ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 19 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 110 ოჯახით გაიზარდა - ამის შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სტიქიამ 223 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, აქედან 190 -ზე მეტი სახლის სახურავი უკვე აღდგენილია.