ნიკოლოზ ცისკარიძემ იურისტობა გადაწყვიტა

ნიკოლოზ ცისკარიძემ იურისტობა გადაწყვიტა

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე პროფესიას იცვლის: ბალეტის ვარსკვლავმა გადაწყვიტა, იურისტი გახდეს. ცისკარიძემ მოსკოვის სახელმწიფო იურიდიულ აკადემიაში იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაზე ჩააბარა.

მოსკოვის სახელმწიფო იურიდიულ აკადემიაში გამოცდაზე ბალერონმა საუკეთესო უნარები გამოავლინა: ტესტირების დასრულების შემდეგ ქორეოგრაფმა ყველაზე მაღალი ქულა - ასიდან ოთხმოცდაათი დააგროვა.

"საგამოცდო ბილეთში სამი კითხვა იყო, რომელსაც ნიკოლოზი საკმაოდ სწრაფად გაუმკლავდა, ამასთან არც "შპარგალკა" და არც ტელეფონი არ გამოუყენებია, ყველაფერი კეთილსინდისიერად შეასრულა",- ამბობს აკადემიის ერთ-ერთი მასწავლებელი.

მიუხედავად საკუთარი პოპულარობისა და აღიარებისა, ნიკოლოზს მომავალ თანაჯგუფელებთან ურთიერთობა სიამოვნებს.

"კაბინეტში ათი ადამიანი ვისხედით, აუდიტორიაში რომ შემოვიდა, ყველამ ვიცანით, მოგვესალმა, ძალიან თავაზიანი და კომუნიკაბელური იყო, ჩვენს საუბარში სიამოვნებით იღებდა მონაწილეობას",- ყვება ერთ-ერთი აბიტურიენტი.

მოსკოვის დიდი თეატრის ვარსკვლავს ერთი უმაღლესი განათლება უკვე აქვს. 1992 წელს ცისკარიძემ ქორეოგრაფიის აკადემია დაამთავრა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება