ბიძინა ივანიშვილი - ამერიკელმა სენატორებმა კარგად დაინახეს, რომ რასაც სააკაშვილი ამბობს ჩემზე, სიცრუეა

ბიძინა ივანიშვილი - ამერიკელმა სენატორებმა კარგად დაინახეს, რომ რასაც სააკაშვილი ამბობს ჩემზე, სიცრუეა

ამერიკელმა სენატორებმა კარგად დაინახეს, რომ რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს ჩემზე, სიცრუეა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ამერიკელი სენატორების შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და ამერიკელ სენატორებს აინტერესებდათ დღევანდელი რეალობა და "ქართული ოცნების" პოზიცია.

"მათ კარგად იცოდნენ ყველაფერი, თუმცა ჩვენგან კიდევ უფრო კარგად დაინახეს დღევანდელი რეალობა", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, სენატორებს ასევე აინტერესებდათ მისი ბიოგრაფიაც.

ჯონ მაკკეინი ივანიშვილთან შეხვედრაზე"განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმით, რასაც სააკაშვილი ჩემს რუსეთში ქონებასთან დაკავშირებით საუბრობს. მაკკეინს ისიც ვუთხარი, რომ გუშინ რუსეთში ჩემი ბოლო ქონება ცნობილმა ამერიკულმა ფონდმა შეიძინა. საუბარია სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ ქონებაზე. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ რასაც სააკაშვილი ამბობს ჩემზე, რომ ვარ კრემლის აგენტი, სიცრუეა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას სენატორებს გააცნეს სიცრუისა და ძალადობის ფაქტები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.

ჯონ მაკკეინი ივანიშვილთან შეხვედრაზე"ჩვენ დავპირდით, რომ მოვახერხებთ პროცესების არჩევნებამდე მიყვანას და დემოკრატიულად ჩავანაცვლებთ ხელისუფლებას", - დასძინა ივანიშვილმა.

აშშ-ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით საქართველოს დღეს, ორდღიანი ვიზიტით ეწვია. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი (დამოუკიდებელი, კონეკტიკუტის შტატი) და სენატორი ლინდსი გრემი ("რესპუბლიკური პარტია", სამხრეთი კაროლინა).

ვიზიტის ფარგლებში სენატორები დღეს პრესკონფერენციასაც გამართავენ.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილი ჯონ მაკკეინსა და სხვა ამერიკელ სენატორებს ხვდება

ამერიკელმა სენატორებმა კარგად დაინახეს, რომ რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს ჩემზე, სიცრუეა - ბიძინა ივანიშვილი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა