პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჩაანაცვლა ნათია ბუნტურმა "ვერის უბნის მელოდიებში" თიკა ფაცაცია
რატომ ჩაანაცვლა ნათია ბუნტურმა "ვერის უბნის მელოდიებში" თიკა ფაცაცია

"ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებს" თუ ნა­ხავთ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევთ ბა­ლე­რი­ნას გრძე­ლი ქერა თმით, რო­მე­ლიც ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილს უწევს პარტნი­ო­რო­ბას, მისი "ტურ­ფაა". ვა­ნი­კომ ახალ მი­უ­ზიკლში რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი მო­ირ­გო, მისი პარტნი­ო­რი თიკა ფა­ცა­ცია უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მომ­ღე­რალ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა. თი­კას შე­ვეხ­მი­ა­ნეთ ამ ამ­ბის გა­სა­გე­ბად, თუმ­ცა გვი­თხრა, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია. ასეა თუ ისე, ეს როლი ნა­თია ბუნ­ტურ­მა მი­ი­ღო და დღეს მას ახ­ლოს გა­გაც­ნობთ. მო­ცეკ­ვა­ვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში სწავ­ლობ­და და მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, აქა­ურ სა­ბა­ლე­ტო დას­ში ხუთი წელი ცეკ­ვავ­და, წინა წელს კი წა­მო­ვი­და. ამის შე­სა­ხებ და მი­უ­ზიკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე საკ­მა­ოდ ვრცლად გვი­ამ­ბობს.

- შენი გვა­რით და­ვინ­ტე­რეს­დი...

- მთი­უ­ლე­ბი ვართ, ბუნ­ტუ­რი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი გვა­რია. ვხუმ­რობ ხოლ­მე, მგო­ნი, მარ­ტო მე და მა­მა­ჩე­მი ვართ ამ გვა­რის-მეთ­ქი. როცა ვამ­ბობ ჩემს გვარს, ყვე­ლას უკ­ვირს და ხუთ­ჯერ უნდა გა­ვუ­მე­ო­რო ხოლ­მე.

- ბა­ლე­რი­ნო­ბა ბავ­შვო­ბი­დან­ვე გინ­დო­და?

- პა­ტა­რო­ბი­დან, 5-დან 10 წლამ­დე დავ­დი­ო­დი ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, დედა მუ­შა­ობ­და და თან სკო­ლი­დან გა­მო­სუ­ლი პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში მივ­ყავ­დი. შემ­დეგ ურ­ჩი­ეს, რად­გან ცეკ­ვა უყ­ვარს, ბა­ლეტ­ზე შე­იყ­ვა­ნეო. სულ სხვა სამ­ყა­რო­სა და დის­ციპ­ლი­ნა­ში მოვ­ხვდი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, არ მინ­დო­და სკო­ლის გა­მოც­ვლა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბა, თა­ნაც, პა­ტა­რე­ბის­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი საქ­მეა, ზოგ­ჯერ მტკივ­ნე­უ­ლიც, სა­ნამ მი­ეჩ­ვე­ვი. მე ერთი წლით და­ვაგ­ვი­ა­ნე და ბა­ლე­ტის ანა-ბანა არ გა­მივ­ლია, პირ­და­პირ მე­ო­რე კლას­ში დამ­სვეს. გონ­ზე არ ვი­ყა­ვი, როცა მი­მიყ­ვა­ნეს. სა­დღაც უკან ვი­დე­ქი და ვი­მე­ო­რებ­დი მოძ­რა­ო­ბებს. ბუ­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი ყო­ველ­თვის კარ­გი მქონ­და, თუმ­ცა ესეც, თა­ვის მხრივ, გავ­ლე­ნას ახ­დენს ხა­სი­ათ­ზე, არ ყა­ლიბ­დე­ბი "მიმ­წოლ" ადა­მი­ა­ნად. წლი­დან წლამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ამე­წყო, და­მი­ლაგ­და ტექ­ნი­კა, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი ბა­ლე­რი­ნად.

2002 წელს მი­წისძვრა მოხ­და, ავა­რი­ულ უბან­ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­ინ­გრა. დე­დამ იცო­და, რო­გორ მიყ­ვარ­და ბა­ლე­ტი, ჩათ­ვა­ლა, რომ ჩემ­თვის გზა უნდა გა­ეხ­სნა და სხვა­დას­ხვა წე­რი­ლი, ასე­ვე ჩა­ნა­წე­რე­ბი და ფო­ტო­ე­ბი უცხო­ურ სას­წავ­ლებ­ლებ­ში გაგ­ზავ­ნა. ბოს­ტო­ნის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლის სი­ა­შიც მოვ­ხვდი. მათ­გან სტი­პენ­დი­ის იმე­დი მქონ­და. და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და, შვი­დი სა­ფე­ხუ­რი ჰქონ­დათ და მეშ­ვი­დე­ზე ჩა­ვი­რი­ცხე. ეს სკო­ლა ბოს­ტო­ნის დას­თან არ­სე­ბობ­და. პირ­ველ-ორ სარ­თულ­ზე სკო­ლა იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი, უფრო ზე­ვით დასი რე­პე­ტი­ცი­ობ­და.

გა­ვემ­გზავ­რე ამე­რი­კა­ში, ჩვე­ნი ახ­ლობ­ლის, ირაკ­ლი ჭყო­ნი­ას ოჯახ­ში, რო­მელ­მაც მე­ურ­ვე­ო­ბა გა­მი­წია. იქ სას­წავ­ლებ­ლად გახ­ლდათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი გახ­და. თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღო. 16 წლის გახ­ლდით. დავ­დი­ო­დი სკო­ლა­შიც და სას­წავ­ლე­ბელ­შიც. ირაკ­ლის მე­ო­რე მა­მას ვე­ძახ­დი.

ორი წელი ბოს­ტო­ნის სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ვა­ტა­რე, სკო­ლაც და­ვამ­თავ­რე, ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც. მყავ­და სპონ­სო­რე­ბი, ფონ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ფი­ნან­სებ­დნენ იქ ცხოვ­რე­ბას, ზა­ფხუ­ლის ექ­ვსკვი­რი­ა­ნი კლა­სიც სტი­პენ­დი­ით გა­ვი­ა­რე, რად­გან საკ­მაო თან­ხა სჭირ­დე­ბო­და. ორი წლის შემ­დეგ სას­წავ­ლე­ბელ­ში აღარ მინ­დო­და, დას­ში მო­ვი­სურ­ვე გა­დას­ვლა, თუმ­ცა ბოს­ტონ­ში უარი მი­თხრეს და ნიუ-იორკში გა­და­ვე­დი, ჩა­ვი­რი­ცხე იქა­ურ სას­წავ­ლე­ბელ­ში. მთე­ლი წელი ვის­წავ­ლე, შა­ბათ-კვი­რას კას­ტინ­გებ­ზე გავ­დი­ო­დი, ძი­რი­თა­დად, და­დე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი არ მო­დი­ო­და, რად­გან სტუ­დენ­ტუ­რი ვიზა მქონ­და, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე არ ვი­ყა­ვი და სამ­სა­ხურ­ში რომ ავეყ­ვა­ნე, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია უნდა გა­ე­ფორ­მე­ბი­ნათ, ამა­ზე თა­ვის ატ­კი­ე­ბა კი არა­ვის უნ­დო­და.

- იშო­ვე სამ­სა­ხუ­რი?

- პენ­სილ­ვა­ნი­ის სა­ბა­ლე­ტო კომ­პა­ნი­ა­ში გა­ვაგ­ზავ­ნე ფო­ტო­ე­ბი, ვი­დე­ოც კი არ მქონ­და. კას­ტინგზე და­მი­ბა­რეს, ორ კვი­რა­ში ჩე­მო­და­ნი ჩა­ვა­ლა­გე, თბი­ლის­ში ვა­პი­რებ­დი წა­მოს­ვლას და დე­და­ჩე­მის­თვის უკვე და­რე­კი­ლი მქონ­და, მაგ­რამ სწო­რედ ამ დროს და­მი­რე­კეს და ამიყ­ვა­ნეს. თბი­ლის­ში მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლო­ბით ჩა­მოვ­დი­ო­დი. მერე თბი­ლის­ში ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­და. ერთ წე­ლი­წად­ში უამ­რა­ვი პრე­მი­ე­რა კეთ­დე­ბო­და, ჩემი მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ. გა­დავ­წყვი­ტე, რომ ჩა­მოს­ვლის დრო დად­გა. მინ­დო­და, იგი­ვე საქ­მე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

- არ ნა­ნობ?

- პრო­ფე­სი­უ­ლად ალ­ბათ კი, მაგ­რამ ზო­გა­დად არა. აქ მა­ინც სხვა აუ­რაა.

- გქონ­და ამე­რი­კა­ში წარ­მა­ტე­ბის შან­სი?

- მთა­ვა­რია, ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯო, ბევ­რი იმუ­შაო და წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. პენ­სილ­ვა­ნი­ის კორ­დე­ბა­ლეტ­ში ვი­ყა­ვი, ბა­ლან­ჩი­ნის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ის ბა­ლე­ტე­ბი მაქვს ნა­ცეკ­ვი, რაც ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­უდ­გამთ. ოდე­ტას "ადა­ჯიო" შე­ვას­რუ­ლე. ამ დროს 20 წლის ვი­ყა­ვი. თუკი შე­გამ­ჩნე­ვენ, რომ მონ­დო­მე­ბუ­ლი ხარ, შემ­დეგ წელს იმას არ იცეკ­ვებ, რა­საც შარ­შან ცეკ­ვავ­დი, შე­საძ­ლოა, სო­ლის­ტის ან წამ­ყვა­ნი პარ­ტია იცეკ­ვო. თუ კარ­გი ხარ, ხუთი წელი არ გა­ლო­დი­ნე­ბენ და აუ­ცი­ლებ­ლად და­გი­ფა­სე­ბენ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არ აე­წყო შენი კა­რი­ე­რა?

- და­სი­დან წინა წლის ოქ­ტომ­ბერ­ში წა­მო­ვე­დი, ანუ უკვე ცხრა თვეა. არ ვიცი, ალ­ბათ ჩემი ბრა­ლი­ცაა. აქ კარ­გი და­სია, მაგ­რამ იქ სულ სხვა­ნა­ი­რად მუ­შა­ობს ეს სფე­რო და შო­უ­ბიზ­ნესს უტოლ­დე­ბა. რომ ჩა­მო­ვე­დი, უფრო მეტ მო­წო­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბო­დი, ვიდ­რე მი­ვი­ღე. არ ვამ­ბობ, რომ გა­და­სა­რე­ვი მო­ცეკ­ვა­ვე ვარ, მაგ­რამ მგო­ნია, უფრო მეტს ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, ვიდ­რე მი­ვი­ღე. ვერ ვი­ტყვი, ვის­გან.

- ნინო ანა­ნი­აშ­ვილს ვერ შე­ე­წყვე?

- ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს­თან ხუთი წელი კარ­გად ვი­მუ­შა­ვე, მაგ­რამ ის ტრამ­პლი­ნი არ მქო­ნია, სა­ი­და­ნაც ჩემ­თვის სა­სურ­ველ სა­ფე­ხურ­ზე აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი. აქ დას­ში ყოფ­ნი­სას სა­ერ­თოდ არ ვიღ­ლე­ბო­დი. თავი რომც მო­მეკ­ლა, თუკი დასს არ უნ­დო­და ჩემი გა­მო­ჩე­ნა, არც გა­მოვ­ჩნდე­ბო­დი. უამ­რა­ვი ენერ­გია მრჩე­ბო­და. ზო­გა­დად, ეჩ­ვე­ვი იმ ტემპს, რაც გაქვს. ისე­დაც იო­ლად ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ მახ­სოვს, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში ერთხელ ისე­თი დაღ­ლი­ლი მი­ვე­დი სახ­ლში, რომ კი­ბე­ებ­ზე იდაყ­ვე­ბით ავ­ხოხ­დი. პა­ტა­რა ძმა და შვი­ლი მყავს და მათ თავს გე­ფი­ცე­ბი, ასე იყო. აქ კი სამ­სა­ხუ­რის მერე შე­მეძ­ლო, სა­დღაც წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მე კი უნდა ვი­ცო­დე, თუკი გა­მო­ვი­ჩენ თავს და ვიშ­რო­მებ, ორ თვე­ში იმას მა­ცეკ­ვე­ბენ, რაც მე მინ­და. აქ სხვა იჩენ­და თავს და სხვას აცეკ­ვებ­დნენ. ალ­ბათ ეს გა­მარ­თლე­ბა­ზეც არის. ამე­რი­კა­ში გა­მი­მარ­თლა, აქ - არა.

- მას შემ­დეგ, რაც სა­ბა­ლე­ტო დასი და­ტო­ვე, რო­გორ გან­ვი­თარ­და შენი კა­რი­ე­რა?

- მინ­დო­და, ყო­ველ­დღე გამ­ხა­რე­ბო­და იქ მის­ვლა, მაგ­რამ ერ­თფე­რო­ვა­ნი გახ­და, ვი­ფიქ­რე, რომ სხვა­გან მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო. ეს ჩემ­თვის დღემ­დე მტკივ­ნე­უ­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლის­ტი ვარ და ამ მხა­რემ გა­დაძ­ლია. სა­ბა­ლე­ტო და­სი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ ქო­რე­ოგ­რაფ მა­რი­ამ ალექ­სი­ძეს­თან, გოგი ალექ­სი­ძის შვილ­თან ვი­ცეკ­ვე სო­ლო­პარ­ტია. ეს სხვა­ნა­ი­რად გა­მი­ხარ­და, არას­დროს ისე გა­მოკ­ვე­თი­ლად არ ვჩან­დი, რო­გორც მა­რი­ამ­თან. ოქ­ტომ­ბერ­შიც იგეგ­მე­ბა მისი სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში. მას შემ­დეგ მე­უღ­ლეს, რო­მელ­საც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მე­ე­ბის გამო მო­უ­წია ბა­თუმ­ში გა­დას­ვლამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მეც წავ­ყე­ვი და იქ ვი­ცხოვ­რე ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ინ­გლი­სუ­რი ვიცი და ყვე­ლას ვუ­თარ­გმნი რა­ღა­ცებს, ენის ცოდ­ნა მად­გე­ბა. ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ვი­მუ­შა­ვე სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხურ­ში, შემ­დეგ რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის გა­ლე­რე­ა­ში ვი­ყა­ვი პი­არ­მე­ნე­ჯე­რად და დავ­დგი გახ­სნის სა­ბა­ლე­ტო ნო­მე­რი. შემ­დეგ კი, კარ­გი გა­გე­ბით, "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" და­მა­ტყდა თავს.

- ვინ შე­მოგ­თა­ვა­ზა ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ბა­თუმ­ში ცხოვ­რე­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ლელა კი­ლა­ძე და სხვე­ბი. მათ გა­უჩ­ნდათ ამ სპექ­ტაკლში ჩემი და­კა­ვე­ბის იდეა, რად­გან ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი და თან სა­ბა­ლე­ტო დას­ში აღარ ვცეკ­ვავ­დი, დროც მქონ­და და ალ­ბათ სიმ­პა­თი­ი­თაც გა­ნიმსჭვალ­ნენ. ჩემ­თვის ეს სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რად­გან ახალ ამ­პლუ­ა­ში გა­მოვ­ცდი­დი თავს, მა­ნამ­დე მი­უ­ზიკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არას­დროს მი­მი­ღია. ეს ჩემ­თვის ექ­სპე­რი­მენ­ტიც იყო და სი­ა­მოვ­ნე­ბაც. ზუს­ტად გა­ა­მარ­თლა ჩემი მო­ლო­დი­ნი, თავი და­ვა­კა­ლით ორი თვე.

სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ამიხ­სნა, რა და რო­გორ მოხ­დე­ბო­და. ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში გა­ვი­ა­რეთ რე­პე­ტი­ცია, დი­ლას მთე­ლი სა­ა­თი ვარ­ჯი­შე­ბი გვქონ­და, შემ­დეგ დად­გმა­ზე ვი­წყებ­დით მუ­შა­ო­ბას. რომ მახ­სენ­დე­ბა, ცუ­დად ვხდე­ბი, ისეთ შრო­მას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დღეს რომ მი­ვე­დი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, გა­მი­ხარ­და, რომ ის და­წყე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე გავ­ლი­ლი მაქვს (იღი­მე­ბა). 15 ივ­ლისს ბა­თუმ­ში ჩა­ვე­დით, მუ­სი­კი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში და­ი­წყო, რაც და­ი­წყო. შეკ­რეს დე­კო­რა­ცია, ჩა­მო­ვი­და ნიკა რაჭ­ვე­ლი, სექ­სტე­ტი და ორ­კესტრი. რე­პე­ტი­ცი­ი­დან ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე გა­მოვ­დი­ო­დით. საჭ­მე­ლად მივ­დი­ო­დით და თან ისევ ამ მი­უ­ზიკლზე ვლა­პა­რა­კობ­დით. ბევ­რმა თქვა, რომ ის შრო­მა, რაც ჩვენ ჩავ­დეთ, ამ მი­უ­ზიკლს ეტყო­ბო­და. ყვე­ლამ ერ­თნა­ი­რად იმუ­შა­ვა და ერ­თნა­ი­რად და­ვი­ღა­ლეთ.

- ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. არ იყ­ვნენ პრე­ტენ­ზი­უ­ლე­ბი?

- არ ვიცი, თა­ვად რედა რამ­დე­ნი წლი­საა, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭი­ვით იქ­ცე­ო­და. ძა­ლი­ან გვე­სი­ა­მოვ­ნა მას­თან მუ­შა­ო­ბა, მკაც­რია, მაგ­რამ ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. არ მგო­ნია, რომ ასე­თი გუნ­დი კი­დევ ოდეს­მე შე­იკ­რი­ბე­ბა. თუკი შო­უ­ბიზ­ნეს­ში ვინ­მე კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ამ მი­უ­ზიკლშია თავ­მოყ­რი­ლი. ყვე­ლას უხა­რო­და ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა, ერთ კვი­რა­ში უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით, მომ­ღერ­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, სცე­ნის მუ­შით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

- შენი რო­ლის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბე...

- მე თა­ვი­დან მხო­ლოდ მო­ცეკ­ვა­ვის ამ­პლუ­ა­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ტურ­ფას როლი კი თიკა ფა­ცა­ცი­ას უნდა ეთა­მა­შა. ის უნდა ყო­ფი­ლი­ყო ვა­ნი­კოს პარტნი­ო­რი, რად­გა­ნაც მათი წყვი­ლი ისე­დაც ცნო­ბი­ლია. მერე არ ვიცი, რა მოხ­და, რა­ტომ თქვა თი­კამ უარი, ამ როლ­ზე მე და­მა­კა­ვეს. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მო­ცეკ­ვა­ვის როლი ბევ­რად ახ­ლოს არის ჩემ­თან, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი პერ­სო­ნა­ჟი.

- ვა­ნი­კოს­თან მუ­შა­ო­ბა რო­გო­რი იყო?

- ბევ­რჯერ ვნა­ხე ეს ფილ­მი. მინ­დო­და, კარ­გად გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა. ვა­ნი­კო­ზე ვი­ტყვი, რომ ის ზედ­მე­ტად პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. შე­იძ­ლე­ბა არ და­მე­თან­ხმოს, მაგ­რამ იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლია ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, რომ სახე ეც­ვლე­ბო­და. სცე­ნა­ზე რომ გა­დი­ო­და, იმას აკე­თებ­და, რაც სა­ჭი­რო იყო. ვა­ნი­კომ იმ­დე­ნად მო­ირ­გო ეს პერ­სო­ნა­ჟი, რომ მისი ტურ­ფაც სხვა­ნა­ი­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მეც შე­ვი­ტა­ნე ცვლი­ლე­ბე­ბი ამ პერ­სო­ნაჟ­ში. მე და ვა­ნი­კო ერ­თმა­ნეთს მო­ვერ­გეთ (იღი­მის).

- პრე­მი­ე­რა რო­გო­რი იყო? ვიცი, რომ პრე­ზი­დენ­ტი ეს­წრე­ბო­და.

- ის დღე მარ­თლა არ მახ­სოვს. ვხუმ­რობ­დი, სა­კე­ის­რო­ზე ასე არ მი­ნერ­ვი­უ­ლია-მეთ­ქი. პრე­მი­ე­რის მერე ბან­კე­ტი გვქონ­და, მაგ­რამ ისიც აღარ გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, ქუ­ჩა­ში რომ დავ­მდგა­რი­ყა­ვით და გვე­ჭა­მა, ვერ გან­ვას­ხვა­ვებ­დით, ისე­თი გა­დაღ­ლი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, თუმ­ცა ბან­კეტ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა. გვეწ­ვია პრე­ზი­დენ­ტი, ასე­ვე თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა. წა­ვიმ­ღე­რეთ ნომ­რე­ბი, წა­ვი­ცეკ­ვეთ კი­დეც, მი­უ­ზიკ­ლის ფარ­თი-ვერ­სია გა­ვა­კე­თეთ იქვე.

- პრე­ზი­დენტს მო­ე­წო­ნა მი­უ­ზიკ­ლი?

- ხში­რად ვგრძნობ­დით მის გვერ­დზე დგო­მა­სა და მხარ­და­ჭე­რას. უნ­დო­და და იცო­და კი­დეც, რომ კარ­გი გა­მო­ვი­დო­და.

- რე­პე­ტი­ცი­ებს ეს­წრე­ბო­და?

- მგო­ნი, ერთხელ იყო, მაგ­რამ მე არ მი­ნა­ხავს. ინ­ტე­რე­სი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჰქონ­და და გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

- სპექ­ტაკ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბი­სას რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ხომ არ დაგ­მარ­თვი­ათ?

- პრე­მი­ე­რა­ზე დაგ­ვე­მარ­თა - პირ­ვე­ლი აქ­ტის დას­რუ­ლე­ბი­სას ფარ­და არ და­ი­ხუ­რა ბო­ლომ­დე, შუ­ა­ში გა­ი­ჭე­და. მერე ხე­ლით შე­ა­ერ­თეს. ზედა ლო­ჟე­ბი­დან ხე­დავ­დნენ, რო­გორ ვეხ­მა­რე­ბო­დით სცე­ნის მუ­შებს სცე­ნის დახ­ვე­ტა­ში, კოს­ტი­უ­მე­ბით დავ­რბო­დით. თა­ვი­დან შემ­რცხვა, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლი ასე­თი მცი­რე უზუს­ტო­ბე­ბის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და ახლა სა­ხა­ლი­სო გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია.

- შენს იმიჯ­ზე ვინ იზ­რუ­ნა?

- ჯიჯი რე­ჯი­ნიმ და და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილ­მა. მათ ყვე­ლას იმიჯ­ზე იზ­რუ­ნეს. მეც ვი­ფიქ­რე, რო­გო­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა უნდა მქო­ნო­და და რა ჩა­მეც­ვა, რე­და­სა და და­თუ­ნას­თან ერ­თად მო­ვირ­გე სა­მო­სი. როცა კომ­ფორ­ტუ­ლად ხარ ჩაც­მუ­ლი, მერე უკვე თა­ვი­სუფ­ლად ფიქ­რობ იმა­ზე, რა­ზეც უნდა იფიქ­რო.

- პი­რა­დულ­ზეც გკი­თხავ. შენი შვი­ლი რამ­ხე­ლაა?

- წლი­სა და 4 თვის ლუკა მყავს, მე­უღ­ლე ზაზა ქურ­ცი­კაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. 35 წლი­საა. ბან­კში მუ­შა­ობ­და, ახლა სოსო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს­თან მუ­შა­ობს. ზაზა ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და მხარ­ში მიდ­გას. შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ვგუ­ლის­ხმობ. სულ და­დის, სად­მე თუ გა­მოვ­დი­ვარ. და­სი­დან რომ წა­მო­ვე­დი, მე­უბ­ნე­ბო­და, უნდა დაბ­რუნ­დე და კი­დევ უნდა გნა­ხო სცე­ნა­ზეო. ძა­ლი­ან ამა­ყობ­და, რომ მი­უ­ზიკლში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შე­მა­ქო. ერ­თმა­ნე­თი თბი­ლის­ში გა­ვი­ცა­ნით. ბა­თუ­მი­დან უკვე თბი­ლის­ში ჩა­მოვ­ბარ­გდით. იქ ზაზა სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯმენ­ტში მუ­შა­ობ­და.

- ვიცი, რომ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებს" ოზურ­გეთ­ში წა­რად­გენთ.

- ახლა რე­პე­ტი­ცი­ებს გავ­დი­ვართ, 3-4 სექ­ტემ­ბერს წარ­ვად­გენთ ოზურ­გეთ­ში მინი-ვერ­სი­ას, რად­გან სცე­ნა არ გვი­წყობს ხელს. თბი­ლი­სუ­რი პრე­მი­ე­რა კი 14 სექ­ტემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა. 5 სექ­ტემ­ბრი­დან ფი­ლარ­მო­ნი­ის მას­შტა­ბებ­ზე გა­და­ვა­წყობთ მი­უ­ზიკლს, იც­ვლე­ბა დე­კო­რა­ცი­ე­ბი, იზ­რდე­ბა, უფრო მეტი აკ­რო­ბა­ტუ­ლი ილე­თი იქ­ნე­ბა. ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მი­ნი­მუმ 10 სპექ­ტაკ­ლი იქ­ნე­ბა.

- ნა­თია, ანა­ზღა­უ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- ბევ­რჯერ მი­ლა­პა­რა­კია ამ თე­მა­ზე მე­გობ­რებ­თან, სულ რომ არა­ფე­რი გა­და­ე­ხა­დათ, ამ მი­უ­ზიკლში მა­ინც მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ისე მიყ­ვარს ფილ­მი, თუმ­ცა რა ანა­ზღა­უ­რე­ბაც მი­ვი­ღეთ, კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩი. არა­და, ამ მხრივ სულ და­ჩაგ­რუ­ლი ვარ, ხმას ვერ ვი­ღებ ხოლ­მე. ყვე­ლა მო­ცეკ­ვა­ვეს კომ­ფორ­ტი ჰქონ­და შექ­მნი­ლი.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ ჩაანაცვლა ნათია ბუნტურმა "ვერის უბნის მელოდიებში" თიკა ფაცაცია

რატომ ჩაანაცვლა ნათია ბუნტურმა "ვერის უბნის მელოდიებში" თიკა ფაცაცია

"ვერის უბნის მელოდიებს" თუ ნახავთ, აუცილებლად შეამჩნევთ ბალერინას გრძელი ქერა თმით, რომელიც ვანიკო თარხნიშვილს უწევს პარტნიორობას, მისი "ტურფაა". ვანიკომ ახალ მიუზიკლში რამაზ ჩხიკვაძის მიერ შესრულებული როლი მოირგო, მისი პარტნიორი თიკა ფაცაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომღერალმა და ტელეწამყვანმა ამ პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. თიკას შევეხმიანეთ ამ ამბის გასაგებად, თუმცა გვითხრა, ამის შესახებ არაფერი სმენია. ასეა თუ ისე, ეს როლი ნათია ბუნტურმა მიიღო და დღეს მას ახლოს გაგაცნობთ. მოცეკვავე წლების განმავლობაში ამერიკაში სწავლობდა და მუშაობდა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა, აქაურ საბალეტო დასში ხუთი წელი ცეკვავდა, წინა წელს კი წამოვიდა. ამის შესახებ და მიუზიკლში მონაწილეობაზე საკმაოდ ვრცლად გვიამბობს.

- შენი გვარით დავინტერესდი...

- მთიულები ვართ, ბუნტური ძალიან იშვიათი გვარია. ვხუმრობ ხოლმე, მგონი, მარტო მე და მამაჩემი ვართ ამ გვარის-მეთქი. როცა ვამბობ ჩემს გვარს, ყველას უკვირს და ხუთჯერ უნდა გავუმეორო ხოლმე.

- ბალერინობა ბავშვობიდანვე გინდოდა?

- პატარობიდან, 5-დან 10 წლამდე დავდიოდი ქართულ ცეკვაზე პიონერთა სასახლეში. რთული პერიოდი იყო, დედა მუშაობდა და თან სკოლიდან გამოსული პიონერთა სასახლეში მივყავდი. შემდეგ ურჩიეს, რადგან ცეკვა უყვარს, ბალეტზე შეიყვანეო. სულ სხვა სამყაროსა და დისციპლინაში მოვხვდი. ძალიან განვიცდიდი, არ მინდოდა სკოლის გამოცვლა და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაბარება, თანაც, პატარებისთვის საკმაოდ რთული საქმეა, ზოგჯერ მტკივნეულიც, სანამ მიეჩვევი. მე ერთი წლით დავაგვიანე და ბალეტის ანა-ბანა არ გამივლია, პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს. გონზე არ ვიყავი, როცა მიმიყვანეს. სადღაც უკან ვიდექი და ვიმეორებდი მოძრაობებს. ბუნებრივი მონაცემები ყოველთვის კარგი მქონდა, თუმცა ესეც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ხასიათზე, არ ყალიბდები "მიმწოლ" ადამიანად. წლიდან წლამდე ყველაფერი ამეწყო, დამილაგდა ტექნიკა, ჩამოვყალიბდი ბალერინად.

2002 წელს მიწისძვრა მოხდა, ავარიულ უბანში მდებარე შენობა ნაწილობრივ დაინგრა. დედამ იცოდა, როგორ მიყვარდა ბალეტი, ჩათვალა, რომ ჩემთვის გზა უნდა გაეხსნა და სხვადასხვა წერილი, ასევე ჩანაწერები და ფოტოები უცხოურ სასწავლებლებში გაგზავნა. ბოსტონის საბალეტო სკოლის სიაშიც მოვხვდი. მათგან სტიპენდიის იმედი მქონდა. დადებითი პასუხი მომივიდა, შვიდი საფეხური ჰქონდათ და მეშვიდეზე ჩავირიცხე. ეს სკოლა ბოსტონის დასთან არსებობდა. პირველ-ორ სართულზე სკოლა იყო განლაგებული, უფრო ზევით დასი რეპეტიციობდა.

გავემგზავრე ამერიკაში, ჩვენი ახლობლის, ირაკლი ჭყონიას ოჯახში, რომელმაც მეურვეობა გამიწია. იქ სასწავლებლად გახლდათ. მოგვიანებით ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ძალიან თბილად მიმიღო. 16 წლის გახლდით. დავდიოდი სკოლაშიც და სასწავლებელშიც. ირაკლის მეორე მამას ვეძახდი.

ორი წელი ბოსტონის სასწავლებელში გავატარე, სკოლაც დავამთავრე, ვმუშაობდი კიდეც. მყავდა სპონსორები, ფონდები, რომლებიც მიფინანსებდნენ იქ ცხოვრებას, ზაფხულის ექვსკვირიანი კლასიც სტიპენდიით გავიარე, რადგან საკმაო თანხა სჭირდებოდა. ორი წლის შემდეგ სასწავლებელში აღარ მინდოდა, დასში მოვისურვე გადასვლა, თუმცა ბოსტონში უარი მითხრეს და ნიუ-იორკში გადავედი, ჩავირიცხე იქაურ სასწავლებელში. მთელი წელი ვისწავლე, შაბათ-კვირას კასტინგებზე გავდიოდი, ძირითადად, დადებითი პასუხები არ მოდიოდა, რადგან სტუდენტური ვიზა მქონდა, ამერიკის მოქალაქე არ ვიყავი და სამსახურში რომ ავეყვანე, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაეფორმებინათ, ამაზე თავის ატკიება კი არავის უნდოდა.

- იშოვე სამსახური?

- პენსილვანიის საბალეტო კომპანიაში გავაგზავნე ფოტოები, ვიდეოც კი არ მქონდა. კასტინგზე დამიბარეს, ორ კვირაში ჩემოდანი ჩავალაგე, თბილისში ვაპირებდი წამოსვლას და დედაჩემისთვის უკვე დარეკილი მქონდა, მაგრამ სწორედ ამ დროს დამირეკეს და ამიყვანეს. თბილისში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდიოდი. მერე თბილისში ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ჩამოვიდა. ერთ წელიწადში უამრავი პრემიერა კეთდებოდა, ჩემი მეგობრები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. გადავწყვიტე, რომ ჩამოსვლის დრო დადგა. მინდოდა, იგივე საქმე ჩემს ქვეყანაში გამეკეთებინა.

- არ ნანობ?

- პროფესიულად ალბათ კი, მაგრამ ზოგადად არა. აქ მაინც სხვა აურაა.

- გქონდა ამერიკაში წარმატების შანსი?

- მთავარია, ბოლომდე დაიხარჯო, ბევრი იმუშაო და წარმატება გარანტირებულია. პენსილვანიის კორდებალეტში ვიყავი, ბალანჩინის რეპერტუარიდან ის ბალეტები მაქვს ნაცეკვი, რაც ჯერ საქართველოში არ დაუდგამთ. ოდეტას "ადაჯიო" შევასრულე. ამ დროს 20 წლის ვიყავი. თუკი შეგამჩნევენ, რომ მონდომებული ხარ, შემდეგ წელს იმას არ იცეკვებ, რასაც შარშან ცეკვავდი, შესაძლოა, სოლისტის ან წამყვანი პარტია იცეკვო. თუ კარგი ხარ, ხუთი წელი არ გალოდინებენ და აუცილებლად დაგიფასებენ.

- საქართველოში არ აეწყო შენი კარიერა?

- დასიდან წინა წლის ოქტომბერში წამოვედი, ანუ უკვე ცხრა თვეა. არ ვიცი, ალბათ ჩემი ბრალიცაა. აქ კარგი დასია, მაგრამ იქ სულ სხვანაირად მუშაობს ეს სფერო და შოუბიზნესს უტოლდება. რომ ჩამოვედი, უფრო მეტ მოწონებას ველოდებოდი, ვიდრე მივიღე. არ ვამბობ, რომ გადასარევი მოცეკვავე ვარ, მაგრამ მგონია, უფრო მეტს ვიმსახურებდი, ვიდრე მივიღე. ვერ ვიტყვი, ვისგან.

- ნინო ანანიაშვილს ვერ შეეწყვე?

- ქალბატონ ნინოსთან ხუთი წელი კარგად ვიმუშავე, მაგრამ ის ტრამპლინი არ მქონია, საიდანაც ჩემთვის სასურველ საფეხურზე აღმოვჩნდებოდი. აქ დასში ყოფნისას საერთოდ არ ვიღლებოდი. თავი რომც მომეკლა, თუკი დასს არ უნდოდა ჩემი გამოჩენა, არც გამოვჩნდებოდი. უამრავი ენერგია მრჩებოდა. ზოგადად, ეჩვევი იმ ტემპს, რაც გაქვს. ისედაც იოლად ვაკეთებდი ყველაფერს, მაგრამ მახსოვს, ფილადელფიაში ერთხელ ისეთი დაღლილი მივედი სახლში, რომ კიბეებზე იდაყვებით ავხოხდი. პატარა ძმა და შვილი მყავს და მათ თავს გეფიცები, ასე იყო. აქ კი სამსახურის მერე შემეძლო, სადღაც წავსულიყავი. მე კი უნდა ვიცოდე, თუკი გამოვიჩენ თავს და ვიშრომებ, ორ თვეში იმას მაცეკვებენ, რაც მე მინდა. აქ სხვა იჩენდა თავს და სხვას აცეკვებდნენ. ალბათ ეს გამართლებაზეც არის. ამერიკაში გამიმართლა, აქ - არა.

- მას შემდეგ, რაც საბალეტო დასი დატოვე, როგორ განვითარდა შენი კარიერა?

- მინდოდა, ყოველდღე გამხარებოდა იქ მისვლა, მაგრამ ერთფეროვანი გახდა, ვიფიქრე, რომ სხვაგან მეტის გაკეთება შემეძლო. ეს ჩემთვის დღემდე მტკივნეულია, მაგრამ რეალისტი ვარ და ამ მხარემ გადაძლია. საბალეტო დასიდან წამოსვლის შემდეგ ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან, გოგი ალექსიძის შვილთან ვიცეკვე სოლოპარტია. ეს სხვანაირად გამიხარდა, არასდროს ისე გამოკვეთილად არ ვჩანდი, როგორც მარიამთან. ოქტომბერშიც იგეგმება მისი სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში. მას შემდეგ მეუღლეს, რომელსაც სამსახურებრივი საქმეების გამო მოუწია ბათუმში გადასვლამ, რასაკვირველია, მეც წავყევი და იქ ვიცხოვრე ცხრა თვის განმავლობაში. ინგლისური ვიცი და ყველას ვუთარგმნი რაღაცებს, ენის ცოდნა მადგება. ერთ-ერთ სასტუმროში ვიმუშავე საოფისე სამსახურში, შემდეგ რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეაში ვიყავი პიარმენეჯერად და დავდგი გახსნის საბალეტო ნომერი. შემდეგ კი, კარგი გაგებით, "ვერის უბნის მელოდიები" დამატყდა თავს.

- ვინ შემოგთავაზა ამ პროექტში მონაწილეობა?

- ბათუმში ცხოვრებისას გავიცანი სოფო ნიჟარაძე, ლელა კილაძე და სხვები. მათ გაუჩნდათ ამ სპექტაკლში ჩემი დაკავების იდეა, რადგან ბათუმში ვიყავი და თან საბალეტო დასში აღარ ვცეკვავდი, დროც მქონდა და ალბათ სიმპათიითაც განიმსჭვალნენ. ჩემთვის ეს საინტერესო იყო, რადგან ახალ ამპლუაში გამოვცდიდი თავს, მანამდე მიუზიკლში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. ეს ჩემთვის ექსპერიმენტიც იყო და სიამოვნებაც. ზუსტად გაამართლა ჩემი მოლოდინი, თავი დავაკალით ორი თვე.

სოფო ნიჟარაძემ ამიხსნა, რა და როგორ მოხდებოდა. ორი კვირის განმავლობაში თბილისში გავიარეთ რეპეტიცია, დილას მთელი საათი ვარჯიშები გვქონდა, შემდეგ დადგმაზე ვიწყებდით მუშაობას. რომ მახსენდება, ცუდად ვხდები, ისეთ შრომასთან იყო დაკავშირებული. დღეს რომ მივედი რეპეტიციაზე, გამიხარდა, რომ ის დაწყებითი სამუშაოები უკვე გავლილი მაქვს (იღიმება). 15 ივლისს ბათუმში ჩავედით, მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში დაიწყო, რაც დაიწყო. შეკრეს დეკორაცია, ჩამოვიდა ნიკა რაჭველი, სექსტეტი და ორკესტრი. რეპეტიციიდან ღამის პირველ საათზე გამოვდიოდით. საჭმელად მივდიოდით და თან ისევ ამ მიუზიკლზე ვლაპარაკობდით. ბევრმა თქვა, რომ ის შრომა, რაც ჩვენ ჩავდეთ, ამ მიუზიკლს ეტყობოდა. ყველამ ერთნაირად იმუშავა და ერთნაირად დავიღალეთ.

- ბევრი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს. არ იყვნენ პრეტენზიულები?

- არ ვიცი, თავად რედა რამდენი წლისაა, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭივით იქცეოდა. ძალიან გვესიამოვნა მასთან მუშაობა, მკაცრია, მაგრამ ძალიან პოზიტიური ადამიანია. არ მგონია, რომ ასეთი გუნდი კიდევ ოდესმე შეიკრიბება. თუკი შოუბიზნესში ვინმე კარგი ადამიანია, ამ მიუზიკლშია თავმოყრილი. ყველას უხაროდა ერთმანეთის ნახვა, ერთ კვირაში უახლოესი მეგობრები გავხდით, მომღერლებით დაწყებული, სცენის მუშით დამთავრებული.

- შენი როლის შესახებ გვიამბე...

- მე თავიდან მხოლოდ მოცეკვავის ამპლუაში უნდა ვყოფილიყავი, ტურფას როლი კი თიკა ფაცაციას უნდა ეთამაშა. ის უნდა ყოფილიყო ვანიკოს პარტნიორი, რადგანაც მათი წყვილი ისედაც ცნობილია. მერე არ ვიცი, რა მოხდა, რატომ თქვა თიკამ უარი, ამ როლზე მე დამაკავეს. ძალიან გამიხარდა. მოცეკვავის როლი ბევრად ახლოს არის ჩემთან, პირველად ვიყავი პერსონაჟი.

- ვანიკოსთან მუშაობა როგორი იყო?

- ბევრჯერ ვნახე ეს ფილმი. მინდოდა, კარგად გამეხსენებინა. ვანიკოზე ვიტყვი, რომ ის ზედმეტად პასუხისმგებლიანი ადამიანია. შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ იმდენად დაძაბულია ამ პასუხისმგებლობით, რომ სახე ეცვლებოდა. სცენაზე რომ გადიოდა, იმას აკეთებდა, რაც საჭირო იყო. ვანიკომ იმდენად მოირგო ეს პერსონაჟი, რომ მისი ტურფაც სხვანაირი უნდა ყოფილიყო და მეც შევიტანე ცვლილებები ამ პერსონაჟში. მე და ვანიკო ერთმანეთს მოვერგეთ (იღიმის).

- პრემიერა როგორი იყო? ვიცი, რომ პრეზიდენტი ესწრებოდა.

- ის დღე მართლა არ მახსოვს. ვხუმრობდი, საკეისროზე ასე არ მინერვიულია-მეთქი. პრემიერის მერე ბანკეტი გვქონდა, მაგრამ ისიც აღარ გვაინტერესებდა, ქუჩაში რომ დავმდგარიყავით და გვეჭამა, ვერ განვასხვავებდით, ისეთი გადაღლილები ვიყავით, თუმცა ბანკეტმა ძალიან კარგად ჩაიარა. გვეწვია პრეზიდენტი, ასევე თბილისის მერი გიგი უგულავა. წავიმღერეთ ნომრები, წავიცეკვეთ კიდეც, მიუზიკლის ფართი-ვერსია გავაკეთეთ იქვე.

- პრეზიდენტს მოეწონა მიუზიკლი?

- ხშირად ვგრძნობდით მის გვერდზე დგომასა და მხარდაჭერას. უნდოდა და იცოდა კიდეც, რომ კარგი გამოვიდოდა.

- რეპეტიციებს ესწრებოდა?

- მგონი, ერთხელ იყო, მაგრამ მე არ მინახავს. ინტერესი, რასაკვირველია, ჰქონდა და გვგულშემატკივრობდა.

- სპექტაკლების ჩვენებისას რაიმე სახალისო ამბავი ხომ არ დაგმართვიათ?

- პრემიერაზე დაგვემართა - პირველი აქტის დასრულებისას ფარდა არ დაიხურა ბოლომდე, შუაში გაიჭედა. მერე ხელით შეაერთეს. ზედა ლოჟებიდან ხედავდნენ, როგორ ვეხმარებოდით სცენის მუშებს სცენის დახვეტაში, კოსტიუმებით დავრბოდით. თავიდან შემრცხვა, მაგრამ სპექტაკლი ასეთი მცირე უზუსტობების გარეშე არ არსებობს და ახლა სახალისო გასახსენებელია.

- შენს იმიჯზე ვინ იზრუნა?

- ჯიჯი რეჯინიმ და დათუნა სულიკაშვილმა. მათ ყველას იმიჯზე იზრუნეს. მეც ვიფიქრე, როგორი ვარცხნილობა უნდა მქონოდა და რა ჩამეცვა, რედასა და დათუნასთან ერთად მოვირგე სამოსი. როცა კომფორტულად ხარ ჩაცმული, მერე უკვე თავისუფლად ფიქრობ იმაზე, რაზეც უნდა იფიქრო.

- პირადულზეც გკითხავ. შენი შვილი რამხელაა?

- წლისა და 4 თვის ლუკა მყავს, მეუღლე ზაზა ქურციკაშვილი გახლავთ. 35 წლისაა. ბანკში მუშაობდა, ახლა სოსო ორჯონიკიძესთან მუშაობს. ზაზა ჩემი დიდი გულშემატკივარია და მხარში მიდგას. შემოქმედებით საქმიანობას ვგულისხმობ. სულ დადის, სადმე თუ გამოვდივარ. დასიდან რომ წამოვედი, მეუბნებოდა, უნდა დაბრუნდე და კიდევ უნდა გნახო სცენაზეო. ძალიან ამაყობდა, რომ მიუზიკლში მივიღე მონაწილეობა და შემაქო. ერთმანეთი თბილისში გავიცანით. ბათუმიდან უკვე თბილისში ჩამოვბარგდით. იქ ზაზა სასტუმროს მენეჯმენტში მუშაობდა.

- ვიცი, რომ "ვერის უბნის მელოდიებს" ოზურგეთში წარადგენთ.

- ახლა რეპეტიციებს გავდივართ, 3-4 სექტემბერს წარვადგენთ ოზურგეთში მინი-ვერსიას, რადგან სცენა არ გვიწყობს ხელს. თბილისური პრემიერა კი 14 სექტემბერს დაინიშნა. 5 სექტემბრიდან ფილარმონიის მასშტაბებზე გადავაწყობთ მიუზიკლს, იცვლება დეკორაციები, იზრდება, უფრო მეტი აკრობატული ილეთი იქნება. ფილარმონიაში მინიმუმ 10 სპექტაკლი იქნება.

- ნათია, ანაზღაურებით კმაყოფილი ხარ?

- ბევრჯერ მილაპარაკია ამ თემაზე მეგობრებთან, სულ რომ არაფერი გადაეხადათ, ამ მიუზიკლში მაინც მივიღებდი მონაწილეობას, ისე მიყვარს ფილმი, თუმცა რა ანაზღაურებაც მივიღეთ, კმაყოფილი დავრჩი. არადა, ამ მხრივ სულ დაჩაგრული ვარ, ხმას ვერ ვიღებ ხოლმე. ყველა მოცეკვავეს კომფორტი ჰქონდა შექმნილი.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება