კერძო კოლექციაში დაცულ "რომაელი მეომრის აღჭურვილობას" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ამის შემდეგ ნივთები საზღვარგარეთ გავიდა და მყიდველს ელის.
კოლექცია, რომელშიც მუზარადი და სამკლაურები შედის, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შთამომავლის, გიზო ხელაიას კუთვნილებაა. ხელაიას განცხადებით, "აღჭურვილობის გაყიდვა სურს, თუმცა მას არავინ ყიდულობს".
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნივთს არქეოლოგიური ღირებულება არ გააჩნია. იგივეს ამტკიცებს გიზო ხელაიაც, თუმცა იტალიელმა არქეოლოგმა, ვივო ძერბინიმ და ფერარას უნივერსიტეტმა ნივთის საზღვარგარეთ გასატანად და გამოსაკვლევად რამდენიმე ათასი გაიღეს.