პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკაში დაბრუნებული ზურა ხაჩიძე წინასაარჩევნო კონცერტებისთვის ემზადება
პოლიტიკაში დაბრუნებული ზურა ხაჩიძე წინასაარჩევნო კონცერტებისთვის ემზადება

"გა­დავ­წყვი­ტე, ხალ­ხს სი­მარ­თლე ვუ­თხრა", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი ზუ­რაბ ხა­ჩი­ძე, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ემ­ზა­დე­ბა. რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, ის ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან, რო­გორც მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტი, დი­დუ­ბე­ში იყ­რის კენ­ჭს. მისი პარ­ტი­ის ლი­დე­რი ამ­ბობს, რომ ზუ­რამ ზუს­ტად იცის, რო­გორ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა ცხოვ­რე­ბა და რა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

- ზურა, რო­გორც მახ­სოვს, პო­ლი­ტი­კი­დან ერთხელ უკვე წახ­ვე­დით; რა­ღა­ტომ დაბ­რუნ­დით?

- შე­უძ­ლე­ბე­ლია, შო­რი­დან გულ­გრი­ლად უყუ­რო იმ ყვე­ლა­ფერს, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. ახლა ჩვენს ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა თა­ნად­გო­მა. მინ­და, ახალ­გაზ­რდებს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცე, რათა არ და­იბ­ნენ და სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ. გულ­გრი­ლო­ბა ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სია. ჩემს გუნდთან ერ­თად, ხალ­ხს აუ­ცი­ლებ­ლად ვე­ტყვი სი­მარ­თლეს იმის შე­სა­ხებ, თუ რა უსა­მარ­თლო­ბას სჩა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორ აში­ნებს, ატე­რო­რებს და აშან­ტა­ჟებს პა­ტი­ო­სან ადა­მი­ა­ნებს.

- ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ჩემ­სა და ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რებ­თან უკვე დიდი ხა­ნია, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ჩვენ საქ­მი­ა­ნი სა­უბ­რე­ბი ჯერ კი­დევ ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის დროს და­ვი­წყეთ. მა­შინ ვერ შევ­ჯერ­დით: საქ­მე­ე­ბი მქონ­და სა­ზღვარ­გა­რეთ და იქ წას­ვლა ვარ­ჩიე. ახლა დავ­ბრუნ­დი და მათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ისევ შე­მომ­თა­ვა­ზეს. ბევ­რი აღარ მი­ფიქ­რია. ამ პარ­ტი­ა­ში ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რია და გა­დავ­წყვი­ტე, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მათ­თან ერ­თად ვიბ­რძო­ლო.

- ადრე "ახალ მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­თან" ერ­თად იბ­რძო­დით...

- თა­ვი­დან გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას­თან ვი­ყა­ვი, შემ­დეგ უკვე "ახალ მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­ში" აღ­მოვ­ჩნდი. იქ საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

- იქი­დან რა­ტომ წა­მოხ­ვე­დით?

- ცუ­დად არ წა­მოვ­სულ­ვარ, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მქონ­და გა­სა­კე­თე­ბე­ლი. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვე­დი.

- რა მიზ­ნით?

- სას­წავ­ლებ­ლად და საქ­მის ასა­წყო­ბად. ჰო­ლან­დი­ა­ში ფეხ­ბურ­თის მე­ნე­ჯმენ­ტი შე­ვის­წავ­ლე, სა­ბერ­ძნეთ­ში კი ჩემი საქ­მე ავა­წყვე.

- "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" ერ­თად შეკ­რე­ბა­სა და ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბას აპი­რებ­დით. გა­და­ი­ფიქ­რეთ?

- არა, აქამ­დე ჩვე­ნი იდეა მხო­ლოდ იმი­ტომ ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყველ­გან გვბლო­კავ­და, ტე­ლე­ვი­ზია იქ­ნე­ბო­და ეს, თუ - რა­დიო. ალ­ბათ გახ­სოვთ, 2007 წლის აქ­ცი­ებ­ში რომ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. აი, სწო­რედ იმის მერე ამოგ­ვი­ჩე­მეს და აღარ გაგ­ვა­ხა­რეს. ახლა ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის სა­ხე­ლით, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ვა­პი­რებთ კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვას. ამის შე­სა­ხებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ მალე გა­ი­გებს.

- ისევ ძვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა დარ­ჩე­ბა?

- სამ­ნი ვიქ­ნე­ბით - მე, ირაკ­ლი ნო­ზა­ძე და პა­ა­ტა ხა­ჩი­ძე. მხო­ლოდ გუ­რა­მი­კო არ გვე­ყო­ლე­ბა. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის ამე­რი­კა­შია.

- ე.ი. თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა?

- არა, რა­ტომ?! დი­დუ­ბე­ში ამომ­რჩევ­ლებს ვხვდე­ბი, უამ­რა­ვი საქ­მე მაქვს. კონ­ცერ­ტებ­საც გავ­მარ­თავ და საქ­მე­საც მივ­ხე­დავ. სი­ტყვას გაძ­ლევთ, რომ ხელს არც ერთს და­ვაკ­ლებ.

- ამომ­რჩევ­ლებს კონ­კრე­ტუ­ლად რა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ჰპირ­დე­ბით?

- მთა­ვა­რია, ხალ­ხი ში­შის­გან, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" უსა­მარ­თლო მმარ­თვე­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. აი, ეს არის ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. ძა­ლი­ან მინ­და, ქვე­ყა­ნა­ში უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მა არ იდ­გეს. ჩემი თა­ნა­ტო­ლი, ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭე­ბი სამ­სა­ხურს ვერ შო­უ­ლო­ბენ. დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბად თუ და­ი­წყე სად­მე მუ­შა­ო­ბა, ე.ი. მაგ­რად გა­გი­მარ­თლა, - ეს მათ­თვის მაქ­სი­მუ­მია. უმ­რავ­ლე­სო­ბა ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­თა­მა­შო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­დის იმ იმე­დით, რომ მცი­რე თან­ხას მა­ინც მო­ი­გებს. ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­თან ერ­თად, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ეს სა­ში­ნე­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლოს.

- ამ საქ­მე­ში თქვე­ნი მე­უღ­ლე, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­აც გეხ­მა­რე­ბათ?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ერ­თად ვიბ­რძო­ლებთ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ და ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბით საქ­მეს. მე და ჩემს მე­უღ­ლეს ად­რეც არა­ერ­თხელ გა­მოგ­ვი­ხა­ტავს ოპო­ზი­ცი­უ­რი აზრი, რის გა­მოც მაგ­რა­დაც მოგ­ვხვედ­რია. გა­მუდ­მე­ბით და­ჭე­რით გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ. ზე­წო­ლა­სა და შან­ტაჟს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ახ­ლაც ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებთ...

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

პოლიტიკაში დაბრუნებული ზურა ხაჩიძე წინასაარჩევნო კონცერტებისთვის ემზადება

პოლიტიკაში დაბრუნებული ზურა ხაჩიძე წინასაარჩევნო კონცერტებისთვის ემზადება

"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე ვუთხრა", - ამბობს მომღერალი ზურაბ ხაჩიძე, რომელიც მისივე თქმით, სააკაშვილთან საბრძოლველად ემზადება. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან, როგორც მაჟორიტარი კანდიდატი, დიდუბეში იყრის კენჭს. მისი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ზურამ ზუსტად იცის, როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება და რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიზნის მისაღწევად.

- ზურა, როგორც მახსოვს, პოლიტიკიდან ერთხელ უკვე წახვედით; რაღატომ დაბრუნდით?

- შეუძლებელია, შორიდან გულგრილად უყურო იმ ყველაფერს, რაც დღეს საქართველოში ხდება. ახლა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. მინდა, ახალგაზრდებს სწორი მიმართულება მივცე, რათა არ დაიბნენ და სწორი არჩევანი გააკეთონ. გულგრილობა ღალატის ტოლფასია. ჩემს გუნდთან ერთად, ხალხს აუცილებლად ვეტყვი სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა უსამართლობას სჩადის ხელისუფლება, როგორ აშინებს, ატერორებს და აშანტაჟებს პატიოსან ადამიანებს.

- ქრისტიან-დემოკრატებთან თანამშრომლობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ჩემსა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებთან უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჩვენ საქმიანი საუბრები ჯერ კიდევ ქალაქის საკრებულოს არჩევნების დროს დავიწყეთ. მაშინ ვერ შევჯერდით: საქმეები მქონდა საზღვარგარეთ და იქ წასვლა ვარჩიე. ახლა დავბრუნდი და მათ თანამშრომლობა ისევ შემომთავაზეს. ბევრი აღარ მიფიქრია. ამ პარტიაში ბევრი ჩემი მეგობარია და გადავწყვიტე, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მათთან ერთად ვიბრძოლო.

- ადრე "ახალ მემარჯვენეებთან" ერთად იბრძოდით...

- თავიდან გაერთიანებულ ოპოზიციასთან ვიყავი, შემდეგ უკვე "ახალ მემარჯვენეებში" აღმოვჩნდი. იქ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე.

- იქიდან რატომ წამოხვედით?

- ცუდად არ წამოვსულვარ, უბრალოდ, ძალიან ბევრი საქმე მქონდა გასაკეთებელი. როგორც უკვე გითხარით, საზღვარგარეთ წავედი.

- რა მიზნით?

- სასწავლებლად და საქმის ასაწყობად. ჰოლანდიაში ფეხბურთის მენეჯმენტი შევისწავლე, საბერძნეთში კი ჩემი საქმე ავაწყვე.

- "ქუჩის ბიჭები" ერთად შეკრებასა და ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებდით. გადაიფიქრეთ?

- არა, აქამდე ჩვენი იდეა მხოლოდ იმიტომ ვერ განვახორციელეთ, რომ ხელისუფლება ყველგან გვბლოკავდა, ტელევიზია იქნებოდა ეს, თუ - რადიო. ალბათ გახსოვთ, 2007 წლის აქციებში რომ ვმონაწილეობდით. აი, სწორედ იმის მერე ამოგვიჩემეს და აღარ გაგვახარეს. ახლა ქრისტიან-დემოკრატების სახელით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ვაპირებთ კონცერტების გამართვას. ამის შესახებ, საზოგადოება სულ მალე გაიგებს.

- ისევ ძველი შემადგენლობა დარჩება?

- სამნი ვიქნებით - მე, ირაკლი ნოზაძე და პაატა ხაჩიძე. მხოლოდ გურამიკო არ გვეყოლება. როგორც მოგეხსენებათ, ის ამერიკაშია.

- ე.ი. თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობა კონცერტების ჩატარებით შემოიფარგლება?

- არა, რატომ?! დიდუბეში ამომრჩევლებს ვხვდები, უამრავი საქმე მაქვს. კონცერტებსაც გავმართავ და საქმესაც მივხედავ. სიტყვას გაძლევთ, რომ ხელს არც ერთს დავაკლებ.

- ამომრჩევლებს კონკრეტულად რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდებით?

- მთავარია, ხალხი შიშისგან, "ნაციონალების" უსამართლო მმართველობისგან გათავისუფლდეს. აი, ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. ძალიან მინდა, ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა არ იდგეს. ჩემი თანატოლი, ახალგაზრდა, ნიჭიერი ბიჭები სამსახურს ვერ შოულობენ. დისტრიბუტორებად თუ დაიწყე სადმე მუშაობა, ე.ი. მაგრად გაგიმართლა, - ეს მათთვის მაქსიმუმია. უმრავლესობა ტოტალიზატორებსა და სხვადასხვა სათამაშო დაწესებულებაში დადის იმ იმედით, რომ მცირე თანხას მაინც მოიგებს. ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საშინელი ვითარება შეიცვალოს.

- ამ საქმეში თქვენი მეუღლე, ხათუნა ჟორდანიაც გეხმარებათ?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ რეჟიმის წინააღმდეგ და ბოლომდე მივყვებით საქმეს. მე და ჩემს მეუღლეს ადრეც არაერთხელ გამოგვიხატავს ოპოზიციური აზრი, რის გამოც მაგრადაც მოგვხვედრია. გამუდმებით დაჭერით გვემუქრებოდნენ. ზეწოლასა და შანტაჟს ამ ხელისუფლებისგან ახლაც ველოდები, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებთ...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება