ცნობილმა მომღერალმა, ბრაიან ადამსმა მიკროფონი დროებით ფოტოაპარატზე გაცვალა. ბრაიანი ცნობილი ბრენდის, "მარტინის" კონკურსის ფინალისტთა ფოტოსესიის ავტორია.
ბრაიანმა თეთრ ბიკინში გამოწყობილი 28 გოგონა იბიცაზე, ლუქს-კლასის სასტუმროს აუზთან გადაიღო.
52 წლის მომღერალი ერთადერთი არ არის, ვინც ამ ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო. MARTINI-ს გოგოები იყვნენ შარლიზ ტერონი და მონიკა ბელუჩი.
ეს ბრაიან ადამსის პირველი ფოტოპროექტი არაა. მომღერლის სურათები არაერთხელ გამოქვეყნდა ისეთ გავლენიან გამოცემებში, როგორიცაა ბრიტანული Vogue, Harper's Bazaar და Esquire.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.