პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი ქარსელაძე: "ბრენდულ სამოსში გამოწყობა სულაც არ ნიშნავს, რომ გემოვნებიანი ხარ"
ნინი ქარსელაძე: "ბრენდულ სამოსში გამოწყობა სულაც არ ნიშნავს, რომ გემოვნებიანი ხარ"

მომ­ღე­რალ ნინი ქარ­სე­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად იმო­სე­ბა, მო­დის ტენ­დენ­ცი­ებ­სა და შე­მოს­ვის სტილ­ზე სა­სა­უბ­როდ სა­ბერ­ძნეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც ის ოჯახ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს.

- ცოტა ხნის წინ მე და და­თუ­ნა მგე­ლა­ძემ დუ­ე­ტი ჩავ­წე­რეთ და კლი­პიც გა­და­ვი­ღეთ ჩემს საყ­ვა­რელ ქა­ლაქ ბა­თუმ­ში. სა­ბერ­ძნე­თი­დან რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, თბი­ლის­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა ამ კლი­პის პრე­მი­ე­რა, შემ­დეგ კი ისევ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვალ სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

- ნინი, ბევ­რი ამ­ბობს, რომ გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბი. რო­გორ ფიქ­რობ, რა გან­სა­ზღვრავს ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას?

- გე­მოვ­ნე­ბა მხო­ლოდ კარ­გად ჩაც­მას არ გუ­ლის­ხმობს; გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი რომ გერ­ქვას, ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტია სა­ჭი­რო. ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას გან­სა­ზღვრავს ოჯა­ხი, აღ­ზრდა, გა­ნათ­ლე­ბა. მი­ხა­რია, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად რომ მი­მიჩ­ნე­ვენ. ჩემი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დე­და­ჩემს (მომ­ღე­რა­ლი ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია - თ. ბ.) მი­უ­ძღვის დიდი წვლი­ლი. ის დღემ­დე მაძ­ლევს რჩე­ვებს. სა­ერ­თოდ, ჩვენს ოჯახ­ში ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე ერ­თმა­ნე­თის აზრს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ხა­თუ­ნა არაფ­რის ჩაც­მას არ მიკ­რძა­ლავს. თვი­თო­ნაც აკ­რძალ­ვე­ბის გა­რე­შე გა­ი­ზარ­და და მეც ასე მზრდის.

- შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფუ­ლა­რი­ა­ნი თუ გიკ­რძა­ლავს რა­მის ჩაც­მას?

- არც გი­ორ­გის აქვს პრე­ტენ­ზია ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. რაც მიხ­დე­ბა, იმის ჩაც­მას ვე­რა­ვინ ამიკ­რძა­ლავს.

- სა­მო­სის არ­ჩე­ვი­სას ხა­რისხს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას თუ მარ­კას?

- მთა­ვა­რია, მო­მე­წო­ნოს და მიხ­დე­ბო­დეს. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფასი. მარ­კას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ. ისე, ჩემი აზ­რით, ცოტა გო­ი­მუ­რია, რო­დე­საც სულ ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი გაც­ვია. ბრენ­დულ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ხარ.

- ბავ­შვო­ბი­დან გი­წევს ცნო­ბილ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. რო­მელ მათ­განს გა­მო­არ­ჩევ და, სა­ზო­გა­დოდ, რას იტყვი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ახალ თა­ო­ბა­ზე?

- არა­ერ­თი წე­ლია, ავ­თან­დილ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. ის დახ­ვე­წილ და გე­მოვ­ნე­ბი­ან სა­მოსს ქმნის. ახა­ლი თა­ო­ბი­დან კი გა­მო­ვარ­ჩევ ტა­ტუ­ნა ნი­კო­ლა­იშ­ვილს.

- რა ჰქვია იმ სტილს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნინი ქარ­სე­ლა­ძე იმო­სე­ბა?

- ჩემს სტილს ჰქვია "ნინი ქარ­სე­ლა­ძე" (იცი­ნის). ჩემი იმი­ჯი დე­და­ჩე­მი­სა და ავთო ცქვი­ტი­ნი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ყვე­ლამ უნდა ჩა­იც­ვას ის, რაც უხ­დე­ბა და არა ის, რაც მო­დუ­რია.

- მო­დის წლე­ვან­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­დან რა მოგ­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- მომ­წონს, რომ ამ სე­ზონ­ზე კვლავ მო­დუ­რია ვიწ­რო ტან­საც­მე­ლი. ძა­ლი­ან მომ­წონს წი­თე­ლი სა­მო­სი. შავი კი ჩემ­თვის მუ­დამ აქ­ტუ­ა­ლუ­რი და საყ­ვა­რე­ლი ფე­რია.

- წო­ნას რო­გორ აკონ­ტრო­ლებ?

- გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში მქონ­და წო­ნის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ დე­და­ჩე­მის ძა­ლის­ხმე­ვით მო­ვა­ხერ­ხე ფორ­მა­ში ჩად­გო­მა და მას შემ­დეგ წო­ნას ვი­ნარ­ჩუ­ნებ. 2-3 კი­ლოგ­რა­მი თუ მო­ვი­მა­ტე, გან­ტვირ­თვის დღე­ებს ვი­წყობ, ვი­კე­თებ მა­საჟს და ვიკ­ლებ.

- რო­გორ არო­მა­ტებს ამ­ჯო­ბი­ნებ?

- მძაფ­რი სუ­ნა­მო­ე­ბი მომ­წონს. ჩემი საყ­ვა­რე­ლი არო­მა­ტე­ბია "კეტი პერი" და "ჰერ­მე­სი".

- ხში­რად და­დი­ხარ სა­ყიდ­ლებ­ზე?

- სე­ზო­ნუ­რად. ძა­ლი­ან მომ­წონს სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი პა­რიზ­ში, ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ფრან­გუ­ლი ენა კარ­გად ვიცი - თით­ქმის ქარ­თუ­ლი­ვით.

- ვის მი­იჩ­ნევ გე­მოვ­ნე­ბი­ან ქა­ლად?

- ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ან ქა­ლე­ბად სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი და ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძის მე­უღ­ლე, ხა­თუ­ნა თორ­თლა­ძე მი­მაჩ­ნია. ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, თა­ვი­სი სტი­ლი ჰქონ­დეს, მაგ­რამ თუ ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნის და­სა­ხე­ლე­ბა­ზე მიდ­გა საქ­მე, ამ ქალ­ბა­ტო­ნებს და­ვა­სა­ხე­ლებ.

- მი­შელ ობა­მა, კარ­ლა ბრუ­ნი, მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა, სან­დრა რუ­ლოვ­სი - რო­მე­ლია ამათ­გან ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, შენი შე­ფა­სე­ბით?

- ძა­ლი­ან მომ­წონს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი ლე­დის, მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვას შე­მოს­ვის სტი­ლი. მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა ლა­მა­ზიც არის და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნიც.

- რას ურ­ჩევ ქარ­თველ მან­დი­ლოს­ნებს?

- ჩემი მხრი­დან უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა, მათ რჩე­ვა მივ­ცე (იცი­ნის).

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ნინი ქარსელაძე: "ბრენდულ სამოსში გამოწყობა სულაც არ ნიშნავს, რომ გემოვნებიანი ხარ"

ნინი ქარსელაძე: "ბრენდულ სამოსში გამოწყობა სულაც არ ნიშნავს, რომ გემოვნებიანი ხარ"

მომღერალ ნინი ქარსელაძეს, რომელიც ბავშვობიდან გამორჩეულად იმოსება, მოდის ტენდენციებსა და შემოსვის სტილზე სასაუბროდ საბერძნეთში დავუკავშირდით, სადაც ის ოჯახთან ერთად ისვენებს.

- ცოტა ხნის წინ მე და დათუნა მგელაძემ დუეტი ჩავწერეთ და კლიპიც გადავიღეთ ჩემს საყვარელ ქალაქ ბათუმში. საბერძნეთიდან რომ დავბრუნდები, თბილისში აუცილებლად გაიმართება ამ კლიპის პრემიერა, შემდეგ კი ისევ საზღვარგარეთ წავალ სწავლის გასაგრძელებლად.

- ნინი, ბევრი ამბობს, რომ გემოვნებით იმოსები. როგორ ფიქრობ, რა განსაზღვრავს ადამიანის გემოვნებას?

- გემოვნება მხოლოდ კარგად ჩაცმას არ გულისხმობს; გემოვნებიანი რომ გერქვას, ბევრი კომპონენტია საჭირო. ადამიანის გემოვნებას განსაზღვრავს ოჯახი, აღზრდა, განათლება. მიხარია, გემოვნებიანად რომ მიმიჩნევენ. ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში დედაჩემს (მომღერალი ხათუნა ჟორდანია - თ. ბ.) მიუძღვის დიდი წვლილი. ის დღემდე მაძლევს რჩევებს. საერთოდ, ჩვენს ოჯახში ნებისმიერ საკითხზე ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ. ხათუნა არაფრის ჩაცმას არ მიკრძალავს. თვითონაც აკრძალვების გარეშე გაიზარდა და მეც ასე მზრდის.

- შენი შეყვარებული გიორგი ფულარიანი თუ გიკრძალავს რამის ჩაცმას?

- არც გიორგის აქვს პრეტენზია ჩემს ჩაცმულობაზე. რაც მიხდება, იმის ჩაცმას ვერავინ ამიკრძალავს.

- სამოსის არჩევისას ხარისხს ანიჭებ უპირატესობას თუ მარკას?

- მთავარია, მომეწონოს და მიხდებოდეს. ასევე, მნიშვნელოვანია ფასი. მარკას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ისე, ჩემი აზრით, ცოტა გოიმურია, როდესაც სულ ბრენდული სამოსი გაცვია. ბრენდულ სამოსში გამოწყობა სულაც არ ნიშნავს, რომ გემოვნებიანი ხარ.

- ბავშვობიდან გიწევს ცნობილ ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობა. რომელ მათგანს გამოარჩევ და, საზოგადოდ, რას იტყვი ქართველი დიზაინერების ახალ თაობაზე?

- არაერთი წელია, ავთანდილთან ვთანამშრომლობ. ის დახვეწილ და გემოვნებიან სამოსს ქმნის. ახალი თაობიდან კი გამოვარჩევ ტატუნა ნიკოლაიშვილს.

- რა ჰქვია იმ სტილს, რომლის მიხედვითაც ნინი ქარსელაძე იმოსება?

- ჩემს სტილს ჰქვია "ნინი ქარსელაძე" (იცინის). ჩემი იმიჯი დედაჩემისა და ავთო ცქვიტინიძის დამსახურებაა. ყველამ უნდა ჩაიცვას ის, რაც უხდება და არა ის, რაც მოდურია.

- მოდის წლევანდელი ტენდენციებიდან რა მოგწონს ყველაზე მეტად?

- მომწონს, რომ ამ სეზონზე კვლავ მოდურია ვიწრო ტანსაცმელი. ძალიან მომწონს წითელი სამოსი. შავი კი ჩემთვის მუდამ აქტუალური და საყვარელი ფერია.

- წონას როგორ აკონტროლებ?

- გარდატეხის ასაკში მქონდა წონის პრობლემა, მაგრამ დედაჩემის ძალისხმევით მოვახერხე ფორმაში ჩადგომა და მას შემდეგ წონას ვინარჩუნებ. 2-3 კილოგრამი თუ მოვიმატე, განტვირთვის დღეებს ვიწყობ, ვიკეთებ მასაჟს და ვიკლებ.

- როგორ არომატებს ამჯობინებ?

- მძაფრი სუნამოები მომწონს. ჩემი საყვარელი არომატებია "კეტი პერი" და "ჰერმესი".

- ხშირად დადიხარ საყიდლებზე?

- სეზონურად. ძალიან მომწონს საყიდლებზე სიარული პარიზში, ალბათ, იმიტომ, რომ ფრანგული ენა კარგად ვიცი - თითქმის ქართულივით.

- ვის მიიჩნევ გემოვნებიან ქალად?

- ყველაზე გემოვნებიან ქალებად სარა ჯესიკა პარკერი და ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე, ხათუნა თორთლაძე მიმაჩნია. ყველას აქვს უფლება, თავისი სტილი ჰქონდეს, მაგრამ თუ ყველაზე გემოვნებიანის დასახელებაზე მიდგა საქმე, ამ ქალბატონებს დავასახელებ.

- მიშელ ობამა, კარლა ბრუნი, მეჰრიბან ალიევა, სანდრა რულოვსი - რომელია ამათგან ყველაზე გემოვნებიანი, შენი შეფასებით?

- ძალიან მომწონს აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას შემოსვის სტილი. მეჰრიბან ალიევა ლამაზიც არის და გემოვნებიანიც.

- რას ურჩევ ქართველ მანდილოსნებს?

- ჩემი მხრიდან უხერხული იქნება, მათ რჩევა მივცე (იცინის).

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება