ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა, ჯესიკა სიმპსონმა მშობიარობის შემდეგ 4 თვეში 18 კილო დაიკლო. როგორც წყარო აცხადებს, ჯესიკა აქტიურად ვარჯიშობდა სპორტდარბაზში. გარდა ამისა, სიმფსონი სპეციალური რეჟიმით იკვებებოდა.
"მან ძალიან ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე. ძალიან ამაყობს ამით", - აცხადებს ჯესიკას მეგობარი.
სიმფსონმა ორსულობის პერიოდში არაერთხელ აღნიშნა, რომ წონა არ ადარდებდა.
"ეს ჩემი პირველი ორსულობაა და მინდა მისგან სიამოვნება მივიღო. საკუთარ თავს არაფერს ვუკრძალავ. მივირთმევ ყველაფერს, რაც მომესურვება. წონაში დაკლებაზე მშობიარობის შემდეგ ვინერვიულებ. ჩემი სხეული აღარ იქნება სუპერმოდელის სხეულის მსგავსი. მე ჩვეულებრივი ქალი ვარ, რომელსაც სურს, რომ კარგად გრძნობდეს თავს და იყოს ჯანმრთელი", - განაცხადა ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჯესიკას 1 მაისს გოგონა, მაქსველ დრიუ ჯონსონი შეეძინა.
მომზადებულია Life & Style magazine-ის მიხედვით.