ქართველი მოჭიდავე, გიორგი გოგშელიძე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა.
მეოთხედფინალში მან მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი დაამარცხა. გოგშელიძე ნახევარფინალში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს, იაკობ სტეფან ვარნერს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მეორე ქართველმა მოჭიდავემ, ოთარ თუშიშვილმა მარცხი პირველივე ორთაბრძოლაში განიცადა.
"ინტერპრესნიუსი"