სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევურჩიოთ ბავშვს სპორტის სახეობა?
როგორ შევურჩიოთ ბავშვს სპორტის სახეობა?

ვარ­ჯი­ში და სხე­უ­ლის გა­კა­ჟე­ბა ყვე­ლა ასაკ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ მშობ­ლე­ბი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებ­ში ბავ­შვე­ბის ჩარ­თვას ხში­რად ჩქა­რო­ბენ. რო­მე­ლი ასა­კი­დან ჯობს ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა და რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის­თვის სპორ­ტის ამა თუ იმ სა­ხე­ო­ბას? თქვენს კი­თხვებს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ვა­ლე­რი ახალ­კა­ცი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­კი­თხვე­ბი:

მკი­თხვე­ლი თა­მუ­ნა: ბავ­შვი 5 წლი­დან დამ­ყავს სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ზე. თით­ქმის ყო­ველ დღე ვარ­ჯი­შობს 2-3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზოგ­ჯერ მეტი ხნი­თაც. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ უკვე ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლა. ეს მხო­ლოდ დის­კომ­ფორ­ტია თუ შე­იძ­ლე­ბა რამე პრობ­ლე­მებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რას მი­ვაქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ რა­ი­მე პრობ­ლე­მა არ გა­მო­მე­პა­როს.

აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კონ­ტრო­ლეთ ბავ­შვის მიერ გა­ხარ­ჯუ­ლი დღი­უ­რი კა­ლო­რა­ჟი და მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა კვე­ბის რა­ცი­ონს. აუ­ცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია კარ­დი­ოგ­რა­მის გა­და­ღე­ბა, რო­გორც მოს­ვე­ნე­ბულ ისე დატ­ვირ­თვის ფონ­ზე, ეს შემ­დგომ­შიც გა­მო­გად­გე­ბათ შე­და­რე­ბის­თვის. გა­ი­ა­რეთ სპორ­ტუ­ლი ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია.

მკი­თხვე­ლი ხა­თუ­ნა: მარ­თა­ლია თუ არა, რომ კა­რა­ტე­ში ვარ­ჯი­ში ბავ­შვის სი­მაღ­ლე­ში ზრდას უშ­ლის ხელს?

არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.

მკი­თხვე­ლი მა­ი­კო: რა ასა­კი­დან არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ბავ­შვის ფეხ­ბურთზე შეყ­ვა­ნა?

თუ ბავ­შვს აქვს აზ­როვ­ნე­ბა, მო­ედ­ნის ხედ­ვა, გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და შე­უძ­ლია შე­ას­რუ­ლოს მწვრთნე­ლის მიერ მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი, მა­შინ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მი­იყ­ვა­ნოთ ბავ­შვი 6-8 წლის ასაკ­ში.

მკი­თხვე­ლი ლელა: მყავს 5 წლის ბიჭი. მინ­და ცურ­ვა­ზე შე­ვიყ­ვა­ნო, მაგ­რამ ერთ-ერთი აუ­ზის თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, რომ ამ ასაკ­ში ნა­ად­რე­ვია. არა­და, ლა­მის ჩვი­ლო­ბი­დან ბავ­შვებს ცურ­ვას აჩ­ვე­ვენ. თქვენ რას მირ­ჩევთ?

გირ­ჩევთ, უკვე შე­იყ­ვა­ნოთ ბავ­შვი ცურ­ვა­ზე. რა თქმა უნდა, ასა­კობ­რი­ვი დატ­ვირ­თვის ფონ­ზე.

მკი­თხვე­ლი ზურა: სპორ­ტის რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბას გვირ­ჩევთ გამ­ხდა­რი და სუს­ტი აღ­ნა­გო­ბის ბი­ჭის­თვის. არის 6 წლის და საკ­მა­ოდ გა­უ­ბე­და­ვია. ჭი­და­ო­ბა თუ იქ­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და რო­მე­ლი ასა­კი­დან?

ჭი­და­ო­ბა­ზე სი­ა­რუ­ლი მი­ზან­შე­წო­ნი­ლია 7-9 წლის ასაკ­ში. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში გირ­ჩევთ 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვი ავარ­ჯი­შოთ აზიდ­ვებ­ზე, მუც­ლის პრე­სის ვარ­ჯი­შებ­ზე და სხვა მცი­რე ზო­მის ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვებ­ზე, რათა ის ფი­ზი­კუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­ვი­დეს ჭი­და­ო­ბის სექ­ცი­ა­ში.

მკი­თხვე­ლი ნინო: თუ ბავ­შვს სპორტზე ვა­ტა­რებ და ინ­ტენ­სი­უ­რად ივარ­ჯი­შებს, და­ზღვე­უ­ლი ვიქ­ნე­ბი ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბის პრობ­ლე­მე­ბის­გან? ეს და­ა­ვა­დე­ბა სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შვებ­ში ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. უფრო რო­მელ სა­ხე­ო­ბებს მირ­ჩევთ. გო­გო­ნა არის 8 წლის.

8 წლის გო­გო­ნა­სათ­ვის გირ­ჩევთ ცურ­ვის ან ტან­ვარ­ჯი­შის სექ­ცი­ას. ხოლო თუ უკვე აქვს და­წყე­ბუ­ლი ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბა, მა­შინ მი­ა­კი­თხეთ სპორ­ტულ რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგს.

მკი­თხვე­ლი ლენა: მე-4 კლა­სე­ლი ბავ­შვი მყავს, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტად პუტ­კუ­ნაა. ვარ­ჯი­ში და სირ­ბი­ლი ძა­ლი­ან ეზა­რე­ბა. იმე­დი მაქვს, სპორ­ტი წო­ნის დაკ­ლე­ბა­შიც და­ეხ­მა­რე­ბა და მე­ტად აქ­ტი­ურ­საც გახ­დის, თუმ­ცა თა­ვი­დან­ვე დიდი დატ­ვირ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ უარი თქვას სი­ა­რულ­ზე. რო­მე­ლი სექ­ცია იქ­ნე­ბა მის­თვის უფრო შე­სა­ფე­რი­სი?

გა­უ­კონ­ტრო­ლეთ თქვენს შვილს ცო­მე­უ­ლი­სა და გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის დღი­უ­რი ნორ­მა. აუ­ცი­ლებ­ლად ანა­ხეთ ბავ­შვი ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, თუ ეზა­რე­ბა ვარ­ჯი­ში, ამ შემ­თხე­ვა­ში გირ­ჩევთ, უბ­რა­ლოდ ისე­ირ­ნოს 30-40 წუთი სტა­დი­ონ­ზე ან პარკში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

როგორ შევურჩიოთ ბავშვს სპორტის სახეობა?

როგორ შევურჩიოთ ბავშვს სპორტის სახეობა?

ვარჯიში და სხეულის გაკაჟება ყველა ასაკში მნიშვნელოვანია. მაგრამ მშობლები სპორტის სახეობებში ბავშვების ჩართვას ხშირად ჩქარობენ. რომელი ასაკიდან ჯობს ვარჯიშის დაწყება და რა სარგებლობა მოაქვს ბავშვის ორგანიზმისთვის სპორტის ამა თუ იმ სახეობას? თქვენს კითხვებს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვალერი ახალკაცი პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი თამუნა: ბავშვი 5 წლიდან დამყავს სპორტულ ტანვარჯიშზე. თითქმის ყოველ დღე ვარჯიშობს 2-3 საათის განმავლობაში, ზოგჯერ მეტი ხნითაც. მეჩვენება, რომ უკვე ძალიან გადაიღალა. ეს მხოლოდ დისკომფორტია თუ შეიძლება რამე პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. რას მივაქციო ყურადღება, რომ ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა არ გამომეპაროს.

აუცილებლად გააკონტროლეთ ბავშვის მიერ გახარჯული დღიური კალორაჟი და მიაქციეთ ყურადღება კვების რაციონს. აუცილებლად მიმაჩნია კარდიოგრამის გადაღება, როგორც მოსვენებულ ისე დატვირთვის ფონზე, ეს შემდგომშიც გამოგადგებათ შედარებისთვის. გაიარეთ სპორტული ექიმის კონსულტაცია.

მკითხველი ხათუნა: მართალია თუ არა, რომ კარატეში ვარჯიში ბავშვის სიმაღლეში ზრდას უშლის ხელს?

არ შეესაბამება სიმართლეს.

მკითხველი მაიკო: რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი ბავშვის ფეხბურთზე შეყვანა?

თუ ბავშვს აქვს აზროვნება, მოედნის ხედვა, გარკვეული მონაცემები და შეუძლია შეასრულოს მწვრთნელის მიერ მიცემული დავალებები, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვი 6-8 წლის ასაკში.

მკითხველი ლელა: მყავს 5 წლის ბიჭი. მინდა ცურვაზე შევიყვანო, მაგრამ ერთ-ერთი აუზის თანამშრომელმა მითხრა, რომ ამ ასაკში ნაადრევია. არადა, ლამის ჩვილობიდან ბავშვებს ცურვას აჩვევენ. თქვენ რას მირჩევთ?

გირჩევთ, უკვე შეიყვანოთ ბავშვი ცურვაზე. რა თქმა უნდა, ასაკობრივი დატვირთვის ფონზე.

მკითხველი ზურა: სპორტის რომელი სახეობას გვირჩევთ გამხდარი და სუსტი აღნაგობის ბიჭისთვის. არის 6 წლის და საკმაოდ გაუბედავია. ჭიდაობა თუ იქნება მიზანშეწონილი და რომელი ასაკიდან?

ჭიდაობაზე სიარული მიზანშეწონილია 7-9 წლის ასაკში. თქვენს შემთხვევაში გირჩევთ 1 წლის განმავლობაში ბავშვი ავარჯიშოთ აზიდვებზე, მუცლის პრესის ვარჯიშებზე და სხვა მცირე ზომის ფიზიკურ დატვირთვებზე, რათა ის ფიზიკურად მომზადებული მივიდეს ჭიდაობის სექციაში.

მკითხველი ნინო: თუ ბავშვს სპორტზე ვატარებ და ინტენსიურად ივარჯიშებს, დაზღვეული ვიქნები ხერხემლის გამრუდების პრობლემებისგან? ეს დაავადება სასკოლო ასაკის ბავშვებში ძალიან გავრცელებულია. უფრო რომელ სახეობებს მირჩევთ. გოგონა არის 8 წლის.

8 წლის გოგონასათვის გირჩევთ ცურვის ან ტანვარჯიშის სექციას. ხოლო თუ უკვე აქვს დაწყებული ხერხემლის გამრუდება, მაშინ მიაკითხეთ სპორტულ რეაბილიტოლოგს.

მკითხველი ლენა: მე-4 კლასელი ბავშვი მყავს, რომელიც ზედმეტად პუტკუნაა. ვარჯიში და სირბილი ძალიან ეზარება. იმედი მაქვს, სპორტი წონის დაკლებაშიც დაეხმარება და მეტად აქტიურსაც გახდის, თუმცა თავიდანვე დიდი დატვირთვის შემთხვევაში, შეიძლება, საერთოდ უარი თქვას სიარულზე. რომელი სექცია იქნება მისთვის უფრო შესაფერისი?

გაუკონტროლეთ თქვენს შვილს ცომეულისა და გაზიანი სასმელების დღიური ნორმა. აუცილებლად ანახეთ ბავშვი ენდოკრინოლოგს, თუ ეზარება ვარჯიში, ამ შემთხევაში გირჩევთ, უბრალოდ ისეირნოს 30-40 წუთი სტადიონზე ან პარკში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