პრინც ჰარისთან დაკავშირებულმა ფოტოსკანდალმა სამეფო ოჯახის სხვა წევრებს ცუდი მაგალითი მისცა. შვილიშვილს არც ბაბუა ჩამოუვარდა და შოტლანდიაში ვიზიტისას უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. შოტლანდიაში ელისაბედი და ფილიპი ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებას Highland Games-ს ესწრებოდნენ.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის პრინცმა ფილიპმა ტრადიციული შოტლანდიური კილტი მოირგო და პაპარაცების გულის გასახარად დაავიწყდა, რომ როდესაც კილტი გაცვია, არ ღირს ფეხებგაშლილი ჯდომა. პრინცმა საკუთარი მამაკაცური ღირსება სრულიად შემთხვევით გამოამზეურა.
91 წლის სამეფო პირისადმი პატივისცემის ნიშნად, ჟურნალებმა ინტიმური ადგილი პატარა გვირგვინით დაფარეს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს პრინცი ფილიპის შვილიშვილი, პრინცი ჰარი ლას-ვეგასში, მამაკაცების წვეულებაზე შიშველი გადაიღეს.
მომზადებულია newstalk.ie-ს მიხედვით.