მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასკოლო სახელმძღვანელოები 400 სკოლაში გაიყიდება
სასკოლო სახელმძღვანელოები 400 სკოლაში გაიყიდება

სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, წელს პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 400 სკო­ლა­ში გა­ი­ყი­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სკო­ლებ­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ისე გა­და­ნა­წილ­დე­ბა, რომ წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას მო­მიჯ­ნა­ვე სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბიც შეძ­ლე­ბენ. წიგ­ნე­ბი ასე­ვე გა­ი­ყი­დე­ბა სა­ვაჭ­რო წერ­ტი­ლებ­ში. ამ ობი­ექ­ტებ­ზე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი 10 ლარი იქ­ნე­ბა. წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოს­წავ­ლე­ებს 10 სექ­ტემ­ბრი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით მი­ე­ცე­მათ. სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე www.mes.gov.ge გან­თავ­სე­ბუ­ლია სკო­ლე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტას შო­რის და­დე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებს წელ­საც შე­ეძ­ლე­ბათ სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის ვებგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით, ელექტრო­ნუ­ლად გა­მო­ი­წე­რონ სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი. ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა მსურ­ველს შე­უძ­ლია. გა­მო­წე­რილ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს თბი­ლის­ში მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­წე­რი­დან 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხოლო რე­გი­ო­ნებ­ში 48 სა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღებს. ასე­ვე, მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის ცხე­ლი ხა­ზიც 2 24 09 09. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ვებგ­ვერ­დზე www.gpost.ge", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

სა­მი­ნის­ტრო მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გა­და­ცე­მას სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში აგ­რძე­ლებს. 2012-2013 სას­წავ­ლო წელს 1 069 530 სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო 1-დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვლით, 128 919 მოს­წავ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო­სა­გან უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მა. სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ: სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბი (70001-ზე ნაკ­ლე­ბი ქუ­ლით); იმ ოჯა­ხე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად სამი ან მეტი და-ძმა სწავ­ლობს სკო­ლა­ში; 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რე­ბის შვი­ლე­ბი. სულ ამ სამი კა­ტე­გო­რი­ის მოს­წავ­ლე­ებ­ზე ერთ მი­ლი­ო­ნამ­დე წიგ­ნი გა­ი­ცე­მა და ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მათ 17 სექ­ტემ­ბერს სკო­ლა­ში დახ­ვდე­ბათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

სასკოლო სახელმძღვანელოები 400 სკოლაში გაიყიდება

სასკოლო სახელმძღვანელოები 400 სკოლაში გაიყიდება

სასკოლო სახელმძღვანელოები, წელს პირველად საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. წიგნები ასევე გაიყიდება სავაჭრო წერტილებში. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mes.gov.ge განთავსებულია სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების ჩამონათვალი.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მოსწავლეებს წელსაც შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები. ამ სერვისით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია. გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 სათის განმავლობაში მიიღებს. ასევე, მოქმედებს საქართველოს ფოსტის ცხელი ხაზიც 2 24 09 09. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია ვებგვერდზე www.gpost.ge", - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრო მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას სოციალური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს. 2012-2013 სასწავლო წელს 1 069 530 სასკოლო სახელმძღვანელო 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 128 919 მოსწავლეს სახელმწიფოსაგან უფასოდ გადაეცემა. სასკოლო სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70001-ზე ნაკლები ქულით); იმ ოჯახების მოსწავლეები, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში; 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები. სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე ერთ მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"