საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე: "სამტრედია ზონდერების და არშემდგარი სპორტსმენების სათარეშოდ გადაიქცა"
კახა კალაძე: "სამტრედია ზონდერების და არშემდგარი სპორტსმენების სათარეშოდ გადაიქცა"

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "სამ­ტრე­დია ზონ­დერე­ბის და არ­შემ­დგა­რი სპორ­ტსმე­ნე­ბის სა­თა­რე­შოდ გა­და­იქ­ცა" - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბრალს სდებს ქა­ლაქ­ში კო­ა­ლი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე ზე­წო­ლა­ში.

ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ზონ­დერ-ელი­ტას სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი აქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ხოლო წვრილ­ფე­ხა ზონ­დერე­ბი გან­თავ­სე­ბულ­ნი არი­ან სას­ტუმ­რო კომ­პლექს "ცის­კარ­ში".

- ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, სერ­გო და თე­მურ კი­ღუ­რა­ძე­ე­ბი ყოვ­ლად უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. მათ და­კა­ვე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ძმებ კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბის მიერ სამ­ტრე­დი­ის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად ხელ­დას­მუ­ლი მათი ნა­თე­სა­ვი, ვინ­მე ზვი­ად ობო­ლა­ძე. ხოლო პო­ლი­ცი­ამ თა­ვი­სი უფ­რო­სის თავ­კა­ცო­ბით და­არ­ბია კი­ღუ­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი. ოჯა­ხის უფ­რო­სი სას­ტი­კად სცე­მეს, ხოლო ქალ­ბა­ტონს, დი­ა­სახ­ლისს, თა­ვად პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ჩა­უმტვრია კბი­ლე­ბი.

აქვე მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ ზვი­ად ობო­ლა­ძე და თე­მურ კი­ღუ­რა­ძე თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, ანუ ობო­ლა­ძემ კბი­ლე­ბი ჩა­უმტვრია თა­ვი­სი თა­ნა­კურ­სე­ლის დე­დას.

მინ­და ყვე­ლა ის ხალ­ხი გა­ვაფრ­თხი­ლო, ვინც ზონ­დერობს ან ობო­ლა­ძე­სა­ვით ხალ­ხზე ძა­ლა­დობს, რომ ჯერ კი­დევ არ არის გვი­ან, გონს მო­ე­გონ. თო­რემ აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ პა­სუ­ხის­გე­ბა ხალ­ხი­სა და კა­ნო­ნის წი­ნა­შე.

- რაც აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში, მას შემ­დეგ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სამ­ტრე­დი­ა­ში?

- სამ­ტრე­დია ზონ­დერე­ბის და არ­შემ­დგა­რი სპორ­ტსმე­ნე­ბის სა­თა­რე­შოდ გა­და­იქ­ცა. თუმ­ცა სულ მალე სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბი სა­კად­რის პა­სუხს გას­ცე­მენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­ზე ახ­დენს ყვე­ლა­ნა­ირ ზე­წო­ლას.

რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში სცე­მეს ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ღა­მით ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებს აკი­თხავს პო­ლი­ცია, ხდე­ბა მათი და­ში­ნე­ბა, მაგ­რამ სამ­ტრე­დი­ელ­თა სა­სა­ხე­ლოდ მინ­და ვთქვა, რომ ყვე­ლა­ფერს ვაჟ­კა­ცუ­რად უძ­ლე­ბენ.

სამ­ტრე­დი­ა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია არ­შემ­დგა­რი სპორ­ტსმე­ნე­ბის­გან შექ­მნი­ლი ასზე მეტი ზონ­დე­რი, "ნა­ცი­ო­ნალ­თა" აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის შე­იმ­ჩნე­ვი­ან კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

- შენი გან­ცხა­დე­ბით, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნისტრს სამ­ტრე­დი­ა­ში ათ­კა­ცი­ა­ნი ზონ­დერე­ბი ჰყავს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად სა­ი­დან გაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია და ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი?

- სამ­ტრე­დია პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს. ამ ე.წ. ზონ­დერ-ელი­ტას სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი აქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ხოლო წვრილ­ფე­ხა ზონ­დერე­ბი გან­თავ­სე­ბულ­ნი არი­ან სას­ტუმ­რო კომ­პლექს "ცის­კარ­ში".

