პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა მრევლს მოუწოდა, არჩევნებში მხარი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა მრევლს მოუწოდა, არჩევნებში მხარი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ

კვი­რას, 2 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის ვიცე-მერი მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი გერ­მა­ნი­ა­ში, მი­უნ­ხე­ნის ქარ­თულ ტა­ძარ­ში გა­მარ­თულ წირ­ვა­ზე და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ აბ­რა­ამ გარ­მე­ლი­ას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მიტ­რო­პო­ლიტ­მა წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა და მრევლს მო­უ­წო­და, არ­ჩევ­ნებ­ში მხა­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­უ­ჭი­რონ. ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად იტა­ლი­ას ეწ­ვე­ვა, სა­დაც ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ცხოვ­რობს და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ეტა­პობ­რი­ვად მო­ივ­ლი­ან ევ­რო­პის ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას, სა­დაც ბევ­რი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტია... ქა­და­გე­ბი­სას მიტ­რო­პო­ლიტ­მა სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ნა­წილს - მე­უ­ფე იობს, მამა ბარ­თლო­მე ფირ­ცხა­ლაშ­ვილს და დე­კა­ნოზ ტა­რი­ელ სი­კინ­ჭი­ლაშ­ვილს, საქ­ცი­ე­ლი არ მო­უ­წო­ნა, თუმ­ცა მიტ­რო­პო­ლიტს მათი სა­ხე­ლე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, მან უბ­რა­ლოდ გა­ნა­ცხა­და, რომ რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირი უწ­მინ­დე­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­ე­მორ­ჩი­ლა. ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა პო­ლი­ტი­კურ და პარ­ტი­ულ საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვო­სო, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა აბ­რა­ამ­მა, თუმ­ცა, მრევ­ლის თქმით, თვი­თონ მიტ­რო­პო­ლიტ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ამ­ბი­ო­ნი­დან გა­ა­კე­თა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" პორ­ტუ­გა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ ლი­სა­ბონ­ში და­უ­კავ­შირ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რს, ქარ­თუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძეს, რო­მელ­მაც მიტ­რო­პო­ლიტ აბ­რა­ა­მი­სა და მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის მი­უნ­ხე­ნის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სა და სტუმ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა:

- მიტ­რო­პო­ლი­ტი აბ­რა­ამ გარ­მე­ლია და მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი მი­უნ­ხე­ნის ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვი­სას გა­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი და­უ­ფა­რა­ვად მო­უ­წო­დებ­დნენ მრევლს, მხა­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" და­ე­ჭი­რათ. ქა­და­გე­ბი­სას მიტ­რო­პო­ლიტ­მა ბრძა­ნა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი ძალა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ ის ხმას არ მის­ცემს პარ­ტი­ას, რო­მელ­საც არ აინ­ტე­რე­სებს აფხა­ზე­თი, აგ­რეთ­ვე, მას, ვინც პრე­ზი­დენტს ომის და­წყე­ბა და­აბ­რა­ლა. ჩანს, მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და მისი ლი­დე­რი იგუ­ლის­ხმა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა მრევლს მოუწოდა, არჩევნებში მხარი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა მრევლს მოუწოდა, არჩევნებში მხარი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ

კვირას, 2 სექტემბერს, თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი გერმანიაში, მიუნხენის ქართულ ტაძარში გამართულ წირვაზე დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიასთან ერთად გამოჩნდა.

ქართველი ემიგრანტების განცხადებით, მიტროპოლიტმა წირვის დასრულების შემდეგ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და მრევლს მოუწოდა, არჩევნებში მხარი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" სასულიერო პირებთან ერთად იტალიას ეწვევა, სადაც ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და არჩევნებამდე ეტაპობრივად მოივლიან ევროპის ყველა იმ ქვეყანას, სადაც ბევრი ქართველი ემიგრანტია... ქადაგებისას მიტროპოლიტმა სინოდის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და სასულიერო პირების ნაწილს - მეუფე იობს, მამა ბართლომე ფირცხალაშვილს და დეკანოზ ტარიელ სიკინჭილაშვილს, საქციელი არ მოუწონა, თუმცა მიტროპოლიტს მათი სახელები არ დაუკონკრეტებია, მან უბრალოდ განაცხადა, რომ რამდენიმე სასულიერო პირი უწმინდესის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა. ყველა სასულიერო პირმა პოლიტიკურ და პარტიულ საქმეებში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოსო, - განაცხადა მიტროპოლიტმა აბრაამმა, თუმცა, მრევლის თქმით, თვითონ მიტროპოლიტმა პოლიტიკური განცხადებები ამბიონიდან გააკეთა. "ყველა სიახლე" პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაუკავშირდა "ქართული ოცნების" წევრს, ქართული ასოციაციის ხელმძღვანელ ირაკლი ბარამიძეს, რომელმაც მიტროპოლიტ აბრაამისა და მამუკა ახვლედიანის მიუნხენის ტაძარში ქადაგებისა და სტუმრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა:

- მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია და მამუკა ახვლედიანი მიუნხენის ტაძარში საკვირაო წირვისას გამოჩნდნენ. ისინი დაუფარავად მოუწოდებდნენ მრევლს, მხარი "ნაციონალური მოძრაობისთვის" დაეჭირათ. ქადაგებისას მიტროპოლიტმა ბრძანა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ჭეშმარიტი ძალა. მან განაცხადა, რომ ის ხმას არ მისცემს პარტიას, რომელსაც არ აინტერესებს აფხაზეთი, აგრეთვე, მას, ვინც პრეზიდენტს ომის დაწყება დააბრალა. ჩანს, მან "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი იგულისხმა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"