პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - "იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ და ყველაფერი კარგად იქნება"
ილია მეორე - "იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ და ყველაფერი კარგად იქნება"

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო სამ­შვი­დო­ბოს გავა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ილია მე­ო­რემ ბოლ­ნის­ში ბრძა­ნა, სა­დაც ეპარ­ქი­ის მო­სა­ლო­ცად იმ­ყო­ფე­ბო­და.

პატ­რი­არ­ქმა ბოლ­ნი­სის ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო და­ლო­ცა.

"იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი დამ­შვიდ­დე­ბა და ჩვენ სამ­შვი­დო­ბო გზა­ზე გა­ვალთ. ღმერ­თი მოგ­ვცემს სიმ­შვი­დეს, სი­მარ­თლეს, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა ასე­ვე ბოლ­ნე­ლი ეპის­კო­პო­სის, ეფ­რე­მის ღვაწლ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მან სა­კუ­თა­რი ხე­ლით აღად­გი­ნა ბოლ­ნი­სის წმინ­და ეპარ­ქია.

"და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მი­სა და გა­ცი­ე­ბუ­ლი კე­რის აღ­დგე­ნის­თვის" პატ­რი­არ­ქმა ეფ­რემ ეპის­კო­პო­სი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის ხა­რისხში აიყ­ვა­ნა. მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა კი ილია მე­ო­რეს ბოლ­ნუ­რი ჯვა­რი უსახ­სოვ­რა.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ბოლ­ნი­სის ეპარ­ქი­ას მო­სა­ლო­ცად დღეს ეწ­ვია. ასე­ვე, ილია მე­ო­რე კაზ­რე­თის კვარ­ცის მწარ­მო­ე­ბელ სა­წარ­მოს ეს­ტუმ­რე­ბა, კაზ­რე­თის სა­მე­ბის ტა­ძარს, ასე­ვე რა­ჭი­სუ­ბანს მო­ი­ლო­ცავს და სო­ფელ რა­ტე­ვა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ილია მეორე - "იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ და ყველაფერი კარგად იქნება"

ილია მეორე - "იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ და ყველაფერი კარგად იქნება"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველო სამშვიდობოს გავა და ყველაფერი კარგად იქნება. ამის შესახებ ილია მეორემ ბოლნისში ბრძანა, სადაც ეპარქიის მოსალოცად იმყოფებოდა.

პატრიარქმა ბოლნისის ტაძარში შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა.

"იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დამშვიდდება და ჩვენ სამშვიდობო გზაზე გავალთ. ღმერთი მოგვცემს სიმშვიდეს, სიმართლეს, საქართველოს ერთიანობას და კეთილდღეობას", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე ბოლნელი ეპისკოპოსის, ეფრემის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან საკუთარი ხელით აღადგინა ბოლნისის წმინდა ეპარქია.

"დაუღალავი შრომისა და გაციებული კერის აღდგენისთვის" პატრიარქმა ეფრემ ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. მთავარეპისკოპოსმა კი ილია მეორეს ბოლნური ჯვარი უსახსოვრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოლნისის ეპარქიას მოსალოცად დღეს ეწვია. ასევე, ილია მეორე კაზრეთის კვარცის მწარმოებელ საწარმოს ესტუმრება, კაზრეთის სამების ტაძარს, ასევე რაჭისუბანს მოილოცავს და სოფელ რატევანის მოსახლეობას შეხვდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"