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე თუ გაქვს ინ­ფორ­მა­ცია?

- ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლის გარ­და სამ­ტრე­დი­ის ხში­რი სტუმ­რე­ბი არი­ან: უდე­სი­ა­ნი, ნამ­გა­ლა­უ­რი, უზუგ­ბა­ია. ისი­ნიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ. მო­უხ­ში­რა ჩა­მოს­ვლას იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მა­ქა­ცა­რი­ა­მაც.

- გა­ნა­ცხა­დეთ, რომ მზად ხართ და­მა­ტე­ბი­თი თან­ხა გა­და­რი­ცხოთ ბი­უ­ჯეტ­ში კა­ხეთ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის. თუ აპი­რებთ ამის გა­კე­თე­ბას და რო­გორც ცნო­ბი­ლია, ასე­ვე პრე­ტენ­ზია იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სად და­ი­ხარ­ჯა ის თან­ხა, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უკვე გა­და­რი­ცხა...

- დიახ, მე და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა თა­ნახ­მა ვი­ყა­ვით, რომ ის უკა­ნო­ნო ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბი გა­დაგ­ვე­ხა­და, უბ­რა­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა წა­რედ­გი­ნა ფა­რა­ტი­ნა ფურ­ცე­ლი, თუ სად და რაში და­ი­ხარ­ჯა ის 80 მლნ, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ კა­ხე­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფონდში გა­და­რი­ცხა. მაგ­რამ მათ ეს ვერ წა­რად­გი­ნეს, რად­გან ეს ფული არ მი­სუ­ლა კა­ხელ გლე­ხამ­დე - გამ­გე­ბელ­მა და გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უსირ­ცხვი­ლოდ მა­ღა­ლი პრე­მი­ე­ბი გა­მო­უ­წე­რეს თა­ვი­ანთ თავს.

- რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი თქვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი ნომ­რო­ბა?

- ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ნდო­ბაა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კის წევ­რე­ბის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი, მათი ნდო­ბა გა­ვა­მარ­თლო იმ სა­ერ­თო სა­ხალ­ხო გა­მარ­ჯვე­ბა­ში, რა­საც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა ჰქვია.

მარი მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ასე­ვე იხი­ლეთ:

- კა­რა­ლე­თის ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

13-07-2012

- რა­ტომ შე­ი­გი­ნა კახა კა­ლა­ძემ კა­რა­ლეთ­ში - "შენი ძმა ფუ­ლის გამო და­კარ­გე"

13-07-2012

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახა კალაძე: "სამტრედია ზონდერების და არშემდგარი სპორტსმენების სათარეშოდ გადაიქცა"

კახა კალაძე: "სამტრედია ზონდერების და არშემდგარი სპორტსმენების სათარეშოდ გადაიქცა"

კახა კალაძის განცხადებით, "სამტრედია ზონდერების და არშემდგარი სპორტსმენების სათარეშოდ გადაიქცა" - "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ხელისუფლებას ბრალს სდებს ქალაქში კოალიციის მხარდამჭერებზე ზეწოლაში.

ყოფილი ფეხბურთელის ინფორმაციით, "ზონდერ-ელიტას სამსართულიანი სახლი აქვს ნაქირავები ნინოშვილის ქუჩაზე, ხოლო წვრილფეხა ზონდერები განთავსებულნი არიან სასტუმრო კომპლექს "ცისკარში".

- ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩვენი მხარდამჭერები, სერგო და თემურ კიღურაძეები ყოვლად უკანონოდ დააკავეს. მათ დაკავებას ხელმძღვანელობდა ძმებ კუბლაშვილების მიერ სამტრედიის პოლიციის უფროსად ხელდასმული მათი ნათესავი, ვინმე ზვიად ობოლაძე. ხოლო პოლიციამ თავისი უფროსის თავკაცობით დაარბია კიღურაძეების ოჯახი. ოჯახის უფროსი სასტიკად სცემეს, ხოლო ქალბატონს, დიასახლისს, თავად პოლიციის უფროსმა ჩაუმტვრია კბილები.

აქვე მინდა დავამატო, რომ ზვიად ობოლაძე და თემურ კიღურაძე თანაკურსელები იყვნენ, ანუ ობოლაძემ კბილები ჩაუმტვრია თავისი თანაკურსელის დედას.

მინდა ყველა ის ხალხი გავაფრთხილო, ვინც ზონდერობს ან ობოლაძესავით ხალხზე ძალადობს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, გონს მოეგონ. თორემ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ხალხისა და კანონის წინაშე.

- რაც აქტიურად ჩაები წინასაარჩევნო კამპანიაში, მას შემდეგ რა მდგომარეობაა სამტრედიაში?

- სამტრედია ზონდერების და არშემდგარი სპორტსმენების სათარეშოდ გადაიქცა. თუმცა სულ მალე სამტრედიელები საკადრის პასუხს გასცემენ. ხელისუფლება "ქართული ოცნების" აქტივისტებზე ახდენს ყველანაირ ზეწოლას.

რამდენიმე სოფელში სცემეს ჩვენი მხარდამჭერები, ღამით ჩვენს აქტივისტებს აკითხავს პოლიცია, ხდება მათი დაშინება, მაგრამ სამტრედიელთა სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს ვაჟკაცურად უძლებენ.

სამტრედიაში მობილიზებულია არშემდგარი სპორტსმენებისგან შექმნილი ასზე მეტი ზონდერი, "ნაციონალთა" აქტივისტებს შორის შეიმჩნევიან კრიმინალურ ავტორიტეტთა ოჯახის წევრები.

- შენი განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს სამტრედიაში ათკაციანი ზონდერები ჰყავს მობილიზებული. კონკრეტულად საიდან გაქვს ეს ინფორმაცია და ვინ არიან ეს ადამიანები?

- სამტრედია პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. ამ ე.წ. ზონდერ-ელიტას სამსართულიანი სახლი აქვს ნაქირავები ნინოშვილის ქუჩაზე, ხოლო წვრილფეხა ზონდერები განთავსებულნი არიან სასტუმრო კომპლექს "ცისკარში".

- ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე თუ გაქვს ინფორმაცია?

- ვარძელაშვილის გარდა სამტრედიის ხშირი სტუმრები არიან: უდესიანი, ნამგალაური, უზუგბაია. ისინიც ადმინისტრაციულ რესურსს ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. მოუხშირა ჩამოსვლას იმერეთის გუბერნატორმა მაქაცარიამაც.

- განაცხადეთ, რომ მზად ხართ დამატებითი თანხა გადარიცხოთ ბიუჯეტში კახეთში დაზარალებულებისთვის. თუ აპირებთ ამის გაკეთებას და როგორც ცნობილია, ასევე პრეტენზია იყო იმასთან დაკავშირებით, თუ სად დაიხარჯა ის თანხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უკვე გადარიცხა...

- დიახ, მე და ბატონი ბიძინა თანახმა ვიყავით, რომ ის უკანონო ასტრონომიული ჯარიმები გადაგვეხადა, უბრალოდ ხელისუფლებას უნდა წარედგინა ფარატინა ფურცელი, თუ სად და რაში დაიხარჯა ის 80 მლნ, რომელიც ბატონმა ბიძინამ კახეთის რეაბილიტაციის ფონდში გადარიცხა. მაგრამ მათ ეს ვერ წარადგინეს, რადგან ეს ფული არ მისულა კახელ გლეხამდე - გამგებელმა და გამგეობის თანამშრომლებმა უსირცხვილოდ მაღალი პრემიები გამოუწერეს თავიანთ თავს.

- რით არის განპირობებული თქვენი კოალიციის პირველი ნომრობა?

- ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ნდობაა, როგორც პოლიტიკური ბლოკის წევრების, ასევე საზოგადოების მხრიდან. ყველანაირად ვეცდები, მათი ნდობა გავამართლო იმ საერთო სახალხო გამარჯვებაში, რასაც ქართული ოცნების ასრულება ჰქვია.

მარი მგალობლიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ასევე იხილეთ:

- კარალეთის ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა

13-07-2012

- რატომ შეიგინა კახა კალაძემ კარალეთში - "შენი ძმა ფულის გამო დაკარგე"

13-07-2012

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა