პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდერს ფოგ რასმუსენმა და დიმიტრი შაშკინმა ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს
ანდერს ფოგ რასმუსენმა და დიმიტრი შაშკინმა ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში გა­ა­ცი­ლეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია დღეს შე­რე­ულ სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზა­ზე გა­ი­მარ­თა.

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ქარ­თველ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ISAF-ის ოპე­რა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 32-ე და მე-12-ე მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან. ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში ამე­რი­კუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ISAF-ის (სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ძა­ლე­ბი) ოპე­რა­ცი­ა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ისი­ნი ამე­რი­კელ სა­ზღვაო ქვე­ი­თებ­თან ერ­თად 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი სპექტრის ოპე­რა­ცი­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რე­ო­ბის ამო­ცა­ნას ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა, პრო­ვინ­ცი­ის სა­მოქ­მე­დო არე­ალ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით პატ­რუ­ლი­რე­ბა და მოძ­რა­ვი სა­კონ­ტრო­ლო სა­გუ­შა­გო­ე­ბის მო­წყო­ბა წარ­მო­ად­გენს. ქარ­თულ­მა ბა­ტა­ლი­ო­ნებ­მა მი­სი­ი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რეს. ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ზღვაო ქვე­ი­თი ჯა­რე­ბის სა­ექ­სპე­დი­ციო ბრი­გა­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მათ ინ­ტენ­სი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა კრწა­ნი­სის სას­წავ­ლო ცენ­ტრში გა­ი­ა­რეს. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ სამ­ხედ­რო­ე­ბი გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰო­ჰენ­ფელსში, აშშ-ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი მზად­ყოფ­ნის ცენ­ტრში (JMRC) მომ­ზად­დნენ.

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თდღი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში რას­მუ­სე­ნი თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბა­სა­დო­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა და სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ანდერს ფოგ რასმუსენმა და დიმიტრი შაშკინმა ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს

ანდერს ფოგ რასმუსენმა და დიმიტრი შაშკინმა ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში გააცილეს. ოფიციალური ცერემონია დღეს შერეულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობას ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე და მე-12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონები მიემგზავრებიან. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ.

ქართველი სამხედრეობის ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენს. ქართულმა ბატალიონებმა მისიისათვის სპეციალური მომზადება გაიარეს. ექვსი თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადის ხელმძღვანელობით მათ ინტენსიური მომზადება კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარეს. საქართველოს შემდეგ სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) მომზადდნენ.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე