სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანუკა არეშიძე: "კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი აუცილებლად გაიმართება!"
ანუკა არეშიძე: "კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი აუცილებლად გაიმართება!"

პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის შემ­დეგ კახა კა­ლა­ძე ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად თბ­ილის­ში დაბ­რუნ­და. ყო­ფილ ფეხ­ბურ­თელს და ახლა უკვე პო­ლი­ტი­კოსს, მე­უღ­ლე, დი­ზა­ი­ნე­რი ანუ­კა არე­ში­ძე ყო­ველ­თვის მხარ­ში უდ­გას. წყვი­ლი ამ­ჯე­რად სამ­ტრე­დი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც კახა კა­ლა­ძე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას მარ­თავს, ის სამ­ტრე­დი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად არის წარ­დგე­ნი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან".

- ანუ­კა, მას შემ­დეგ, რაც კახა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ერ­თო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თქვე­ნი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ერთ, რბი­ლად რომ ვთქვათ, აკ­რძა­ლულ მე­თოდს მი­მარ­თა. რო­გორ ახერ­ხებ, გა­უძ­ლო ამ­დენ დარ­ტყმას?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არც მიკ­ვირს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, მწყინ­და, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ კა­ხას სა­ხე­ლი ლაფ­ში ამო­ეს­ვა­რათ. სამ­წუ­ხა­როდ, ეს დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია და შე­ვე­გუე. არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი იმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ამის გამო სა­ხეს იხო­კა­ვენ, თუმ­ცა მა­თიც მეს­მის. ჩვენ მი­ლან­ში არა­ფე­რი გვაკ­ლდა, ძა­ლი­ან კარ­გად და ლა­მა­ზად ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ხამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გამო მი­ი­ღო. იმე­დი მაქვს, რომ ღვთის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­სი­კე­თოდ წა­რი­მარ­თე­ბა.

- უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო კა­ხას გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი მატ­ჩი - სა­ქარ­თვე­ლო-მი­ლა­ნის ამ­ხა­ნა­გუ­რი შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა უარი უთხრეს და მი­ზე­ზად სტა­დი­ო­ნის და­კა­ვე­ბა და­ა­სა­ხე­ლეს...

- ვი­ცო­დი, ასე რომ მოხ­დე­ბო­და - უარს იტყოდ­ნენ. კა­ხას ბევრ მე­გო­ბარს სურს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, ეს მხო­ლოდ მისი გა­ცი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის­თვი­საც ძა­ლი­ან კარ­გი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თე­ბო­და, მაგ­რამ... არა უშავს, კა­ხას გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი მატ­ჩი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა!

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პი­რებ­მა კახა კა­ლა­ძე "არ­მა­ნის" სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გამო საკ­მა­ოდ ირო­ნი­უ­ლად შე­ა­ფა­სეს, ცუ­დად მო­გიხ­სე­ნი­ეს...

- ისი­ნი არი­ან არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვი­ღა­ცის ცო­ლე­ბი ჰქვი­ათ! ვფიქ­რობ, რო­დე­საც მე­უღ­ლე მი­ნის­ტრი გყავს, ასე­თი რამ არ უნდა იკად­რო, იცი­ნი­ან ვის­ზე, კახა კა­ლა­ძე­ზე, ვი­საც იც­ნობს და პა­ტივს სცემს მათი სა­ნატ­რე­ლი ევ­რო­პა? ვის ოჯახ­საც ყო­ველ შო­ბას სა­ჩუქ­რებს უგ­ზავ­ნის ჯორ­ჯო არ­მა­ნი? ვინც რე­ა­ლუ­რად გა­აც­ნო და შე­აყ­ვა­რა სა­ქარ­თვე­ლო იტა­ლი­ას? თვი­თონ რა შე­უქ­მნი­ათ ფა­სე­უ­ლი? რაც უნ­დათ, ის თქვან. პი­რი­ქით: კარ­გია, რო­დე­საც ჩვენს ოჯახ­ზე კარ­გა­ვენ ძვირ­ფას დროს. 23 წლის ვარ და ვცდი­ლობ, ჩემი სი­ტყვა ვთქვა იმ საქ­მე­ში, რა­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ამას­თა­ნა­ვე, ვიყო კარ­გი მე­უღ­ლე და დედა. ცოტა ხან­ში გა­ი­მარ­თე­ბა ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბის კო­ლექ­ცია "red carpet by anouk"-ის პრე­ზენ­ტა­ცია კი­ევ­ში და მერე, ალ­ბათ, ყა­ვის ფინ­ჯნით ხელ­ში ჩემ­ზეც და­ი­წყე­ბენ ბა­ასს. ამ ადა­მი­ა­ნებს მათი წრის გარ­და არა­ვინ იც­ნობს, კახა კა­ლა­ძის გვა­რი კი ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩე­ბა და თა­ო­ბებს ემახ­სოვ­რე­ბა. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მათ და მად­ლო­ბას ვე­ტყვი ასე­თი პი­ა­რის­თვის, დრო­ის დათ­მო­ბის­თვის და გუ­ლით ვი­სურ­ვებ, კა­ხას ფო­ტო­ე­ბი კი­დევ დიდ­ხანს არ აე­ღოთ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან (იცი­ნის).

- თქვე­ნი უფ­რო­სი ვა­ჟის, ლე­ვა­ნი­კოს ნათ­ლია არის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი, ალ­ბათ, ხში­რად სტუმ­რობთ ერ­თმა­ნეთს, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ბერა ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ნათ­ლი­აა, ბუ­ბუს ძა­ლი­ან უყ­ვარს - ხვდე­ბა, რომ ბერა ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. როცა სად­მე თვალს მოჰ­კრავს ბე­რას, გა­ხა­რე­ბუ­ლი ყვი­რის, ბერა და­ვი­ნა­ხეო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა და მე­უღ­ლეა ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ხვე­დე­ლი­ძე, შვი­ლე­ბი იმ­ხე­ლა სით­ბოს გა­მო­ხა­ტა­ვენ მშობ­ლე­ბის მი­მართ, რომ ეს მარ­თლაც სა­ა­მა­ყოა. ჩვენ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. უშუ­ა­ლო და კარ­გი ხალ­ხია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ანუკა არეშიძე: "კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი აუცილებლად გაიმართება!"

ანუკა არეშიძე: "კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი აუცილებლად გაიმართება!"

პოლიტიკაში ჩართვის შემ­დეგ კახა კალაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბ­ილისში დაბრუნდა. ყოფილ ფეხბურთელს და ახლა უკვე პოლიტიკოსს, მეუღლე, დიზაინერი ანუკა არეშიძე ყოველთვის მხარში უდგას. წყვილი ამჯერად სამტრედიაში იმყოფება, სადაც კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიას მართავს, ის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი "ქართული ოცნებიდან".

- ანუკა, მას შემდეგ, რაც კახა პოლიტიკაში ჩაერთო, ხელისუფლებამ თქვენი ოჯახის წინააღმდეგ არაერთ, რბილად რომ ვთქვათ, აკრძალულ მეთოდს მიმართა. როგორ ახერხებ, გაუძლო ამდენ დარტყმას?

- საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ეს არც მიკვირს. თავდაპირველად, ძალიან განვიცდიდი, მწყინდა, რომ ქართველები ცდილობდნენ კახას სახელი ლაფში ამოესვარათ. სამწუხაროდ, ეს დღევანდელი პოლიტიკის ნაწილია და შევეგუე. არ მივეკუთვნები იმ ქალებს, რომლებიც ამის გამო სახეს იხოკავენ, თუმცა მათიც მესმის. ჩვენ მილანში არაფერი გვაკლდა, ძალიან კარგად და ლამაზად ვცხოვრობდით, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება კახამ ქართველი ხალხის და ჩვენი შვილების გამო მიიღო. იმედი მაქვს, რომ ღვთის წყალობით, ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ წარიმართება.

- უნდა გამართულიყო კახას გამოსამშვიდობებელი მატჩი - საქართველო-მილანის ამხანაგური შეხვედრა, თუმცა უარი უთხრეს და მიზეზად სტადიონის დაკავება დაასახელეს...

- ვიცოდი, ასე რომ მოხდებოდა - უარს იტყოდნენ. კახას ბევრ მეგობარს სურს, საქართველოში ჩამოსვლა, ეს მხოლოდ მისი გაცილება არ იქნებოდა. საქართველოს სახელისთვისაც ძალიან კარგი საღამო გაიმართებოდა, მაგრამ... არა უშავს, კახას გამოსამშვიდობებელი მატჩი აუცილებლად გაიმართება!

- სოციალურ ქსელში "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულმა პირებმა კახა კალაძე "არმანის" სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებული ფოტოების გამო საკმაოდ ირონიულად შეაფასეს, ცუდად მოგიხსენიეს...

- ისინი არიან არარეალიზებული ქალები, რომლებსაც ვიღაცის ცოლები ჰქვიათ! ვფიქრობ, როდესაც მეუღლე მინისტრი გყავს, ასეთი რამ არ უნდა იკადრო, იცინიან ვისზე, კახა კალაძეზე, ვისაც იცნობს და პატივს სცემს მათი სანატრელი ევროპა? ვის ოჯახსაც ყოველ შობას საჩუქრებს უგზავნის ჯორჯო არმანი? ვინც რეალურად გააცნო და შეაყვარა საქართველო იტალიას? თვითონ რა შეუქმნიათ ფასეული? რაც უნდათ, ის თქვან. პირიქით: კარგია, როდესაც ჩვენს ოჯახზე კარგავენ ძვირფას დროს. 23 წლის ვარ და ვცდილობ, ჩემი სიტყვა ვთქვა იმ საქმეში, რასაც ვემსახურები, ამასთანავე, ვიყო კარგი მეუღლე და დედა. ცოტა ხანში გაიმართება ძვირფასი სამკაულების კოლექცია "red carpet by anouk"-ის პრეზენტაცია კიევში და მერე, ალბათ, ყავის ფინჯნით ხელში ჩემზეც დაიწყებენ ბაასს. ამ ადამიანებს მათი წრის გარდა არავინ იცნობს, კახა კალაძის გვარი კი ისტორიაში დარჩება და თაობებს ემახსოვრება. წარმატებას ვუსურვებ მათ და მადლობას ვეტყვი ასეთი პიარისთვის, დროის დათმობისთვის და გულით ვისურვებ, კახას ფოტოები კიდევ დიდხანს არ აეღოთ "ფეისბუქის" გვერდიდან (იცინის).

- თქვენი უფროსი ვაჟის, ლევანიკოს ნათლია არის ბერა ივანიშვილი, ალბათ, ხშირად სტუმრობთ ერთმანეთს, როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ბერა ძალიან ყურადღებიანი ნათლიაა, ბუბუს ძალიან უყვარს - ხვდება, რომ ბერა ძალიან თბილი ადამიანია. როცა სადმე თვალს მოჰკრავს ბერას, გახარებული ყვირის, ბერა დავინახეო. არაჩვეულებრივი დედა და მეუღლეა ქალბატონი ეკა ხვედელიძე, შვილები იმხელა სითბოს გამოხატავენ მშობლების მიმართ, რომ ეს მართლაც საამაყოა. ჩვენ ივანიშვილების ოჯახთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. უშუალო და კარგი ხალხია.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"