ბრიტანელმა 29 წლის კიმ ჰეფერმა ტყუპები ორჯერ, ერთსა და იმავე დღეს გააჩინა. კიმს 4 წლის წინ, 18 ივლისს ტყუპები, ვაჟები - ტრისტანი და ბლეიკი შეეძინა, 2012 წლის 18 ივლისს კი ტყუპებზე მეორედ იმშობიარა - მან დევონი და ლოგანი გააჩინა.
როგორც ტყუპების მამა, ფინანსური მენეჯერი, 30 წლის ფრედი ამბობს, ტყუპების დაბადებას 13 აგვისტოს ელოდნენ, მაგრამ მაღალი წნევის გამო მშობიარის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
"4 ტყუპის დედა ვარ და ჩემი სახლი ნამდვილ საგიჟეთს ჰგავს. მომავალ წელს ოთხივე შვილის დაბადების დღეს ერთ დღეს ვიზეიმებთ. არ ვიცი, ქალმა ამაზე მეტი რა უნდა ისურვოს", - ამბობს კიმი.
მსოფლიოში მხოლოდ 6 ოჯახია, სადაც რამდენიმე წლის ინტერვალით, ერთსა და იმავე დღეს ტყუპები გაჩნდნენ.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.