულობები: "მამული, ენა, სარწმუნოება". სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია II კი თავის სამწყსოს მოუწოდებს, გვახსოვდეს: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოების კრების მიმართვაში ასევე საუბარია არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით მედიის განსაკუთრებულ როლზე. ეპარქიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზე მედიას მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება.

"სამწუხაროდ, არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს ზოგიერთი მედიასაშუალების წინდაუხედავი ქმედება, როცა ადგილი აქვს მცდელობას, პოლიტიკურ ინტრიგებში ჩაითრიონ სასულიერო პირები, რასაც, ერთის მხრივ, შეცდომაში შეჰყავს ამომრჩეველი და აბნევს მას, მეორეს მხრივ კი განყოფასა და დაპირისპირებას თესავს ეკლესიის მრევლში, რომელთა შორისაც არიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები. ასეთი რამ დიდ ზიანს აყენებს თვით საარჩევნო გარემოს, მთელს საზოგადოებას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. რომელი მედიასაშუალებებიც მიზანდასახულად აკეთებენ ამას, არავითარ ნდობას არ იმსახურებენ. მთავარია არა ის, თუ რას ამბობ, არამედ ის, თუ რა მიზანს ემსახურება შენი ნათქვამი. წინაპართ სიბრძნე გვამცნობს, რომ "კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს", - აღნიშნულია მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"