საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი სესიაშვილი: "როცა ხელისუფლება ამდენს იტყუება, საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდოს მას"
ირაკლი სესიაშვილი: "როცა ხელისუფლება ამდენს იტყუება, საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდოს მას"

ახ­ლა­ხან ინ­ტერ­ნეტ­გვერდ chechencenter.info-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია "ჩეჩ­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს გა­მო­ი­ძი­ებს", (Chechnya will investigate the incident in Georgia) რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა - იჩ­ქე­რი­ის დევ­ნი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ახ­მედ ზა­კა­ე­ვის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, შე­იქ­მნა სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. ზა­კა­ე­ვი ამ­ბობს, რომ ეს პი­რე­ბი "ჩეჩ­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ". სტა­ტი­ა­ში ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ჩეჩ­ნე­თის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ძა­ლის მებ­რძო­ლე­ბად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ "მძე­ვალ­თა აყ­ვა­ნა მათ ინ­ტე­რეს­ში ნამ­დვი­ლად არ შე­დი­ო­და". ამას­თა­ნა­ვე, ჯერ კი­დევ და­უდ­გე­ნე­ლია, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვი­და თუ ქვეყ­ნი­დან გა­დი­ო­და, თუმ­ცა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მათ დი­ვერ­სან­ტე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს. ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სა და მისი თა­ნამ­დე­ვი პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ექ­სპერტს, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს ვთხო­ვეთ.

- ამ ჩა­ვარ­დნი­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის, გახ­მა­უ­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გაც­ნო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხელს არ აძ­ლევს. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე ბუნ­დო­ვა­ნე­ბა თა­ვი­დან იყო, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უმე­ტეს­წი­ლად, ფაქ­ტებს არ ემ­თხვე­ო­და. თუმ­ცა, სი­მარ­თლე მა­ინც გა­ირ­კვა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­უ­ვარ­და. მმარ­თვე­ლი გუნ­დის სურ­ვი­ლი, მო­ა­ტყუ­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სურ­ვი­ლი - იცო­დეს სი­მარ­თლე, დღე­საც უც­ვლე­ლია. ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არ არის გარ­კვე­უ­ლი, იყო თუ არა კავ­ში­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბას შო­რის, ან რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს მათი ლიკ­ვი­და­ცია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძალ­ზე მძი­მე კი­თხვებ­ზე მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

- ანუ, მი­იჩ­ნევთ, რომ ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ჯგუფ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის კავ­ში­რი იყო?

- შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რამ­დენ­ჯერ მოგ­ვა­ტყუა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა: პირ­ვე­ლად მოგ­ვა­ტყუ­ეს მა­შინ, როცა გვი­თხრეს, რომ ხუთ ლა­ფან­ყუ­რელ ახალ­გაზ­რდას სიმ­თვრა­ლე­ში გზა და­ებ­ნა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით იპო­ვეს. მე­ო­რედ მოგ­ვა­ტყუ­ეს მა­შინ, როცა მძევ­ლე­ბის სამ ჯგუფ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. რე­ა­ლუ­რად, იქ მძე­ვა­ლი (ყვე­ლა იმ ნი­უ­ან­სით, რა­საც მძევ­ლო­ბა ჰქვია) არა­ვინ ყო­ფი­ლა. ეს ხუთი ახალ­გაზ­რდა დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა გა­ი­ყო­ლი­ეს იმი­სათ­ვის, რომ დრო მო­ე­გოთ და სა­ზღვა­რი გა­და­ეკ­ვე­თათ. არც მე­სა­ზღვრე­ე­ბის იქ დარ­ჩე­ნა ნიშ­ნავს მათ მძევ­ლად აყ­ვა­ნას, ისი­ნი იქ იმი­ტომ დარ­ჩნენ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან კონ­ტაქ­ტი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ. შემ­დეგ იქ ჩა­ვი­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იფი­ცე­რი, რო­გორც "მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი თავი". ამის შემ­დეგ, რო­გორც შსს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი ახ­ცა­დებს, დაჯ­გუ­ფე­ბა უარს ამ­ბობს გა­ნი­ა­რა­ღე­ბა­ზე (თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, რაზე მი­დი­ო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა, უც­ნო­ბია) და მოქ­მე­დე­ბას შო­რი­ახ­ლოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი იწყებს. ანუ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის წარ­მო­ე­ბით, სის­ხლის ღვრის აცი­ლე­ბით თა­ვი­დან­ვე არ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოგ­ვა­ტყუა მა­შინ, როცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თავ­გა­მო­დე­ბით ამ­ტკი­ცებ­და, "ბო­ე­ვიკ­თა" შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არც ერთი არ არი­სო. მა­შინ, როცა მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­წყეს ვაჭ­რო­ბა მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბით მათ ოჯა­ხებ­თან პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში - გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არ იგ­ლო­ვო­თო. ან სად წა­ვი­და ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი 6 დი­ვერ­სან­ტი, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი სა­უბ­რობ­დნენ? ჯერ კი­დევ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია კი­თხვა: დას­რულ­და სპე­ცო­პე­რა­ცია? როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­დენ ტყუ­ილს ამ­ბობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს უფ­ლე­ბა, არ ენ­დოს მას. ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ გა­მო­ა­ჩი­ნა ქვეყ­ნის უშიშ­რო­ე­ბის სის­ტე­მის უსუ­სუ­რო­ბა; შე­ი­ა­რა­ღე­ბულ რაზმს ასე­უ­ლო­ბით სპეც­რაზ­მე­ლი, ძა­ლო­ვა­ნი დას­დევ­და და ჩვე­ნი მხრი­დან სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და და­ვით ბაქ­რა­ძე კი ამა­ყო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა და­ცუ­ლია. სამი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან რომ შე­მო­ვი­დეს 17-კა­ცი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბა, მთე­ლი არ­მია უნდა მივ­მარ­თოთ მათ წი­ნა­აღ­მდეგ?

- რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ეს სის­ხლი­ა­ნი მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ელ ხალ­ხებ­თან?

- ეს ინ­ცი­დენ­ტი უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა არა მხო­ლოდ ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლებ­თან, არა­მედ ქის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, და რომ­ლებ­შიც მძაფ­რი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია იმან, რაც მოხ­და. ახლა დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ცი­ას.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი სესიაშვილი: "როცა ხელისუფლება ამდენს იტყუება, საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდოს მას"

ირაკლი სესიაშვილი: "როცა ხელისუფლება ამდენს იტყუება, საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდოს მას"

ახლახან ინტერნეტგვერდ chechencenter.info-ზე გამოქვეყნდა სტატია "ჩეჩნეთი საქართველოში მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს", (Chechnya will investigate the incident in Georgia) რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის დევნილი ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრ ახმედ ზაკაევის ბრძანებულებით, შეიქმნა სახელმწიფო კომისია საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად. ზაკაევი ამბობს, რომ ეს პირები "ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები იყვნენ". სტატიაში ლოპოტის ხეობაში განადგურებული დაჯგუფების წევრები ჩეჩნეთის განმათავისუფლებელი ძალის მებრძოლებად არიან მოხსენიებული, ასევე ნათქვამია, რომ "მძევალთა აყვანა მათ ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა". ამასთანავე, ჯერ კიდევ დაუდგენელია, შეიარაღებული დაჯგუფება ქვეყანაში შემოვიდა თუ ქვეყნიდან გადიოდა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დივერსანტებად მოიხსენიებს. ამ სპეცოპერაციისა და მისი თანამდევი პროცესების შეფასება უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტს, ირაკლი სესიაშვილს ვთხოვეთ.

- ამ ჩავარდნილი სპეცოპერაციის რეალური სურათის, გახმაურება, საზოგადოებისთვის გაცნობა ხელისუფლებას ხელს არ აძლევს. სპეცოპერაციის თაობაზე ბუნდოვანება თავიდან იყო, გავრცელებული ინფორმაცია უმეტესწილად, ფაქტებს არ ემთხვეოდა. თუმცა, სიმართლე მაინც გაირკვა და ხელისუფლებას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მმართველი გუნდის სურვილი, მოატყუოს საზოგადოება და საზოგადოების სურვილი - იცოდეს სიმართლე, დღესაც უცვლელია. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული, იყო თუ არა კავშირი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და ამ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის, ან რატომ გადაწყვიტეს მათი ლიკვიდაცია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ხელისუფლებას ძალზე მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

- ანუ, მიიჩნევთ, რომ ამ შეიარაღებულ ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის კავშირი იყო?

- შემიძლია გითხრათ, რამდენჯერ მოგვატყუა ხელისუფლებამ მთელი საზოგადოება: პირველად მოგვატყუეს მაშინ, როცა გვითხრეს, რომ ხუთ ლაფანყურელ ახალგაზრდას სიმთვრალეში გზა დაებნა და მოგვიანებით იპოვეს. მეორედ მოგვატყუეს მაშინ, როცა მძევლების სამ ჯგუფზე ალაპარაკდნენ. რეალურად, იქ მძევალი (ყველა იმ ნიუანსით, რასაც მძევლობა ჰქვია) არავინ ყოფილა. ეს ხუთი ახალგაზრდა დაჯგუფების წევრებმა გაიყოლიეს იმისათვის, რომ დრო მოეგოთ და საზღვარი გადაეკვეთათ. არც მესაზღვრეების იქ დარჩენა ნიშნავს მათ მძევლად აყვანას, ისინი იქ იმიტომ დარჩნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონტაქტი დაემყარებინათ. შემდეგ იქ ჩავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იფიცერი, როგორც "მომლაპარაკებელი თავი". ამის შემდეგ, როგორც შსს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ახცადებს, დაჯგუფება უარს ამბობს განიარაღებაზე (თუმცა, რეალურად, რაზე მიდიოდა მოლაპარაკება, უცნობია) და მოქმედებას შორიახლოს ჩასაფრებული სპეცდანიშნულების რაზმი იწყებს. ანუ, ხელისუფლება მოლაპარაკების წარმოებით, სისხლის ღვრის აცილებით თავიდანვე არ იყო დაინტერესებული. ხელისუფლებამ მოგვატყუა მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო თავგამოდებით ამტკიცებდა, "ბოევიკთა" შორის საქართველოს მოქალაქე არც ერთი არ არისო. მაშინ, როცა მეორე დღესვე დაიწყეს ვაჭრობა მიცვალებულებით მათ ოჯახებთან პანკისის ხეობაში - გარდაცვლილები არ იგლოვოთო. ან სად წავიდა ალყაში მოქცეული 6 დივერსანტი, რომლის თაობაზეც ძალოვანი უწყებები საუბრობდნენ? ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა: დასრულდა სპეცოპერაცია? როცა ხელისუფლება ამდენ ტყუილს ამბობს, საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდოს მას. ამ სპეცოპერაციამ გამოაჩინა ქვეყნის უშიშროების სისტემის უსუსურობა; შეიარაღებულ რაზმს ასეულობით სპეცრაზმელი, ძალოვანი დასდევდა და ჩვენი მხრიდან სამი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე კი ამაყობენ, რომ ქვეყანა დაცულია. სამი მიმართულებიდან რომ შემოვიდეს 17-კაციანი დაჯგუფება, მთელი არმია უნდა მივმართოთ მათ წინააღმდეგ?

- რა გავლენას მოახდენს ეს სისხლიანი მოვლენა საქართველოს ურთიერთობაზე ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან?

- ეს ინციდენტი უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებთან, არამედ ქისტებთან ურთიერთობაზეც, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, და რომლებშიც მძაფრი პროტესტი გამოიწვია იმან, რაც მოხდა. ახლა დიდი მნიშვნელობა ექნება ქართველი საზოგადოების პოზიციას.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა