თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ. ყვავილები, საჩუქრები, ყურადღების გამომხატველი პატარ-პატარა ნიუანსები - გამუდმებით ასე ხდება. ქმარი ხელის გულზე გატარებთ, გეუბნებათ, რომ თქვენ ყველაზე მეტად უყვარხართ და რომ ერთადერთი ხართ.
ერთი სიტყვით, იდეალური ურთიერთობა გაქვთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც გრღნით ეჭვი: იქნებ მღალატობს? დაქალებიც სულ იმას დაგჩხავიან: "იდეალური მამაკაცი არ არსებობს. ყველა კაცი მოღალატეა! იწყებთ მისი საქციელისა და გარეგნობის შემოწმებას, რომ იპოვოთ ქმრის ღალატის ნიშნები. შევეცდებით, შეგიმსუბუქოთ ამოცანა.
ისეთ ბანალურ და გაცვეთილ ნიშნებს არ განვიხილავთ, როგორებიცაა: იგვიანებს სამსახურიდან, როცა ურეკავენ, სხვა ოთახში გადის, გამუდმებით იღებს სმს-ებს, ნაკაწრები აქვს ზურგზე და პომადის კვალი პერანგის საყელოზე, ქალის სუნამოს სუნი ასდის და ასე შემდეგ... ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია და ნაკლებ საიანტერესო.
თანაც მამაკაცი, თუ ის ძალიან უტვინო არ არის, ასეთ კვალს ყოველთვის შლის. მაგრამ, როგორც იტყვიან, "ყველაფერი დამალული, მალე გამხელილი გახდება.." მაინც რაში შეიძლება "ჩაიჭრნენ" კაცები?