პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია სუხიტაშვილი: "არის ნაწარმოებები, რომელთა წაუკითხაობაც ქართველი კაცისთვის სამარცხვინოა!"
ია სუხიტაშვილი: "არის ნაწარმოებები, რომელთა წაუკითხაობაც ქართველი კაცისთვის სამარცხვინოა!"

რუბ­რი­კა "წიგ­ნის თა­როს" სტუ­მა­რია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი. მარ­თა­ლია, ია ქორ­წი­ნე­ბამ, შემ­დეგ კი შვი­ლის გა­ჩე­ნამ წიგნს და­ა­შო­რა, მაგ­რამ მის ცხოვ­რე­ბა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რას მა­ინც დიდი ად­გი­ლი უკა­ვია და გული სტკი­ვა, რო­დე­საც უწიგ­ნუ­რო­ბას ამ­ჩნევს.

- ვიდ­რე ოჯახს შევ­ქმნი­დი და შვი­ლი გა­მიჩ­ნდე­ბო­და, აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი ვი­ყა­ვი. რო­დე­საც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, გა­და­ღე­ბე­ბი გაქვს, ამ სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ზა­ფხულ­ში თუ მო­იც­ლი. თა­ნაც, თუ გარ­შე­მო სიმ­შვი­დე არ არის, კი­თხვა არ შე­მიძ­ლია. ამი­ტომ კი­თხვის­თვის იდე­ა­ლურ დროდ მი­მაჩ­ნია ზა­ფხუ­ლი, რო­დე­საც შე­გიძ­ლია, მშვი­დად ჩაჯ­დე ჰა­მაკ­ში და იკი­თხო.

- ამ ზა­ფხულს რა წა­ი­კი­თხეთ?

- შე­საძ­ლოა, უც­ნა­უ­რი მო­გეჩ­ვე­ნოთ - ბე­რი­ას წე­რი­ლე­ბი. სო­ფელ­ში ვი­ყა­ვი და რა­ტომ­ღაც ამ წიგნ­მა და­მა­ინ­ტე­რე­სა. სა­ინ­ტე­რე­სო თუ იყო, სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ უკე­თე­სი წარ­მოდ­გე­ნა შე­მექ­მნა მისი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

- კი­თხვა ვინ შე­გაყ­ვა­რათ?

- ისეთ გა­რე­მო­ში ვტრი­ა­ლებ­დი, წიგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სი თა­ვის­თა­ვად გა­მიჩ­ნდა. სკო­ლა­შიც, ინ­სტი­ტუ­ტშიც - კი­თხვა ყვე­ლას უყ­ვარ­და. უსა­ზღვროდ მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი ლექ­ტო­რის, რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის დო­ნა­რა კან­დე­ლა­კის - მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ რუ­სულ კლა­სი­კას დიდ პა­ტივს ვცემ. სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი დოს­ტო­ევ­სკის, ტოლსტო­ის, პუშ­კინს არ იც­ნობ­დეს და არ უყ­ვარ­დეს. ხომ სირ­ცხვი­ლია, ქარ­თველს "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" არ ჰქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი? ­- ასე­ვე, მი­მაჩ­ნია, რომ ვი­საც გა­ნათ­ლე­ბა­ზე აქვს პრე­ტენ­ზია, რუ­სულ კლა­სი­კას უნდა იც­ნობ­დეს.

- ბავ­შვო­ბა­ში რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი გიყ­ვარ­დათ?

- ძა­ლი­ან ადრე და­ვი­წყე შექ­სპი­რის კი­თხვა. იმა­საც მივ­ხვდი, რომ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს კი­თხვა ძა­ლი­ან უყ­ვარ­დეს, მაგ­რამ პი­ე­სებს ვერ კი­თხუ­ლობ­დეს. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და პი­ე­სე­ბი და თუკი რამ და­უ­წე­რია შექ­სპირს, ყვე­ლა­ფე­რი წა­კი­თხუ­ლი მაქვს.

- რო­მე­ლი გმი­რი მოგ­წონ­დათ?

- ყო­ველ­თვის მომ­წონ­და "ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბა" და მინ­დო­და, კა­ტე­რი­ნა მე­თა­მა­შა. არ მე­გუ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბი, ჯუ­ლი­ე­ტას და ოფე­ლი­ას თა­მა­ში არ სურ­დეს. აი, დეზ­დე­მო­ნა­ზე კი არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია... თუმ­ცა, სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ოც­ნე­ბაც ვერ მო­ვას­წა­რი, ჯუ­ლი­ე­ტა და ოფე­ლია ისე ვი­თა­მა­შე. ვოც­ნე­ბობ­დი აღა­ზას როლ­ზე "სტუ­მარ-მას­პინ­ძელ­ში" და ეს ოც­ნე­ბაც ამიხ­და.

- დღეს რო­მე­ლი პერ­სო­ნა­ჟი ხართ?

- თავი სუს­ტი სქე­სის სუსტ წარ­მო­მად­გენ­ლად არ მი­მაჩ­ნია. თუკი რამ მო­სა­წო­ნი გა­მი­კე­თე­ბია - დიდი შრო­მის ფა­სად. უშ­რომ­ლად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი მი­მი­ღია. ალ­ბათ, სწო­რედ ასეთ, ძლი­ერ ქალს ვი­თა­მა­შებ­დი. ჩემ­თვის მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის იდე­ა­ლია მე­რილ სტრი­პი - უნი­ჭი­ე­რე­სია, აქვს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­რეგ­ნო­ბა და მისი არც ერთი როლი ერ­თმა­ნეთს არ ჰგავს. ეს ძა­ლი­ან დიდი შრო­მის შე­დე­გია.

- რო­მე­ლი მწე­რა­ლი მოგ­წონთ?

- საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი ბევ­რი მყავს, მაგ­რამ ვაჟა ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბი­დან აკა მორ­ჩი­ლა­ძე მომ­წონს; მის პი­როვ­ნე­ბა­ზე ხომ ვგიჟ­დე­ბი! სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს დოს­ტო­ევ­სკი და მისი "და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლი". ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ჩემ­ზე არა­ფერს მო­უხ­დე­ნია. უშუ­ქო­ბი­სას, ღა­მით ვკი­თხუ­ლობ­დი და სა­ო­ცარ გან­ცდებ­ში ვი­ყა­ვი.

- ეთან­ხმე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ წიგნს აღარ კი­თხუ­ლო­ბენ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასეა. ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი­თაც შე­იძ­ლე­ბა. ვი­საც წიგ­ნის წა­კი­თხვა ეზა­რე­ბა, მათ­თვის მოკ­ლე ში­ნა­არ­სი არ­სე­ბობს... ეს ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს.

- წიგ­ნი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა სცე­ნა­ზეც თა­ვალ­ში სა­ცე­მია?

- სე­რი­ო­ზუ­ლი როლი ყო­ველ­თვის წარ­მო­ა­ჩენს მსა­ხი­ო­ბის ინ­ტე­ლექტს, გა­ნათ­ლე­ბას, მით უფრო - სცე­ნა­ზე.

- ყვე­ლა­ზე წიგ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად ვინ მი­გაჩ­ნი­ათ?

- რო­ბი­კო სტუ­რუ­ას წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე არა­ფერს ვი­ტყვი. სა­ერ­თოდ, უფ­როს თა­ო­ბა­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა თით­ქმის არ დგას. თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძეც ძა­ლი­ან წიგ­ნი­ე­რია და ნინო თარ­ხან-მო­უ­რა­ვიც... თე­ატ­რში მა­გის­ტრან­ტე­ბი რომ მო­დი­ან ჩემ­თან, მი­ხა­რია - ბევ­რს ისე­თი წიგ­ნე­ბი აქვს წა­კი­თხუ­ლი, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ. მგო­ნი, მთლად და­ღუ­პუ­ლე­ბი არ უნდა ვი­ყოთ (იცი­ნის)...

- რის წა­კი­თხვას გვირ­ჩევს ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი?

- არის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლის წა­უ­კი­თხა­ო­ბაც ქარ­თვე­ლი კა­ცის­თვის სირ­ცხვი­ლია. უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად არა­ფერს ვი­ტყვი... ადა­მი­ა­ნი რომ იტყვის, მეშ­ლე­ბა, "სუ­ლი­კო" ილი­ა­სია თუ აკა­კი­სიო, სა­მარ­ცხვი­ნოა. ოდით­გან მო­დის ტრა­დი­ცია, რომ ქარ­თველ­მა "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" იცო­დეს და კი­თხვა არ დას­ვას, შო­თას კი­დევ თუ და­უ­წე­რია რა­მეო? ვაჟა-ფშა­ვე­ლა რომ არ ექ­ნე­ბა კაცს წა­კი­თხუ­ლი, ყაზ­ბე­გი რომ არ ეცო­დი­ნე­ბა ვინ არის, დო­ჩა­ნაშ­ვილ­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ ექ­ნე­ბა, რაზე უნდა ელა­პა­რა­კო? წა­ი­კი­თხონ, რა! და­ი­წყონ მა­ინც და თუ არ მო­ე­წო­ნე­ბათ, და­ხუ­რონ, სა­თა­ურს მა­ინც ხომ და­ი­მახ­სოვ­რე­ბენ...

და­ვით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ია სუხიტაშვილი: "არის ნაწარმოებები, რომელთა წაუკითხაობაც ქართველი კაცისთვის სამარცხვინოა!"

ია სუხიტაშვილი: "არის ნაწარმოებები, რომელთა წაუკითხაობაც ქართველი კაცისთვის სამარცხვინოა!"

რუბრიკა "წიგნის თაროს" სტუმარია რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი. მართალია, ია ქორწინებამ, შემდეგ კი შვილის გაჩენამ წიგნს დააშორა, მაგრამ მის ცხოვრებაში ლიტერატურას მაინც დიდი ადგილი უკავია და გული სტკივა, როდესაც უწიგნურობას ამჩნევს.

- ვიდრე ოჯახს შევქმნიდი და შვილი გამიჩნდებოდა, აქტიური მკითხველი ვიყავი. როდესაც საოჯახო საქმე, რეპეტიციები, გადაღებები გაქვს, ამ სიამოვნებისთვის ზაფხულში თუ მოიცლი. თანაც, თუ გარშემო სიმშვიდე არ არის, კითხვა არ შემიძლია. ამიტომ კითხვისთვის იდეალურ დროდ მიმაჩნია ზაფხული, როდესაც შეგიძლია, მშვიდად ჩაჯდე ჰამაკში და იკითხო.

- ამ ზაფხულს რა წაიკითხეთ?

- შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ - ბერიას წერილები. სოფელში ვიყავი და რატომღაც ამ წიგნმა დამაინტერესა. საინტერესო თუ იყო, სხვა საკითხია, მაგრამ უკეთესი წარმოდგენა შემექმნა მისი პიროვნების შესახებ.

- კითხვა ვინ შეგაყვარათ?

- ისეთ გარემოში ვტრიალებდი, წიგნისადმი ინტერესი თავისთავად გამიჩნდა. სკოლაშიც, ინსტიტუტშიც - კითხვა ყველას უყვარდა. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი ლექტორის, რუსული ლიტერატურის მასწავლებლის დონარა კანდელაკის - მისი დამსახურებაა, რომ რუსულ კლასიკას დიდ პატივს ვცემ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ არ შეიძლება, მოაზროვნე ადამიანი დოსტოევსკის, ტოლსტოის, პუშკინს არ იცნობდეს და არ უყვარდეს. ხომ სირცხვილია, ქართველს "ვეფხისტყაოსანი" არ ჰქონდეს წაკითხული? ­- ასევე, მიმაჩნია, რომ ვისაც განათლებაზე აქვს პრეტენზია, რუსულ კლასიკას უნდა იცნობდეს.

- ბავშვობაში რომელი ნაწარმოები გიყვარდათ?

- ძალიან ადრე დავიწყე შექსპირის კითხვა. იმასაც მივხვდი, რომ შეიძლება, ადამიანს კითხვა ძალიან უყვარდეს, მაგრამ პიესებს ვერ კითხულობდეს. მე ძალიან მიყვარდა პიესები და თუკი რამ დაუწერია შექსპირს, ყველაფერი წაკითხული მაქვს.

- რომელი გმირი მოგწონდათ?

- ყოველთვის მომწონდა "ჭირვეულის მორჯულება" და მინდოდა, კატერინა მეთამაშა. არ მეგულება მსახიობი, ჯულიეტას და ოფელიას თამაში არ სურდეს. აი, დეზდემონაზე კი არასოდეს მიოცნებია... თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ოცნებაც ვერ მოვასწარი, ჯულიეტა და ოფელია ისე ვითამაშე. ვოცნებობდი აღაზას როლზე "სტუმარ-მასპინძელში" და ეს ოცნებაც ამიხდა.

- დღეს რომელი პერსონაჟი ხართ?

- თავი სუსტი სქესის სუსტ წარმომადგენლად არ მიმაჩნია. თუკი რამ მოსაწონი გამიკეთებია - დიდი შრომის ფასად. უშრომლად ცხოვრებაში არაფერი მიმიღია. ალბათ, სწორედ ასეთ, ძლიერ ქალს ვითამაშებდი. ჩემთვის მსახიობი ქალის იდეალია მერილ სტრიპი - უნიჭიერესია, აქვს დამახასიათებელი გარეგნობა და მისი არც ერთი როლი ერთმანეთს არ ჰგავს. ეს ძალიან დიდი შრომის შედეგია.

- რომელი მწერალი მოგწონთ?

- საყვარელი მწერალი ბევრი მყავს, მაგრამ ვაჟა ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. თანამედროვე მწერლებიდან აკა მორჩილაძე მომწონს; მის პიროვნებაზე ხომ ვგიჟდები! სიგიჟემდე მიყვარს დოსტოევსკი და მისი "დანაშაული და სასჯელი". ასეთი შთაბეჭდილება ჩემზე არაფერს მოუხდენია. უშუქობისას, ღამით ვკითხულობდი და საოცარ განცდებში ვიყავი.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ წიგნს აღარ კითხულობენ?

- სამწუხაროდ, ასეა. ბევრი ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტითაც შეიძლება. ვისაც წიგნის წაკითხვა ეზარება, მათთვის მოკლე შინაარსი არსებობს... ეს ძალიან მაღიზიანებს.

- წიგნიერების პრობლემა სცენაზეც თავალში საცემია?

- სერიოზული როლი ყოველთვის წარმოაჩენს მსახიობის ინტელექტს, განათლებას, მით უფრო - სცენაზე.

- ყველაზე წიგნიერ ადამიანად ვინ მიგაჩნიათ?

- რობიკო სტურუას წიგნიერებაზე არაფერს ვიტყვი. საერთოდ, უფროს თაობაში წიგნიერების პრობლემა თითქმის არ დგას. თემიკო ჭიჭინაძეც ძალიან წიგნიერია და ნინო თარხან-მოურავიც... თეატრში მაგისტრანტები რომ მოდიან ჩემთან, მიხარია - ბევრს ისეთი წიგნები აქვს წაკითხული, გაგიკვირდებათ. მგონი, მთლად დაღუპულები არ უნდა ვიყოთ (იცინის)...

- რის წაკითხვას გვირჩევს ია სუხიტაშვილი?

- არის ნაწარმოებები, რომლის წაუკითხაობაც ქართველი კაცისთვის სირცხვილია. უცხოურ ლიტერატურაზე შეგნებულად არაფერს ვიტყვი... ადამიანი რომ იტყვის, მეშლება, "სულიკო" ილიასია თუ აკაკისიო, სამარცხვინოა. ოდითგან მოდის ტრადიცია, რომ ქართველმა "ვეფხისტყაოსანი" იცოდეს და კითხვა არ დასვას, შოთას კიდევ თუ დაუწერია რამეო? ვაჟა-ფშაველა რომ არ ექნება კაცს წაკითხული, ყაზბეგი რომ არ ეცოდინება ვინ არის, დოჩანაშვილზე წარმოდგენა არ ექნება, რაზე უნდა ელაპარაკო? წაიკითხონ, რა! დაიწყონ მაინც და თუ არ მოეწონებათ, დახურონ, სათაურს მაინც ხომ დაიმახსოვრებენ...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს