ჩინეთის სამხრეთით 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.
"ფრანს პრესის" ცნობით, დანგრეულია 20 ათასამდე სახლი. მიწისძვრის ეპიცენტრი იუნანის პროვინციაში, 31 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე განმეორდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ვერ სახელდება.