ილინოისის შტატში მსოფლიოში ყველაზე პატარა ტანის და-ძმა ცხოვრობს. ბრიჯიტ და ბრედ ჯორდანები მსოფლიო რეკორდების წიგნში არიან შესულნი. ბრიჯიტი და ბრედი პატარები არიან, მაგრამ ამის გამო ხალხთან ურთიერთობა არ უჭირთ. მათ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანის გვარიც კი "მიითვისეს".
ბრიჯიტსა და ბრედს იშვიათი დაავადება სჭირთ, რომელიც 200 000 ადამიანში ერთს აწუხებს. 23 წლის ბრიჯიტის სიმაღლე მხოლოდ 68 სანტიმეტრია. ბრედის სიმაღლე 90 სანტიმეტრს შეადგენს; მას სპორტი ძალიან უყვარს. შარშან ბრიჯიტმა წოდება "მსოფლიოში ყველაზე პატარა ტანის ქალი" მიიღო. თუმცა, მისი რეკორდი რამდენიმე თვის შემდეგ ინდოელმა ჯიოტი ამგემ გააუმჯობესა, რომელიც 60 სანტიმეტრია.
მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.