მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა ხაბაზი: "ჩემზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ შეყვარებულს არასოდეს ვღალატობდი"
კობა ხაბაზი: "ჩემზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ შეყვარებულს არასოდეს ვღალატობდი"

სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მსგავ­სად, არ­ჩევ­ნე­ბის გამო, ამ ზა­ფხულს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რი კობა ხა­ბა­ზი და­სას­ვე­ნებ­ლად ვერ იც­ლის - სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ხვდე­ბა, თბი­ლის­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში კი დი­ლა­ო­ბით, ან ფეხ­ბურთს თა­მა­შობს, ან - ვარ­ჯი­შობს. ბა­ტონ კო­ბას ზღვა ძა­ლი­ან უყ­ვარს. საკ­რე­ი­სე­რო ნა­ვე­ბით რბო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­ლავთ...

- ქო­ბუ­ლე­თე­ლებ­მა არ ვი­ცით, დას­ვე­ნე­ბა რას ნიშ­ნავს: რო­გორც კი ზა­ფხუ­ლი დგე­ბა, უმალ მას­პინ­ძლე­ბი ვხდე­ბით, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი გვსტუმ­რობს. მას­პინ­ძლო­ბა სა­პა­ტიო ფუნ­ქცი­აა, მაგ­რამ მა­გა­ლი­თად, 3 წლის წინ ისე და­ემ­თხვა, რომ ქო­ბუ­ლეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი ერ­თდრო­უ­ლად ჩა­მო­ვი­და. ყვე­ლა­ზე შო­კის მომ­გვრე­ლი ის იყო, რომ მათ შო­რის 2 ადა­მი­ა­ნიც ვერ ვი­პო­ვე, რო­მელ­საც ერ­თნა­ი­რი სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბო­და: ერთს ღა­მის კლუბ­ში წას­ვლა უნ­დო­და, მე­ო­რეს - მდი­ნა­რე­ზე, მე­სა­მეს - რეს­ტო­რან­ში, მე­ო­თხეს - ხუ­ლოს მთე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ა.შ. ის 15 დღე დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე "გა­დარ­ბე­ნებ­ზე" ვი­ყა­ვი... ზა­ფხულ­ში ქო­ბუ­ლე­თე­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად თუ წავა, მის შე­სა­ხებ იტყვი­ან, - ცუდი კა­ცია, სტუმ­რებს და­ე­მა­ლაო. ჩემ­თვის პი­რა­დად, ზამ­თარ­ში დას­ვე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, ვიდ­რე - ზა­ფხულ­ში. ვცდი­ლობ, ზამ­თარ­ში მთა­ში ვიყო, თხი­ლა­მუ­რებ­ზე ვიდ­გე. ჩემი და თხი­ლა­მუ­რე­ბის "ურ­თი­ერ­თო­ბა" ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა: ბა­კუ­რი­ან­ში ჩემს ახლო მე­გო­ბარს - გია კო­პა­ლე­იშ­ვილს სას­ტუმ­რო აქვს. იქ ვის­ვე­ნებ­დი, მაგ­რამ მა­შინ თხი­ლა­მუ­რებ­ზე არა­სო­დეს ვმდგარ­ვარ. მთის ძი­რას ვი­ყა­ვი. ვხე­დავ­დი, რომ ყვე­ლა სრი­ა­ლებ­და: მო­ხუ­ცი, ახალ­გაზ­რდა, ბავ­შვი, მო­ზარ­დი... თურ­მე მე­ო­რე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბო­და და ყვე­ლა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი ან ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი ყო­ფი­ლან, მე კი ვი­ფიქ­რე, - რად­გან ყვე­ლა თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლებს, ე.ი. იო­ლია-მეთ­ქი, თუმ­ცა სრი­ა­ლის სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნია. ამა­სო­ბა­ში ნაც­ნო­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი გოგო შემ­ხვდა. მკი­თხა: - სრი­ა­ლებ, კო­ბაო? ამ­ხე­ლა კაც­მა "არ ვი­ცის" თქმა ვერ ვი­კად­რე, გა­ვი­ბღინ­ძე და ვუ­პა­სუ­ხე: - კი, რო­გორ არა-მეთ­ქი. - კარ­გი, მა­შინ წა­ვი­დეთ, და­ვეშ­ვა­თო, - მი­თხრა. ეს "და­ვეშ­ვათ" ცოტა არ მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, - ყვე­ლა თუ სრი­ა­ლებს, მეც დავ­დგე­ბი თხი­ლა­მუ­რებ­ზე, რა იქ­ნე­ბა-მეთ­ქი?!. მთის წვერ­ზე ავე­დით. თურ­მე ჟურ­ნა­ლის­ტი გო­გოც სპორ­ტსმე­ნი ყო­ფი­ლა. ჯერ ის და­ეშ­ვა, შემ­დეგ - მე... და­ვეშ­ვი და და­ვეშ­ვი: ამო­ვიგ­დე ლა­ვი­წი, და­ვიმ­ტვრიე, და­ვიმ­სხვრიე... გავ­ბრაზ­დი: რას ჰქვია, ვერ ვის­რი­ა­ლე-მეთ­ქი?! ჟურ­ნა­ლისტს მი­ვუბ­რუნ­დი: რა­ტომ არ მი­თხა­რი, თუ თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი რთუ­ლი იყო-მეთ­ქი? გა­ოგ­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და. გოგო მი­ვა­ტო­ვე, ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში ჩა­ვე­დი, ლა­ვი­წი გა­ვის­წო­რე და სა­ღა­მოს, გა­დახ­ვე­უ­ლი ხე­ლით, მთის წვე­რი­დან დაშ­ვე­ბა მარ­ტომ ვცა­დე. პირ­ვე­ლად 5-ჯერ წა­ვი­ქე­ცი, მე­ო­რედ - 3-ჯერ, მე­სა­მედ - ერთხელ... ახლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ვერ ვსრი­ა­ლებ, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, აღარ ვე­ცე­მი ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, შარ­შან გუ­და­ურ­ში ვი­ყა­ვი. იქ ერთი ნაც­ნო­ბი მწვრთნე­ლია, რო­მე­ლიც ბავ­შვებს ამე­ცა­დი­ნებ­და და თან, ეტყო­ბა, ცალი თვა­ლით მაკ­ვირ­დე­ბო­და. ბო­ლოს მო­მი­ახ­ლოვ­და და გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მი­თხრა, - ასე­თი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს: ყვე­ლა­ფერს არას­წო­რად აკე­თებ, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, არ წაქ­ცე­ულ­ხარ და ის­რი­ა­ლე, ჯან­და­ბას შენი თა­ვიო (იცი­ნის)!

- ქო­ბუ­ლე­თელ­მა კაც­მა ალ­ბათ, ცურ­ვა კარ­გად იცით.

- შე­მიძ­ლია, სა­ა­თო­ბით ვი­ცუ­რაო და არა­ფე­რი მო­მი­ვა, მაგ­რამ "ცურ­ვის ცოდ­ნას" სხვა რა­მეს ვე­ძა­ხი: ჩემს ძმას შე­უძ­ლია, ქო­ბუ­ლე­თი­დან ბა­თუმ­ში ცურ­ვით ჩა­ვი­დეს. თან, ძა­ლი­ან კარ­გად და სწო­რად ცუ­რავს. მე თუ და­ვიღ­ლე­ბი, შე­მიძ­ლია, წყალ­ზე "წა­მოვ­წვე", და­ვის­ვე­ნო და მერე ისევ ცურ­ვა გან­ვაგ­რძო. გია კო­პა­ლე­იშ­ვილს მცი­რე საკ­რე­ი­სე­რო ნავი ჰყავს. მე და გია საკ­რე­ი­სე­რო ნა­ვე­ბით რბო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი ვართ - შარ­შან­წინ მო­ვი­გეთ. ჩემ­პი­ო­ნა­ტი 7 ეტა­პის­გან შედ­გე­ბო­და. 5-ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ, 2-ში - მე­ო­თხე და მე­ო­რე... ზღვა სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს! როცა მას­ზე ვფიქ­რობ, ხში­რად ბოდ­ლე­რის ლექ­სი - "ნა­ოს­ნო­ბა" მახ­სენ­დე­ბა, რო­მელ­შიც, თუ არ ვცდე­ბი, ეს სი­ტყვე­ბია: "ზღვა მო­უხ­მობ­და მხო­ლოდ მცი­რედთ, მხო­ლოდ უგუ­ნურთ". ასე რომ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ვი­საც ზღვა ძა­ლი­ან ეძა­ხის, უგუ­ნუ­რია, რად­გან ხში­რად ზღვა ისე "იხუ­ტებს", რომ უკან აღარ აბ­რუ­ნებს.

კობა ხა­ბა­ზი - ცურ­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლეთ?

- ქო­ბუ­ლეთ­თან ახ­ლოს, სო­ფელ აჭყვის­თავ­ში ვცხოვ­რობ. ჩემს სახ­ლთან მდი­ნა­რე ჩა­მო­დის. სახ­ლი­დან 200 მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ჩანჩქე­რია, ჩანჩქე­რის ძირ­ში პა­ტა­რა ტბა­სა­ვი­თაა. კამ­კა­მა წყა­ლია. 4 წლი­დან ბავ­შვე­ბი დროს იქ ვა­ტა­რებ­დით. ცურ­ვა რო­დის ვის­წავ­ლე, ვერც მივ­ხვდი. ჩანჩქე­რი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი კლდი­დან ეცე­მა. შე­ჯიბ­რე­ბა იყო - წყალ­ში ვინ უფრო მაღ­ლი­დან გად­მოხ­ტე­ბო­და. მეშ­ვი­დე-მერ­ვე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა გავ­რის­კე და იმა­ზე მაღ­ლი­დან გად­მოვ­ხტი, ვიდ­რე ის, ვინც ჩე­მამ­დე "რე­კორ­დი" და­ამ­ყა­რა. შემ­დეგ ერ­თმა მომ­ბა­ძა. მერე კლდის წვე­რი­დან ვხტე­ბო­დით. ბო­ლოს ასე­თი ავან­ტი­უ­რა ჩა­ვი­დი­ნე: კლდის თავ­ზე ხე იყო, იმ ხეზე ავ­ძვე­რი და წყალ­ში იქი­დან გა­დავ­ხტი. დღემ­დე "რე­კორდსმე­ნად" ვით­ვლე­ბი. განა იმი­ტომ, რომ ხი­დან გად­მოხ­ტო­მა ვე­რა­ვინ გა­ბე­და, - უბ­რა­ლოდ, ის ხე მოჭ­რეს (იცი­ნის).

- თქვე­ნი ძმა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცუ­რა­ვეა?

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ცუ­რავს, მაგ­რამ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­სო­დეს მი­უ­ღია. ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. 20-25 წე­ლია, რაც ბო­დი­ბილ­დინ­გში, ძა­ლოს­ნო­ბა­სა და ცურ­ვა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვარ­ჯი­შობს. მაგ­რამ თა­ვის გა­მო­ჩე­ნა არ უყ­ვარს. ზღვა­ზე ყოფ­ნი­სას, ტან­ზე რომ გა­იხ­დის, სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­დე­ბა ხოლ­მე - ან­ტი­კუ­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს. სპორ­ტის სა­სახ­ლეს­თან რომ ქან­და­კე­ბა დგას, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი კუნ­თე­ბი აქვს "ჩა­წი­კწი­კე­ბუ­ლი" და ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს, მაგ­რამ არ უყ­ვარს, როცა აკ­ვირ­დე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა, ამ ინ­ტერ­ვი­უს გამო მეც "შავ დღე­ში" ჩა­მაგ­დოს (იცი­ნის)... როცა პლაჟ­ზე მი­ა­ჩერ­დე­ბი­ან, მივა და შე­ე­კი­თხე­ბა ხოლ­მე: სა­ნამ გავ­ცუ­რავ, ტან­საც­მელს მი­მი­ხე­დავ­თო? გა­ხა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბიც პა­სუ­ხო­ბენ: - კიო! ის კი არ იცი­ან, დი­ლის 11 სა­ათ­ზე რომ გა­ცუ­რავს, მხო­ლოდ სა­ღა­მოს გა­მოჩ­ნდე­ბა სა­დღაც ჰო­რი­ზონტზე... დაღ­ლი­ლი, მზით დამ­წვა­რი, გა­თან­გუ­ლი გო­გო­ნე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ და გა­უ­ხარ­დე­ბათ. ჩემი ძმა ტან­ზე ჩა­იც­ვამს, გო­გო­ნებს მად­ლო­ბას გა­და­უხ­დის და წავა. ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი რჩე­ბა... ბევ­რჯერ კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა: დიდ­ხანს რომ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, გო­გო­ნე­ბი გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლან, მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­უ­ძა­ხი­ათ. ადრე მაშ­ვე­ლე­ბი მის და­სახ­მა­რებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ტე­რე­ბით მი­დი­ოდ­ნენ, ახლა კი ჯერ კი­თხუ­ლო­ბენ: ასე­თი და ასე­თი აღ­ნა­გო­ბის ხომ არ იყოო? გო­გო­ნე­ბი რომ უდას­ტუ­რე­ბენ, მაშ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ: აა, ეგ ჯე­მალ ხა­ბა­ზია; და­ა­ნე­ბეთ თავი, არ და­იხ­რჩო­ბა, წყალ­ში თევ­ზი­ვი­თა­აო. იმ­დენ­ჯერ მო­უხ­დათ მის "და­სახ­მა­რებ­ლად" ზღვა­ში გას­ვლა, რომ უკვე ყვე­ლა მაშ­ვე­ლი იც­ნობს (იცი­ნის).

- სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნებ­ზე რა აზ­რის ხართ?

- ქო­ბუ­ლე­თე­ლებს სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბის მი­მართ ცოტა სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს. წი­ნათ რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, მათ­თან რო­მა­ნებს არ აბამ­დნენ, ძი­რი­თა­დად, ხან­მოკ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­მაჩ­ნია, რომ სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი კუ­რორტზე ყოფ­ნის პე­რი­ოდს სა­ოც­რად ალა­მა­ზებს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მყა­რი სიყ­ვა­რუ­ლით ან ოჯა­ხის შექ­მნით ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მთავ­რდე­ბა.

კობა ხა­ბა­ზი ვარ­დით- სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი გქო­ნი­ათ?

- არა­სო­დეს, რად­გან ყო­ველ­თვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ, შე­მიძ­ლია ვთქვა - როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და, მას არა­სო­დეს ვღა­ლა­ტობ­დი. თუ ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარს, სხვას­თან ყოფ­ნა რა­ტომ უნდა მო­გინ­დეს, ვერ ვხვდე­ბი.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზა­ფხუ­ლო თავ­გა­და­სა­ვა­ლი გა­იხ­სე­ნეთ.

- ჩემი სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო: თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვით. მან­ქა­ნა ბა­თუმ­ში დავ­ტო­ვეთ და ფე­ხით ვი­ა­რეთ. ოშკი, ხა­ხუ­ლი, პარ­ხა­ლი, იშ­ხა­ნი, ოპი­ზა ფე­ხით მო­ვი­ა­რეთ. დი­ლის 7 სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დით და ღა­მის 2 სა­ათ­ზე ტყე­ში კა­რავს ვშლი­დით, ვი­ძი­ნებ­დით. თაფ­ლო­ბის თვე არ გა­მოგ­ვი­ვი­და - ისე­თი დაღ­ლი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ არაფ­რის თავი აღარ გვქონ­და (იცი­ნის). დო­ლის­ყა­ნის ეკ­ლე­სია და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ. იქ მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და ცალი მხრი­დან შე­ან­გრია. შენგრე­ულ მი­წა­ზე ფი­ცარ­ნა­გი "გა­და­ა­გეს". ჯა­მე­ში ქარ­თვე­ლი მოლა დაგ­ვხვდა. ჩვე­ნი მის­ვლა ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. გვი­თხრა: დო­ლის­ყა­ნის ეკ­ლე­სია ქრის­ტი­ა­ნულ სა­ლო­ცა­ვებს შო­რის იმ­დე­ნად უძ­ვე­ლე­სია, რომ ჩვენ­თან ია­პო­ნი­ი­დან, ამე­რი­კი­დან, კა­ნა­დი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან მეც­ნი­ე­რე­ბი ჩა­მო­დი­ან და აქა­უ­რო­ბას ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ; აქ ქარ­თვე­ლი პირ­ვე­ლად ვნა­ხე, ამი­ტომ რა­ღაც უნდა გაჩ­ვე­ნო­თო. ქვე­მოთ ჩაგ­ვიყ­ვა­ნა, სა­დაც მე­წყე­რი იყო ჩა­მო­წო­ლი­ლი. გვი­რაბ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა. ქვე­მოთ ყვე­ლა­ფე­რი გაწ­მენ­დი­ლი დაგ­ვხვდა. ფრეს­კე­ბი ვნა­ხეთ, რო­მელ­ზეც მო­ლამ გვი­თხრა: გერ­მა­ნი­ი­დან რეს­ტავ­რა­ტო­რი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და სა­კუ­თა­რი სოფ­ლის ხარ­ჯე­ბით აღ­ვად­გე­ნი­ნეო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ - მო­ლას რეს­ტავ­რა­ტო­რი ღვთის­მშობ­ლის და მა­ცხოვ­რის ფრეს­კე­ბის აღ­სად­გე­ნად ჩა­მოჰ­ყავს. ეს ხომ სუფ­თა ქარ­თუ­ლი სუ­ლის ყი­ვი­ლია! სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა და­მე­უფ­ლა...

- მორ­წმუ­ნე ხართ?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მიყ­ვარს: ვამ­ბობთ, რომ მორ­წმუ­ნე­ე­ბი ვართ, მაგ­რამ - ცუდი აღმსა­რებ­ლე­ბი. ზა­ფხულ­ში, ზღვა­ზე ქა­ლე­ბი პა­რე­ოს შე­მო­იხ­ვე­ვენ და და­დი­ან. რო­გორ არ გა­ვი­ფიქ­რო, - რა ლა­მა­ზია, რა სა­სურ­ვე­ლი!.. ერთხელ ზა­ფხულ­ში მო­ძღვარ­თან მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი: - შე­მიძ­ლია, ცოდ­ვა არ ჩა­ვი­დი­ნო, მაგ­რამ რო­გორ არ გა­ვი­ფიქ­რო-მეთ­ქი?.. მი­პა­სუ­ხა: ყვე­ლა­ნი ცოდ­ვის შვი­ლე­ბი ვართ, ამი­ტომ, როცა ასეთ რა­ღა­ცას გა­ი­ფიქ­რებ, მთლად ხმა­მაღ­ლა - არა, მაგ­რამ თქვი: "უფა­ლო იესო ქრის­ტე, ძეო ღვთი­საო, შე­მი­წყა­ლე მე ცოდ­ვი­ლი". ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ას­ლან აბა­ში­ძის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ტინ­გე­ბი იმარ­თე­ბო­და. ყვე­ლას გიჟი ვე­გო­ნე: ხან მცემ­დნენ, ხან - მი­ჭერ­დნენ, რა აღარ გა­დამ­ხდე­ნია... ერთი კვი­რის შემ­დეგ მო­ძღვარ­თან ისევ მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, - არა­ფე­რი გა­მო­ვა-მეთ­ქი. - რა­ტო­მო? - მკი­თხა. ვუ­პა­სუ­ხე: ამ მი­ტინ­გე­ბის გა­დამ­კი­დე, ხალ­ხს ისე­დაც გიჟი ვგო­ნი­ვარ, მე კი­დევ, მთე­ლი დღე ქუ­ჩა­ში დავ­დი­ვარ, აქეთ-იქით ვი­ყუ­რე­ბი და "უფა­ლო, შე­მი­წყა­ლეს" ვი­მე­ო­რებ; იტყვი­ან, - კობა ხა­ბა­ზი გა­გიჟ­და, ქუ­ჩა­ში ლა­პა­რა­კი და­ი­წყოო (იცი­ნის).

კობა ხა­ბა­ზი- უცხო­ეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად არ მი­ემ­გზავ­რე­ბით ხოლ­მე?

- უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ და­სას­ვე­ნებ­ლად - არა­სო­დეს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა სა­ო­ცა­რია - თა­ვი­სი წარ­სუ­ლით, რე­ა­ლო­ბით, ის­ტო­რი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბით, ხალ­ხის შრო­მის შე­დე­გით, მაგ­რამ მა­გა­ლი­თად, სა­ბერ­ძნეთ­ში, რო­მე­ლიც აკ­რო­პო­ლი­სის სამ­შობ­ლოა, გა­ვოგნ­დი, როცა იქა­ურ "ბუ­ზუკ­ში" ვი­ყა­ვი. მკი­თხვე­ლის­თვის გა­სა­გე­ბი რომ იყოს, ავ­ხსნი: "ბუ­ზუ­კი" იგი­ვეა, რაც ჩვენ­თან - ღა­მის კლუ­ბი. მოკ­ლედ, ჩვენს ელჩთან ერ­თად, წა­ვე­დი "ბუ­ზუკ­ში", რო­მე­ლიც კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის "ქვა­კუ­თხე­დია": ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი გა­მო­დი­ან, ცეკ­ვა­ვენ, მღე­რი­ან... პირ­ვე­ლად მა­შინ გა­ვოგნ­დი, როცა გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­და­ვი­ხა­დე და "ბუ­ზუკ­ში" შე­ვე­დი. სას­მე­ლი მოგ­ვი­ტა­ნეს; საჭ­მე­ლი არ იყი­დე­ბა. გა­მიკ­ვირ­და: ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­მო­სავ­ლის წყა­რო რა არის-მეთ­ქი? გო­გო­ნე­ბი და­დი­ოდ­ნენ, რომ­ლებ­საც ხელ­ში 10-10 თეფ­ში ეჭი­რათ; თეფ­შებ­ზე ყვა­ვი­ლე­ბი ეწყო; თი­თო­ე­უ­ლი თეფ­ში 10 ევრო ღირ­და. ყვა­ვი­ლე­ბი უნდა აგე­ღო და ვინც მო­გე­წო­ნე­ბო­და, იმის­თვის გეს­რო­ლა, მა­გა­ლი­თად - მომ­ღერ­ლის­თვის, გვერ­დით მჯდო­მის­თვის... უცებ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, ეს რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­კე­თო: ბიჭი გო­გოს­თან ერ­თად შე­მო­დის, ვი­ღაც ბიჭს ეს გოგო მო­ე­წო­ნა და ყვა­ვი­ლებს ეს­ვრის - ხომ ჩხუ­ბი ატყდე­ბა?!. იქ აბ­სო­ლუ­ტუ­რად პი­რი­ქი­თაა: თუ ბარ­ში გო­გოს­თან ერ­თად შეხ­ვალ და მას ყვა­ვი­ლებს არა­ვინ ეს­ვრის, თავს უხერ­ხუ­ლად იგ­რძნობ და შე­იძ­ლე­ბა, ისიც კი იფიქ­რო, - რა მა­ხინჯთან ერ­თად შე­მოვ­სულ­ვა­რო!.. ის კი არა, გო­გო­ნე­ბი "ბუ­ზუკ­ში" შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად რომ მი­დი­ან, ახ­ლობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს ფულს აძ­ლე­ვენ და აფრ­თხი­ლე­ბენ: ყვა­ვი­ლე­ბი ყვე­ლამ მე მეს­რო­ლე­თო. ცხა­დია, ასეთ დროს ბიჭი ფიქ­რობს: რა მა­გა­რი გოგო მყო­ლია, ყვე­ლას მოს­წონ­სო... ვი­ჯე­ქი ბარ­ში, სი­ტუ­ა­ცი­ას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, უეც­რად მო­მი­ახ­ლოვ­და ერთი გამ­ყიდ­ვე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც ხელ­ში 10 თეფ­ში ანუ 100 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ყვა­ვი­ლე­ბი ეჭი­რა, და ყვე­ლა ყვა­ვი­ლი მე და­მა­ყა­რა თავ­ზე. ვი­ფიქ­რე, - მიხ­ვდა, რომ უცხო­ე­ლი ვარ და უნდა, ამ ამ­ბავ­ში "ჩა­მით­რი­ოს", ყვა­ვი­ლე­ბი მა­ყიდ­ვი­ნოს-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩვენ­მა ელჩმა მი­თხრა: კობა, ასე არ ხდე­ბა, მაგ გო­გოს ხელ­ფა­სი 100 ევ­რო­ზე მეტი კი არ არის; ყვა­ვი­ლე­ბი შენ რა­ტომ და­გა­ყა­რა, ვერ ვხვდე­ბიო. ამა­სო­ბა­ში, მე­ო­რე გამ­ყიდ­ვე­ლი გოგო გა­ჩერ­და და მა­ნაც 100 ევ­როს ყვა­ვი­ლე­ბი სა­თი­თა­ოდ და­მა­ყა­რა თავ­ზე. ვი­ფიქ­რე, რომ გო­გო­ნას მო­ვე­წო­ნე. მალე მე­სა­მე გო­გოც მო­ვი­და და ყვა­ვი­ლე­ბი და­მა­ყა­რა. ვი­ფიქ­რე, რომ ისე­თი აღ­ნა­გო­ბა მაქვს, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი ვერ აფა­სე­ბენ, სა­მა­გი­ე­როდ, ბერ­ძე­ნი გო­გო­ნე­ბი გიჟ­დე­ბი­ან. გარ­კვე­უ­ლი პო­ზე­ბის მი­ღე­ბაც კი და­ვი­წყე - აქეთ-იქით ვტრი­ა­ლებ­დი, თავს აპო­ლონს ვა­და­რებ­დი, ვფიქ­რობ­დი, რა მა­გა­რი ვყო­ფილ­ვარ, სა­ბერ­ძნეთ­ში ხომ არ დავ­რჩე-მეთ­ქი?.. ამ დროს პირ­ვე­ლი გოგო, ვინც ყვა­ვი­ლე­ბი და­მა­ყა­რა, მო­ვი­და და ქარ­თუ­ლად მი­თხრა: ჩვენ ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი ვართ; დიდი ხა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­ვე­დით, ტე­ლე­ვი­ზი­ით გიც­ნობთ, პი­რა­დად პირ­ვე­ლად გნა­ხეთ და ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­დაო. ასე დავ­რჩი გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი (იღი­მის).

- თბი­ლის­ში ზა­ფხუ­ლის სი­ცხეს თავს სად აფა­რებთ? შვე­ბუ­ლე­ბა­ში არ გა­დი­ხართ?

- მე­ეჭ­ვე­ბა, რომ წელს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კოს­მა და­სას­ვე­ნებ­ლად მო­ი­ცა­ლოს. ყვე­ლა­ნი ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებ­ზე დავ­დი­ვართ. დას­ვე­ნე­ბის­თვის არ გვცა­ლია. როცა თბი­ლის­ში ვარ, დი­ლით ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ ან ფიტ­ნესკლუბ­ში ვვარ­ჯი­შობ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

კობა ხაბაზი: "ჩემზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ შეყვარებულს არასოდეს ვღალატობდი"

კობა ხაბაზი: "ჩემზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ შეყვარებულს არასოდეს ვღალატობდი"

სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, არჩევნების გამო, ამ ზაფხულს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი გამორჩეული წევრი კობა ხაბაზი დასასვენებლად ვერ იცლის - სხვადასხვა კუთხეში მოსახლეობას ხვდება, თბილისში ყოფნის პერიოდში კი დილაობით, ან ფეხბურთს თამაშობს, ან - ვარჯიშობს. ბატონ კობას ზღვა ძალიან უყვარს. საკრეისერო ნავებით რბოლაში საქართველოს ჩემპიონიც გახლავთ...

- ქობულეთელებმა არ ვიცით, დასვენება რას ნიშნავს: როგორც კი ზაფხული დგება, უმალ მასპინძლები ვხდებით, რადგან ძალიან ბევრი ახლობელი გვსტუმრობს. მასპინძლობა საპატიო ფუნქციაა, მაგრამ მაგალითად, 3 წლის წინ ისე დაემთხვა, რომ ქობულეთში დაახლოებით 15 ჩემი ახლო მეგობარი ერთდროულად ჩამოვიდა. ყველაზე შოკის მომგვრელი ის იყო, რომ მათ შორის 2 ადამიანიც ვერ ვიპოვე, რომელსაც ერთნაირი სურვილი ექნებოდა: ერთს ღამის კლუბში წასვლა უნდოდა, მეორეს - მდინარეზე, მესამეს - რესტორანში, მეოთხეს - ხულოს მთების დათვალიერება და ა.შ. ის 15 დღე დილიდან საღამომდე "გადარბენებზე" ვიყავი... ზაფხულში ქობულეთელი დასასვენებლად თუ წავა, მის შესახებ იტყვიან, - ცუდი კაცია, სტუმრებს დაემალაო. ჩემთვის პირადად, ზამთარში დასვენება გაცილებით უკეთესია, ვიდრე - ზაფხულში. ვცდილობ, ზამთარში მთაში ვიყო, თხილამურებზე ვიდგე. ჩემი და თხილამურების "ურთიერთობა" ძალიან სასაცილოა: ბაკურიანში ჩემს ახლო მეგობარს - გია კოპალეიშვილს სასტუმრო აქვს. იქ ვისვენებდი, მაგრამ მაშინ თხილამურებზე არასოდეს ვმდგარვარ. მთის ძირას ვიყავი. ვხედავდი, რომ ყველა სრიალებდა: მოხუცი, ახალგაზრდა, ბავშვი, მოზარდი... თურმე მეორე დღეს საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა და ყველანი სპორტსმენები ან ყოფილი სპორტსმენები ყოფილან, მე კი ვიფიქრე, - რადგან ყველა თხილამურებით სრიალებს, ე.ი. იოლია-მეთქი, თუმცა სრიალის სურვილი არ გამჩენია. ამასობაში ნაცნობი ჟურნალისტი გოგო შემხვდა. მკითხა: - სრიალებ, კობაო? ამხელა კაცმა "არ ვიცის" თქმა ვერ ვიკადრე, გავიბღინძე და ვუპასუხე: - კი, როგორ არა-მეთქი. - კარგი, მაშინ წავიდეთ, დავეშვათო, - მითხრა. ეს "დავეშვათ" ცოტა არ მომეწონა, მაგრამ ვიფიქრე, - ყველა თუ სრიალებს, მეც დავდგები თხილამურებზე, რა იქნება-მეთქი?!. მთის წვერზე ავედით. თურმე ჟურნალისტი გოგოც სპორტსმენი ყოფილა. ჯერ ის დაეშვა, შემდეგ - მე... დავეშვი და დავეშვი: ამოვიგდე ლავიწი, დავიმტვრიე, დავიმსხვრიე... გავბრაზდი: რას ჰქვია, ვერ ვისრიალე-მეთქი?! ჟურნალისტს მივუბრუნდი: რატომ არ მითხარი, თუ თხილამურებით სრიალი რთული იყო-მეთქი? გაოგნებული თვალებით მიყურებდა. გოგო მივატოვე, ტრავმატოლოგიურში ჩავედი, ლავიწი გავისწორე და საღამოს, გადახვეული ხელით, მთის წვერიდან დაშვება მარტომ ვცადე. პირველად 5-ჯერ წავიქეცი, მეორედ - 3-ჯერ, მესამედ - ერთხელ... ახლა პროფესიონალურ დონეზე ვერ ვსრიალებ, მაგრამ რაც მთავარია, აღარ ვეცემი ხოლმე. მაგალითად, შარშან გუდაურში ვიყავი. იქ ერთი ნაცნობი მწვრთნელია, რომელიც ბავშვებს ამეცადინებდა და თან, ეტყობა, ცალი თვალით მაკვირდებოდა. ბოლოს მომიახლოვდა და გაკვირვებულმა მითხრა, - ასეთი არაფერი მინახავს: ყველაფერს არასწორად აკეთებ, მაგრამ რაც მთავარია, არ წაქცეულხარ და ისრიალე, ჯანდაბას შენი თავიო (იცინის)!

- ქობულეთელმა კაცმა ალბათ, ცურვა კარგად იცით.

- შემიძლია, საათობით ვიცურაო და არაფერი მომივა, მაგრამ "ცურვის ცოდნას" სხვა რამეს ვეძახი: ჩემს ძმას შეუძლია, ქობულეთიდან ბათუმში ცურვით ჩავიდეს. თან, ძალიან კარგად და სწორად ცურავს. მე თუ დავიღლები, შემიძლია, წყალზე "წამოვწვე", დავისვენო და მერე ისევ ცურვა განვაგრძო. გია კოპალეიშვილს მცირე საკრეისერო ნავი ჰყავს. მე და გია საკრეისერო ნავებით რბოლაში საქართველოს ჩემპიონები ვართ - შარშანწინ მოვიგეთ. ჩემპიონატი 7 ეტაპისგან შედგებოდა. 5-ში პირველი ადგილი დავიკავეთ, 2-ში - მეოთხე და მეორე... ზღვა სიგიჟემდე მიყვარს! როცა მასზე ვფიქრობ, ხშირად ბოდლერის ლექსი - "ნაოსნობა" მახსენდება, რომელშიც, თუ არ ვცდები, ეს სიტყვებია: "ზღვა მოუხმობდა მხოლოდ მცირედთ, მხოლოდ უგუნურთ". ასე რომ, გარკვეულწილად, ვისაც ზღვა ძალიან ეძახის, უგუნურია, რადგან ხშირად ზღვა ისე "იხუტებს", რომ უკან აღარ აბრუნებს.

კობა ხაბაზი - ცურვა დამოუკიდებლად ისწავლეთ?

- ქობულეთთან ახლოს, სოფელ აჭყვისთავში ვცხოვრობ. ჩემს სახლთან მდინარე ჩამოდის. სახლიდან 200 მეტრის მოშორებით, ძალიან ლამაზი ჩანჩქერია, ჩანჩქერის ძირში პატარა ტბასავითაა. კამკამა წყალია. 4 წლიდან ბავშვები დროს იქ ვატარებდით. ცურვა როდის ვისწავლე, ვერც მივხვდი. ჩანჩქერი საკმაოდ მაღალი კლდიდან ეცემა. შეჯიბრება იყო - წყალში ვინ უფრო მაღლიდან გადმოხტებოდა. მეშვიდე-მერვე კლასში ვიყავი, როცა გავრისკე და იმაზე მაღლიდან გადმოვხტი, ვიდრე ის, ვინც ჩემამდე "რეკორდი" დაამყარა. შემდეგ ერთმა მომბაძა. მერე კლდის წვერიდან ვხტებოდით. ბოლოს ასეთი ავანტიურა ჩავიდინე: კლდის თავზე ხე იყო, იმ ხეზე ავძვერი და წყალში იქიდან გადავხტი. დღემდე "რეკორდსმენად" ვითვლები. განა იმიტომ, რომ ხიდან გადმოხტომა ვერავინ გაბედა, - უბრალოდ, ის ხე მოჭრეს (იცინის).

- თქვენი ძმა პროფესიონალი მოცურავეა?

- პროფესიონალურ დონეზე ცურავს, მაგრამ შეჯიბრებებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია. 20-25 წელია, რაც ბოდიბილდინგში, ძალოსნობასა და ცურვაში ყოველდღიურად ვარჯიშობს. მაგრამ თავის გამოჩენა არ უყვარს. ზღვაზე ყოფნისას, ტანზე რომ გაიხდის, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდება ხოლმე - ანტიკური აღნაგობა აქვს. სპორტის სასახლესთან რომ ქანდაკება დგას, დაახლოებით ისეთი კუნთები აქვს "ჩაწიკწიკებული" და ყველას ყურადღებას იპყრობს, მაგრამ არ უყვარს, როცა აკვირდებიან. შეიძლება, ამ ინტერვიუს გამო მეც "შავ დღეში" ჩამაგდოს (იცინის)... როცა პლაჟზე მიაჩერდებიან, მივა და შეეკითხება ხოლმე: სანამ გავცურავ, ტანსაცმელს მიმიხედავთო? გახარებული გოგონებიც პასუხობენ: - კიო! ის კი არ იციან, დილის 11 საათზე რომ გაცურავს, მხოლოდ საღამოს გამოჩნდება სადღაც ჰორიზონტზე... დაღლილი, მზით დამწვარი, გათანგული გოგონები დაინახავენ და გაუხარდებათ. ჩემი ძმა ტანზე ჩაიცვამს, გოგონებს მადლობას გადაუხდის და წავა. ყველა გაოგნებული რჩება... ბევრჯერ კურიოზული შემთხვევა ყოფილა: დიდხანს რომ აღარ გამოჩენილა, გოგონები განერვიულებულან, მაშველები გამოუძახიათ. ადრე მაშველები მის დასახმარებლად სპეციალური კატერებით მიდიოდნენ, ახლა კი ჯერ კითხულობენ: ასეთი და ასეთი აღნაგობის ხომ არ იყოო? გოგონები რომ უდასტურებენ, მაშველები ამბობენ: აა, ეგ ჯემალ ხაბაზია; დაანებეთ თავი, არ დაიხრჩობა, წყალში თევზივითააო. იმდენჯერ მოუხდათ მის "დასახმარებლად" ზღვაში გასვლა, რომ უკვე ყველა მაშველი იცნობს (იცინის).

- საკურორტო რომანებზე რა აზრის ხართ?

- ქობულეთელებს საკურორტო რომანების მიმართ ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს. წინათ რუსი დამსვენებლები რომ ჩამოდიოდნენ, მათთან რომანებს არ აბამდნენ, ძირითადად, ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საკურორტო რომანი კურორტზე ყოფნის პერიოდს საოცრად ალამაზებს, თუმცა სამწუხაროდ, მყარი სიყვარულით ან ოჯახის შექმნით ძალიან იშვიათად მთავრდება.

კობა ხაბაზი ვარდით- საკურორტო რომანი გქონიათ?

- არასოდეს, რადგან ყოველთვის შეყვარებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე საკმაოდ ბევრს ჭორაობენ, შემიძლია ვთქვა - როცა შეყვარებული მყავდა, მას არასოდეს ვღალატობდი. თუ ადამიანი გიყვარს, სხვასთან ყოფნა რატომ უნდა მოგინდეს, ვერ ვხვდები.

- განსაკუთრებული საზაფხულო თავგადასავალი გაიხსენეთ.

- ჩემი საქორწინო მოგზაურობა ყველაზე განსაკუთრებული იყო: თურქეთში ვიყავით. მანქანა ბათუმში დავტოვეთ და ფეხით ვიარეთ. ოშკი, ხახული, პარხალი, იშხანი, ოპიზა ფეხით მოვიარეთ. დილის 7 საათზე ვდგებოდით და ღამის 2 საათზე ტყეში კარავს ვშლიდით, ვიძინებდით. თაფლობის თვე არ გამოგვივიდა - ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ არაფრის თავი აღარ გვქონდა (იცინის). დოლისყანის ეკლესია დავათვალიერეთ. იქ მეწყერი ჩამოწვა და ცალი მხრიდან შეანგრია. შენგრეულ მიწაზე ფიცარნაგი "გადააგეს". ჯამეში ქართველი მოლა დაგვხვდა. ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდა. გვითხრა: დოლისყანის ეკლესია ქრისტიანულ სალოცავებს შორის იმდენად უძველესია, რომ ჩვენთან იაპონიიდან, ამერიკიდან, კანადიდან, გერმანიიდან მეცნიერები ჩამოდიან და აქაურობას ათვალიერებენ; აქ ქართველი პირველად ვნახე, ამიტომ რაღაც უნდა გაჩვენოთო. ქვემოთ ჩაგვიყვანა, სადაც მეწყერი იყო ჩამოწოლილი. გვირაბში შეგვიყვანა. ქვემოთ ყველაფერი გაწმენდილი დაგვხვდა. ფრესკები ვნახეთ, რომელზეც მოლამ გვითხრა: გერმანიიდან რესტავრატორი ჩამოვიყვანე და საკუთარი სოფლის ხარჯებით აღვადგენინეო. წარმოიდგინეთ - მოლას რესტავრატორი ღვთისმშობლის და მაცხოვრის ფრესკების აღსადგენად ჩამოჰყავს. ეს ხომ სუფთა ქართული სულის ყივილია! სრული ბედნიერების განცდა დამეუფლა...

- მორწმუნე ხართ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც არ მიყვარს: ვამბობთ, რომ მორწმუნეები ვართ, მაგრამ - ცუდი აღმსარებლები. ზაფხულში, ზღვაზე ქალები პარეოს შემოიხვევენ და დადიან. როგორ არ გავიფიქრო, - რა ლამაზია, რა სასურველი!.. ერთხელ ზაფხულში მოძღვართან მივედი და ვუთხარი: - შემიძლია, ცოდვა არ ჩავიდინო, მაგრამ როგორ არ გავიფიქრო-მეთქი?.. მიპასუხა: ყველანი ცოდვის შვილები ვართ, ამიტომ, როცა ასეთ რაღაცას გაიფიქრებ, მთლად ხმამაღლა - არა, მაგრამ თქვი: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ეს ის პერიოდია, როცა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ მიტინგები იმართებოდა. ყველას გიჟი ვეგონე: ხან მცემდნენ, ხან - მიჭერდნენ, რა აღარ გადამხდენია... ერთი კვირის შემდეგ მოძღვართან ისევ მივედი და ვუთხარი, - არაფერი გამოვა-მეთქი. - რატომო? - მკითხა. ვუპასუხე: ამ მიტინგების გადამკიდე, ხალხს ისედაც გიჟი ვგონივარ, მე კიდევ, მთელი დღე ქუჩაში დავდივარ, აქეთ-იქით ვიყურები და "უფალო, შემიწყალეს" ვიმეორებ; იტყვიან, - კობა ხაბაზი გაგიჟდა, ქუჩაში ლაპარაკი დაიწყოო (იცინის).

კობა ხაბაზი- უცხოეთში დასასვენებლად არ მიემგზავრებით ხოლმე?

- უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ დასასვენებლად - არასოდეს. ყველა ქვეყანა საოცარია - თავისი წარსულით, რეალობით, ისტორიული ნაგებობებით, ხალხის შრომის შედეგით, მაგრამ მაგალითად, საბერძნეთში, რომელიც აკროპოლისის სამშობლოა, გავოგნდი, როცა იქაურ "ბუზუკში" ვიყავი. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ავხსნი: "ბუზუკი" იგივეა, რაც ჩვენთან - ღამის კლუბი. მოკლედ, ჩვენს ელჩთან ერთად, წავედი "ბუზუკში", რომელიც კულტურული ცხოვრების "ქვაკუთხედია": ცნობილი შემსრულებლები გამოდიან, ცეკვავენ, მღერიან... პირველად მაშინ გავოგნდი, როცა გარკვეული თანხა გადავიხადე და "ბუზუკში" შევედი. სასმელი მოგვიტანეს; საჭმელი არ იყიდება. გამიკვირდა: ამ დაწესებულების შემოსავლის წყარო რა არის-მეთქი? გოგონები დადიოდნენ, რომლებსაც ხელში 10-10 თეფში ეჭირათ; თეფშებზე ყვავილები ეწყო; თითოეული თეფში 10 ევრო ღირდა. ყვავილები უნდა აგეღო და ვინც მოგეწონებოდა, იმისთვის გესროლა, მაგალითად - მომღერლისთვის, გვერდით მჯდომისთვის... უცებ წარმოვიდგინე, ეს რომ საქართველოში გააკეთო: ბიჭი გოგოსთან ერთად შემოდის, ვიღაც ბიჭს ეს გოგო მოეწონა და ყვავილებს ესვრის - ხომ ჩხუბი ატყდება?!. იქ აბსოლუტურად პირიქითაა: თუ ბარში გოგოსთან ერთად შეხვალ და მას ყვავილებს არავინ ესვრის, თავს უხერხულად იგრძნობ და შეიძლება, ისიც კი იფიქრო, - რა მახინჯთან ერთად შემოვსულვარო!.. ის კი არა, გოგონები "ბუზუკში" შეყვარებულთან ერთად რომ მიდიან, ახლობლებს, ნათესავებს ფულს აძლევენ და აფრთხილებენ: ყვავილები ყველამ მე მესროლეთო. ცხადია, ასეთ დროს ბიჭი ფიქრობს: რა მაგარი გოგო მყოლია, ყველას მოსწონსო... ვიჯექი ბარში, სიტუაციას ვაკვირდებოდი, უეცრად მომიახლოვდა ერთი გამყიდველი გოგონა, რომელსაც ხელში 10 თეფში ანუ 100 ევროს ღირებულების ყვავილები ეჭირა, და ყველა ყვავილი მე დამაყარა თავზე. ვიფიქრე, - მიხვდა, რომ უცხოელი ვარ და უნდა, ამ ამბავში "ჩამითრიოს", ყვავილები მაყიდვინოს-მეთქი, მაგრამ ჩვენმა ელჩმა მითხრა: კობა, ასე არ ხდება, მაგ გოგოს ხელფასი 100 ევროზე მეტი კი არ არის; ყვავილები შენ რატომ დაგაყარა, ვერ ვხვდებიო. ამასობაში, მეორე გამყიდველი გოგო გაჩერდა და მანაც 100 ევროს ყვავილები სათითაოდ დამაყარა თავზე. ვიფიქრე, რომ გოგონას მოვეწონე. მალე მესამე გოგოც მოვიდა და ყვავილები დამაყარა. ვიფიქრე, რომ ისეთი აღნაგობა მაქვს, რომელსაც ქართველი ქალები ვერ აფასებენ, სამაგიეროდ, ბერძენი გოგონები გიჟდებიან. გარკვეული პოზების მიღებაც კი დავიწყე - აქეთ-იქით ვტრიალებდი, თავს აპოლონს ვადარებდი, ვფიქრობდი, რა მაგარი ვყოფილვარ, საბერძნეთში ხომ არ დავრჩე-მეთქი?.. ამ დროს პირველი გოგო, ვინც ყვავილები დამაყარა, მოვიდა და ქართულად მითხრა: ჩვენ ქობულეთელები ვართ; დიდი ხანია, საქართველოდან წამოვედით, ტელევიზიით გიცნობთ, პირადად პირველად გნახეთ და ძალიან გაგვიხარდაო. ასე დავრჩი გაწბილებული (იღიმის).

- თბილისში ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებთ? შვებულებაში არ გადიხართ?

- მეეჭვება, რომ წელს რომელიმე პოლიტიკოსმა დასასვენებლად მოიცალოს. ყველანი ამომრჩევლებთან შეხვედრებზე დავდივართ. დასვენებისთვის არ გვცალია. როცა თბილისში ვარ, დილით ფეხბურთს ვთამაშობ ან ფიტნესკლუბში ვვარჯიშობ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"