მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დააბრუნეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ძველი სახეები
რატომ დააბრუნეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ძველი სახეები

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ შოუს რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის მა­გივ­რად თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი წა­იყ­ვანს, თუმ­ცა მისი მე­წყვი­ლის ვი­ნა­ო­ბა დღემ­დე სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა. კაბუ რომ შოუს და­ტო­ვებ­და, ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის დროს და­ა­ნონსდა, კბილ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ისევ და­უბ­რუნ­და, თუმ­ცა ახალ სე­ზონ­ზე თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახალ სე­ზონ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია გა­ვი­გე. "რე­ი­ტინ­გის" ერ­თგულ მკი­თხველს კარ­გად ახ­სოვს ცოტა ხნის წინ და­ბეჭ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ რუს­კა მა­ყაშ­ვილ­თან, რო­მელ­საც ახალ სე­ზონ­ში მო­ცეკ­ვა­ვის სტა­ტუ­სით უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში რუს­კა ჰყვე­ბო­და, რომ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზია "ჯორ­ჯი­ან დრიმ სტუ­დი­ოს" სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში მოხ­ვედ­რი­ლი მისი კად­რის გამო გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბე­რას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მისი თქმით, ამის გამო დაბ­ლო­კეს და შო­უ­ში აღარ მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე გა­ვი­გეთ, რომ რუს­კა პრო­ექ­ტში და­აბ­რუ­ნეს და მე­ო­რე სე­ზონ­ში მსა­ხი­ობს მო­ცეკ­ვა­ვის ამ­პლუ­ა­ში ვი­ხი­ლავთ. გა­ვი­გეთ, რომ რუს­კას მე­წყვი­ლე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­სულ სე­ზონ­ზე ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილს უწევ­და პარტნი­ო­რო­ბას. შოუმ მო­ნა­წი­ლე­ებს კონ­ტრაქ­ტი უკვე გა­უ­ფორ­მა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც უფ­ლე­ბა არ აქვთ, რომ ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე პრე­სას­თან დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რონ, თუმ­ცა შო­უ­ში რომ მო­ცეკ­ვა­ვის ამ­პლუ­ა­ში დაბ­რუნ­დე­ბა, რუს­კამ თა­ვად დაგ­ვი­დას­ტუ­რა.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:

- თქვენ­თან და­ბეჭ­დი­ლი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რე და ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. შო­უ­ში ისევ მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და აუ­ცი­ლებ­ლად მო­სა­გე­ბად ვიბ­რძო­ლებ.

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ახალ სე­ზონ­ზე, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი ძვე­ლი სახე მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ოღონდ მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის და არა, ვარ­სკვლა­ვე­ბის სტა­ტუ­სით. ესე­ნი არი­ან გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­მე­ლიც თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლის პარტნი­ო­რი გახ­ლდათ და ფი­ნალ­ში გა­ვი­და, სა­ლო­მე ჭა­ჭუა, რო­მე­ლიც როს­ტოს უწევ­და პარტნი­ო­რო­ბას, ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი - ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლის მე­წყვი­ლე და ჯუ­ლი­ა­ნა ბარგ-ნარი, რო­მელ­მაც აჩი მე­ფა­რი­ძის ტრავ­მის გამო მხო­ლოდ ორ­ჯერ მო­ა­ხერ­ხა შო­უ­ში ცეკ­ვა.

რა­ტომ და­აბ­რუ­ნეს ძვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი შო­უ­ში, ამ შე­კი­თხვით გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს და­ვუ­რე­კე, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე, შოუს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ სი­ტყვა­ძუნ­წი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ გვი­თხრა, რომ ისი­ნი მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის გამო შე­არ­ჩი­ეს.

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ეთერ­ში 8 ოქ­ტომ­ბერს გავა. იმე­დია, 1 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ცეკ­ვის ხა­სი­ათ­ზე ვიქ­ნე­ბით და ბო­ლომ­დე ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებთ ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ახალ თუ ღვაწლ­მო­სილ წარ­მო­მად­გენ­ლებს…. ბუკ­ლი­კო კი არ მო­გაკ­ლებთ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფო­ებს შოუს შე­სა­ხებ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო: გა­უშ­ვეს თუ არა კაბუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი"-დან უჩა­ნე­იშ­ვილ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბის გამო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ დააბრუნეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ძველი სახეები

რატომ დააბრუნეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ძველი სახეები

უკვე ცნობილია, რომ შოუს რუსკა მაყაშვილის მაგივრად თიკო სადუნიშვილი წაიყვანს, თუმცა მისი მეწყვილის ვინაობა დღემდე საიდუმლოდ რჩება. კაბუ რომ შოუს დატოვებდა, ჯერ კიდევ პირველი სეზონის დროს დაანონსდა, კბილზე გაკეთებული რთული ოპერაციის შემდეგ ისევ დაუბრუნდა, თუმცა ახალ სეზონზე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ ახალ სეზონზე რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გავიგე. "რეიტინგის" ერთგულ მკითხველს კარგად ახსოვს ცოტა ხნის წინ დაბეჭდილი ინტერვიუ რუსკა მაყაშვილთან, რომელსაც ახალ სეზონში მოცეკვავის სტატუსით უნდა მიეღო მონაწილეობა. ჩვენთან ინტერვიუში რუსკა ჰყვებოდა, რომ ბერა ივანიშვილის ტელევიზია "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" სარეკლამო რგოლში მოხვედრილი მისი კადრის გამო გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერას ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. მისი თქმით, ამის გამო დაბლოკეს და შოუში აღარ მიიღებდა მონაწილეობას. ახალი სეზონის დაწყებამდე გავიგეთ, რომ რუსკა პროექტში დააბრუნეს და მეორე სეზონში მსახიობს მოცეკვავის ამპლუაში ვიხილავთ. გავიგეთ, რომ რუსკას მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იქნება, რომელიც გასულ სეზონზე ნუკი კოშკელიშვილს უწევდა პარტნიორობას. შოუმ მონაწილეებს კონტრაქტი უკვე გაუფორმა, რის საფუძველზეც უფლება არ აქვთ, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე პრესასთან დეტალებზე ისაუბრონ, თუმცა შოუში რომ მოცეკვავის ამპლუაში დაბრუნდება, რუსკამ თავად დაგვიდასტურა.

რუსკა მაყაშვილი:

- თქვენთან დაბეჭდილი ინტერვიუს შემდეგ გიორგი არველაძეს ვესაუბრე და ყველაფერი გაირკვა. შოუში ისევ მივიღებ მონაწილეობას და აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებ.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონზე, ჩვენი ინფორმაციით, ოთხი ძველი სახე მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ მოცეკვავეების და არა, ვარსკვლავების სტატუსით. ესენი არიან გიგი გაჩეჩილაძე, რომელიც თიკო სადუნიშვილის პარტნიორი გახლდათ და ფინალში გავიდა, სალომე ჭაჭუა, რომელიც როსტოს უწევდა პარტნიორობას, ოთო ფოლადაშვილი - ნუკი კოშკელიშვილის მეწყვილე და ჯულიანა ბარგ-ნარი, რომელმაც აჩი მეფარიძის ტრავმის გამო მხოლოდ ორჯერ მოახერხა შოუში ცეკვა.

რატომ დააბრუნეს ძველი მოცეკვავეები შოუში, ამ შეკითხვით გიგი გაჩეჩილაძეს დავურეკე, რომელიც ამ ეტაპზე, შოუს ინტერესებიდან გამომდინარე, საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, მაგრამ გვითხრა, რომ ისინი მაღალი რეიტინგის გამო შეარჩიეს.

"ცეკვავენ ვარსკვლავები" ეთერში 8 ოქტომბერს გავა. იმედია, 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცეკვის ხასიათზე ვიქნებით და ბოლომდე ვუგულშემატკივრებთ ქართული შოუბიზნესის ახალ თუ ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს…. ბუკლიკო კი არ მოგაკლებთ საინტერესო ინფოებს შოუს შესახებ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: გაუშვეს თუ არა კაბუ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-დან უჩანეიშვილთან შელაპარაკების გამო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება