მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრი ლარი კინგია
"მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრი ლარი კინგია

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არხი" სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს ქმნის. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "მე­ცხრე არხი" ავ­რცე­ლებს.

მრჩე­ველ­თა საბ­ჭო ხუთი წევ­რის­გან შედ­გე­ბა: ლეს გელ­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის საბ­ჭოს სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი, გა­ზეთ "ნიუ-იორკ თა­იმ­სის" სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­რეს­პონ­დენ­ტი და სა­რე­დაქ­ციო გვერ­დის რე­დაქ­ტო­რი; ლი ჰა­მილ­ტო­ნი, ყო­ფი­ლი კონ­გრეს­მე­ნი, 11 სექ­ტემ­ბრის კო­მი­სი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე და "ვუდ­როუ ვილ­სო­ნის ცენ­ტრის" ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი; ლარი კინ­გი, CNN-ზე "ლარი კინ­გის შოუს" წამ­ყვა­ნი და ქველ­მოქ­მე­დი; გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის რექ­ტო­რი; რო­ბერტ მე­ნარ­დი, ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტი და პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი დამ­ცვე­ლი.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კახა ბე­ქა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არ­ხის" მე­ნე­ჯმენ­ტი და თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ხა­რუ­ლია, რომ არ­ხის მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში ესო­დენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მა­ღა­ლი რან­გის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ. "მე­ცხრე არხი" ეყ­რდნო­ბა მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რებს, რათა მათ უზ­რუნ­ველ­ყონ და და­იც­ვან არ­ხის სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, და­ეხ­მა­რონ "მე­ცხრე არხს" გა­ამ­ყა­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­იც­ვას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­რის თუ შე­ხე­დუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა",-გა­ნა­ცხა­და კახა ბე­ქა­ურ­მა.

"მე­ცხრე არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ლარი კინ­გმაც გა­ა­კე­თა.

"მე­ა­მა­ყე­ბა, რომ "მე­ცხრე არ­ხის" მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რი გავ­ხდი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და მე­დი­ა­კო­მენ­ტა­ტო­რის­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ჩემი კა­რი­ე­რის ქვა­კუ­თხედს წარ­მო­ად­გენს. "მე­ცხრე არხი", რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, ახა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, აწყდე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მოწ­ვე­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რაც ხელს უშ­ლის მის მი­სი­ას - ემ­სა­ხუ­როს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო და მე­დი­ა­წყა­რო. მისი ახალ­გაზ­რდა და იდე­ა­ლის­ტუ­რი პერ­სო­ნა­ლი იმ­სა­ხუ­რებს იმ ამე­რი­კე­ლე­ბი­სა და ევ­რო­პე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას, რომ­ლე­ბიც მათ მი­სი­ას იზი­ა­რე­ბენ",-აღ­ნიშ­ნა ლარი კინ­გმა.

ყო­ფი­ლი კონ­გრეს­მე­ნის ლი ჰა­მილ­ტო­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის მზა­დაა, რო­გორც "მე­ცხრე არ­ხის" მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რმა, საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყოს.

"მე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, საკ­მა­ოდ მაშ­ფო­თებს მთავ­რო­ბის მიერ და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლა და ყო­ველ­გვა­რი ის ძა­ლა­დო­ბა, რაც თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვას ზღუ­დავს. "მე­ცხრე არხი" წარ­მო­ად­გენს ახალ, მნიშ­ვნე­ლო­ვან, და­მო­უ­კი­დე­ბელ ხმას, რო­მე­ლიც იცავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბებს. მო­უთ­მენ­ლად ველი ჩემს კო­ლე­გა-საბ­ჭოს წევ­რებ­სა და "მე­ცხრე არ­ხის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მუ­შა­ო­ბას, რომ­ლის მთა­ვარ მი­ზანს თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვი­სა და აზ­რის დაც­ვა წარ­მო­ად­გენს",-გა­ნა­ცხა­და ლი ჰა­მილ­ტონ­მა.

"მე­ცხრე არ­ხის" ცნო­ბით, მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რი ლეს გელ­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის საბ­ჭოს სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი და გა­ზეთ "ნიუ-იორკ თა­იმ­სის" სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­რეს­პონ­დენ­ტი და სა­რე­დაქ­ციო გვერ­დის რე­დაქ­ტო­რია.

"თა­ვის დრო­ზე ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის პრინ­ცი­პებ­სა და იდე­ა­ლებს - ქარ­თველ ხალ­ხს ეცხოვ­რა სიმ­შვი­დე­ში და თავი და­ცუ­ლად ეგ­რძნო სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში - სი­ტყვით და საქ­მით მხარს უჭერ­და. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, ღრმა შეშ­ფო­თე­ბას გა­მოვ­თქვამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ხელ­ყო­ფის გამო. ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არხი" და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რი, მხარს ვუ­ჭერ მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და ლეს გელ­ბიმ.

არხი რო­ბერტ მე­ნარ­დის, ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დამ­ცვე­ლის კო­მენ­ტარ­საც ავ­რცე­ლებს.

"მთე­ლი ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის დაც­ვას და­ვუთ­მე. ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არხი" წარ­მო­ად­გენს კე­თილ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­თა­ვა­ზოს ჭეშ­მა­რი­ტად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ახა­ლი ამ­ბე­ბის წყა­რო. თუმ­ცა, წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს ხელი შე­უ­შა­ლოს ტე­ლე­კო­მა­ნია "მე­ცხრე არხს" მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გავმხდა­რი­ყა­ვი ამ საბ­ჭოს წევ­რი, გა­ნა­პი­რო­ბა ჩემ­მა სურ­ვილ­მა გლო­ბა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა მო­მე­ზი­და იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­მელ­საც "მე­ცხრე არხი" აწყდე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან",-აღ­ნიშ­ნა რო­ბერტ მე­ნარ­დიმ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის რექ­ტორ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "მე­ცხრე არ­ხის" მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბა მის­თვის დიდი პა­ტი­ვია.

"ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია ამ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ყოფ­ნა. ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ქარ­თველ, ამე­რი­კელ თუ ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ძალ-ღო­ნეს არ ვი­შუ­რებ­დი ახა­ლი თა­ო­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი აღ­ზრდი­სათ­ვის, რა­მე­თუ გვჯე­რო­და, რომ მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა საქრთვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ძლი­ე­რი მო­მავ­ლის უტყუ­ა­რი გა­რან­ტი იქ­ნე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს­დღე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს დიდ დაბ­რკო­ლე­ბას უქ­მნის, უგუ­ლე­ბელ­ყოფს ურ­თი­ერ­თგა­კონ­ტრო­ლე­ბის სის­ტე­მას, ასუს­ტებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს სტრუქ­ტუ­რას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მსგავს კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის მი­სა­მარ­თი­თაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც "მე­ცხრე არ­ხის" საბ­ჭოს წევ­რი, ჩემს მი­ზანს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის ხელ­შე­წყო­ბა და ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრი ლარი კინგია

"მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრი ლარი კინგია

ტელეკომპანია "მეცხრე არხი" საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას "მეცხრე არხი" ავრცელებს.

მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრისგან შედგება: ლეს გელბი, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი; ლი ჰამილტონი, ყოფილი კონგრესმენი, 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე და "ვუდროუ ვილსონის ცენტრის" ყოფილი პრეზიდენტი; ლარი კინგი, CNN-ზე "ლარი კინგის შოუს" წამყვანი და ქველმოქმედი; გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი; რობერტ მენარდი, ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი.

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორის კახა ბექაურის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოში პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები გაერთიანდნენ.

"ტელეკომპანია "მეცხრე არხის" მენეჯმენტი და თითოეული თანამშრომელი მოხარულია, რომ არხის მრჩეველთა საბჭოში ესოდენ გამორჩეული ადამიანები, საერთაშორისო ჟურნალისტები, მაღალი რანგის ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და ადამიანის უფლებათა დამცველები შევიდნენ. "მეცხრე არხი" ეყრდნობა მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რათა მათ უზრუნველყონ და დაიცვან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა, დაეხმარონ "მეცხრე არხს" გაამყაროს საქართველოში პრესის თავისუფლება და დაიცვას დამოუკიდებელი აზრის თუ შეხედულების გამოხატვის უფლება",-განაცხადა კახა ბექაურმა.

"მეცხრე არხის" ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით კომენტარი ლარი კინგმაც გააკეთა.

"მეამაყება, რომ "მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი. როგორც ჟურნალისტისა და მედიაკომენტატორისთვის, ჟურნალისტთა უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს მასშტაბით ჩემი კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს. "მეცხრე არხი", როგორც ნებისმიერი სხვა, ახალი, დამოუკიდებელი ახალი ამბების გამავრცელებელი ორგანიზაცია, აწყდება უპრეცედენტო გამოწვევებს საქართველოს ხელისუფლებისგან, რაც ხელს უშლის მის მისიას - ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო და მედიაწყარო. მისი ახალგაზრდა და იდეალისტური პერსონალი იმსახურებს იმ ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერას, რომლებიც მათ მისიას იზიარებენ",-აღნიშნა ლარი კინგმა.

ყოფილი კონგრესმენის ლი ჰამილტონის განცხადებით, ის მზადაა, როგორც "მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრმა, საქმიანობა დაიწყოს.

"მე, როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენების გრძელვადიანი დამკვირვებელი, საკმაოდ მაშფოთებს მთავრობის მიერ დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებული ზეწოლა და ყოველგვარი ის ძალადობა, რაც თავისუფალი პრესის განვითარებასა და მოქალაქეების მიერ თავისუფალი აზრის გამოხატვას ზღუდავს. "მეცხრე არხი" წარმოადგენს ახალ, მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ ხმას, რომელიც იცავს საქართველოს მოსახლეობის უფლებებს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგა-საბჭოს წევრებსა და "მეცხრე არხის" ხელმძღვანელობასთან მუშაობას, რომლის მთავარ მიზანს თავისუფალი სიტყვისა და აზრის დაცვა წარმოადგენს",-განაცხადა ლი ჰამილტონმა.

"მეცხრე არხის" ცნობით, მრჩეველთა საბჭოს წევრი ლეს გელბი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი და გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორია.

"თავის დროზე ამერიკელი ხალხი ვარდების რევოლუციის პრინციპებსა და იდეალებს - ქართველ ხალხს ეცხოვრა სიმშვიდეში და თავი დაცულად ეგრძნო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - სიტყვით და საქმით მხარს უჭერდა. როგორც ჟურნალისტი, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელყოფის გამო. ტელეკომპანია "მეცხრე არხი" დამოუკიდებელი და თავისუფალი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ემსახურება. როგორც ტელეკომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ მედიის თავისუფლებას საქართველოში", - განაცხადა ლეს გელბიმ.

არხი რობერტ მენარდის, ფრანგი ჟურნალისტისა და პრესის თავისუფლების დამცველის კომენტარსაც ავრცელებს.

"მთელი ჩემი პროფესიული მოღვაწეობა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი მედიის დაცვას დავუთმე. ტელეკომპანია "მეცხრე არხი" წარმოადგენს კეთილ ინიციატივას, რომელიც ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას შესთავაზოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ინფორმაციისა და ახალი ამბების წყარო. თუმცა, წმინდა პოლიტიკური მოტივებით, ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ტელეკომანია "მეცხრე არხს" მიზნების განხორციელებაში. გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი ამ საბჭოს წევრი, განაპირობა ჩემმა სურვილმა გლობალური ყურადღება მომეზიდა იმ გამოწვევებზე, რომელსაც "მეცხრე არხი" აწყდება მის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ხელისუფლების მხრიდან",-აღნიშნა რობერტ მენარდიმ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრობა მისთვის დიდი პატივია.

"ჩემთვის უდიდესი პატივია ამ ღირსეული ადამიანების გვერდით ყოფნა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩემს ქართველ, ამერიკელ თუ ევროპელ კოლეგებთან ერთად ძალ-ღონეს არ ვიშურებდი ახალი თაობის ჟურნალისტების პროფესიული აღზრდისათვის, რამეთუ გვჯეროდა, რომ მაღალი სტანდარტების მქონე ჟურნალისტიკა საქრთველოს დემოკრატიისა და ძლიერი მომავლის უტყუარი გარანტი იქნებოდა. სამწუხაროდ, დღესდღეობით, საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს დიდ დაბრკოლებას უქმნის, უგულებელყოფს ურთიერთგაკონტროლების სისტემას, ასუსტებს საკანონმდებლო და დამოუკიდებელი სასამართლოს სტრუქტურას. ხელისუფლება მსგავს კამპანიას აწარმოებს თავისუფალი მედიის მისამართითაც. აქედან გამომდინარე, როგორც "მეცხრე არხის" საბჭოს წევრი, ჩემს მიზანს დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება წარმოადგენს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები