საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი პოლიტიკოსები უცხოეთში ფულს ხარჯავენ, რომ ჩვენს ღვინოზე თქვან - არ ვარგა, არ დალიოთ
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი პოლიტიკოსები უცხოეთში ფულს ხარჯავენ, რომ ჩვენს ღვინოზე თქვან - არ ვარგა, არ დალიოთ

ერთი ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ფულს ხარ­ჯავს მთელს მსოფ­ლი­ო­ში, რომ უთხრას - ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხი არის კა­ტას­ტრო­ფა და არ და­ლი­ო­თო , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ყვა­რელ­ში, შვე­დე­თი­სა და პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­თან ერ­თად ყუ­რძნის კრე­ფი­სას აღ­ნიშ­ნა.

რთველ­ში, რო­მე­ლიც სტუმ­რე­ბის­თვის მო­ე­წყო, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სწო­რედ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს ესა­უბ­რა.

"ერთი ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ფულს ხარ­ჯავს მთელს მსოფ­ლი­ო­ში, რომ უთხრას - ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხი არის კა­ტას­ტრო­ფა და არ და­ლი­ოთ. თით­ქოს ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი არ გვე­ყო და ახლა ქვეყ­ნის შიგ­ნით გაჩ­ნდა ასე­თი ხალ­ხი. ეტყო­ბა, ჩვენ და ეგე­ნი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში და­ვი­ბა­დეთ. ჩვე­ნი ხალ­ხი, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უცხო­ეთ­ში ფულს ხარ­ჯა­ვენ, რომ ჩვენს ღვი­ნო­ზე თქვან - არ ვარ­გა, არ და­ლი­ოთ. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რო­გორ არ უნდა გიყ­ვარ­დეს შენი ქვე­ყა­ნა, რომ ეგე­თი რა­მე­ე­ბი თქვა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი იმი­ჯის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ში გუ­შინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ხა­რისხთან და ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ას იმე­ო­რებს.

ივა­ნიშ­ვილ­მა რა­ჭა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხი არ არის ისე­თი მა­ღა­ლი დო­ნის, რო­გო­რიც უნდა იყოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი პოლიტიკოსები უცხოეთში ფულს ხარჯავენ, რომ ჩვენს ღვინოზე თქვან - არ ვარგა, არ დალიოთ

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი პოლიტიკოსები უცხოეთში ფულს ხარჯავენ, რომ ჩვენს ღვინოზე თქვან - არ ვარგა, არ დალიოთ

ერთი ჩვენი პოლიტიკური ძალა ფულს ხარჯავს მთელს მსოფლიოში, რომ უთხრას - ქართული ღვინის ხარისხი არის კატასტროფა და არ დალიოთო , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ყურძნის კრეფისას აღნიშნა.

რთველში, რომელიც სტუმრებისთვის მოეწყო, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც მონაწილეობდა.

ქართული ღვინის რეპუტაციის შელახვის მცდელობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ჭიაბერაშვილს ესაუბრა.

"ერთი ჩვენი პოლიტიკური ძალა ფულს ხარჯავს მთელს მსოფლიოში, რომ უთხრას - ქართული ღვინის ხარისხი არის კატასტროფა და არ დალიოთ. თითქოს ჩვენი მეზობლები არ გვეყო და ახლა ქვეყნის შიგნით გაჩნდა ასეთი ხალხი. ეტყობა, ჩვენ და ეგენი სხვადასხვა ქვეყნებში დავიბადეთ. ჩვენი ხალხი, ჩვენი პოლიტიკოსები უცხოეთში ფულს ხარჯავენ, რომ ჩვენს ღვინოზე თქვან - არ ვარგა, არ დალიოთ. ეს წარმოუდგენელია. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ეგეთი რამეები თქვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს ეკონომიკური იმიჯის დისკრედიტაციაში გუშინ "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ქართული ღვინის ხარისხთან და ქართულ ეკონომიკასთან მიმართებაში რუსეთის პოზიციას იმეორებს.

ივანიშვილმა რაჭაში მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ქართული ღვინის ხარისხი არ არის ისეთი მაღალი დონის, როგორიც უნდა იყოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა