საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა შათირიშვილი: "ხელისუფლებას ენათა არევის თუ, საერთოდ, უენობის სინდრომი სჭირს"
ზაზა შათირიშვილი: "ხელისუფლებას ენათა არევის თუ, საერთოდ, უენობის სინდრომი სჭირს"

მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს შსს-მ 28 აგ­ვის­ტოს, ღა­მით, და­ი­წყო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია მდი­ნა­რე ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვრის და­ღეს­ტნის მო­ნაკ­ვე­თის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ძი­რი­თა­დი ფაზა დას­რუ­ლე­ბუ­ლად 30 აგ­ვის­ტოს გა­მო­ცხად­და. ცნო­ბი­ლია, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­ი­ღუ­პა სამი ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი და 11 დი­ვერ­სან­ტი. ამ ოპე­რა­ცი­ი­სად­მი უამ­რა­ვი კი­თხვა პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გაჩ­ნდა. მათი უმე­ტე­სო­ბა დღე­საც პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. თავ­და­პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ ყო­ფი­ლან, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მალე გა­არ­კვი­ეს, რომ მოკ­ლულ­თა შო­რის პან­კი­სის ხე­ო­ბის მკვიდ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც იყ­ვნენ. ეს ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა შსს-მაც. თა­ვის მხრივ, და­ღეს­ტნურ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა გა­მო­ცე­მამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრძო­ლა მო­ჯა­ჰე­დე­ბის, კავ­კა­სი­ის იმი­რა­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს: "ჩვ­ე­­ნი ძმე­ბი, მო­ჯა­ჰე­დე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ავი­თარ ოპე­რა­ცი­ას არ გეგ­მავ­დნენ. რომ მო­ენ­დო­მე­ბი­ნათ, იო­ლად ჩა­ა­ტა­რებ­დნენ. მო­ჯა­ჰე­დებს ტყვედ არა­ვინ აუყ­ვა­ნი­ათ და ეს ტყუ­ი­ლი და ცი­ლის­წა­მე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ მხა­რეს, მათ მუ­ხა­ნა­თუ­რად გა­წი­რეს მო­ჯა­ჰე­დე­ბი და კავ­კა­სი­ის 11 მა­მა­ცი შვი­ლი მოკ­ლეს. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ისი­ნი თვალ­თმაქ­ცუ­რად იქ­ცე­ვი­ან, რუ­სე­თის, პუ­ტი­ნის რე­ჟიმს რომ ასი­ა­მოვ­ნონ. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მო­ჯა­ჰე­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მო­ვუ­წო­დებთ მათ, ნუ ატყუ­ე­ბენ სა­კუ­თარ ხალ­ხს, ნუ სურთ, ჩირ­ქი მოს­ცხონ მო­ჯა­ჰე­დებს და ნუ აქვთ იმე­დი, რომ მუს­ლიმ­თა სის­ხლის სა­ნაც­ვლოდ რუ­სე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბას მო­ი­პო­ვე­ბენ! ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით კი­დევ ერთ მტერს გა­ი­ჩენთ, რო­მე­ლიც შურს სას­ტი­კად იძი­ებს". ინ­ტერ­ვიუ ფი­ლო­სო­ფოს ზაზა შა­თი­რიშ­ვილ­თან სწო­რედ ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ:

- ინ­ფორ­მა­ცია ისე­თი მწი­რი და ფრაგ­მენ­ტუ­ლია, იმ­დე­ნი რა­მეა კვლა­ვაც გა­ურ­კვე­ვე­ლი, რომ გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბა. ერთი რამ აშ­კა­რაა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლა­პა­რა­კობს ბა­ბი­ლო­ნურ ენა­ზე, ვგუ­ლის­ხმობ ბა­ბი­ლო­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­სას ენე­ბის არევ-და­რე­ვას. ჯერ გვი­თხრეს, და­ღუ­პუ­ლე­ბი (რომ­ლებ­საც დი­ვერ­სან­ტე­ბი არც მინ­და ვუ­წო­დო, რად­გან გა­ურ­კვე­ვე­ლია, ვინ იყ­ვნენ და რა უნ­დო­დათ) სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ იყ­ვნე­ნო! მერე, რო­დე­საც მათი და­მა­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მჟღავ­ნდა, აღი­ა­რეს, იყ­ვნე­ნო და, რო­გორც იქნა, ცხედ­რე­ბიც გა­დას­ცეს ახ­ლობ­ლებს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, ცოტა ხან­ში გა­მოგ­ვი­ცხა­დონ, - ვინც იტყვის, თით­ქოს ჩვენ თავ­და­პირ­ვე­ლად ვთქვით, რომ ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ იყ­ვნენ - პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი არი­ა­ნო.

- სხვა­თა შო­რის, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის მიერ ამის თა­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­მი­ნის­ტროს ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დი­დან გაქ­რა.

- სუ­ლაც არ მიკ­ვირს. ეს მათი ხელ­წე­რაა. სწო­რედ ასე იქ­ცე­ო­და მათი სუ­ლი­ე­რი მამა - სტა­ლი­ნი. რო­დე­საც ვი­ღა­ცას დახ­ვრეტ­დნენ, მერე ამ ადა­მი­ანს დო­კუ­მენ­ტე­ბი­და­ნაც აქ­რობ­დნენ. ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, უფრო შორ­სმი­მა­ვალ, მზაკ­ვრულ გეგ­მას­თა­ნაც გვქონ­დეს საქ­მე. ის, რომ სცა­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუპ­ვა და­ე­მა­ლათ, ბუ­ნებ­რი­ვად აჩენს ვა­რა­უდს, რომ ამ პრო­ცე­სებ­ში სხვაც ბევ­რი რამ იმა­ლე­ბა.

- გავ­რცელ­და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გან­ცხა­დე­ბა: "ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, კავ­კა­სი­ა­ში ზედ­მე­ტი და­ძა­ბუ­ლო­ბის სა­ბა­ბი არ შევ­ქმნათ. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს სი­ახ­ლო­ვეს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი ვთქვით". - რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ამ პრო­ცესს უნებ­ლი­ეთ და­ემ­თხვა?

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ეთე­რი­დან მო­ვის­მი­ნე, თით­ქოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და იმი­ტომ, რომ მათი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სეთს მი­ე­ცე­მო­და სა­ლა­პა­რა­კო სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რის­ტე­ბის მო­მზა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე… სა­ინ­ტერ­ესო სუ­რა­თია: ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოლო 6 წე­ლი­წა­დია, სა­ა­კაშ­ვი­ლი გმი­რუ­ლად ებ­რძვის რუ­სეთს, 2008 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ომში რუ­სე­ბი და­ა­მარ­ცხა, ბეჭზე დას­ცა და რას აღარ უშ­ვრე­ბა. ამ ფონ­ზე კი ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლებს ანად­გუ­რებს იმი­ტომ, რომ რუ­სეთს არა­ფე­რი ევ­ნოს. ისევ ბა­ბი­ლო­ნურ ენას­თან გვაქვს საქ­მე. სა­ა­კაშ­ვი­ლი, ერთი მხრივ, ებ­რძვის რუ­სეთს, მე­ო­რე მხრივ კი, აკე­თებს ისეთ რა­მეს, რაც სწო­რედ რუ­სეთს აძ­ლევს ხელს. როცა ჩერ­ქე­ზე­ბის გე­ნო­ციდს აღი­ა­რე­ბენ, ამით სწო­რედ რუ­სებს უტევს ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ვხე­დავთ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას და და­ხო­ცილ ჩეჩ­ნებ­სა და ქის­ტებს. რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღებ­ული ადა­მი­ა­ნე­ბი უკა­ნო­ნოდ არ უნდა და­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ კი­თხვა კი­თხვად რჩე­ბა: რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის ასე­თი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­სა და და­მალ­ვის მცდე­ლო­ბა? თა­ვის დრო­ზე კავ­კა­სი­ურ ომში ინ­გლი­სე­ლე­ბი, რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო, სწო­რედ შა­მილს უჭერ­დნენ მხარს, პრინ­ცი­პით - "ჩემი მტრის მტე­რი ჩემი მე­გო­ბა­რია", თუმ­ცა არ ვიცი, დღეს ვინ არის ინ­გლი­სის როლ­ში… მოკ­ლედ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ენა­თა არე­ვის თუ, სა­ერ­თოდ, უე­ნო­ბის სინ­დრო­მი სჭირს, რაც, სხვა პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად, ინ­ტე­ლექ­ტის პრობ­ლე­მა­ცაა.

- ორი დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბა, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ: "რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, ისე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქმე­დე­ბე­ბი და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბის რი­ტო­რი­კა იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზე­ბას, ქმნის მცდარ წარ­მოდ­გე­ნებს და არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას ამ­ცი­რებს"...

- ამ­ჯე­რად ენ-დი-აი შე­ე­ცა­და, არც მწვა­დი და­ეწ­ვა და არც - შამ­ფუ­რი, ამ შე­ფა­სე­ბით გვი­თხრა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც დამ­ნა­შა­ვეა და ოპო­ზი­ცი­ა­ცო. აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ქმე­დე­ბებ­ზეც, რო­გორც იქნა, ამო­ღერ­ღეს - არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად მოქ­მე­დე­ბე­ნო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამის­თვი­საც მად­ლო­ბის მეტი რა გვეთ­ქმის. "კა­ტის გაზ­რდი­ლი ლო­მი­დან" ხომ გახ­სოვთ - აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვ­ჭრი თავ­სო? ასე იქ­ცე­ვა ხოლ­მე ენ-დი-აიც, რომ­ლის "შვი­ლიც" ეს ხლი­სუფ­ლე­ბაა. ხომ ნა­ხეთ, ენ-დი-აის ოფის­ში მო­მუ­შა­ვე ხალ­ხი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში რომ აღ­მოჩ­ნდა (იგუ­ლის­ხმე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის მე-4 ნო­მე­რი თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა, რო­მე­ლიც 2009-2011 წლებ­ში ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის პროგ­რა­მის უფ­რო­სი ოფი­ცე­რი იყო. - ნ.დ.) რო­გორც ჩანს, ევ­რო­საბ­ჭო­სა და ეუ­თოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კრი­ტი­კულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა მათ­ზეც იმოქ­მე­და, მო­ვეს­წა­რით იმა­საც, რომ ენ-დი-აის სა­ქარ­თვე­ლოს ოფის­მა, - აქვე ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას ისე­თი ენ-დი-აი ჰყავს, რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებს (იცი­ნის), რა­ღა­ცებ­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა ვე­ღარ გა­ბე­და. არა­და, ენ-დი-აი ვი­საც უკ­ვეთს ხოლ­მე გა­მო­კი­თხვის ჩა­ტა­რე­ბას, იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­ა­შია.

- 6 სექ­ტემ­ბერს ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ეწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს. რო­გორ ფიქ­რობთ, არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ მის­გა­ნაც მო­ვის­მენთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ცხა­დე­ბებს?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ისიც გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბებს სა­მარ­თლი­ა­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, რო­დე­საც ასე­თი დო­ნის ფი­გუ­რა ასეთ დროს ჩა­დის ქვე­ყა­ნა­ში, ეს თა­ვი­სე­ბურ ელ­ფერს აუ­ცი­ლებ­ლად მის­ცემს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს.

- უკვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, აგ­რეთ­ვე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა. რას იტყვით ამ სი­ებ­ზე?

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­ებ­ში ძალ­ზე ცოტა ახა­ლი სა­ხეა. ასეთ გა­დამ­წყვეტ ვი­თა­რე­ბა­ში ნდო­ბას ყო­ველ­თვის ძველ გვარ­დი­ას უცხა­დე­ბენ ხოლ­მე, თა­ნაც ახა­ლი სა­ხე­ე­ბის მო­სა­ძებ­ნად დროც ნაკ­ლე­ბი ჰქონ­დათ. ანუ, ჩვენ ვხე­დავთ, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მო­ნო­ლი­თი კი­დევ უფრო შე­ი­კუმ­შა. ეს ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა.

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სია კი ძა­ლი­ან ჭრე­ლია. მას "აჯაფ­სან­და­ლიც" კი უწო­დეს/.

- კო­ა­ლი­ცია არ არის ერთი პარ­ტია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" დღეს წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთელ სპექტრს. იქ არის მე­მარ­ჯვე­ნეც, მე­მარ­ცხე­ნეც, ცენ­ტრის­ტუ­ლი ძა­ლე­ბიც და ა.შ. დღეს ჩვენ მოწ­მე­ნი ვართ არა პარ­ტი­უ­ლი ბრძო­ლი­სა, არა­მედ პრო­ცე­სი­სა, რო­დე­საც ოლი­გარ­ქი­უ­ლი სის­ტე­მა დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მა­ში უნდა გა­და­ვი­დეს. ერთ მხა­რეს ოლი­გარ­ქია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით, მე­ო­რე მხა­რეს კი - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სპექტრი, ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ ეს "აჯაფ­სან­და­ლი". სა­მო­მავ­ლოდ, რო­ცა კო­ა­ლი­ცია და­იშ­ლე­ბა, მი­ვი­ღებთ სრუ­ლი­ად ჯან­საღ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს.

- თუმ­ცა არ­სე­ბობს კო­ა­ლი­ცი­ის დრო­ზე ადრე დაშ­ლის საფრ­თხე, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვი­ოს.

- არა მგო­ნია, ასე მოხ­დეს. დაშ­ლა­ში ის ვი­გუ­ლის­ხმე, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გარ­და სხვა რომ არა­ვინ შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, ამ კო­ა­ლი­ცი­ის წი­აღ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­ბა­დოს მძლავ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა. რო­გორც ვიცი, ისე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბია ჩა­დე­ბუ­ლი, რომ კო­ა­ლი­ცი­ის ნა­ად­რე­ვი და ერ­თბა­შად დაშ­ლა არ მოხ­დე­ბა. შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა, რომ ყოვ­ლის­შემ­ძლე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ძრწის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­შე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად რა­ღას არ იგო­ნებს. ახა­ლი ანეკ­დო­ტი იცით? - ბაქ­რა­ძეს ეჩხუ­ბე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი, - ივა­ნიშ­ვილს ხელი რა­ტომ ჩა­მო­არ­თვიო? ბაქ­რა­ძე პა­სუ­ხობს: რა მექ­ნა, სხვა ყვე­ლა­ფე­რი შენ ჩა­მო­არ­თვი უკვ­ეო.

- ბა­ტო­ნო ზაზა, ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა შიში, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად შე­საძ­ლოა ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბოს, თქვენ რას ფიქ­რობთ?

- ეს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვაა, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან ხში­რად მო­მის­მე­ნია, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყვე­ლა­ფერს იკად­რებ­სო და, ძი­რი­თა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ახა­ლი ომის საფრ­თხეს გუ­ლის­ხმო­ბენ. მე ამას გა­მოვ­რი­ცხავ. თუ ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი მარ­თლაც გამ­წვავ­და, საფრ­თხეს სწო­რედ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვხე­დავ, რაც ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა უბე­დუ­რე­ბამ დაგ­ვა­ნახ­ვა. ჩემი ვა­რა­უ­დით, თუ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა ისე, რომ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის აღა­რა­ვის ეცა­ლოს, ეს იქ­ნე­ბა არა ქარ­თულ-რუ­სუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გი, არა­მედ სულ სხვა მოვ­ლე­ნა - ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა შე­ჯა­ხე­ბა. გვეს­მის ლა­პა­რა­კი ის­ლა­მისტ ტე­რო­რიტსზე, ჯი­ჰად­ზე და ა.შ. თუმ­ცა ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა. რო­გორც ჩანს, მა­ვან­თათ­ვის ქარ­თულ-რუ­სუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი, აქე­დან სა­თა­ვი­სოდ ბევ­რი ვე­რა­ფე­რი გა­მო­ად­ნეს. თუ ჩემი ვა­რა­უ­დი სი­მარ­თლეს­თან ოდ­ნავ მა­ინც არის ახ­ლოს, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს დე­მო­ნუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რია. ამა­ზე არც მინ­დო­და ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა, ალ­ბათ, პრე­ვენ­ცი­ის­თვის სჯობს, ყვე­ლა სა­კი­თხზე სა­ჯა­როდ ვი­ლა­პა­რა­კოთ.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზაზა შათირიშვილი: "ხელისუფლებას ენათა არევის თუ, საერთოდ, უენობის სინდრომი სჭირს"

ზაზა შათირიშვილი: "ხელისუფლებას ენათა არევის თუ, საერთოდ, უენობის სინდრომი სჭირს"

მძევლების გათავისუფლების მიზნით, საქართველოს შსს-მ 28 აგვისტოს, ღამით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია მდინარე ლოპოტის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულად 30 აგვისტოს გამოცხადდა. ცნობილია, რომ სპეცოპერაციისას დაიღუპა სამი ქართველი სამართალდამცავი და 11 დივერსანტი. ამ ოპერაციისადმი უამრავი კითხვა პირველივე დღეებში გაჩნდა. მათი უმეტესობა დღესაც პასუხგაუცემელია. თავდაპირველი ოფიციალური ვერსიით, შეიარაღებულ ჯგუფში საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან, თუმცა ჟურნალისტებმა მალე გაარკვიეს, რომ მოკლულთა შორის პანკისის ხეობის მკვიდრი ჩვენი თანამოქალაქეებიც იყვნენ. ეს ინფორმაცია დაადასტურა შსს-მაც. თავის მხრივ, დაღესტნურმა ოფიციალურმა გამოცემამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ბრძოლა მოჯაჰედების, კავკასიის იმირატის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიმდინარეობს: "ჩვ­ე­­ნი ძმები, მოჯაჰედები, საქართველოს ტერიტორიაზე არ­ავითარ ოპერაციას არ გეგმავდნენ. რომ მოენდომებინათ, იოლად ჩაატარებდნენ. მოჯაჰედებს ტყვედ არავინ აუყვანიათ და ეს ტყუილი და ცილისწამებაა საქართველოს მხრიდან. რაც შეეხება ქართულ მხარეს, მათ მუხანათურად გაწირეს მოჯაჰედები და კავკასიის 11 მამაცი შვილი მოკლეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ისინი თვალთმაქცურად იქცევიან, რუსეთის, პუტინის რეჟიმს რომ ასიამოვნონ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები მოჯაჰედების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ მათ, ნუ ატყუებენ საკუთარ ხალხს, ნუ სურთ, ჩირქი მოსცხონ მოჯაჰედებს და ნუ აქვთ იმედი, რომ მუსლიმთა სისხლის სანაცვლოდ რუსების კეთილგანწყობას მოიპოვებენ! ამგვარი მოქმედებებით კიდევ ერთ მტერს გაიჩენთ, რომელიც შურს სასტიკად იძიებს". ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ინფორმაცია ისეთი მწირი და ფრაგმენტულია, იმდენი რამეა კვლავაც გაურკვეველი, რომ გამიჭირდება ამ პროცესების შე­ფასება. ერთი რამ აშკარაა - ხელისუფლება ლაპარაკობს ბაბილონურ ენაზე, ვგულისხმობ ბაბილონის მშენებლობისას ენების არევ-დარევას. ჯერ გვითხრეს, დაღუპულები (რომლებსაც დივერსანტები არც მინდა ვუწოდო, რადგან გაურკვეველია, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ) საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენო! მერე, როდესაც მათი დამალული ინფორმაცია გა­მჟღავნდა, აღიარეს, იყვნენო და, როგორც იქნა, ცხედრებიც გადასცეს ახლობლებს. არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში გამოგვიცხადონ, - ვინც იტყვის, თითქოს ჩვენ თავდაპირველად ვთქვით, რომ ჯგუფში საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ - პრორუსული ძალები არიანო.

- სხვათა შორის, შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილის მიერ ამის თაობაზე გაკეთებული განცხადება სამინისტროს ინტერნეტგვერდიდან გაქრა.

- სულაც არ მიკვირს. ეს მათი ხელწერაა. სწორედ ასე იქცეოდა მათი სულიერი მამა - სტალინი. როდესაც ვიღაცას დახვრეტდნენ, მერე ამ ადამიანს დოკუმენტებიდანაც აქრობდნენ. ამ სპეცოპერაციას რაც შეეხება, არ არის გამორიცხული, უფრო შორსმიმავალ, მზაკვრულ გეგმასთანაც გვქონდეს საქმე. ის, რომ სცადეს საქართველოს მოქალაქეების დაღუპვა დაემალათ, ბუნებრივად აჩენს ვარაუდს, რომ ამ პროცესებში სხვაც ბევრი რამ იმალება.

- გავრცელდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება: "ჩვენ გადავწყვიტეთ, კავკასიაში ზედმეტი დაძაბულობის საბაბი არ შევქმნათ. ამიტომ საქართველოს სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებების სწავლების ჩატარებაზე უარი ვთქვით". - როგორ ფიქრობთ, ეს ამ პროცესს უნებლიეთ დაემთხვა?

- "ნაციონალური" ეთერიდან მოვისმინე, თითქოს შეიარაღებული პირების ლიკვიდაცია მოხდა იმიტომ, რომ მათი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, რუსეთს მიეცემოდა სალაპარაკო საქართველოში ტერორისტების მო­მზადების თაობაზე… საინტერ­ესო სურათია: ფაქტობრივად, ბოლო 6 წელიწადია, სააკაშვილი გმირულად ებრძვის რუსეთს, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გამოაცხადა, რომ ომში რუსები დაამარცხა, ბეჭზე დასცა და რას აღარ უშვრება. ამ ფონზე კი ჩრდილოკავკასიელებს ანადგურებს იმიტომ, რომ რუსეთს არაფერი ევნოს. ისევ ბაბილონურ ენასთან გვაქვს საქმე. სააკაშვილი, ერთი მხრივ, ებრძვის რუსეთს, მეორე მხრივ კი, აკეთებს ისეთ რამეს, რაც სწორედ რუსეთს აძლევს ხელს. როცა ჩერქეზების გენოციდს აღიარებენ, ამით სწორედ რუსებს უტევს ნუგზარ წიკლაური, თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ სპეცოპერაციას და დახოცილ ჩეჩნებსა და ქისტებს. რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებ­ული ადამიანები უკანონოდ არ უნდა დადიოდნენ, მაგრამ კითხვა კითხვად რჩება: რას ემსახურება ინფორმაციის ასეთი გასაიდუმლოებისა და დამალვის მცდელობა? თავის დროზე კავკასიურ ომში ინგლისელები, რუსეთთან დაპირისპირების გამო, სწორედ შამილს უჭერდნენ მხარს, პრინციპით - "ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია", თუმცა არ ვიცი, დღეს ვინ არის ინგლისის როლში… მოკლედ, ხელისუფლებას ენათა არევის თუ, საერთოდ, უენობის სინდრომი სჭირს, რაც, სხვა პრობლემებთან ერთად, ინტელექტის პრობლემაცაა.

- ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედური შეფასება, სადაც ვკითხულობთ: "როგორც მმართველი პარტიის, ისე "ქართული ოცნების" ქმედებები და ურთიერთბრალდების რიტორიკა იწვევს საზოგადოების პოლარიზებას, ქმნის მცდარ წარმოდგენებს და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს"...

- ამჯერად ენ-დი-აი შეეცადა, არც მწვადი დაეწვა და არც - შამფური, ამ შეფასებით გვითხრა, ხელისუფლებაც დამნაშავეა და ოპოზიციაცო. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ქმედებებზეც, როგორც იქნა, ამოღერღეს - არაპროპორციულად მოქმედებენო. სი­მართლე გითხრათ, ამისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის. "კატის გაზრდილი ლომიდან" ხომ გახსოვთ - აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო? ასე იქცევა ხოლმე ენ-დი-აიც, რომლის "შვილიც" ეს ხლისუფლებაა. ხომ ნახეთ, ენ-დი-აის ოფისში მომუშავე ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში რომ აღმოჩნდა (იგულისხმება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მე-4 ნომერი თინათინ ბოკუჩავა, რომელიც 2009-2011 წლებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის პროგრამის უფროსი ოფიცერი იყო. - ნ.დ.) როგორც ჩანს, ევროსაბჭოსა და ეუთოს წარმომადგენელთა კრიტიკულმა განცხადებებმა მათზეც იმოქმედა, მოვესწარით იმასაც, რომ ენ-დი-აის საქართველოს ოფისმა, - აქვე ვიტყვი, რომ ყველა ქვეყანას ისეთი ენ-დი-აი ჰყავს, როგორსაც იმსახურებს (იცინის), რაღაცებზე თვალის დახუჭვა ვეღარ გაბედა. არადა, ენ-დი-აი ვისაც უკვეთს ხოლმე გამოკითხვის ჩატარებას, იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან თარხნიშვილიც "ნაციონალური მოძრაობის" სიაშია.

- 6 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა საქართველოს. როგორ ფიქრობთ, არჩევნების შესახებ მისგანაც მოვისმენთ მნიშვნელოვან განცხადებებს?

- სავარაუდოდ, ისიც გააკეთებს განცხადებებს სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, როდესაც ასეთი დონის ფიგურა ასეთ დროს ჩადის ქვეყანაში, ეს თავისებურ ელფერს აუცილებლად მისცემს წინასაარჩევნო პროცესებს.

- უკვე ცნობილია, როგორც მმართველი პარტიის, აგრეთვე, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიების შემადგენლობა. რას იტყვით ამ სიებზე?

- "ნაციონალური მოძრაობის" სიებში ძალზე ცოტა ახალი სახეა. ასეთ გადამწყვეტ ვითარებაში ნდობას ყოველთვის ძველ გვარდიას უცხადებენ ხოლმე, თანაც ახალი სახეების მოსაძებნად დროც ნაკლები ჰქონდათ. ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელისუფლებო მონოლითი კიდევ უფრო შეიკუმშა. ეს ბუნებრივი მოვლენაა.

- "ქართული ოცნების" სია კი ძალიან ჭრელია. მას "აჯაფსანდალიც" კი უწოდეს/.

- კოალიცია არ არის ერთი პარტია, "ქართული ოცნება" დღეს წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების მთელ სპექტრს. იქ არის მემარჯვენეც, მემარცხენეც, ცენტრისტული ძალებიც და ა.შ. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ არა პარტიული ბრძოლისა, არამედ პროცესისა, როდესაც ოლიგარქიული სისტემა დემოკრატიულ სისტემაში უნდა გადავიდეს. ერთ მხარეს ოლიგარქია ხელისუფლების სახით, მეორე მხარეს კი - დემოკრატიული სპექტრი, ამიტომაც მივიღეთ ეს "აჯაფსანდალი". სამომავლოდ, რო­ცა კოალიცია დაიშლება, მივიღებთ სრულიად ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს.

- თუმცა არსებობს კოალიციის დროზე ადრე დაშლის საფრთხე, რამაც შეიძლება სახელისუფლებო კრიზისი გამოიწვიოს.

- არა მგონია, ასე მოხდეს. დაშლაში ის ვიგულისხმე, რომ "ქართული ოცნების" გარდა სხვა რომ არავინ შევიდეს პარლამენტში, ამ კოალიციის წიაღში შეიძლება დაიბადოს მძლავრი და საინტერესო ოპოზიციური ძალა. როგორც ვიცი, ისეთი მექანიზმებია ჩადებული, რომ კოალიციის ნაადრევი და ერთბაშად დაშლა არ მოხდება. შემთხვევით არ ხდება, რომ ყოვლისშემძლე "ნაციონალური მოძრაობა" ძრწის "ქართული ოცნების" წინაშე და ბიძინა ივანიშვილის გასანეიტრალებლად რაღას არ იგონებს. ახალი ანეკდოტი იცით? - ბაქრაძეს ეჩხუბება სააკაშვილი, - ივანიშვილს ხელი რატომ ჩამოართვიო? ბაქრაძე პასუხობს: რა მექნა, სხვა ყველაფერი შენ ჩამოართვი უკვ­ეო.

- ბატონო ზაზა, ლოპოტის ხეობაში შექმნილმა ვითარებამ საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამძაფრა შიში, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად შესაძლოა ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო დაიძაბოს, თქვენ რას ფიქრობთ?

- ეს ძალიან აქტუალური კითხვაა, რიგითი მოქალაქეებისგან ხშირად მომისმენია, ეს ხელისუფლება ძალაუფლების შესანარ­ჩუნებლად ყველაფერს იკადრებსო და, ძირითადად, საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი ომის საფრთხეს გულისხმობენ. მე ამას გამოვრიცხავ. თუ ქვეყანაში პროცესები მართლაც გამწვავდა, საფრთხეს სწორედ იმ მიმართულებით ვხედავ, რაც ლოპოტის ხეობაში დატრიალებულმა უბედურებამ დაგვანახვა. ჩემი ვარაუდით, თუ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა ისე, რომ არჩევნებისთვის აღარავის ეცალოს, ეს იქნება არა ქართულ-რუსული კონფლიქტის შედეგი, არამედ სულ სხვა მოვლენა - ცივილიზაციათა შეჯახება. გვესმის ლაპარაკი ისლამისტ ტერორიტსზე, ჯიჰადზე და ა.შ. თუმცა ასეთი დაპირისპირების ალბათობა ძალიან მცირეა. როგორც ჩანს, მავანთათვის ქართულ-რუსული დაპირისპირება არ აღმოჩნდა საკმარისი, აქედან სათავისოდ ბევრი ვერაფერი გამოადნეს. თუ ჩემი ვარაუდი სიმართლესთან ოდნავ მაინც არის ახლოს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს დემონური ჩანაფიქრია. ამაზე არც მინდოდა ლაპარაკი, თუმცა, ალბათ, პრევენციისთვის სჯობს, ყველა საკითხზე საჯაროდ ვილაპარაკოთ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა