ზურაბ ხარატიშვილი - "არჩევნებში მონაწილეობას რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ"

ზურაბ ხარატიშვილი - "არჩევნებში მონაწილეობას რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ"

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ , - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა დღეს განაცხადა.

როგორც ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო უბნები გახსნილია ყველგან, სადაც წინა არჩევნებზეც იყო. "ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში არის რუსეთი, რომელიც იმ სიაში, რომელიც საქართველოს საგარეო სამინისტრომ გადმოგვცა, არ იყო. რუსეთში ცოტა სხვა ტექნიკური პრობლემები არსებობს", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ, ამისათვის საჭიროა მათ გაიარონ არა საკონსულო აღრიცხვა, არამედ საკონსულო რეგისტრაცია.

"საკონსულო რეგისტრაციისთვის არ არის საჭირო მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკონსულო რეგისტრაცია მოქმედებს მხოლოდ ამ არჩევნებისთვის და უცხოეთში მყოფ მოქალაქის სტატუსს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ექნება", - განაცხადა ხარატიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა