სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ მიქაუტიძე: "ჰგონიათ, რომ "აუდიტორია" ამ საზიზღრობაში შირაზის ბროლს დაინახავს"
თემურ მიქაუტიძე: "ჰგონიათ, რომ "აუდიტორია" ამ საზიზღრობაში შირაზის ბროლს დაინახავს"

ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ­ზე თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი, ავ­ღა­ნე­თის ომის მო­ნა­წი­ლე, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე თე­მურ მი­ქა­უ­ტი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 მოკ­ლუ­ლი ხან დი­ვერ­სან­ტე­ბი არი­ან, ხან - ტე­რო­რის­ტე­ბი. ამი­ტომ გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ ფას­დე­ბა მათი მოქ­მე­დე­ბა - სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ად თუ კრი­მი­ნა­ლურ და­ნა­შა­უ­ლად? ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზე არა გვაქვს. გარ­და ამი­სა, სა­ინ­ტე­რე­სოა, შეს­თა­ვა­ზეს თუ არა "დი­ვერ­სან­ტთა" ამ ჯგუფს და­ნე­ბე­ბა. ან რო­გორ მოხ­და, რომ სამი კაცი დაგ­ვე­ღუ­პა და 5 დაგ­ვეჭ­რა, რო­დე­საც ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ასო­ბით კაცი ჰყავ­დათ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 17 დი­ვერ­სან­ტის თუ ტე­რო­რის­ტის წი­ნა­აღ­მდეგ? ამ უპი­რა­ტე­სო­ბის ფონ­ზე სამი და­ღუ­პუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაა?! პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, სხვა გზას რო­დე­საც აირ­ჩევ დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბიო. ამ კაცს თუ მო­უს­მენ, ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 20-მდე კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დი­ვერ­სან­ტი ხუთი ლა­ფან­ყუ­რე­ლი კა­ცის გა­სა­ტა­ცებ­ლად ჩა­მო­სუ­ლა. სა­ა­ა­კაშ­ვი­ლი კი, თა­ვი­სი ჭკუ­ით, მე-17 სა­უ­კუ­ნის ლე­კი­ა­ნო­ბას ებ­რძვის... მო­წი­ნაღ­მდე­გე­სა და დამ­ნა­შა­ვეს შო­რის არის გან­სხვა­ვე­ბა. შენ წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი დამ­ნა­შა­ვე არ არის. ის უნდა და­ა­პა­ტიმ­რო. მისი მკვლე­ლო­ბა, თუ უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია და კაცი, რო­მე­ლიც გას­ცემს ბრძა­ნე­ბას ალ­ყა­ში მყო­ფი ხალ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე, დამ­ნა­შა­ვეა. შენ არა გაქვს პირ­და­პირ მისი მოკ­ვლი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბის უფ­ლე­ბა, თუნ­დაც ის ია­რა­ღის ტა­რე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში იყოს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ­მემ და­ად­გი­ნა ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი? მაშ, რა­ტომ და­ხო­ცეს და გა­ა­ნად­გუ­რეს ბი­ჭე­ბი? სამ­ხედ­რო ვარ და ეს შემ­თხვე­ვა არც ერთი შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კის, სტრა­ტე­გი­ი­სა და ტაქ­ტი­კის ნორ­მებ­ში არ "ჯდე­ბა". არ ჯდე­ბა ეთი­კის ნორ­მებ­შიც. ეს არის ერ­თმა­ნეთ­ში არე­უ­ლი უმეც­რე­ბის, ამ­პარ­ტავ­ნე­ბის, უზ­ნე­ო­ბის, კაც­თმო­ძუ­ლე­ო­ბის, სი­ყალ­ბის, ფა­რი­სევ­ლო­ბის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია გო­ნე­ბა­ჩ­ლუნგ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე, რო­გო­რა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ანუ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰგო­ნია, რომ "აუ­დი­ტო­რია" ამ სა­ზი­ზღო­ბა­ში ში­რა­ზის ბროლს და­ი­ნა­ხავს და ერ­თა­დერ­თსა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნა­მოქ­მე­დარს ღირ­სე­უ­ლად და­უ­ფა­სებს. მაგ­რამ თუ ქარ­თვე­ლებს სინ­დის-ნა­მუ­სი შე­მოგ­ვრჩა, ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი და ქის­ტი ბი­ჭე­ბი ვა­ზა­გაშ­ვი­ლის, გირ­გვლი­ა­ნის, რო­ბა­ქი­ძი­სა და სხვა უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­ღუ­პუ­ლი შვი­ლე­ბის რიგ­ში უნდა ჩა­ვა­ყე­ნოთ. და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ჩვე­უ­ლი ავან­ტი­უ­რის მსხვერ­პლი არი­ან. არ მე­გო­ნა, თუ ჩემს ერს შე­ეძ­ლო 2008 წლის ომი, ანუ სა­უ­კუ­ნის და­ნა­შა­უ­ლი, ხახ­ვი­ვით შე­ერ­ჩი­ნა ერთი მუჭა ავან­ტი­უ­რის­ტე­ბი­სათ­ვის. მაგ­რამ, თურ­მე სადა ხარ?! თუ ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი სა­ა­კაშ­ვილს ისევ შერ­ჩა და ის ერმა არ­ჩევ­ნებ­ში არ და­ა­მარ­ცხა, სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნაც-უზ­ნე­ო­ბა" ეც­დე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ და­ა­სა­მა­როს ერი ჯერ სუ­ლი­ე­რად, შემ­დეგ - ფი­ზი­კუ­რა­დაც!

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თემურ მიქაუტიძე: "ჰგონიათ, რომ "აუდიტორია" ამ საზიზღრობაში შირაზის ბროლს დაინახავს"

თემურ მიქაუტიძე: "ჰგონიათ, რომ "აუდიტორია" ამ საზიზღრობაში შირაზის ბროლს დაინახავს"

ლოპოტის ხეობაში მომხდარზე თადარიგის პოლკოვნიკი, ავღანეთის ომის მონაწილე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე თემურ მიქაუტიძე გვესაუბრება:

- ოფიციალური ინფორმაციით, 11 მოკლული ხან დივერსანტები არიან, ხან - ტერორისტები. ამიტომ გაუგებარია, როგორ ფასდება მათი მოქმედება - სამხედრო ოპერაციად თუ კრიმინალურ დანაშაულად? ოფიციალური პასუხი ამ კითხვაზე არა გვაქვს. გარდა ამისა, საინტერესოა, შესთავაზეს თუ არა "დივერსანტთა" ამ ჯგუფს დანებება. ან როგორ მოხდა, რომ სამი კაცი დაგვეღუპა და 5 დაგვეჭრა, როდესაც ჩვენს სამართალდამცავებს ასობით კაცი ჰყავდათ მობილიზებული 17 დივერსანტის თუ ტერორისტის წინააღმდეგ? ამ უპირატესობის ფონზე სამი დაღუპული აბსოლუტური წარუმატებლობაა?! პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, სხვა გზას როდესაც აირჩევ დღევანდელი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, განადგურებული იქნებიო. ამ კაცს თუ მოუსმენ, ჩვენს ტერიტორიაზე 20-მდე კბილებამდე შეიარაღებული დივერსანტი ხუთი ლაფანყურელი კაცის გასატაცებლად ჩამოსულა. საააკაშვილი კი, თავისი ჭკუით, მე-17 საუკუნის ლეკიანობას ებრძვის... მოწინაღმდეგესა და დამნაშავეს შორის არის განსხვავება. შენ წინააღმდეგ შეიარაღებული მებრძოლი დამნაშავე არ არის. ის უნდა დააპატიმრო. მისი მკვლელობა, თუ უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის ტოლფასია და კაცი, რომელიც გასცემს ბრძანებას ალყაში მყოფი ხალხის განადგურებაზე, დამნაშავეა. შენ არა გაქვს პირდაპირ მისი მოკვლისა და განადგურების უფლება, თუნდაც ის იარაღის ტარებასა და ადამიანების გატაცებაში იყოს ეჭვმიტანილი. საინტერესოა, ვინმემ დაადგინა ეს გარემოებები? მაშ, რატომ დახოცეს და გაანადგურეს ბიჭები? სამხედრო ვარ და ეს შემთხვევა არც ერთი შესაძლო სამხედრო პოლიტიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ნორმებში არ "ჯდება". არ ჯდება ეთიკის ნორმებშიც. ეს არის ერთმანეთში არეული უმეცრების, ამპარტავნების, უზნეობის, კაცთმოძულეობის, სიყალბის, ფარისევლობის სავალალო შედეგი, რომელიც გათვლილია გონებაჩლუნგ მომხმარებელზე, როგორადაც საქართველოს მოსახლეობა წარმოუდგენიათ. ანუ, ხელისუფლებას ჰგონია, რომ "აუდიტორია" ამ საზიზღობაში შირაზის ბროლს დაინახავს და ერთადერთსა და განუმეორებელ ხელისუფლებას ნამოქმედარს ღირსეულად დაუფასებს. მაგრამ თუ ქართველებს სინდის-ნამუსი შემოგვრჩა, ამ სპეცოპერაციისას დაღუპული ჩვენი ქართველი და ქისტი ბიჭები ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვა უდანაშაულოდ დაღუპული შვილების რიგში უნდა ჩავაყენოთ. დაღუპული ქართველი სამხედროებიც ხელისუფლებისთვის ჩვეული ავანტიურის მსხვერპლი არიან. არ მეგონა, თუ ჩემს ერს შეეძლო 2008 წლის ომი, ანუ საუკუნის დანაშაული, ხახვივით შეერჩინა ერთი მუჭა ავანტიურისტებისათვის. მაგრამ, თურმე სადა ხარ?! თუ ლოპოტის ხეობაში მომხდარი სააკაშვილს ისევ შერჩა და ის ერმა არჩევნებში არ დაამარცხა, სააკაშვილი და "ნაც-უზნეობა" ეცდება, საბოლოოდ დაასამაროს ერი ჯერ სულიერად, შემდეგ - ფიზიკურადაც!

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა