მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი: "ვენაცვალე ეუთოს, რომ ხმა ამოიღო"
ლევან ბერძენიშვილი: "ვენაცვალე ეუთოს, რომ ხმა ამოიღო"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა დე­მოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­როს წე­რი­ლით მი­მარ­თა და აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ხელს მო­ა­წერს, თუკი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის 6 მო­თხოვ­ნა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბის­თვის. "სა­ქარ­თვე­ლო­ში 1-ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ქვეყ­ნის ბედი წყდე­ბა. თქვენ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს არ­ჩევ­ნე­ბი - ქვე­ყა­ნა სა­ბო­ლო­ოდ და­ად­გე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზას თუ გაგ­რძელ­დე­ბა ბრძო­ლა ავ­ტო­რი­ტა­რიზმსა და პოს­ტკო­მუ­ნიზ­მთან", - აცხა­დებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის მი­მარ­თვა­ში. "კვი­რის პა­ლიტ­რა" კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ვფიქ­რობ, ეუ­თო­სა და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დას­კვნა გა­ცი­ლე­ბით ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე 2008 წელს იყო. ამის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა. გია ნო­დი­ა­სა და სა­ა­კაშ­ვილს ჰგო­ნი­ათ, 20-25%-ით გაგ­ვა­ხა­რე­ბენ, მაგ­რამ ჩვენ 50%-ზე მე­ტის აღე­ბას ვგეგ­მავთ... ინ­კა­სო ადევს 6 პარ­ტი­ის ან­გა­რი­შებს, რო­მე­ლიც შე­ჩე­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ რო­გორც კი ფულს შე­ვი­ტანთ ან­გა­რიშ­ზე, იმ­წუ­თას ამოქ­მედ­დე­ბა. ვე­ნაც­ვა­ლე ეუ­თოს, რომ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბა­ზე ხმა ამო­ი­ღო. გა­მამ­წა­რეს, დღე­საც ჩა­ვა­ბა­რე ან­გა­რი­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­ხე­ლით, რო­მელ­საც კა­პი­კი არა აქვს და 25-გვერ­დი­ან ან­გა­რი­შებს მა­ბა­რე­ბი­ნე­ბენ თვე­ში ორ­ჯერ. იქ ნუ­ლე­ბის გარ­და არა­ფე­რი წე­რია. ვა­წერ ნუ­ლებ­ზე ხელს და ვურ­ტყამ ბე­ჭედს. ამ დროს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა ვერ ხე­დავს, რომ ბა­ნერ­ზე უწე­რია "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" 1.000-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი, ანუ მოს­ყიდ­ვა(?!).

- ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­ბა­ტებ­ში გა­მოწ­ვე­ვას მოჰ­ყვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­და­დე­ბა, დე­ბა­ტე­ბის გა­მარ­თვა მე­რა­ბიშ­ვილ­თან. ივა­ნიშ­ვილ­მა რა­ტომ თქვა უარი მას­თან დე­ბა­ტებ­ზე?

- კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი იწ­ვევ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერს. ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა ლა­პა­რა­კი, ვინ რამ­ხე­ლა კა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მე­გუ­ლე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც იფიქ­რებს, რომ ივა­ნიშ­ვილს მე­რა­ბიშ­ვილ­თან დე­ბა­ტე­ბის (რო­მე­ლიც ვი­ცით რა ორა­ტო­რი­ცაა) შე­ე­შინ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რაა. 1995 წლი­დან არის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­უც­დე­ლია. რო­დე­საც დე­ბა­ტებს გთა­ვა­ზობს კაცი, რო­მე­ლიც გუ­შინ მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში, ამას გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი უნდა ჩა­ე­ჭი­დო. სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ გვე­ტყვის, მე პრე­ზი­დენ­ტი ვარ და დე­ბა­ტებს ამი­ტომ არ ვთან­ხმდე­ბიო, მა­შინ ნუ­ღარ დარ­ბის წაღ­მა-უკუღ­მა და ნუ ამ­ტკი­ცებს, რომ პრე­ზი­დენ­ტი კი არა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რეა. ხალ­ხს რომ ხვდე­ბა სოფ­ლებ­ში, ამ­ბობს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ვარ და ამ პარ­ტი­ას მი­ე­ცით ხმაო. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს შე­კი­თხვა­ზე, - სა­ა­კაშ­ვი­ლი დაჯ­დე­ბა თუ არა დე­ბა­ტებ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან.

- ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ლე­ნი­ნიზ­მის მცი­რე ნიშ­ნე­ბი­აო.

- 2006 წელს რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ და­წე­რა დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც ერ­ქვა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან" ნე­ო­ბოლ­შე­ვიზ­მამ­დე". ეს დო­კუ­მენ­ტი ჩა­ვი­ტა­ნე ევ­რო­საბ­ჭო­ში, რომ­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის წევ­რი ვი­ყა­ვი და გა­და­ვე­ცი სა­კუ­თა­რი ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­ტი­ას იორშს. მა­ტი­ას იორშმა რომ და­ი­ნა­ხა სი­ტყვა "ნე­ო­ბოლ­შე­ვიზ­მი", ოჰ, ეს რა და­გი­წე­რი­ათ, ამის და­წე­რა მე­ტის­მე­ტი­აო. ახლა არა მარ­ტო ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ჯგუ­ფი გვი­წო­დებს ბოლ­შე­ვი­კებს და ლე­ნი­ნის­ტებს, არა­მედ ობი­ექ­ტუ­რო­ბით გა­ცი­ლე­ბით სა­ი­მე­დო, ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი და ეს შე­ფა­სე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეხე­ბა.

- ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" ით­ქვა.

- ტერ­მი­ნე­ბი "ლე­ნი­ნიზ­მი" და "ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი" ეხე­ბა იმას, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია. ვინც არ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, იმა­ზე ლე­ნი­ნი არ ით­ქმის. ლე­ნი­ნიზ­მში იგუ­ლის­ხმე­ბა, ლე­ნი­ნი რო­გორ მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას. თუ მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა ამ­დე­ნი არ ის­წავ­ლა КИМО-ში, მეტი რა ის­წავ­ლა, კო­მუ­ნის­ტუ­რი საგ­ნე­ბის მეტს იქ არც არა­ფერს ას­წავ­ლიდ­ნენ, რად­გან კა-გე-ბეს ცნო­ბი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო. ნიკა რუ­რუ­ას ამი­ტომ წა­მოს­ცდა ის შე­ფა­სე­ბა და თქვა, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი მო­ის­ყი­დე­სო. ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის მოს­ყიდ­ვა თუ შეგ­ვიძ­ლია, არ­ჩევ­ნებ­საც რო­გორ­მე მო­ვი­გებთ, მაგ­რამ ეს კაცი იმის­თვის "მო­ვის­ყი­დეთ", რომ ჩვენ ვე­გი­ნე­ბი­ნეთ, რომ ეთ­ქვა, ბი­ძი­ნაა ლე­ნი­ნის­ტი, მიშა კი დი­სი­დენ­ტი, ჩაგ­რუ­ლი, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტი­სა­გან ფუ­ლე­ბწარ­თმე­უ­ლი და ინ­კა­სო­და­დე­ბუ­ლიო? ეს გან­ცხა­დე­ბა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის­თვის, რო­მელ­საც აზ­როვ­ნე­ბა ეზა­რე­ბა, მაგ­რამ ასე­თი ხალ­ხი არ არის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში. ამი­ტომ, რაკი ვენ­დო­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უპო­პუ­ლა­რუ­ლე­სი გა­ზე­თის ფურ­ცლებს და მის მკი­თხვე­ლებს, გე­უბ­ნე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ლე­ნი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლია.

- რო­დე­საც ნიკა რუ­რუ­ამ სი­სუ­ლე­ლე უწო­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის ნათ­ქვამს და მერე ნათ­ქვა­მი უკან წა­ი­ღო, რისი ნი­შა­ნია?

- რო­დე­საც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნავ მკვლელს, ბან­დიტს, რომ­ლის კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი არ იწ­ვევს იო­ტი­სო­დე­ნა ეჭვს, უნდა ელო­დო, რომ ის რამე სი­სუ­ლე­ლეს იტყვის. ბა­ტონ რუ­რუ­ას, ჰა­ვე­ლის ქარ­თუ­ლად გად­მომ­თარ­გმნელ კაცს, სათ­ვა­ლე იმის­თვის უკე­თია, რომ ინ­ტე­ლი­გენ­ტი კა­ცის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვოს, რომ ვინ­მემ არ იფიქ­როს მას­ზე, ძვე­ლი "მხედ­რი­ო­ნე­ლი" და აღ­ვი­რახ­სნი­ლი ბან­დი­ტი­აო. ეს კაცი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, შე­ა­ფა­სოს ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნათ­ქვა­მი! რა­ტომ მოხ­ვდათ იმ კა­ცის ნათ­ქვა­მი გულ­ზე, თუ ჩვენ­ზე იყო ნათ­ქვა­მი? ახლა ამ­ბობს რუ­რუა, ჟურ­ნა­ლის­ტმა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­დაო.

ნიკა რუ­რუა უც­ბი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია. მას 6 და 7-სვლი­ა­ნი მკვლე­ლო­ბე­ბი აქვს და­გეგ­მი­ლი და სხვი­სი ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბა­ში ისე­თი ოს­ტა­ტო­ბა აქვს გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ვინ და­ი­ჯე­რებს, რომ ვი­ღაც ჟურ­ნა­ლის­ტმა ასე­თი გა­მოც­დი­ლი კაცი მო­ა­ტყუა?

იხი­ლეთ ვრცლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ლევან ბერძენიშვილი: "ვენაცვალე ეუთოს, რომ ხმა ამოიღო"

ლევან ბერძენიშვილი: "ვენაცვალე ეუთოს, რომ ხმა ამოიღო"

"ქართული ოცნების" ლიდერმა დემოკრატიულ სამყაროს წერილით მიმართა და აიღო ვალდებულება - "ქართული ოცნება" არჩევნების შედეგებს ხელს მოაწერს, თუკი დაკმაყოფილდება კოალიციის 6 მოთხოვნა, რაც აუცილებელია არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის. "საქართველოში 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის ბედი წყდება. თქვენზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს არჩევნები - ქვეყანა საბოლოოდ დაადგება დემოკრატიული განვითარების გზას თუ გაგრძელდება ბრძოლა ავტორიტარიზმსა და პოსტკომუნიზმთან", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი თავის მიმართვაში. "კვირის პალიტრა" კოალიცია "ქართული ოცნების" წევრს ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა:

- ვფიქრობ, ეუთოსა და სხვა ორგანიზაციების დასკვნა გაცილებით ობიექტური იქნება, ვიდრე 2008 წელს იყო. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება. გია ნოდიასა და სააკაშვილს ჰგონიათ, 20-25%-ით გაგვახარებენ, მაგრამ ჩვენ 50%-ზე მეტის აღებას ვგეგმავთ... ინკასო ადევს 6 პარტიის ანგარიშებს, რომელიც შეჩერებულია, მაგრამ როგორც კი ფულს შევიტანთ ანგარიშზე, იმწუთას ამოქმედდება. ვენაცვალე ეუთოს, რომ კონტროლის პალატის უკანონო მოქმედებაზე ხმა ამოიღო. გამამწარეს, დღესაც ჩავაბარე ანგარიში რესპუბლიკური ინსტიტუტის სახელით, რომელსაც კაპიკი არა აქვს და 25-გვერდიან ანგარიშებს მაბარებინებენ თვეში ორჯერ. იქ ნულების გარდა არაფერი წერია. ვაწერ ნულებზე ხელს და ვურტყამ ბეჭედს. ამ დროს კონტროლის პალატა ვერ ხედავს, რომ ბანერზე უწერია "ნაცმოძრაობას" 1.000-ლარიანი ვაუჩერი, ანუ მოსყიდვა(?!).

- ივანიშვილის მიერ სააკაშვილის დებატებში გამოწვევას მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" წინადადება, დებატების გამართვა მერაბიშვილთან. ივანიშვილმა რატომ თქვა უარი მასთან დებატებზე?

- კოალიციის ლიდერი იწვევდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს. ჩვენს შეთავაზებაში არ ყოფილა ლაპარაკი, ვინ რამხელა კაცია. საქართველოში არ მეგულება ისეთი ადამიანი, ვინც იფიქრებს, რომ ივანიშვილს მერაბიშვილთან დებატების (რომელიც ვიცით რა ორატორიცაა) შეეშინდა. სააკაშვილი გამოცდილი პოლიტიკური ფიგურაა. 1995 წლიდან არის პარლამენტის წევრი, ბიძინა ივანიშვილი კი პოლიტიკაში გამოუცდელია. როდესაც დებატებს გთავაზობს კაცი, რომელიც გუშინ მოვიდა პოლიტიკაში, ამას გამოცდილი პოლიტიკოსი უნდა ჩაეჭიდო. სააკაშვილი თუ გვეტყვის, მე პრეზიდენტი ვარ და დებატებს ამიტომ არ ვთანხმდებიო, მაშინ ნუღარ დარბის წაღმა-უკუღმა და ნუ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი კი არა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა. ხალხს რომ ხვდება სოფლებში, ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ვარ და ამ პარტიას მიეცით ხმაო. ჩვენ ველოდებით პასუხს შეკითხვაზე, - სააკაშვილი დაჯდება თუ არა დებატებზე ბიძინა ივანიშვილთან.

- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა, საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის მცირე ნიშნებიაო.

- 2006 წელს რესპუბლიკურმა პარტიამ დაწერა დოკუმენტი, რომელსაც ერქვა "ვარდების რევოლუციიდან" ნეობოლშევიზმამდე". ეს დოკუმენტი ჩავიტანე ევროსაბჭოში, რომლის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ვიყავი და გადავეცი საკუთარი ფრაქციის თავმჯდომარე მატიას იორშს. მატიას იორშმა რომ დაინახა სიტყვა "ნეობოლშევიზმი", ოჰ, ეს რა დაგიწერიათ, ამის დაწერა მეტისმეტიაო. ახლა არა მარტო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ჯგუფი გვიწოდებს ბოლშევიკებს და ლენინისტებს, არამედ ობიექტურობით გაცილებით საიმედო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ეს შეფასება ხელისუფლებას ეხება.

- ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ეს "ქართულ ოცნებაზე" ითქვა.

- ტერმინები "ლენინიზმი" და "ტოტალიტარიზმი" ეხება იმას, ვინც ხელისუფლებაშია. ვინც არ არის ხელისუფლებაში, იმაზე ლენინი არ ითქმის. ლენინიზმში იგულისხმება, ლენინი როგორ მართავდა ქვეყანას. თუ მიშა სააკაშვილმა ამდენი არ ისწავლა КИМО-ში, მეტი რა ისწავლა, კომუნისტური საგნების მეტს იქ არც არაფერს ასწავლიდნენ, რადგან კა-გე-ბეს ცნობილი უნივერსიტეტი იყო. ნიკა რურუას ამიტომ წამოსცდა ის შეფასება და თქვა, დამკვირვებლები მოისყიდესო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოსყიდვა თუ შეგვიძლია, არჩევნებსაც როგორმე მოვიგებთ, მაგრამ ეს კაცი იმისთვის "მოვისყიდეთ", რომ ჩვენ ვეგინებინეთ, რომ ეთქვა, ბიძინაა ლენინისტი, მიშა კი დისიდენტი, ჩაგრული, დაპატიმრებული, კონტროლის პალატისაგან ფულებწართმეული და ინკასოდადებულიო? ეს განცხადება არის საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც აზროვნება ეზარება, მაგრამ ასეთი ხალხი არ არის უმრავლესობაში. ამიტომ, რაკი ვენდობი საქართველოში უპოპულარულესი გაზეთის ფურცლებს და მის მკითხველებს, გეუბნებით, ამ შემთხვევაში ლენინი საქართველოს ხელმძღვანელია.

- როდესაც ნიკა რურუამ სისულელე უწოდა ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ნათქვამს და მერე ნათქვამი უკან წაიღო, რისი ნიშანია?

- როდესაც კულტურის მინისტრად დანიშნავ მკვლელს, ბანდიტს, რომლის კრიმინალური წარსული არ იწვევს იოტისოდენა ეჭვს, უნდა ელოდო, რომ ის რამე სისულელეს იტყვის. ბატონ რურუას, ჰაველის ქართულად გადმომთარგმნელ კაცს, სათვალე იმისთვის უკეთია, რომ ინტელიგენტი კაცის შთაბეჭდილება დატოვოს, რომ ვინმემ არ იფიქროს მასზე, ძველი "მხედრიონელი" და აღვირახსნილი ბანდიტიაო. ეს კაცი თავს უფლებას აძლევს, შეაფასოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის ნათქვამი! რატომ მოხვდათ იმ კაცის ნათქვამი გულზე, თუ ჩვენზე იყო ნათქვამი? ახლა ამბობს რურუა, ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია მომაწოდაო.

ნიკა რურუა უცბიერესი ადამიანია. მას 6 და 7-სვლიანი მკვლელობები აქვს დაგეგმილი და სხვისი ქონების დაუფლებაში ისეთი ოსტატობა აქვს გამოვლენილი, ვინ დაიჯერებს, რომ ვიღაც ჟურნალისტმა ასეთი გამოცდილი კაცი მოატყუა?

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა