საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვიან დაწყებული მოდელის კარიერა და "მის მსოფლიოს" ერთ-ერთი ნომინანტი
გვიან დაწყებული მოდელის კარიერა და "მის მსოფლიოს" ერთ-ერთი ნომინანტი

სალი ხო­მე­რი­კი იმიჯ-ცენ­ტრის მო­დე­ლია. 20 წლი­საა და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სულ რა­ღაც ერთი წე­ლია, რაც სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა და­ი­წყო. სა­ა­გენ­ტო­ში მის­ვლი­დან სამი თვის შემ­დეგ "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სზე ვიცე მის სა­ქარ­თვე­ლო გახ­და. ცოტა ხნის წინ კი სალი "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სზე, ჩი­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ტრა­დი­ცი­უ­ლი ცეკ­ვე­ბის 10 სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლეს შო­რი­საც მოხ­ვდა.

- ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ცუდი ზნის ვი­ყა­ვი. სულ ვტი­რო­დი, ვკი­ო­დი. არა­ვის­თან ვჩერ­დე­ბო­დი. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე და სკო­ლა­ში მი­ვე­დი შე­მეც­ვა­ლა ხა­სი­ა­თი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცეკ­ვა. 12 წელი ვცეკ­ვავ­დი. 6 წლის ასა­კი­დან პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში ავიდ­გი ფეხი, შემ­დეგ კი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ოთხწლე­დი და­ვამ­თავ­რე. მო­დე­ლო­ბა კი ძა­ლი­ან მომ­წონ­და და ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მო­დე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი რო­მე­ლი­მე სა­ა­გენ­ტო­ში.

- სალი, ზო­გა­დად მო­დე­ლე­ბი კა­რი­ე­რას პა­ტა­რა ასა­კი­დან იწყე­ბენ ხოლ­მე და შენ კი საკ­მა­ოდ გვი­ან და­გი­წყია. მა­ნამ­დე არ გირ­ჩი­ეს, რო­მე­ლი­მე სა­ა­გენ­ტოს­თვის მი­გე­მარ­თა?

- იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი ცეკ­ვა­ზე გა­დარ­თუ­ლი, რომ მო­დე­ლო­ბის­თვის ვე­რას­დროს ვიც­ლი­დი. ხში­რად მქონ­და სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნე­ე­ბი, მო­ვი­ა­რე მსოფ­ლიო. ერთი წე­ლია, რაც აღარ ვცეკ­ვავ. ამ ყვე­ლა­ფერს კი სკო­ლა და კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლებ­თან სი­ა­რუ­ლი ემა­ტე­ბო­და და ჩემი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა სწო­რედ ამი­ტომ, 19 წლის ასაკ­ში და­ი­წყო - დად­გა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც რა­ღაც ახა­ლი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვი­ყა­ვი new face-ის ფარ­თი­ზე, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და ქალ­ბა­ტო­ნი ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლი. რო­დე­საც მნა­ხა, მო­ვე­წო­ნე და თა­ვის­თან სა­ა­გენ­ტო­ში და­მი­ბა­რა, რის შემ­დე­გაც გა­ვა­ფორ­მე კონ­ტრაქ­ტი იმიჯ-ცენ­ტრთან. რა­საც მი­ვაღ­წიე, ყვე­ლა­ფე­რი ქალ­ბა­ტო­ნი ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

მის მსოფ­ლი­ოს პრე­ტენ­დენ­ტი სალი ხო­მე­რი­კი- მა­ლე­ვე "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე" აღ­მოჩ­ნდი, სა­დაც "ვიცე მის სა­ქარ­თვე­ლო" გახ­დი...

- სა­ა­გენ­ტო­ში მის­ვლი­დან სამ თვე­ში გა­ვე­დი "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სზე. მა­ნამ­დე კი ერ­თთვი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი გვქონ­და. ვერ გად­მოგ­ცემთ, რო­გო­რი გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც "ვიცე მის სა­ქარ­თვე­ლოდ" და­მა­სა­ხე­ლეს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მქონ­და იმე­დი, რომ ხუ­თე­ულ­ში გა­ვი­დო­დი. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, სცე­ნა­ზე გას­ვლამ­დე და­მამ­შვი­დებ­ლე­ბიც კი დავ­ლიე. დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი.

მა­შინ, რო­დე­საც აცხა­დებ­დნენ ხუ­თე­ულ­ში გა­სულ გო­გო­ნებს, ოთხი და­ა­სა­ხე­ლეს, ჩემს სა­ხელს კი არ ამ­ბობ­დნენ. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ვერ გა­ვე­დი-მეთ­ქი, რად­გან ყვე­ლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გოგო იყო. წი­ნას­წარ გული მწყდე­ბო­და. რო­დე­საც მე­ხუ­თედ ჩემი გვა­რი და­ა­სა­ხე­ლეს, უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ჩემი მშობ­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე სცე­ნი­დან, ცრემ­ლე­ბი მო­მად­გა.

- შენს ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი. რო­გორ მოს­წონთ შენი საქ­მი­ა­ნო­ბა?

- მყავს მშობ­ლე­ბი და 27 წლის ძმა. მას არას­დროს მოს­წონ­და ჩემი სა­მო­დე­ლო საქ­მე­ში ჩარ­თვა და დღე­საც არ მოს­წონს. დე­და­ჩე­მი მი­წყობს ყვე­ლა­ფერ­ში ხელს და ერ­თად ვაგ­ვა­რებთ ხოლ­მე პრობ­ლე­მებს. ზო­გა­დად კი ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებს ჩემი წარ­მა­ტე­ბა და გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ჩემი ძმის თქმით, სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე სახ­ლში უნდა ვიყო. თუ არ ვარ, მისი პირ­ვე­ლი კი­თხვაა - ბავ­შვი სა­დაა?

- რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი ამ­ჟა­მად?

- ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ვე­უფ­ლე­ბი ინ­გლი­სურ ფი­ლო­ლო­გი­ას. ჩემ­გან მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია, ფი­ზი­კა შორ­საა. ამი­ტომ დე­და­მაც მირ­ჩია, რომ ინ­გლი­სუ­რი ამერ­ჩია. თა­ნაც დე­ი­და­ჩე­მი, ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი იმა­ვე პრო­ფე­სი­ის არი­ან და მეც გავ­ყე­ვი მათ კვალს. ჩემ­თვის დღეს მთა­ვა­რი სწავ­ლაა. მო­დე­ლო­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. რო­გორც იცით, "მის მსოფ­ლი­ო­ზე" ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, ამი­ტო­მაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა. ახლა მი­წევს გა­და­ბა­რე­ბა ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში. იქ იმ­დე­ნად სხვა სამ­ყა­რო­ში ვი­ყა­ვი, მი­ჭირს გად­მორ­თვა, მაგ­რამ სხვა გზა არ არის.

სალი ხო­მე­რი­კი მის მფოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ნო­მი­მან­ტი- რამ­დე­ნი­მე დღეა "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სი­დან დაბ­რუნ­დი, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში ჩა­ტარ­და. რო­გორც წესი, ამ კონ­კურ­სზე "მის სა­ქარ­თვე­ლო" მო­ნა­წი­ლე­ობს ხოლ­მე. წელს რა შე­იც­ვა­ლა, შენ რა­ტომ გა­გიშ­ვეს?

- "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სი წელს აგ­ვის­ტო­ში ჩა­ტარ­და, შარ­შან - ოქ­ტომ­ბერ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში "მის

სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სიც ოქ­ტომ­ბერ­ში ტარ­დე­ბა ხოლ­მე და პირ­და­პირ გა­მარ­ჯვე­ბულს უშ­ვე­ბენ "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სზე. წელს შე­იც­ვა­ლა დრო და სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავ­და "მის სა­ქარ­თვე­ლო 2012". ამი­ტომ გა­მიშ­ვეს მე. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქალ­ბა­ტონ­მა ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა მი­ი­ღო და მეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი.

სალი ხო­მე­რი­კი მის მფოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ნო­მი­მან­ტი- რო­გორ ჩა­ი­ა­რა "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სმა?

- ჩი­ნეთ­ში ერთ თვე­ზე მეტი ვი­ყა­ვი. მო­ვი­ა­რე მთე­ლი ჩი­ნე­თი. სულ ექ­სკურ­სი­ე­ბი გვქონ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით გო­ბის უდაბ­ნომ მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, აქ­ლემ­ზეც ვი­ჯე­ქი. აღვფრ­თო­ვან­დი ჩინ­გიზ ხა­ნის მავ­ზო­ლე­უ­მით. დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გვქონ­და ძა­ლი­ან. დი­ლის 6 სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დით და ღა­მით გვი­ან ვი­ძი­ნებ­დით. დავ­დი­ო­დით სა­ღა­მო­ებ­ზე, გა­და­ღე­ბებ­ზე, გვქონ­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. სულ ფორ­მა­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და აუ­ცი­ლებ­ლად ღი­მი­ლი­ა­ნი სახე გვქო­ნო­და. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან კარ­გე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და საყ­ვარ­ლე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ტრა­დი­ცი­უ­ლი ცეკ­ვე­ბის ფი­ნა­ლის­ტთა შო­რის მოვ­ხვდი. 120 ქვეყ­ნი­დან 10 სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ავ­ლი­ნეს და ერთ-ერთი ჩემ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ლა­ზუ­რი ცეკ­ვა გახ­ლდათ. ჩემ­თვის ეს იყო უდი­დე­სი მიღ­წე­ვა. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მსოფ­ლიო მი­ყუ­რებ­და და მე მათ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ებს ვაც­ნობ­დი ჩემი მო­ნა­ხა­ზით. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მე მო­ვა­ხერ­ხე, ჟი­უ­რი­სა და კონ­კურ­სან­ტე­ბის გული მო­მე­გო. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სია, თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს ულა­მა­ზე­სი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კაბა ეცვა. თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ ლა­მა­ზი კა­ბე­ბი მეც­ვა მეც, რო­მე­ლიც მო­დის სახ­ლმა "მა­რი­ო­ნე­ლამ" შე­მი­კე­რა. ჩემი ოჯა­ხი ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი მა­ქე­ბენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვე­ა­მა­ყე­ბი. ჩემი სა­ა­გენ­ტოც კმა­ყო­ფი­ლია ჩე­მით და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს ვგეგ­მავ. მი­ხა­რია აქ ყოფ­ნა და არ­სად წას­ვლა აღარ მინ­და.

- ახლა პი­რად­ზეც მო­მი­ყე­ვი. ალ­ბათ უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავს.

- ვი­ცო­დი, ამ შე­კი­თხვას რომ და­მის­ვამ­დი (იცი­ნის). თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მყავს, მაგ­რამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ. ისი­ნი ნამ­დვი­ლად არ მა­წუ­ხე­ბენ. ვფიქ­რობ, რომ ვერც შე­მა­წუ­ხე­ბენ, რად­გან თუ არ მინ­და, ძა­ლი­ან ძნე­ლია ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა. არ მი­მაჩ­ნია სწო­რად, ყვე­ლა თაყ­ვა­ნის­მცე­მელს გა­ვუ­ღი­მო და ვე­კონ­ტაქ­ტო.

- რო­გო­რი ბი­ჭე­ბი მოგ­წონს?

- ადრე ვამ­ბობ­დი, რომ ბიჭი აუ­ცი­ლებ­ლად სიმ­პა­თი­უ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა შემ­დეგ, რო­დე­საც გა­ვი­ზარ­დე, მივ­ხვდი, რომ მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნო­ბაა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რად იყოს ძა­ლი­ან მა­გა­რი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო არ ჰქონ­დეს ისე­თი, რო­გო­რიც სა­ჭი­როა. გვერ­დით ისე­თი ადა­მი­ა­ნი მინ­და, რო­მელ­საც ვეყ­ვა­რე­ბი, და­მა­ფა­სებს და არ მო­მა­ტყუ­ებს.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

გვიან დაწყებული მოდელის კარიერა და "მის მსოფლიოს" ერთ-ერთი ნომინანტი

გვიან დაწყებული მოდელის კარიერა და "მის მსოფლიოს" ერთ-ერთი ნომინანტი

სალი ხომერიკი იმიჯ-ცენტრის მოდელია. 20 წლისაა და როგორც თავად ამბობს, სულ რაღაც ერთი წელია, რაც სამოდელო კარიერა დაიწყო. სააგენტოში მისვლიდან სამი თვის შემდეგ "მის საქართველოს" კონკურსზე ვიცე მის საქართველო გახდა. ცოტა ხნის წინ კი სალი "მის მსოფლიოს" კონკურსზე, ჩინეთში იმყოფებოდა და ტრადიციული ცეკვების 10 საუკეთესო მონაწილეს შორისაც მოხვდა.

- ბავშვობაში ძალიან ცუდი ზნის ვიყავი. სულ ვტიროდი, ვკიოდი. არავისთან ვჩერდებოდი. რომ წამოვიზარდე და სკოლაში მივედი შემეცვალა ხასიათი. ძალიან მიყვარს ცეკვა. 12 წელი ვცეკვავდი. 6 წლის ასაკიდან პიონერთა სასახლეში ავიდგი ფეხი, შემდეგ კი სუხიშვილების ოთხწლედი დავამთავრე. მოდელობა კი ძალიან მომწონდა და ყოველთვის მინდოდა, მოდელი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ ვახერხებდი, რომ მივსულიყავი რომელიმე სააგენტოში.

- სალი, ზოგადად მოდელები კარიერას პატარა ასაკიდან იწყებენ ხოლმე და შენ კი საკმაოდ გვიან დაგიწყია. მანამდე არ გირჩიეს, რომელიმე სააგენტოსთვის მიგემართა?

- იმდენად ვიყავი ცეკვაზე გადართული, რომ მოდელობისთვის ვერასდროს ვიცლიდი. ხშირად მქონდა საგასტროლო ტურნეები, მოვიარე მსოფლიო. ერთი წელია, რაც აღარ ვცეკვავ. ამ ყველაფერს კი სკოლა და კერძო მასწავლებლებთან სიარული ემატებოდა და ჩემი სამოდელო კარიერა სწორედ ამიტომ, 19 წლის ასაკში დაიწყო - დადგა ჩემს ცხოვრებაში ის მომენტი, როდესაც რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა. ვიყავი new face-ის ფართიზე, სადაც იმყოფებოდა ქალბატონი ია კიწმარიშვილი. როდესაც მნახა, მოვეწონე და თავისთან სააგენტოში დამიბარა, რის შემდეგაც გავაფორმე კონტრაქტი იმიჯ-ცენტრთან. რასაც მივაღწიე, ყველაფერი ქალბატონი ია კიწმარიშვილის დამსახურებაა.

მის მსოფლიოს პრეტენდენტი სალი ხომერიკი- მალევე "მის საქართველოზე" აღმოჩნდი, სადაც "ვიცე მის საქართველო" გახდი...

- სააგენტოში მისვლიდან სამ თვეში გავედი "მის საქართველოს" კონკურსზე. მანამდე კი ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. ვერ გადმოგცემთ, როგორი გახარებული ვიყავი, როდესაც "ვიცე მის საქართველოდ" დამასახელეს. სიმართლე გითხრათ, მქონდა იმედი, რომ ხუთეულში გავიდოდი. ძალიან ვნერვიულობდი, სცენაზე გასვლამდე დამამშვიდებლებიც კი დავლიე. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

მაშინ, როდესაც აცხადებდნენ ხუთეულში გასულ გოგონებს, ოთხი დაასახელეს, ჩემს სახელს კი არ ამბობდნენ. ვიფიქრე, ალბათ ვერ გავედი-მეთქი, რადგან ყველა ძალიან ლამაზი გოგო იყო. წინასწარ გული მწყდებოდა. როდესაც მეხუთედ ჩემი გვარი დაასახელეს, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ჩემი მშობლები რომ დავინახე სცენიდან, ცრემლები მომადგა.

- შენს ოჯახზე მოგვიყევი. როგორ მოსწონთ შენი საქმიანობა?

- მყავს მშობლები და 27 წლის ძმა. მას არასდროს მოსწონდა ჩემი სამოდელო საქმეში ჩართვა და დღესაც არ მოსწონს. დედაჩემი მიწყობს ყველაფერში ხელს და ერთად ვაგვარებთ ხოლმე პრობლემებს. ზოგადად კი ჩემს ოჯახს ძალიან სიამოვნებს ჩემი წარმატება და გახარებულები არიან. ჩემი ძმის თქმით, საღამოს 10 საათზე სახლში უნდა ვიყო. თუ არ ვარ, მისი პირველი კითხვაა - ბავშვი სადაა?

- რა პროფესიას ეუფლები ამჟამად?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვეუფლები ინგლისურ ფილოლოგიას. ჩემგან მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა შორსაა. ამიტომ დედამაც მირჩია, რომ ინგლისური ამერჩია. თანაც დეიდაჩემი, ჩემი დეიდაშვილები იმავე პროფესიის არიან და მეც გავყევი მათ კვალს. ჩემთვის დღეს მთავარი სწავლაა. მოდელობა მეორეხარისხოვანია. როგორც იცით, "მის მსოფლიოზე" ვიყავი წასული, ამიტომაც ვერ მოვახერხე გამოცდების ჩაბარება. ახლა მიწევს გადაბარება ძალიან მოკლე დროში. იქ იმდენად სხვა სამყაროში ვიყავი, მიჭირს გადმორთვა, მაგრამ სხვა გზა არ არის.

სალი ხომერიკი მის მფოფლიოს ერთ-ერთი ნომიმანტი- რამდენიმე დღეა "მის მსოფლიოს" კონკურსიდან დაბრუნდი, რომელიც ჩინეთში ჩატარდა. როგორც წესი, ამ კონკურსზე "მის საქართველო" მონაწილეობს ხოლმე. წელს რა შეიცვალა, შენ რატომ გაგიშვეს?

- "მის მსოფლიოს" კონკურსი წელს აგვისტოში ჩატარდა, შარშან - ოქტომბერში. საქართველოში "მის

საქართველოს" კონკურსიც ოქტომბერში ტარდება ხოლმე და პირდაპირ გამარჯვებულს უშვებენ "მის მსოფლიოს" კონკურსზე. წელს შეიცვალა დრო და საქართველოს არ ჰყავდა "მის საქართველო 2012". ამიტომ გამიშვეს მე. ეს გადაწყვეტილება ქალბატონმა ია კიწმარიშვილმა მიიღო და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

სალი ხომერიკი მის მფოფლიოს ერთ-ერთი ნომიმანტი- როგორ ჩაიარა "მის მსოფლიოს" კონკურსმა?

- ჩინეთში ერთ თვეზე მეტი ვიყავი. მოვიარე მთელი ჩინეთი. სულ ექსკურსიები გვქონდა. განსაკუთრებით გობის უდაბნომ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, აქლემზეც ვიჯექი. აღვფრთოვანდი ჩინგიზ ხანის მავზოლეუმით. დატვირთული გრაფიკი გვქონდა ძალიან. დილის 6 საათზე ვდგებოდით და ღამით გვიან ვიძინებდით. დავდიოდით საღამოებზე, გადაღებებზე, გვქონდა ინტერვიუები. სულ ფორმაში უნდა ვყოფილიყავით და აუცილებლად ღიმილიანი სახე გვქონოდა. მონაწილეები ძალიან კარგები, კომუნიკაბელური და საყვარლები იყვნენ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ტრადიციული ცეკვების ფინალისტთა შორის მოვხვდი. 120 ქვეყნიდან 10 საუკეთესო გამოავლინეს და ერთ-ერთი ჩემ მიერ შესრულებული ლაზური ცეკვა გახლდათ. ჩემთვის ეს იყო უდიდესი მიღწევა. ბედნიერი ვიყავი, როდესაც მსოფლიო მიყურებდა და მე მათ ჩვენი სამშობლოს კულტურასა და ტრადიციებს ვაცნობდი ჩემი მონახაზით. ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მე მოვახერხე, ჟიურისა და კონკურსანტების გული მომეგო. ძალიან ძლიერი კონკურსია, თითოეულ მონაწილეს ულამაზესი და ძვირად ღირებული კაბა ეცვა. თუმცა, არანაკლებ ლამაზი კაბები მეცვა მეც, რომელიც მოდის სახლმა "მარიონელამ" შემიკერა. ჩემი ოჯახი ძალიან გახარებულია, ახლობლები, მეგობრები მაქებენ და მეუბნებიან, რომ ვეამაყები. ჩემი სააგენტოც კმაყოფილია ჩემით და ეს ძალიან მახარებს. ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავ. მიხარია აქ ყოფნა და არსად წასვლა აღარ მინდა.

- ახლა პირადზეც მომიყევი. ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს.

- ვიცოდი, ამ შეკითხვას რომ დამისვამდი (იცინის). თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ შეყვარებული არ ვარ. ისინი ნამდვილად არ მაწუხებენ. ვფიქრობ, რომ ვერც შემაწუხებენ, რადგან თუ არ მინდა, ძალიან ძნელია ჩემთან ურთიერთობის დაწყება. არ მიმაჩნია სწორად, ყველა თაყვანისმცემელს გავუღიმო და ვეკონტაქტო.

- როგორი ბიჭები მოგწონს?

- ადრე ვამბობდი, რომ ბიჭი აუცილებლად სიმპათიური უნდა ყოფილიყო. თუმცა შემდეგ, როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ მთავარი ადამიანობაა. შესაძლებელია ფიზიკურად იყოს ძალიან მაგარი, მაგრამ შინაგანი სამყარო არ ჰქონდეს ისეთი, როგორიც საჭიროა. გვერდით ისეთი ადამიანი მინდა, რომელსაც ვეყვარები, დამაფასებს და არ მომატყუებს.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება