სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი საქმრო შაკირას საუკეთესო წლების შეწირვისთვის 45 მლნ დოლარს სთხოვს
ყოფილი საქმრო შაკირას საუკეთესო წლების შეწირვისთვის 45 მლნ დოლარს სთხოვს

კო­ლუმ­ბი­ე­ლი მომ­ღერ­ლის, შა­კი­რას ყო­ფი­ლი საქმრო, არ­გენ­ტი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ფერ­ნან­დო დე ლა რუა ან­ტო­ნიო მომ­ღე­რალს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის და მის­გან 45 მლნ დო­ლარს ითხოვს. წყვი­ლი 10-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2011 წლის იან­ვარ­ში დას­ცილ­და.

ან­ტო­ნიო სა­კუ­თარ ფი­ნან­სურ პრე­ტენ­ზი­ებს იმით ხსნის, რომ მომ­ღე­რალ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დროს მას სა­რეკ­ლა­მო აგენ­ტის კა­რი­ე­რის დათ­მო­ბა უწევ­და და მომ­გე­ბი­ან კონ­ტრაქ­ტებ­სა და წი­ნა­და­დე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც მის­თვის 200 მლნ დო­ლარ­ზე მე­ტის მო­ტა­ნა შე­ეძ­ლო, უარს ამ­ბობ­და. დე ლა რუას თქმით, მან მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რას თავი მი­უ­ძღვნა, რად­გან მისი აგენ­ტი იყო.

არ­გენ­ტი­ნელ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა მათი ერ­თად ყოფ­ნის დროს მომ­ღერ­ლის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხის, 252 მლნ დო­ლა­რის 18%, ანუ 45 მლნ დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვოს. დე ლა რუა შა­კი­რას­თან ერ­თად შე­ძე­ნი­ლი ურუგ­ვა­ის მა­მუ­ლი­სა და ნიუ-იორ­კის აპარ­ტა­მენ­ტე­ბი­თაც არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

ამას­თან, მომ­ღერ­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შა­კი­რა ვალ­დე­ბუ­ლი არაა რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი თან­ხა გა­და­ი­ხა­დოს, გარ­და იმი­სა, რაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს შო­რის ხელ­მო­წე­რილ შე­თან­ხმე­ბა­ში იყო გან­სა­ზღვრუ­ლი. შე­თან­ხმე­ბა სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტის მსგავს დო­კუ­მენტს წარ­მო­ად­გენს.

ან­ტო­ნიო დე ლა რუა და შა­კი­რა 2 წლის წინ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ამ­ჟა­მად მომ­ღე­რა­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" მცველს, ჟერ­არ პი­კეს ხვდე­ბა და მის­გან ბავ­შვსაც ელო­დე­ბა. პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ღე­რალ­მა 2013 წლის იან­ვრის ბო­ლოს უნდა გა­ა­ჩი­ნოს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Colombia Reports-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ყოფილი საქმრო შაკირას საუკეთესო წლების შეწირვისთვის 45 მლნ დოლარს სთხოვს

ყოფილი საქმრო შაკირას საუკეთესო წლების შეწირვისთვის 45 მლნ დოლარს სთხოვს

კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას ყოფილი საქმრო, არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, ფერნანდო დე ლა რუა ანტონიო მომღერალს სასამართლოში უჩივის და მისგან 45 მლნ დოლარს ითხოვს. წყვილი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად 2011 წლის იანვარში დასცილდა.

ანტონიო საკუთარ ფინანსურ პრეტენზიებს იმით ხსნის, რომ მომღერალთან თანაცხოვრების დროს მას სარეკლამო აგენტის კარიერის დათმობა უწევდა და მომგებიან კონტრაქტებსა და წინადადებებზე, რომლებსაც მისთვის 200 მლნ დოლარზე მეტის მოტანა შეეძლო, უარს ამბობდა. დე ლა რუას თქმით, მან მომღერლის კარიერას თავი მიუძღვნა, რადგან მისი აგენტი იყო.

არგენტინელმა ჩათვალა, რომ სრულიად კანონიერი იქნება მათი ერთად ყოფნის დროს მომღერლის მიერ გამომუშავებული თანხის, 252 მლნ დოლარის 18%, ანუ 45 მლნ დოლარი მოითხოვოს. დე ლა რუა შაკირასთან ერთად შეძენილი ურუგვაის მამულისა და ნიუ-იორკის აპარტამენტებითაც არის დაინტერესებული.

ამასთან, მომღერლის ადვოკატმა განაცხადა, რომ შაკირა ვალდებული არაა რაიმე დამატებითი თანხა გადაიხადოს, გარდა იმისა, რაც შეყვარებულებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაში იყო განსაზღვრული. შეთანხმება საქორწინო კონტრაქტის მსგავს დოკუმენტს წარმოადგენს.

ანტონიო დე ლა რუა და შაკირა 2 წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ამჟამად მომღერალი საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მცველს, ჟერარ პიკეს ხვდება და მისგან ბავშვსაც ელოდება. პრესის ინფორმაციით, მომღერალმა 2013 წლის იანვრის ბოლოს უნდა გააჩინოს.

მომზადებულია Colombia Reports-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება