მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაემუქრა ბიძინა ივანიშვილი ლევან გაჩეჩილაძეს?!
რატომ დაემუქრა ბიძინა ივანიშვილი ლევან გაჩეჩილაძეს?!

სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში მოვა, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს წე­რილს უგ­ზავ­ნის: "მე ვა­ფა­სებ, რაც თქვენ ძმებ­მა გა­ა­კე­თეთ და არც ის მჯე­რა, რა­საც ლა­პა­რა­კო­ბენ, მალე ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა, ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა, და­ვე­ლო­დოთ."

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ხვდე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას აპი­რებს და ამ წე­რილს აღიქ­ვამს რო­გორც გაფრ­თხი­ლე­ბას - "შე­ჩერ­დით, და­მე­ლო­დეთ."

ძმე­ბი "გრე­ჩი­ხე­ბი" მარ­თლაც ჩერ­დე­ბი­ან, სა­ერ­თოდ გა­ურ­ბი­ან ქარ­თულ მე­დი­ას.

2012 წლის 30 აპ­რი­ლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან გავ­ყა­ვარ, მის კა­ბი­ნეტ­ში ვი­კე­ტე­ბით და ზუს­ტად 2 სა­ა­თი ვსა­უბ­რობთ. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა "დიქ­ტო­ფონს" მო­საც­დელ­ში, დაც­ვას­თან მა­ტო­ვე­ბი­ნებს, თუმ­ცა ვთან­ხმდე­ბით, რომ სა­უბ­რის ნა­წი­ლი მა­ინც გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ის ჩემ­თან ასეთ რა­ღა­ცას ამ­ბობს:

"ძმებ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. "უც­ნო­ბი" რომ გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლად და კონ­ცერ­ტებს ატა­რებ­და, მე ვა­ფი­ნან­სებ­დი. მისი შვი­ლი არის ჩემი გო­გოს ნათ­ლია. მერე რა­ღაც მოხ­და გე­ნე­რალ დუმ­ბა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ თე­მა­ზე აღარ მინ­და ლა­პა­რა­კი. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებს პა­ტივს ვცემ. მათ შე­უძ­ლი­ათ ხალ­ხის გა­მოყ­ვა­ნა, ამას ვერ და­უ­კარ­გავ".

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რი­დან გა­დის 5 თვე. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად მი­ფიქ­რია, კონ­კრე­ტუ­ლად რა მოხ­და გა­ნე­რალ დუმ­ბა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა სა­ერ­თო უნდა ჰქო­ნო­დათ ივა­ნიშ­ვილ­სა და "გრე­ჩი­ხებს" აწ გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­თან, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ამის გამო გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი­ყო? აი, ახლა კი გა­მოჩ­ნდა სან­დო წყა­რო, რო­მე­ლიც ფარ­დას ხდის ამ სა­ი­დუმ­ლოს:

- გელა, ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და "გრე­ჩი­ხე­ბის" ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა მალე გა­და­ი­ზარ­და ოჯა­ხურ კონ­ფლიქტსა და მტრო­ბა­ში... "უც­ნო­ბის" ცო­ლისძმას, გიას და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­და გე­ნე­რალ დუმ­ბა­ძეს­თან, რო­მელ­საც ბი­ძი­ნა "პა­დერჟ­კობ­და".

- და­პი­რის­პი­რე­ბა რის გამო?

- რა­ღაც ბიზ­ნე­სის გამო... მოდი, ამას ნუ და­მა­კონ­კრე­ტე­ბი­ნებ... მოკ­ლედ, ბი­ძი­ნამ გა­აფრ­თხი­ლა "უც­ნო­ბი", რომ მისი ცი­ლისძმა გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ "უც­ნობ­მა" ცო­ლისძმის მხა­რე და­ი­ჭი­რა, თუმ­ცა ცოტა "ლა­ი­თად". ლე­ვა­ნი კი ბო­ლომ­დე აუხ­ტა ივა­ნიშ­ვილს, შენ თვი­თონ შე­ეშ­ვი მაგ სა­ეჭ­ვო პი­როვ­ნე­ბა­სო. ამი­ტო­მაა, ლე­ვანს ვერ იტანს, "უც­ნობ­ზე" უფრო არ ღი­ზი­ან­დე­ბა. ეს ბოღ­მა ვერ მო­ი­ცი­ლა ბი­ძი­ნამ... უთ­ქვამს, ლე­ვან­თან რა­ღა­ცე­ე­ბი უნდა გა­ვარ­კვი­ოო. ისე­თი რამე აქვს ჩა­დე­ნი­ლი დუმ­ბა­ძეს, სირ­ცხვი­ლია და სჯობს, ბი­ძი­ნამ გა­დაყ­ლა­პოს ყვე­ლა­ფე­რი, თო­რემ, თუ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ალა­პა­რაკ­და, მთე­ლი "ოც­ნე­ბა" ჩა­იშ­ლე­ბა.

- გა­მი­მე­ო­რე, ვის აქვს ჩა­დე­ნი­ლი?

- დუმ­ბა­ძეს, რო­მელ­საც ბი­ძი­ნა "პა­დერჟ­კობ­და", რაა... ისე, ლე­ვანს მა­გა­რი მოთ­მი­ნე­ბა ჰქო­ნია.

- რა ჯან­და­ბად უნ­დო­და ბი­ძოს დუმ­ბა­ძე?

- აქ დიდი ძაღ­ლის თა­ვია და­მარ­ხუ­ლი... არ ახ­სე­ნებს ლე­ვანს არც ცუ­დად, არც კარ­გად, მაგ­რამ სა­კუ­თარ ბოღ­მას ვერ გა­და­ახ­ტა.

- უკვე ხე­ლე­ბი მე­ქა­ვე­ბა ისეთ რა­ღა­ცე­ებს მე­უბ­ნე­ბი.

- მა­გა­რი კა­ცია ლე­ვა­ნი, რა ტა­ლა­ხე­ბი ეს­რო­ლეს და ვა­ტყობ ერთი პრო­ცენ­ტიც არაა მარ­თა­ლი. შენც გი­თხრა ივა­ნიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში, ლე­ვან­ზე დუმ­ბა­ძის გამო ვარ ნა­წყე­ნიო.

- კი მი­თხრა და ვერ მივ­ხვდი, რა შუ­ა­ში იყო გე­ნე­რა­ლი დუმ­ბა­ძე.

- ამის მერე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ხელს უწყობ­და ბი­ძი­ნა "გრე­ჩი­ხას" გა­ნად­გუ­რე­ბა­ში. აი, კი­დევ სად არის ძაღ­ლის თავი და­მარ­ხუ­ლი... აი, რა­ტომ გაგ­ვი­ყალ­ბა არ­ჩევ­ნე­ბი 2008 წელს. მა­შინ ივა­ნიშ­ვილ­მა შე­უთ­ვა­ლა ლე­ვანს, ყვე­ლა ღო­ნეს ვიხ­მარ, რომ პრე­ზი­დენ­ტი არ გახ­დეო. თან ემუქ­რე­ბო­და, თან ბა­ქი­ბუ­ქობ­და.

- კაი, კაცო, ბი­ძი­ნა ემუქ­რე­ბო­და "გრე­ჩი­ხას"?

- კი, ასე უთ­ვლი­და. თუ შეხ­ვდე­ბი ბი­ძოს, ჰკი­თხე.

- "გრე­ჩი­ხა" შე­რი­გე­ბას ელო­დე­ბა?

- ის ელო­დე­ბა ქუ­ჩურ გარ­ჩე­ვას და სი­მარ­თლის დად­გე­ნას.

- რა ქუ­ჩურ გარ­ჩე­ვას კაცო?

- ქუ­ჩურს მე ვი­ძა­ხი... თუ ვერ მო­იყ­ვა­ნა აზ­რზე ივა­ნიშ­ვი­ლი... არ ვიცი, რა... ლე­ვანს ძა­ლი­ან აწუ­ხებს ეს ამ­ბა­ვი. "გრე­ჩი­ხა" არ და­უთ­მობს, ეს იცის ბი­ძი­ნამ. მა­გას ჰგო­ნია, რაკი ფული აქვს, ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია. რა ჰქონ­დათ გა­სა­ყო­ფი "უც­ნო­ბის" ცო­ლისძმას და დუმ­ბა­ძეს, არც ეგ და­ი­მა­ლე­ბა დიდ­ხანს.

- აი ეგაა სწო­რედ სა­ინ­ტე­რე­სო.

- ისე, იმ­დე­ნი ქნა ჩვენ­მა ბი­ძომ, გა­ა­ნად­გუ­რა "გრე­ჩი­ხე­ბი", მა­გა­რი ბოღ­მაა, თან სი­მარ­თლის მხა­რეს რომ იდ­გეს, კი. თვი­თონ ხე­დავს ასე და "ვსი­ოო". ხან­და­ხან რომ დავ­ფიქ­რდე­ბი, მე­ში­ნია, ეს კაცი მი­შა­ზე უა­რე­სია.

- ნუ გე­ში­ნია, რა­ტომ შეგცვლია აზრი?

- აზრი არ შემ­ცვლია, მაგ­რამ ეს კაცი მა­ინც უშიშ­რო­ე­ბის აგენ­ტი­ვით არის... სა­ნამ უნ­დო­და მიშა "აბ­ლა­ტა­ვა", ეხლა აღარ უნდა, გა­აგ­დებს.

- მი­შას გა­აგ­დებს?

-კი გა­აგ­დებს, "დაჟე" გა­ას­წო­რებს მი­წას­თან.

- ამიხ­სე­ნი რო­გორ?

- ბი­ძოს სქე­მა მე არ მაქვს, მაგ­რამ ვიცი, რომ გა­აგ­დებს. მი­შას ამ არ­ჩევ­ნებს არა­ვინ "გა­უპ­რა­ვებს", თუ არ დაგ­ვხო­ცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. მი­შას გა­და­საგ­დე­ბად ივა­ნიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ემ­ზა­დე­ბა. მა­გას გა­სა­ღე­ბიც აქვს, რო­გორ უნდა მო­ი­ცი­ლოს, სხვა­თა შო­რის, პრაქ­ტი­კა უკვე გა­ი­ა­რა, "გრე­ჩი­ხას ", ფაქ­ტობ­რი­ვად, პრე­ზი­დენ­ტო­ბა ბი­ძი­ნამ წა­არ­თვა.

- "გრე­ჩი­ხა" გა­ა­დაგ­დო მი­შას ხე­ლით, მაგ­რამ მი­შას იგი­ვეს რა­ნა­ი­რად გა­უ­კე­თებს?

- მი­შას ქვეყ­ნის გა­რე­დან გა­უ­კე­თებს.

- რუ­სე­თი­დან?

- რუ­სე­თი­და­ნაც და და­სავ­ლე­თი­და­ნაც, მი­შას დროს ამე­რი­კულ-რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი იყო, ახლა შე­იც­ვა­ლა, რუ­სულ-და­სავ­ლუ­რია. მი­შამ იცის ყვე­ლა­ფე­რი... სა­ცო­და­ვი ნი­ჭი­ე­რი კია, მაგ­რამ ამა­ვე დროს გიჟი და ბო­რო­ტია. რას აკე­თებს, აღარ იცის. ამ ძა­ლე­ბით ივა­ნიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნებს ვერ მო­ი­გებს, არ­ჩევ­ნე­ბი უკვე გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. ამას წი­ნათ "მა­ესტროს" ეთერ­ში ცეს­კოს თავ­ჯდო­მა­რე იყო, ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და მარ­ტო ის იძახ­და, მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვიხ­სნიო, სი­ე­ბიც კა­ცი­ტა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­აო.

- კა­ცი­ტა­ძე გა­ეხ­ვია შარ­ში.

- ამით მი­შამ და­ი­წე­რა ქუ­ლე­ბი და ესე­ნი კი­დევ 5 მი­ლი­ონს წა­მო­ეგ­ნენ. ახლა კოკა გუნ­ცა­ძეს სთხო­ვენ "ოც­ნე­ბი­დან", დამ­კვირ­ვებ­ლად შენი ხალ­ხი მოგ­ვე­ციო.

- მერე?

- კო­კამ უთხრა, რომ და­ვა­ხა­რის­ხებ, თუ დამ­რჩა ვინ­მე, მოგ­ცემ­თო. თვი­თონ 1500 უბან­ზე უშ­ვებს დამ­კვირ­ვებ­ლებს, სა­დაც უფრო ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბია.

- ეგ გა­სა­გე­ბია... ისევ "გრე­ჩი­ხებს" და­ვუბ­რუნ­დეთ, ამ წუ­თას რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან?

- ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში... ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ ლა­მის და­ღუ­პა მთე­ლი ოჯა­ხი, 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს თა­ვი­სი სი­დედ­რის ბი­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, ძმა­კა­ცე­ბის ბი­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა ჩადო ბან­კში. ეხლა ბი­ძი­ნა გე­გი­ძის ბი­ნაც და­ყა­და­ღე­ბუ­ლია, "კორ­კო­ტა­სიც" და სი­დედ­რი­საც. ამ ადა­მი­ანს ტყუ­ი­ლად გა­უვრცე­ლეს, მი­შას­გან ფული აი­ღოო, ეგ სრუ­ლი აბ­სურ­დია.

P.S. ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს ორი­ვე მხა­რე ერი­დე­ბა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ამის შემ­დეგ მა­ინც უნდა გახ­სნან კარ­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუხ­სნან: არის თუ არა პი­რა­დი და­პი­რის­პი­რე­ბის ნი­ა­დაგ­ზე სა­ერ­თო საქ­მის გა­ფუ­ჭე­ბის დრო? რა თქმა უნდა, არ არის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ივა­ნიშ­ვილ-გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მოგ­ვარ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. საქ­მის გარ­ჩე­ვას, ეს მხო­ლოდ რეს­პო­დენ­ტის მო­საზ­რე­ბაა, ამ ყვე­ლა­ფერს ალ­ბათ, მი­ე­ცე­მა ასე­თი სახე... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არც ამის დრო და სურ­ვი­ლი უნდა იყოს დღეს.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ დაემუქრა ბიძინა ივანიშვილი ლევან გაჩეჩილაძეს?!

რატომ დაემუქრა ბიძინა ივანიშვილი ლევან გაჩეჩილაძეს?!

სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვა, ლევან გაჩეჩილაძეს წერილს უგზავნის: "მე ვაფასებ, რაც თქვენ ძმებმა გააკეთეთ და არც ის მჯერა, რასაც ლაპარაკობენ, მალე ყველაფერი სხვანაირად იქნება, ბევრი რამ შეიცვლება, დაველოდოთ."

ლევან გაჩეჩილაძე ხვდება, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებს და ამ წერილს აღიქვამს როგორც გაფრთხილებას - "შეჩერდით, დამელოდეთ."

ძმები "გრეჩიხები" მართლაც ჩერდებიან, საერთოდ გაურბიან ქართულ მედიას.

2012 წლის 30 აპრილი. ბიძინა ივანიშვილს პრესკონფერენციიდან გავყავარ, მის კაბინეტში ვიკეტებით და ზუსტად 2 საათი ვსაუბრობთ. ბატონი ბიძინა "დიქტოფონს" მოსაცდელში, დაცვასთან მატოვებინებს, თუმცა ვთანხმდებით, რომ საუბრის ნაწილი მაინც გამოქვეყნდება. ის ჩემთან ასეთ რაღაცას ამბობს:

"ძმებ გაჩეჩილაძეებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. "უცნობი" რომ გამოჩნდა პირველად და კონცერტებს ატარებდა, მე ვაფინანსებდი. მისი შვილი არის ჩემი გოგოს ნათლია. მერე რაღაც მოხდა გენერალ დუმბაძესთან დაკავშირებით, ამ თემაზე აღარ მინდა ლაპარაკი. გაჩეჩილაძეებს პატივს ვცემ. მათ შეუძლიათ ხალხის გამოყვანა, ამას ვერ დაუკარგავ".

ჩვენი შეხვედრიდან გადის 5 თვე. ამ დროის განმავლობაში ხშირად მიფიქრია, კონკრეტულად რა მოხდა განერალ დუმბაძესთან დაკავშირებით, რა საერთო უნდა ჰქონოდათ ივანიშვილსა და "გრეჩიხებს" აწ გარდაცვლილ ადამიანთან, რომ მათი ურთიერთობა ამის გამო გაფუჭებულიყო? აი, ახლა კი გამოჩნდა სანდო წყარო, რომელიც ფარდას ხდის ამ საიდუმლოს:

- გელა, ივანიშვილისა და "გრეჩიხების" ნათელმირონობა მალე გადაიზარდა ოჯახურ კონფლიქტსა და მტრობაში... "უცნობის" ცოლისძმას, გიას დაპირისპირება ჰქონდა გენერალ დუმბაძესთან, რომელსაც ბიძინა "პადერჟკობდა".

- დაპირისპირება რის გამო?

- რაღაც ბიზნესის გამო... მოდი, ამას ნუ დამაკონკრეტებინებ... მოკლედ, ბიძინამ გააფრთხილა "უცნობი", რომ მისი ცილისძმა გაჩერებულიყო, მაგრამ "უცნობმა" ცოლისძმის მხარე დაიჭირა, თუმცა ცოტა "ლაითად". ლევანი კი ბოლომდე აუხტა ივანიშვილს, შენ თვითონ შეეშვი მაგ საეჭვო პიროვნებასო. ამიტომაა, ლევანს ვერ იტანს, "უცნობზე" უფრო არ ღიზიანდება. ეს ბოღმა ვერ მოიცილა ბიძინამ... უთქვამს, ლევანთან რაღაცეები უნდა გავარკვიოო. ისეთი რამე აქვს ჩადენილი დუმბაძეს, სირცხვილია და სჯობს, ბიძინამ გადაყლაპოს ყველაფერი, თორემ, თუ გაჩეჩილაძე ალაპარაკდა, მთელი "ოცნება" ჩაიშლება.

- გამიმეორე, ვის აქვს ჩადენილი?

- დუმბაძეს, რომელსაც ბიძინა "პადერჟკობდა", რაა... ისე, ლევანს მაგარი მოთმინება ჰქონია.

- რა ჯანდაბად უნდოდა ბიძოს დუმბაძე?

- აქ დიდი ძაღლის თავია დამარხული... არ ახსენებს ლევანს არც ცუდად, არც კარგად, მაგრამ საკუთარ ბოღმას ვერ გადაახტა.

- უკვე ხელები მექავება ისეთ რაღაცეებს მეუბნები.

- მაგარი კაცია ლევანი, რა ტალახები ესროლეს და ვატყობ ერთი პროცენტიც არაა მართალი. შენც გითხრა ივანიშვილმა ინტერვიუში, ლევანზე დუმბაძის გამო ვარ ნაწყენიო.

- კი მითხრა და ვერ მივხვდი, რა შუაში იყო გენერალი დუმბაძე.

- ამის მერე მიხეილ სააკაშვილს ხელს უწყობდა ბიძინა "გრეჩიხას" განადგურებაში. აი, კიდევ სად არის ძაღლის თავი დამარხული... აი, რატომ გაგვიყალბა არჩევნები 2008 წელს. მაშინ ივანიშვილმა შეუთვალა ლევანს, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ პრეზიდენტი არ გახდეო. თან ემუქრებოდა, თან ბაქიბუქობდა.

- კაი, კაცო, ბიძინა ემუქრებოდა "გრეჩიხას"?

- კი, ასე უთვლიდა. თუ შეხვდები ბიძოს, ჰკითხე.

- "გრეჩიხა" შერიგებას ელოდება?

- ის ელოდება ქუჩურ გარჩევას და სიმართლის დადგენას.

- რა ქუჩურ გარჩევას კაცო?

- ქუჩურს მე ვიძახი... თუ ვერ მოიყვანა აზრზე ივანიშვილი... არ ვიცი, რა... ლევანს ძალიან აწუხებს ეს ამბავი. "გრეჩიხა" არ დაუთმობს, ეს იცის ბიძინამ. მაგას ჰგონია, რაკი ფული აქვს, ყველაფერი შეუძლია. რა ჰქონდათ გასაყოფი "უცნობის" ცოლისძმას და დუმბაძეს, არც ეგ დაიმალება დიდხანს.

- აი ეგაა სწორედ საინტერესო.

- ისე, იმდენი ქნა ჩვენმა ბიძომ, გაანადგურა "გრეჩიხები", მაგარი ბოღმაა, თან სიმართლის მხარეს რომ იდგეს, კი. თვითონ ხედავს ასე და "ვსიოო". ხანდახან რომ დავფიქრდები, მეშინია, ეს კაცი მიშაზე უარესია.

- ნუ გეშინია, რატომ შეგცვლია აზრი?

- აზრი არ შემცვლია, მაგრამ ეს კაცი მაინც უშიშროების აგენტივით არის... სანამ უნდოდა მიშა "აბლატავა", ეხლა აღარ უნდა, გააგდებს.

- მიშას გააგდებს?

-კი გააგდებს, "დაჟე" გაასწორებს მიწასთან.

- ამიხსენი როგორ?

- ბიძოს სქემა მე არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ გააგდებს. მიშას ამ არჩევნებს არავინ  "გაუპრავებს", თუ არ დაგვხოცა არჩევნებამდე. მიშას გადასაგდებად ივანიშვილი რამდენიმე წელია, რაც ემზადება. მაგას გასაღებიც აქვს, როგორ უნდა მოიცილოს, სხვათა შორის, პრაქტიკა უკვე გაიარა, "გრეჩიხას ", ფაქტობრივად, პრეზიდენტობა ბიძინამ წაართვა.

- "გრეჩიხა" გაადაგდო მიშას ხელით, მაგრამ მიშას იგივეს რანაირად გაუკეთებს?

- მიშას ქვეყნის გარედან გაუკეთებს.

- რუსეთიდან?

- რუსეთიდანაც და დასავლეთიდანაც, მიშას დროს ამერიკულ-რუსული პროექტი იყო, ახლა შეიცვალა, რუსულ-დასავლურია. მიშამ იცის ყველაფერი... საცოდავი ნიჭიერი კია, მაგრამ ამავე დროს გიჟი და ბოროტია. რას აკეთებს, აღარ იცის. ამ ძალებით ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებს, არჩევნები უკვე გაყალბებულია. ამას წინათ "მაესტროს" ეთერში ცესკოს თავჯდომარე იყო, ხარატიშვილი და მარტო ის იძახდა, მე პასუხისმგებლობას ვიხსნიო, სიებიც კაციტაძის პასუხისმგებლობააო.

- კაციტაძე გაეხვია შარში.

- ამით მიშამ დაიწერა ქულები და ესენი კიდევ 5 მილიონს წამოეგნენ. ახლა კოკა გუნცაძეს სთხოვენ "ოცნებიდან", დამკვირვებლად შენი ხალხი მოგვეციო.

- მერე?

- კოკამ უთხრა, რომ დავახარისხებ, თუ დამრჩა ვინმე, მოგცემთო. თვითონ 1500 უბანზე უშვებს დამკვირვებლებს, სადაც უფრო ცხელი წერტილებია.

- ეგ გასაგებია... ისევ "გრეჩიხებს" დავუბრუნდეთ, ამ წუთას რა მდგომარეობაში არიან?

- ძალიან ცუდ მდგომარეობაში... ლევან გაჩეჩილაძემ ლამის დაღუპა მთელი ოჯახი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავისი სიდედრის ბინიდან დაწყებული, ძმაკაცების ბინებით დამთავრებული, ყველა ჩადო ბანკში. ეხლა ბიძინა გეგიძის ბინაც დაყადაღებულია, "კორკოტასიც" და სიდედრისაც. ამ ადამიანს ტყუილად გაუვრცელეს, მიშასგან ფული აიღოო, ეგ სრული აბსურდია.

P.S. ამ თემაზე ლაპარაკს ორივე მხარე ერიდება. თუმცა, ვფიქრობ, ამის შემდეგ მაინც უნდა გახსნან კარტები და საზოგადოებას აუხსნან: არის თუ არა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე საერთო საქმის გაფუჭების დრო? რა თქმა უნდა, არ არის და დარწმუნებული ვარ, ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ ივანიშვილ-გაჩეჩილაძეებს შორის ურთიერთობა მოგვარდება. რაც შეეხება ე.წ. საქმის გარჩევას, ეს მხოლოდ რესპოდენტის მოსაზრებაა, ამ ყველაფერს ალბათ, მიეცემა ასეთი სახე... ყოველ შემთხვევაში, არც ამის დრო და სურვილი უნდა იყოს დღეს.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა