პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰექტორ ტიმერმანი - ეს რეგიონი შორს არის ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ ძალიან ახლოსაა გულთან
ჰექტორ ტიმერმანი - ეს რეგიონი შორს არის ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ ძალიან ახლოსაა გულთან

ეს რე­გი­ო­ნი შორს არის ჩემი ქვეყ­ნი­დან, მაგ­რამ ძა­ლი­ან ახ­ლო­საა გულ­თან, - ამის შე­სა­ხებ არ­გენ­ტი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჰექ­ტორ ტი­მერ­მან­მა გრი­გოლ ვა­შა­ძეს­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არ­გენ­ტი­ნა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც 1990 წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა.

"გლო­ბა­ლურ სამ­ყა­რო­ში ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­საც გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი გვაძ­ლევს და ერებს შო­რის პირ­და­პირ დი­ა­ლო­გი შუ­ა­მავ­ლე­ბის გა­რე­შე უნდა წა­რი­მარ­თოს. სა­ქარ­თვე­ლოს­თან დი­ა­ლო­გი მო­ი­ცავს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ჰექ­ტორ ტი­მერ­მან­მა.

მი­სი­ვე თქმით, არ­გენ­ტი­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში თა­ვი­სი ხმა აქვს და ქვეყ­ნებ­მა ერ­თად უნდა იმოქ­მე­დონ იმ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მათ ძი­რი­თად მი­ზანს წარ­მო­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბას, არ­გენ­ტი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და არ­გენ­ტი­ნას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უნდა შედ­გეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ტუ­რიზ­მის, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და უნდა მოხ­დეს ქვეყ­ნებს შო­რის ბიზ­ნე­სურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა.

"ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში და შეგ­ვიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოთ. ვფიქ­რობთ, ბიზ­ნე­სის კუ­თხით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ქმე­დე­ბე­ბის დო­ნე­ზე უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და ჰექ­ტორ ტი­მერ­მან­მა.

გრი­გოლ ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლო და არ­გენ­ტი­ნა ახლა იწყე­ბენ ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს.

რო­გორც ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, არ­გენ­ტი­ნა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნაა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა და­ი­წყოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ასე­ვე უნდა გაღ­რმავ­დეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში.

"სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი გვაქვს და ეს გეგ­მე­ბი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბა­ზის შექ­მნით და­ი­წყე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­გენ­ტი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი შეხ­ვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს. სა­ღა­მოს კი და­გეგ­მი­ლია სა­დი­ლი მთავ­რო­ბის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჰექტორ ტიმერმანი - ეს რეგიონი შორს არის ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ ძალიან ახლოსაა გულთან

ჰექტორ ტიმერმანი - ეს რეგიონი შორს არის ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ ძალიან ახლოსაა გულთან

ეს რეგიონი შორს არის ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ ძალიან ახლოსაა გულთან, - ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰექტორ ტიმერმანმა გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არგენტინა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 1990 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

"გლობალურ სამყაროში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საუკეთესო შესაძლებლობა, რომელსაც გლობალიზაციის პროცესი გვაძლევს და ერებს შორის პირდაპირ დიალოგი შუამავლების გარეშე უნდა წარიმართოს. საქართველოსთან დიალოგი მოიცავს ურთიერთთანამშრომლობას", - განაცხადა ჰექტორ ტიმერმანმა.

მისივე თქმით, არგენტინას და საქართველოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში თავისი ხმა აქვს და ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს.

რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობას, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და არგენტინას შორის თანამშრომლობა უნდა შედგეს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების სფეროში და უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობების განმტკიცება.

"ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში და შეგვიძლია საქართველოს დახმარება გაუწიოთ. ვფიქრობთ, ბიზნესის კუთხით თანამშრომლობა ქმედებების დონეზე უნდა გადავიტანოთ", - განაცხადა ჰექტორ ტიმერმანმა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი, საქართველო და არგენტინა ახლა იწყებენ ორმხრივ ურთიერთობებს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, არგენტინა სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს თანამშრომლობა, ასევე უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა განათლების სფეროში.

"საინტერესო გეგმები გვაქვს და ეს გეგმები სამართლებრივი ბაზის შექმნით დაიწყება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს. საღამოს კი დაგეგმილია სადილი მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებთან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა