ლიბერალიზმს საზღვარი არ აქვს. ბრაზილიაში სასიყვარულო სამკუთხედი კანონით დაამოწმეს, ერთმანეთზე სამი ადამიანი დაქორწინდა.
არატრადიციული საქორწინო კავშირის სამი მონაწილე, რომლებმაც უარი განაცხადეს ვინაობის გამხელაზე, ახლა რიო-დე-ჟანეიროში ცხოვრობს. ქორწინება ნოტარიულად იურისტმა კლაუდო ნაშიმენტო დომინგესმა დაამოწმა.
"ჩვენ უბრალოდ ვაღიარეთ ის, რაც დიდი ხნის წინ ისედაც არსებობდა. არაფერი ახალი ამით არ თქმულა", - განაცხადა ნოტარიუსმა.
პრეცენდენტს მალევე გამოეხმაურენ სასულიერო პირები და კონსერვატორები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ასეთი ქორწინების დაკანონება ოჯახის ინსტიტუტს აუფასურებს.
მომზადებულია ВВС-ს მიხედვით.